განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119002816139
№1-24/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.03.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - ა-----– ც---------ე
ადვოკატი - ზ----- მ--------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173121218002 საქმე
ბრალდებულ ა-----– ც---------ის მიმართ
მამის სახელი: ჯ--------
დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური
დაბადებული: 16.10.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი მ---------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმი ფრიდონ ხალვაშის გამზირი მ---------------–--------------–- ყოფნისას, ა-----– ც---------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ნია ც---------ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლე ს---–-----–------ეს, რაც იწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2. 2018 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, ქ. ბათუმი ფრიდონ ხალვაშის გამზირი მ---------------–--------------–- ყოფნისას, ა-----– ც---------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს ს---–- ს------–--ეს სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმი ფრიდონ ხალვაშის გამზირი მ---------------–--------------–- ყოფნისას, ა-----– ც---------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს ს---–- ს------–--ეს თმებში ხელის ჩავლებითა და ძლიერ მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმი ფრიდონ ხალვაშის გამზირი მ---------------–--------------–- ყოფნისას, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ს---–-----–------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია მისის ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
5.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
7. ა-----– ც---------ემ განმარტა, რომ მეუღლეს, ს---–-----–------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ ტკივილს.
8. დაზარალებულ ს---–-----–------ის განმარტებით, მეუღლე ა-----– ც---------ე მასზე ახორციელდებოდა სისტემატიურ შეურაცხყოფას მათივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და აყენებდა შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ამავდროულად 2018 წლის ნოემბრის თვეში და 12 დეკემბერს მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ს---–- სალვარიძემ მეუღლის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ა-----– ც---------ემ მეუღლის - ს---–-----–------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
11. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. დაზარალებულმა ს---–-----–------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, მეუღლე, ა-----– ც---------ე დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ა-----– ც---------ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლის ს---–-----–------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----– ც---------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია მისის ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. ა-----– ც---------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენა.
16. ა-----– ც---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-----– ც---------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-----– ც---------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
ა-----– ც---------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და შეურიგდა დაზარალებულს, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის პოზიციაზე ბრალდებულისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში მისი ოჯახის შესაძლო ეკონომიურ პრობლემებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ა-----– ც---------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
18. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამავდროულად ა-----– ც---------ის პიროვნების და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით (ინანიებს დანაშაულის ჩადენას, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, შეურიგდა დაზარალებულს და მან აპატია დანაშაული) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბრალდებული ა-----– ც---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ა-----– ც---------ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.
2.ა-----– ც---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
3.ა-----– ც---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
4. საქმეზე დართული ორი ცალი დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
5.სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ა-----– ც---------ის მიმართ საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი