გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #0202100--002726919 (2/2221-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.03.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ცი-------------ა
წარმომადგენელი ალ-----------–-------ა
მოპასუხე შპს ,,მო---“
წარმომადგენელი სა-–--------------–--ე, გო------–--ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,მ------თვის“ 16600 ლარის დაკისრება ცი-------------ას სასარგებლოდ.
ცი-------------ას მტკიცებით, მოპასუხემ ის შეიყვანა შეცდომაში და ხელი მოაწერა ლიზინგის ხელშეკრულებას, რომელიც უნდა გაუქმდეს და მას უნდა დაუბრუნდეს ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხისთვის გადაცემული თანხები (ერთჯერადად ჩარიცხული 8000 ლარი და გრაფიკით გათვალისწინებული გადახდებით პერიოდულად ჩარიცხული 8600 ლარი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
მოპასუხის მტკიცებით მხარეთა შორის არსებობდა ლიზინგის ხელშეკრულება და ყველა ოპერაცია, რომელსაც სადავოდ ხდის მოსარჩელე შესრულდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხე არ იზიარებს მხარეთა შორის ხელმოწერილ ლიზინგის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, აღნიშნავს რომ იგი არ სეესაბამება მსგავს საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, არა მხოლოდ ლიზინგის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, არამედ მოპასუხის მტკიცების და სადავო ხელსეკრულების სესხის ხელშეკრულებად მიჩნევის შემთხვევაშიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 24.01.20-- წ ცი-------------ამ ინტერნეტის მეშვეობით მიიღო ინფორმაცია, რომ მოქალაქე ზუ-------------ა ყიდდა სატრანსპორტო საშუალებას (,,მ-------------–-----, გ----–------–--–-------------------–---–-------------------------ი) 21665 ლარად და გადაწყვიტა მისი შეძენა (ყიდვა).
თვითონ მხოლოდ 8000 ლარი ჰქონდა და გადაწყვიტა 13500 ლარის დამატება საკრედიტო დაწესებულებებისგან სესხის მიღების გზით.
ნაცნობის რჩევით მივიდა შპს ,,მო---–-“ სადაც აღუთქვეს დახმარება ავტომანქანის შეძენაში.
საბოლოოდ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გაერთიანდა მისი თანხა 8000 ლარი (მ--------------------------------------–--------–---------------------შზე), შპს ,,მ------“ თანხა 13500 ლარი, რაც კონვერტაციის შემდეგ გადაურიცხეს გამყიდველს და შეიძინეს ავტომანქანა.
ავტომობილი დარეგისტრირდა შპს ,,მ------“ კუთვნილებაში, თუმცა მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელეს. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სათაურით ფინანსური ლიზინგის ხელსეკრულება.
შედგა შპს ,,მ------თვის“ მისი კუთვნილი ავტომანქანის შესაძენად გამოყენებული თანხის დაბრუნების გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებდა ყოველთვიურ გადახდას მოპასუხის სასარგებლოდ.
ხელშეკრულებაში, შესაბამისად გადახდის გრაფიკში მხარეთა შეთანხმებით შევიდა რამდენიმე ცვლილება, თუმცა მისი შესრულება ცვლილებების მიუხედავად მოსარჩელემ ვერ შეძლო.
13.04.20-- წ–დან 04.03.20-- წ–მდე ცი-------------ას შპს ,,მ------“ სასარგებლოდ გადახდილი აქვს 8600 ლარი.
01.06.20-- წ მდგომარეობით მას დაუგროვდა მოპასუხის დავალიანება 15658 ლარის ოდენობით.
ამის გამო შპს ,,მო---მ“ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და 07.06.20-- წ მიიღო ბრძანება, რომლითაც შპს ,,მ------“ დაუბრუნდა ცი-------------ას მფლობელობაში არსებული ავტომანქანა.
ცი-------------ამ გაასაჩივრა აღნიშნული ბრძანება.
ამ საჩივრის საფუძველზე ქუ--------------–-–---------------–--- სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.20-- წ განჩინებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.06.20-- წ ბრძანება და შპს ,,მ------“ განცხადება დარჩა განუხილველად.
ამ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ცი-------------ას შპს ,,მ------გან“ ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა ავტომანქანის შესაძენად, რაც შპს ,,მო---მ“ თავად გადაურიცხა გამყიდველს (ზუ-------------ას) და სწორედ, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა ცი-------------ამ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. სასამართლომ მიუთითა, რომ სინამდვილეში ცი-------------ას ქირა კი არ უნდა გადაეხდა, არამედ ანიუტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით სესხი უნდა დაეფარა.
სააპელაციო პალატის დასკვნით 24.01.20-- წ ,,ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება“ და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე 08.05.20-- წ ხელშეკრულება რეალურად უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, რაც ნიშნავს, რომ განმცხადებელს სასამართლოსთვის ლიზინგის ხელშეკრულება არ წარუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება
–გადახდის გრაფიკი
–ცვლილება ლიზინგის ხელშეკრულებაში
–საგადახდო დავალება #14--------, 24/01/20-- სს თ----------ი,–ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა
–ავტომანქანის გადაცემის ხელშეკრულება
–ცნობა დავალიანების შესახებ
–ს-------------–----------- ინფორმაცია გადახდების შესახებ 20/04/20--
–ქუ--------------–-–---------------–--- 10.10.20-- წ განჩინება
3.2. ქუ--------------–-–---------------–--- 10.10.20-- წ განჩინების გამოტანამდე აღსრულდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.06.20-- წ ბრძანება.
29.09.20-- წ ავტომანქანა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების ფარგლებში გადაეცა შპს ,,მ------“.
ავტომანქანა გაიყიდა აუქციონზე 14840 ლარად და ამჟამად იგი შპს ,,ლ------------------“ საკუთრებაშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მიღება–ჩაბარების აქტი 29.09.20-- წ
–შეტყობინება ლიზინგის საგნის რეალიზაციის შესახებ
–ინვოისი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს ,,მ------“ 8000 ლარი ჩაერიცხა უსაფუძვლოდ, ვალდებულების გარეშე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317 –ე, 385–ე, 991–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ქუ--------------–-–---------------–--- სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.20-- წ განჩინება იმავე მხარეებს შორის, რომლითაც დადგენილია, რომ 24.01.20-- წ სადავო ხელშეკრულებით მხარეები ერთმანეთთან არიან არა ლიზინგის, არამედ სესხის სამართლებრივ ურთიერთობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385–ე მუხლით ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
უსაფუძვლოდ გამდიდრება გვაქვს მაშინ, როცა ერთი პირის ქონებრივი ზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე და აღნიშნული ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ზოგად ნორმას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირის მიმართ, რომ მან აღადგინოს სტატუს კვო. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 976-990-ე მუხლები შეიცავს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ სპეციალურ შემთხვევებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ცი-------------ამ ვალდებულების გარეშე სესხის 13500 ლარის მისაღებად 8000 ლარი ჩაურიცხა შპს ,,მ------", რაც მას უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1–ლი ნაწილის და 55–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 240 ლარი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო სხვა ნაწილი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,მ------“ ცი-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 8000 ლარის გადახდა.
3. შპს ,,მ------“ ცი-------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 240 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა