გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
330210018002791544
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37638-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელეები: ლა-–---------–---–ი, მე-------–-----ე, მა----------–-----ე

წარმომადგენელი: ბა-------------–---ი

მოპასუხე: შა-–-------–-----ე

წარმომადგენელი: სო----------–-----ა

და--ს საგანი ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლა-–---------–---–ს (პ--------------, დაბადებული 2--------- წელს) და შა-–-------–-----ეს (--------------- , დაბადებული 2--------- წელს) შორის, 2----–-–-- 2--------–- რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა #0----------, სააქტო ჩანაწერი #4-) შეწყვეტა;

 

1.2. მოპასუხე შა-–-------–-----ეს (---------------) მოსარჩელე მა----------–-----ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 14--------წელს) სასარგებლოდ დაეკისროს გასული 3 წლის ალიმენტის გადახდევინება, 300 (სამასი) ლარის ოდენოობით, სარჩელის შემოტანიდან, 2----–-–----------------დან, რაც ჯამში შეადგენს - 10 800 ლარს.

 

1.3. მოპასუხე შა-–-------–-----ეს (---------------) მოსარჩელე მე-------–-----ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 0--------- წელს) სასარგებლოდ დაეკისროს გასული 3 წლის ალიმენტის გადახდევინება, 300 (სამასი) ლარის ოდენოობით, სარჩელის შემოტანიდან, 2----–-–----------------დან, რაც ჯამში შეადგენს - 10 800 ლარს.

 

1.4. მოპასუხე შა-–-------–-----ეს (---------------) მოსარჩელე ლა-–---------–---–ის (პ--------------) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ნი--------–-----ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 0---------წელს) რჩენა-აღზრდისათვის, დაეკისროს გასული 3 წლის ალიმენტის გადახდევინება, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის შემოტანიდან, 2----–-–----------------დან, რაც ჯამში შეადგენს - 10 800 ლარს.

 

1.5. მოპასუხე შა-–-------–-----ეს (---------------) მოსარჩელე ლა-–---------–---–ის (პ--------------) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ნი--------–-----ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 0---------წელს) რჩენა-აღზრდისათვის, დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენოობით, სარჩელის შემოტანიდან, 2----–-–----------------დან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ლა-–---------–---–ი და შა-–-------–-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-- 2--------–---ან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - მა----------–-----ე (დაბადებული 14-------- წელს), მე-------–-----ე (დაბადებული 0--------- წელს) და ნი--------–-----ე (დაბადებული 08-------- წელს). მხარეები ინტერესთა შეუთავსებლობის და ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე მეთხუთმეტე წელია, რაც ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე მეუღლესთან განშორების შემდგომ, მალევე წა--და საზღვარგარეთ. შვილების არაერთი მცდელობის მიუხედავად, შა-–-------–-----ე არ ეკონტაქტება მათ და არანაირ მონაწილეობას არ იღებს შვილების აღზრდაში. არ ზრუნავს მათ ფი--იკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის. მოპასუხე დღეის მდგომარეობით, იმყოფება საქართველოში და წამოწყებული აქვს ბი--ნესი, საიდანაც იღებს სოლიდურ შემოსავლებს. მოსარჩელეს ყოველთვიურად 500 ლარის შემოსავალი აქვს, რაც ბუნებრივია სამი შვილის უზრუნველყოფას ვერ წვდება. მა----------–-----ემ, აღნიშნული მატერიალური მდგომარეობის გამო, ვერ ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში. უმცროსი ქალიშვილი კი მოკლებულია სასკოლო ღონისძიებებში სრულფასოვან მონაწილეობას. აქედან გამომდინარე მოსარჩელე მომართავს სასამართლოს და მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას მოპასუხეზე.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 2-18),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შა-–-------–-----ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში. მისი განმარტებით, საზღვარგარეთ, კერძოდ ე-------–- გაემგზავრა, სწორედ შვილებისთვის გარკვეული მატერიალური დახმარების გაწევის სურვილით. ის ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ეხმარებოდა შვილებს და პირნათლად ასრულებდა მამობრივ მოვალეობას. აღნიშნავს, რომ მას არანაირი ბი--ნესი არ აქვს, მისი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი გამომდინარეობს, მ--ობრისთვის დახმარების გაწევიდან და მხოლოდ ფიქტიური მნიშვნელობის მატარებელია. ასევე მოპასუხეს ჰყავს მეორე ქორწინებიდან ორი მცირეწლოვანი შვილი სარჩენი - ლ-------ა და---------–-----ეები. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, მან განაცხადა, რომ არასრუწლოვანი შვილის ნი--------–-----ის მიმართ, ვერ გადაიხდის ალიმენტს, რადგან მისი შემოსავალი შეადგენს მხოლოდ სოციალური შემწეობით გათვალისწინებულ 60 (სამოცი) ლარს. აღნიშნავს, რომ მისი ორი შვილი, მ------ და მე-------–-----ეები არიან სრულწლოვანები და მათი მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი (იხ.ს.ფ. 31-38)

მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლა-–---------–---–მა (პ--------------, დაბადებული 2--------- წელს) და შა-–-------–-----ემ (--------------- , დაბადებული 2--------- წელს) იქორწინეს 2----–-–-- 2--------–-, ქორწინების მოწმობა #0----------, სააქტო ჩანაწერი #4-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა #0----------, სააქტო ჩანაწერი #4-. (იხ.ს.ფ.19);

 

3.1.2. მა----------–-----ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2----–-–-- 14 მარტს, დაბადების მოწმობა #01---------, აქტის ჩანაწერი #---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა #01---------, აქტის ჩანაწერი #---. (იხ.ს.ფ 22).

 

3.1.3. მე-------–-----ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 19---–-–---------------ს, დაბადების მოწმობა #0----------, აქტის ჩანაწერი #---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა #0----------, აქტის ჩანაწერი #---.(იხ.ს.ფ 21)

 

3.1.4. ნი--------–-----ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2----–-–----------ს, დაბადების მოწმობა #0----------, აქტის ჩანაწერი #0------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა #0----------, აქტის ჩანაწერი #0------.(იხ.ს.ფ 20)

 

3.1.5. ლი--------–-----ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2----–-–----------------ს, დაბადების მოწმობა # 0----------, აქტის ჩანაწერი # 0----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა # 0----------, აქტის ჩანაწერი # 0----------..(იხ.ს.ფ 40)

 

3.1.6. და---------–-----ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 20---–-–---------------ს, დაბადების მოწმობა #0---------, აქტის ჩანაწერი # 0----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა #0---------, აქტის ჩანაწერი # 0----------.( იხ.ს.ფ. 41)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 1--------- წლის, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მიხედვით, შა-–-------–-----ე რეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (იხ.ს.ფ 23)

 

3.2.2. 1--------- წლის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ამონაწერის მიხედვით ჭ---–-------–--–--, მეუღლე - მა--–-–---–---–--, და შვილები: ლ-------ა და--თ ჭუ-–--------ი იღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებულ შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი. (იხ.ს.ფ. 42)

 

3.2.3. 0--------- წლის, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა-ს თანახმად, შა-–-------–-----ეს აღენიშნება ქ----------–--–-----------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა-ს. (იხ.ს.ფ. 4-)

 

3.2.4. სასამართლო წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიიღო გარკვეული ზომები, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან, მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თა--სი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალი--ის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო ძირითადი სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილის ნ---------–-------- მიმართ 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1202-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ლა-–---------–---–ი და შა-–-------–-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-- 2--------–---ან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მი--ნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ლა-–---------–---–ი და შა-–-------–-----ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შა-–-------–-----ემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ლა-–---------–---–ს და შა-–-------–-----ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა შა-–-------–-----ისთვის სრულწლოვანი შვილების მ--ი და მა----------–-----ეების და ასევე არასრულწლოვანი შვილის ნი--------–-----ის სასარგებლოდ, წარსული სამი წლის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის, სულ თითოეულისათვის - 10800 (ათი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა შვილების რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას, ლა-–---------–---–ის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შა-–-------–-----ისათვის სრულწლოვანი შვილების: მე-------–-----ის (დაბადებული 0---------წ.), მა----------–-----ის (დაბადებული 14--------წ.) და არასრულწლოვანი ნი--------–-----ის (დაბადებული 0---------წ.) სასარგებლოდ, წარსული სამი წლის ალიმენტის, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის, სულ თითოეულისათვის - 10800 (ათი ათას რვაასი) ლარის ოდენობით წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელემ არასრულწლოვანი ნი--------–-----ის სასარგებლოდ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------ს დაბადებული ნი--------–-----ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თა--ანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თა--ანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ლა-–---------–---–თან ერთად. მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500 ლარს, ხოლო მოპასუხე შა-–-------–-----ის დასაქმების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, ის დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, რაც დასტურდება ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ცნობით, მაგრამ უდავოა მისი შრომისუნარიანობა, დასაქმების შესაძლებლობა, ფი--იკური უნარები, შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თა--ანთი შვილები, ი--რუნონ მათი ფი--იკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მი--ნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მი--ანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფი--იკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თა--ანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მი--ნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფი--იკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თა--სთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე შა-–-------–-----ეს ოფიციალურად, სტაბილურად დასაქმებას დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და ა.შ. რაც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თა--ანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათა--სუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თა--სთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნა--ა, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფი--იკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ი--რდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება ი--რუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია ტერიტორიულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს. აღსანიშნა--ა, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალი--ის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი შვილისთვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2----–-–----------------დან ნი--------–-----ის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ლა-–---------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. (ს.ფ. 27);

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ლა-–---------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთა--სუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თა--სუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლა-–---------–---–ი განთა--სუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს და--ს საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, და--ს საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ლა-–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად არსებობს მოპასუხე შა-–-------–-----ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, მე-14, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-24--ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ლა-–---------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ქორწინება ლა-–---------–---–ს (პ--------------, დაბადებული 2--------- წელს) და შ--–-------–------ს (---------------, დაბადებული 2--------- წელს) შორის, რეგისტრირებული 2----–-–-- 2--------–- (ქორწინების მოწმობა #0----------, სააქტო ჩანაწერი #4-);

 

3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

5. განქორწინების ნააწილში მხარეები გათა--სუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. დაუბრუნდეს ლა-–---------–---–ს (პ--------------) ბა-------------–---ის (#5----------) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, რომელიც გადახდილია 2--------- წელს სს ,,თი---------–ი“ სახაზინო კოდი - 300773150, საგადასახადო დავალება #0;

 

7. შ--–-------–------ს (---------------) ლა-–---------–---–ის (პ--------------) სასარგებლოდ, დაეკისროს ნ---------–------- (პ/ნ 0---------- დაბადებული 0--------- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 100 (ასი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2----–-–----------------დან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

8. შ--–-------–------ს (---------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

9. მოსარჩელეების: ლა-–---------–---–ის, მე-------–------ს და მ------ ჭ---–------- სარჩელი მოპასუხე შ--–-ა ჭ---–------- მიმართ გასული სამი წლის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია