გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 02----1-8--------3 (2/2------)
გადაწყვეტილება
სა---------–--ს სახელით
26.02.2019 წ. ქ. ზუ------ი
შესავალი ნაწილი
ზუ------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს ,,ორ--------------------–----–"
წარმომადგენელი ირ---–--------–---–ი
მოპასუხე შპს ,,ე-–---"
წარმომადგენელი/ დირექტორი ირ---–-------–ია
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ე-–---ს" შპს ,,ორ----------------------–----–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 144240 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ცნობს სარჩელს.
3- ფაქტობრივი გარემოებები
1.1. მოსარჩელე ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. სა---------–--ში გადაწყვიტა ერთობლივი საქმიანობა 06.07.2015 წ დაფუძნებულ შპს ,,ე-–---სთან". მათ სურდათ ეწარმოებინათ თხილის ბიზნესი სა---------–--დან ევროპაში. იგეგმებოდა მალტური კომპანიის მიერ ფულადი დაბანდების გაკეთება, ირ---–-------–იას ადგილზე უნდა ეხელმძღვანელა ბიზნესს, მოგვიანებით კი მოსარჩელე უნდა გამხდარიყო ქართული კომპანიის წილის მფლობელი ან მხარეებს ერთობლივად უნდა დაეფუძნებინათ ახალი კომპანია.
1.2. მოსარჩელემ აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის შპს ,,ე-–---ს" ჯამურად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 194240 აშშ დოლარი თუმცა ბიზნესგეგმა ვერ განხორციელდა. შესაბამისად მოსარჩელეს არ მიუღია რაიმე მოგება და არც ფული დაბრუნებია უკან.
1.3- პირადი ურთიერთობის გამოყენებით განმცხადებელმა შეძლო და 12.09.2--- წ დაიბრუნა 50000 აშშ დოლარი, ხოლო დღემდე მიუღებელი აქვს 144240 აშშ დოლარი.
მოპასუხე აღიარებს დავალიანების არსებობას.
1.4. სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებლები
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-თანხის ჩარიხვის საბანკო ქვითარი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 103-ე, 131-ე და 208-ე მუხლები, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. 2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
საყურადღებოა, რომ სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ დავალიანება და ცნო სარჩელი, რაც ამ ამ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სასამართლოში საქმისწარმოებისთვის გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნახევარი 2500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 2500 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე ზუ------ის რაიონული სასამართლოს 19.10.2018 წ განჩინებით /საქმე №02----1-8--------3 (2/2------)/ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ე-–---ს"(ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ 1.7------- მიწის ნაკვეთს მდებარე ქ.ზუ------ი, სოხ-----------ს მეორე შესახვევი, ს.კ 4--3--45.1-2.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ე-–---ს" შპს ,,ორ----------------------–----–-ს" სასარგებლოდ დაეკისროს 144240 აშშ დოლარის გადახდა.
3- შპს ,,ე-–---ს" შპს ,,ორ----------------------–----–-ს" სასარგებლოდ დაეკისროს 2500 ლარის გადახდა
4. შპს ,,ო------------------------–--ალს" სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნახევარი 2500 ლარი (სს სა---------–--ს ბანკი", საგადახდო დავალ------, გადამხდელი ყან---–---–--------–ი პ/ნ 0---------7, სახაზინო კოდი 30------0, მიმღების ბანკი სახ. ხაზინა, ბანკის კოდი T------2).
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუ------ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა