განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
160100118002456722
დავის ტიპი
141 , 140
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002456722

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/133-18 8 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031171217001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,ნათია მიქელაძე, თამთა როყვა

სხდომის სახე - დახურული

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გოდერძი ხარაზიშვილი

 

ბრალდებული: ლ----- დ-----------

მამის სახელი: ჯემალი

დაბადებული: 1986 წლის 17 სექტემბერი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული : ზუგდიდი, სოფელი კორცხელი ქ. ჩოლოყაშვილის N1

ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–---–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. მარნეულში ჯანდარის მასივში არსებულ ტყეში, რესტორნის ნანგრევებში, სრულწლოვანმა 1986 წლის 17 სექტემბერს დაბადებულმა ლ---- დ----------მა განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა მისთვის წინასწარი შეცნობით 12 წლის, 2005 წლის 2 აპრილს დაბადებულ ნინი ქუხილავას სხეულში. გარდა აღნიშნულისა ლ---- დ----------- ნინი ქუხილავას სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ახორციელებდა სხვადასხვა დროს 2017 წლის 8 დეკემბრამდე.

 

1.2. 2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მარნეულის ჯანდარის მასივში, ნინო სარანჩინას საცხოვრებელ სახლში, სრულწლოვანი 1986 წლის 17 სექტემბერს დაბადებული ლ---- დ----------- გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა 12 წლის, 2005 წლის 02 აპრილს დაბადებულ ნინი ქუხილავასთან. კერძოდ, მისი ქმედება გამოიხატა მასში, რომ ის ტუჩებში კოცნიდა ნინი ქუხილვას, რა დროსაც მათ შეუსწრო ნინი ქუხილვას დედამ ნინო სარანჩინამ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. შესაბამისად პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი არის სრულწლოვანი.

 

საქმის მასალების თანახმად ბრალდებული ლ---- ჯემალის ძე დ----------- დაბადებულია 1986 წლის 17 სექტემბერს. შესაბამისად ბრალად წარდგენილი ქმედების დროს 2017 წლის დეკემბერში ლ---- დ----------- იყო 31 წლის, სრულწლოვანი.

 

2018 წლის 16 მაისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ დაზარალებულად ცნობილია ნინი ქუხილავა. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის ოფიციალური დოკუმენტი ნინი ქუხილავას დაბადების შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნინო სარანჩინა, მან დაადასტურა, რომ ნინი ქუხილავა არის მისი შვილი, რომელიც დაიბადა 2005 წლის 2 აპრილს მარნეულის რაიონის სოფელ იმირში. აღნიშნული ასევე დაადასტურა რუსუდან მენთეშაშვილმა და განმარტა, რომ ნინო სარანჩინა მან გაიცნო ნინის დაბადების დროს. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი ლ---- დ----------სა და ნინო სარანჩინას შორის. ჩანაწერში ლ---- დ----------- არ უარყოფს, რომ ნინი ქუხილავა არის 12 წლის, მოიხსენიებს, როგორც ბავშვს. შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობით ირკვევა, რომ ნინი ქუხილავა დაბადებულია 2005 წლის 2 აპრილს და არის არასრულწლოვანი. ასევე დადასტურებულია, რომ ნინი ქუხილავას ასაკი ცნობილია ლ---- დ-----------სთვის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ სრულწლოვანმა ლ---- დ----------მა განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა მისთვის წინასწარ ცნობილ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნინი ქუხილავასთან. აღნიშნული დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ნინი ქუხილავა. მან განმარტა, რომ დაიბადა 2005 წლის 2 აპრილს. ცხოვრობს დედასთან ნინო სარანჩინასთან ერთად. ზუგდიდიდან მარნეულში ჩამოვიდნენ დაახლოებით 2 წლის წინ. ცხოვრობდნენ ლ---- დ-----------ს სახლში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში. დედამისი ნინო სარანჩინა და ლ---- დ-----------ს და მეგობრობდნენ. შემდეგ დასახლდნენ ჯანდარის მასივში. აქედან დაიწყო მისი და ლ-----ს მეგობრობა. ლ----- ხშირად მოდიოდა და რჩებოდა მათთან. ერთხელ ლ-----სთან ერთდ დედის ნებართვით წავიდა შეშაზე. ჯანდარის მასივში დანგრეული რესტორანია, არის ტყე. ამ ადგილას მას ლ---- დ----------მა უთხრა, რომ უყვარდა, მოწონდა და სურდა მისი ცოლად მოყვანა. აიყვანა ზემოთ კიბეებზე, ძირს დააფინა ქურთუკი, დააწვინა ეფერებოდა მკერდზე, კოცნიდა ლოყაზე. დაზარალებულის განმარტებით მას ტანისამოსი არ ეცვა, ლ----ს კი შარვალი ჰქონდა გახდილი. ნინი ქუხილავამ დაადასტურა, რომ მას ტანისამოსი გახადა ლ----მა და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. აღნიშნულ ადგილას მათ დაჰყვეს დაახლოებით 2 საათი, შემდეგ კი დაბრუნდნენ სახლში, იმ ღამით ლ----- დარჩა მათთან სახლში. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი სისტემატიურად ესაუბრებოდა ლ----ს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ნინი 12 წლის იყო. ამის შემდეგ დაზარალებულის განმარტებით ლ----მა მასთან კვლავ დაამყარა სახლში სქესობრივი კავშირი. ამ დროს დედა არ იყო სახლში, იმყოფებოდა სამსახურში. დაზარალებულის განმარტებით მას ლ----- ეუბნებოდა, რომ ქალიშვილობას არ დააკარგვინებდა, ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ისიც თანხმდებოდა მასთან ურთიერთობას. დაზარალებულმა განმარტა, რომ ლ---- დ----------მა მასთან პირველად სქესობრივი კავშირი დაამყარა რესტორნის ნანგრევებთან. ასევე განმარტა, რომ მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გაიგო, რომ არ იყო ქალიშვილი. მანვე განმარტა, რომ მას სხვა მეგობრები არ ჰყოლია, ტელეფონზე კი ესაუბრებოდა მხოლოდ ლ----ს და სარგებლობდა დედის ტელეფონით.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ნინი ქუხილავას დედა - ნინო სარანჩინა. მან განმარტა, რომ ნინი ქუხილავა დაიბადა 2005 წლის 2 აპრილს, იმშობიარა სახლში მარნეულის რაიონის სოფელ იმირში. მშობიარობას ესწრებოდნენ მისი მეზობლები მარინა და რუსიკო(რუსუდან მენთეშაშვილი). მოწმის განმარტებით ქუხილავა არის მისი გვარი. ნინის მამასთან ოფიციალურად ქორწინებაში არ იმყოფებოდა ბავშვს მისცა საკუთარი გვარი. შემდეგ კი თავად ცოლად გაჰყვა ვიაჩესლავ სარანჩინს და დღეის მდგომარეობით ატარებს მის გვარს. ნინო სარანჩინამ განმარტა, რომ ლ----ს იცნობს დაახლოებით 2 წელია. გაიცნო მისი დისგან, ვისთან ერთადაც მუშაობდა. როდესაც ნინი იყო 11 წლის მაშინ დაუახლოვდნენ ლ-----ს ოჯახს, ენდობოდა, ნინისაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ნინო სარანჩინამ განმარტა, რომ მან ნინის და ლ-----ს ურთიერთობის შესახებ არ იცოდა, რადგან ბავშვს ეშინოდა მისი და არ ეუბნებოდა. ექსპერტიზის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინი არ იყო ქალიშვილი და ამის შემდეგაც ბავშვმა მას უთხრა სიმართლე. უთხრა, რომ როდესაც შეშაზე წავიდა ლ-----სთან ერთად რესტორნის ნანგრევებში ლ----მა მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ბავშვის გადმოცემით ლ----- მას ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ქალიშვილობას არ დააკარგვინებდა. ნინიმ ასევე უთხრა მას, რომ უყვარდა ლ-----. ნინო სარანჩინას განმარტებით ბავშვი იყო სულ სახლში, არ გადიოდა მეზობლებთანაც კი. სარგებლობდა მისი ტელეფონით.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ნონა ცუხიშვილმა განმარტა, რომ ნინო სარანჩინასთან ერთად მუშაობდა რესტორან ,,თეთრ სახლში" მიმტანად. იცნობს ნინისაც. ბავშვს ლ----თან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია, თავად მას გააცნეს როგორც ძმა, ენდობოდნენ. ნინო სარანჩინამ დაურეკა და მივიდა მათთან სახლში. გავიდა ნინისთან ერთდ მაღაზიაში. ნინიმ უთხრა, რომ ეშინოდა. დაუდასტურა, რომ ლ----თან ჰქონდა კავშირი. მოწმემ დაადასტურა, რომ ნინის სხვა მამაკაცებთან კავშირი არ ჰქონია. მისი ასაკი კი იცოდა ყველამ. ნონა ცუხიშვილმა განმარტა, რომ ნინო სარანჩინას ოჯახში მიდიოდა ხშირად, სადაც ასევე ხვდებოდა ლ-----.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რუსუდან მენთეშაშვილი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ იმირში. იქ გაიცნო ნინი ქუხილავა და ნინო სარანჩინა. მოწმის განმარტებით, ნინო სარანჩინა გაიცნო ნინის დაბადების დროს. მუშაობდა მასთან ერთად, ჰქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ ნინო ცხოვრობდა მასთან. მოწმის განმარტებით ასევე იმყოფებოდა ნინის დაბადების დღეზე, რომელიც ერთ წელს რესტორანში გადაუხადა ნინომ. რუსუდან მენთეშაშვილის განმარტებით ნინი იყო 12-13 წლის.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ვლადიმერ კერატიშვილი. მისი განმარტებით ნინო სარანჩინა და ნინი ქუხილავა იყვნენ მისი დედის მეზობლები. მათთან შედიოდა ჩაიზე და ყავაზე, როდესაც ჭირდებოდათ ეხმარებოდა, უჭრიდა შეშას. მოწმის განმარტებით მათთან სახლში ნახა ეკა და ნონა ცუხიშვილები, ბავშვიც სახლში იყო, დაუნახავს მხოლოდ მაღაზიაში მიდიოდა და მოდიოდა. ლ---- დ----------თან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს და არც მათ ოჯახში უნახავს.

 

მოწმის სახით დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი მამუკა მატიაშვილი. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. განმარტა, რომ გავლილი აქვს კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. მისი გადმოცემით დაზარალებული ნინი ქუხილავა დაიკითხა ორჯერ. მეორედ მისი დაკითხვა საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნის პასუხის შემდეგ. ასევე განმარტა, რომ ნინი ქუხილავას რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნდა და მისი ასაკი დადგინდა მოწმეთა გამოკითხვის გზით.

 

სასამართლო სხდომაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა ლია ხარაზიშვილის ჩვენება. ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ნინო სარანჩინას მეგობარი, მუშაობს მასთან ერთად. ლია ხარაზიშვილმა განმარტა, რომ შევიდა 2017 წლის 17 დეკემბერს იმყოფებოდა ნინო სარანჩინასთან სახლში, იქ ასევე მოვიდა ნონა ცუხიშვილი და რუსუდან მენთეშაშვილი. მოწმემ განმარტა, რომ მას და ნონა ცუხიშვილს ნინი ქუხილავამ უთხრა, რომ ლ---- დ----------- მასთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს, შემდეგ კი გარბოდა საპირფარეშოში. ლია ხარაზიშვილმა ასევე ჩვენებაში განმარტა, რომ ნინი იყო 12 წლის, მხიარული და ოჯახის მოყვარული.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ იქნა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს ნებართვით განხორციელდა ლ---- დ----------სა და ნინო სარანჩინას შორის 2017 წლის 29 დეკემბერს 17:47:07 საათიდან 2017 წლის 29 დეკემბრის 18:34:29 საათამდე. მათ შორის საუბარი მიმდინარეობს ნინო სარანჩინას შვილის ნინი ქუხილავასთან დაკავშირებით. საუბრისას ლ---- დ----------- ნინი ქუხილავას მოიხსენიებს, როგორც ბავშვს და მისი ასაკის შესახებაც ინფორმირებულია. საუბარში ლ---- დევდარიანი უარყოფს ნინი ქუხილავსთან სქესობრივ კავშირს.

 

2018 წლის 15 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N000206118 დასკვნის თანახმად ნინი ქუხილავას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

- ნინი ქუხილავას საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია-არ არის მთელი. ხანდაზმულობით უნდა შეესაბამებოდეს 7-14 დღის ინტერვალს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. განმარტა, რომ 7-14 დღეზე ხანდაზმული საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა არ იქნება, აღნიშნული კი დადგინდა მისი მორფოლოგიური აღწერილობიდან გამომდინარე.

 

დასკვნის სისწორე, ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა ქეთევან ბედენაშვილმა და სოფიკო ბელქანიამ.

 

სასამართლომ შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები დადასტურებულად მიიჩნევს ლ---- დ-----------ს მიერ სექსუალური შეღწევის განხორციელებას ნინი ქუხილავას სხეულში. დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად ბრალდებულიც არ უარყოფს ოჯახთან ხშირ კონტაქტს, სხვა მოწმეებმა კი დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ნინი ქუხილავას სხვა მამაკაცებთან კონტაქტი არ ჰქონია. გასათვალისწინებელია, მეზობლის ვლადიმერ კერატიშვილის ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ იგი ნინის ხედავდა სახლში, ასევე მხოლოდ მაღაზიაში გასვლისას. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებებს შორის განსხვავებებს, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია დაზარალებულის ასაკი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიიჩნევს, რომ ეს განსხვავებები გამოწვეულია დაზარალებულის დამოკიდებულებით მის მიმართ განხორციელებული ქმედების გამო. გარდა ამისა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასახელებული და მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ დაზარალებულს გააჩნდა რაიმე მოტივი ლ---- დ-----------ს მიმართ, რის გამოც შეიძლებოდა მისთვის დაებრალებინა ესოდენ მძიმე დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი მსგავსი მოტივის არსებობა არ დადასტურდა. პირიქით დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნამდე ცდილობდა დაეფარა ლ---- დ-----------ს მიერ ჩადენილი ქმედება, რაც სასამართლოს კიდევ ერთხელ არწმუნებს დაზარალებულის ჩვენების უტყუარობაში.

 

2.2. გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

 

დაზარალებულმა ნინი ქუხილავამ დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს ლ---- დ----------- იმყოფებოდა მათთან სახლში, რა დროსაც დააწვინა საწოლზე, პირველად აკოცა ტუჩებში, ეფერებოდა მკერდზე, რა დროსაც ფანჯრიდან ისინი დაინახა დედამისმა ნინო სარანჩინამ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დედა ძალიან გაბრაზდა, დაურეკა ლ-----ს დას. ასევე მათთან მივიდა მისი დედის მეგობარი ნონა ცუხიშვილი, რომელსაც მოუყვა ყველაფერი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნინო სარანჩინას ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, არიგებდა ვაუჩერებს. საღამოს სახლში დაბრუნდა გვიან, იქნებოდა დაახლოებით 9-10 საათი. მოწმის განმარტებით მათი საცხოვრებელი კორპუსი არის ორ სართულიანი, მათი ბინა კი მდებარეობს პირველ სართულზე. შეაღო სახლის კარი და ნახა ბავშვი იწვა შემოსასვლელში ლოგინზე, ლ----- კოცნიდა ზემოდან აწვა როგორც ცოლ-ქმარი, როგორც შეყვარებულები, კოცნიდა ტუჩებში, ეფერებოდა მკერდზე, ნინი ჰყავდა ჩახუტებული. ნინო სარანჩინას განმარტებით მან დაურეკა ლ-----ს დას, შეატყობინა ამის თაობაზე. ლ----- კი წავიდა და მეორე დღეს მეგობართან, თავის დასთან და დისშვილთან ერთად მოვიდა. მოწმის განმარტებით მათთან სახლში ასევე მისული იყო ნონა, მისი მეგობარი. ნონასთან ერთად ნინი წავიდა მაღაზიაში, სადაც ბავშვმა ნონას უამბო ყველაფერი.

 

სასამართლო სხდომაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა ლია ხარაზიშვილის ჩვენება. ირკვევა, რომ 2017 წლის 17 დეკემბერს სამსახურში წასასვლელად მიაკითხა ნინო სარანჩინას. როდესაც მას შეხედა ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული. შეეკითხა თუ რა ხდებოდა მან უამბო, რომ მან დაინახა თუ როგორ კოცნიდა ლ---- დ----------- მის შვილს.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ იქნა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს ნებართვით განხორციელდა ლ---- დ----------სა და ნინო სარანჩინას შორის 2017 წლის 29 დეკემბერს 17:47:07 საათიდან 2017 წლის 29 დეკემბრის 18:34:29 საათამდე. მათ შორის საუბარი მიმდინარეობს ნინო სარანჩინას შვილის ნინი ქუხილავასთან დაკავშირებით. საუბრისას ლ---- დევდარიანი აღიარებს ნინი ქუხილავასათვის ტუჩებში კოცნის ფაქტს. კერძოდ, აცხადებს ,,ბაზარი არ არის მე კოცნაზე არ ვიყავი მართალი, ვაღიარე, ნინო, ბავშვებს ვფიცავარ და ჩვენებაც დავწერე“, ასევე ნინო სარანჩინას შეკითხვაზე - ,,ბიჭო, რად გინდოდა რატომ კოცნიდი? მითხარი, რატომ კოცნიდი, რატომ? პასუხობს ,,- არ გამოწეულიყო, ბავშვებს ვფიცავარ... კი მე დამნაშავე ვარ, მაშინაც გითხარი და ანალოგიურს კიდევ ვამბობ. შენ როგორც თქვი, მართლაც მასეთნაირად, მე მაშინ მაგისთვის მართლდა უნდა გამელაწუნებინა კარგად, გემრიელი, მაგრამ... ნინო სარანჩინა კი აწყვეტინებს სიტყვებით ,,მაგრამ შენ გადააწვინე და აკოცე, ლ----“ დ----------- კი პასუხობს -,,კი, მართალია“. ასევე ჩანაწერიდან დგინდება, რომ ლ---- დ----------- ნინი ქუხილავას მოიხსენიებს, როგორც ბავშვს და მისი ასაკის შესახებაც ინფორმირებულია.

 

საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. სასამართლო განმარტავს, რომ გარყვნილი ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა ფიზიკური სახით, რაც გამოიხატებოდა ნინი ქუხილავას სხეულის ეროგენულ ადგილებში შეხებით, ტუჩებში კოცნით.

 

ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ ბრალდებულს შეგნებული ჰქონდა, რომ ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას იმ პირის მიმართ, რომელთაც არ შესრულებია 16 წელი.

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს მოზარდის სქესობრივი ხელშეუხებლობა და ზნეობრივი განვითარება. რაც კონკრეტულ შემთხვევაში ცალსახად იქნა ხელყოფილი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2.გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

3.3. აღნიშნულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ---- დ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

4.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

4.3. საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. სასამართლომ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგი და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლ---- დ----------ს სსკ-ის 140 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით, ხოლო 141-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით. საბოლოო სასჯელი კი, როგორც ნასამართლობის არმქონეს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა, დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ლ---- დ-----------ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ნინი ქუხილავას ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო DVD დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ---- დ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.

 

ლ---- დ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ლ---- დ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.

 

ლ---- დ----------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 მაისიდან.

 

ლ---- დ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ლ---- დ-----------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნინი ქუხილავას ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ წარმომადგენელს.

 

DVD დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე