განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
330100119002807983
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2---19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: მ------ ლ------

ადვოკატი: ლ---- მ-------–---–-

თარჯიმანი: მ------ კ--–-----

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა------ ა---------ი

მამის სახელი: ე---–-

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------–--------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2--------- წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 25.12.2018 წ, 2000 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა------ ა---------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ა------ ა---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე, ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2018 წლის 25 დეკემბერს თბილისში, ა---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა------ ა---------ი მივიდა სიდედრთან - ლ--–- ლ--------თან, რომელსაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით. აღნიშნულის შედეგად ლ--–- ლ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იმავდროულად სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვის მუქარით აიძულა დაერეკა თავისი შვილთან - ი--- კ-----თან.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–- ლ--------მა განმარტა, რომ ა------ ა---------ი არის მისი ქალიშვილის - ი--- კ-----ის მეუღლე და იცნობს 28 წელია. მისი სიძე და ქალიშვილი ფაქტობრივად გაშორებული იყვნენ, თუმცა თავად არ ჩარეულა სიძისა და ქლიშვილის ურთიერთობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სიძესთანაც ქონდა რამდენჯერმე საუბარი, თუმცა საბოლოოდ უთხრა, რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა და ა------ ა---------ს და ი--- კ-----ს თავად გადაეწყვიტათ აღნიშნული საკითხი. ამასთან უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და აღარ მისულიყო. ა------ ა---------ი რამდენიმე დღეში კვლავ მივიდა, თუმცა მოწმემ უთხრა, რომ კარს აღარ გაუღებდა. 2018 წლის ზაფხულში ა------ ა---------ი კვლავ მივიდა, მაგრამ მოწმემ კარი არ გაუღო. ცოტა ხანში ხის ფანჯარას ალი მოედო. მის ყვირილზე ა------ი გაიქცა, მეზობლებმა კი ჩააქრეს ცეცხლი. გამოიძახა საპატრულო პოლიცია. იქვე იდო ბოთლით ბენზინი, რაც ლ--–- ლ--------მა შეინახა. რადგან მომხდარი ფაქტი იყო პირველი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს თხოვა, არ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე და ბრალდებულისაგან აეღოთ მხოლოდ ხელწერილი, რომ მას არ შეაწუხებდა. გარკვეული დროის შემდეგ პარიზიდან დაურეკა შვილიშვილმა და კითხა, ხომ არ აწუხებდა ა------ ა---------ი, რადგან როგორც ამ უკანასკნელმა უთხრა, ისეთ ახალ წელს მოაწყობდა, რომ დედამისი და დეიდები საქართველოში ჩავიდოდნენ. შვილიშვილმა ბებიას თხოვა ფრთხილად ყოფილიყო. სწორედ აღნიშნულის შემდეგ - 2018 წლის 25 დეკემბერს მასთან კვლავ მივიდა ა------ ა---------ი და დაიწყო კარის მტვრევა. მოწმემ დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა სასწრაფოდ დახმარება. ბრალდებულმა შეამტვრია კარი, შევარდა შიგნით, ხის საკიდი კარადა გადააგდო მაცივარზე და ჩახერგა კარი, რომ შიგნით ვერავინ შესულიყო. მანვე გაუშვა გაზი, ვინაიდან კარი დახურული იყო, გაზი სწრაფად გროვდებოდა. ბრალდებული ემუქრებოდა, რომ ყველაფერს დაწვავდა და მოწმესაც შიგნით გამოწვავდა. მუქარა მისთვის რეალური იყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მეზობლები ა------ ა--------ს ეხვეწებოდნენ კარი გაეღო, თუმცა ის ამბობდა, რომ არ გააღებდა, ოთახი გაზით გაივსებოდა და მერე ნახავდნენ რაც მოხდებოდა. მოწმემ ფანჯარა გააღო და პოლიციის თანამშრომლებს უთხრა ეზოში გადაეკეტათ გაზი. შესაბამისად, მათ მრიცხველიდან გამორთეს, რაც ა------ ა---------ს არ ესიამოვნა და თქვა - ,,გამიფუჭეს საქმე“. გარეთ მყოფი პირები ცდილობდნენ კარების შეღებას. ა------მა ფურცლები აიღო და ცეცხლი მოუკიდა, თუმცა მოწმემ წყალით ჩააქრო. შემდეგ ბრალდებულმა სცადა ფარდის დაწვა, თუმცა ვერ მოახერხა. ა------ ა---------ი ადგომის და განძრევის უფლებას არ აძლევდა. წამოდგომისას უკან სვამდა, ემუქრებოდა, ითხოვდა, რომ მოწმეს დაერეკა შვილისთვის, დაუზიანა კომპიუტერი, ეუბნებოდა, რომ ნახავდა რასაც იზამდა, რომ დაწვავდა ყველაფერს, მისი ქალიშვილები კი ჩავიდოდნენ საქართველოში და ნახავდნენ, რაც იქნებოდა მომხდარი. ი--- კ-----ს სწორედ ა------ ა---------ის მოთხოვნით დაურეკა, მუშტებს ურტყამდა ხან ტელევიზორს, ხან კომპიუტერს. მის ქალიშვილს დაახლოებით 5 წუთით ესაუბრა, რადგან შემდეგ ხელი დაარტყა კომპიუტერს და გააფუჭა. 2 საათზე მეტი ხანი სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია გარეთ იდგა. საბოლოოდ ძალის გამოყენებით გააღეს კარი. საპატრულო პოლიცია რომ არ მისულიყო, ბრალდებული აუცილებლად შეასრულებდა მუქარას.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- შ--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს ღამის საათებში მეწყვილე დ----- გ-----–---–თან ერთად მიიღო გამოძახება ოჯახური კონფლიქტთან დაკავშირებით. თავდაპირველად ვერ იპოვეს მითითებული მისამართი და დაუკავშირიდნენ ინიციატორს, რომელმაც აუხსნა, რომ სიძე შეუვარდა სახლში და კარს არ აღებდა. დაზარალებულის სახლთან მისვლისას ფანჯრიდან დაინახეს ქალის სახე, რომელმაც გასძახა, რომ ბრალდებულს გაზი ქონდა გაშვებული. ა------ ა---------მა დაიყვირა, რომ ცეცხლს მოუკიდებდა ყველაფერს. ცოტა, რომ დამშვიდდა სიტუაცია და მუქარა არ ისმოდა, მოწმე მიაწვა კარს და გააღო. კარი ჩახერგილი იყო და არა დაკეტილი. ა------ ა---------მა წინააღმდეგობა არ გაუწია, ისე დააკავეს. გასაუბრებისას ლ--–-მ განაცხადა, რომ ა------ ა---------ი აიძულებდა საზღვარგარეთ შვილთან დაკავშირებას. მოწმემ განმარტა, რომ ჯერ კიდევ სახლში შესვლამდე დაინახა, როგორ წაუკიდა ბრალდებულმა ქაღალდს ცეცხლი, სახლში შესულმა კი ნახა ქაღალდის ნამწვები. გაზქურის საკეტები გაღებული იყო. დ----- გ-----–---–მა შეადგინა შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს, შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა ა---–------------------–-, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. კონკრეტულ მისამართზე კონკრეტულ სახლთან მეწყვილე ი----- შ--------ესთან ერთად მივიდა დაახლოებით 2000 საათზე, მალევე ადგილზე მივიდნენ ოც მეთაური, ცვლის უფროსი, მაშველები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ მოთხოვნაზე კარი არავინ გააღო, ფანჯრიდან ისმოდა მამაკაცის და ხანშიშესული ქალბატონის საუბარი. მამაკაცი უხეშად ესაუბრებოდა ქალს, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დაწვით და სთხოვდა სადღაც დარეკვას. ფანჯარაზე დაკაკუნებისას და შეღებისას მამაკაცმა უხეშად გასძახა, რომ წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ააფეთქებდა სახლს. ამასთან, გაზი უკვე გახსნილი ქონდა. ფანჯრიდან მართლაც გამოვიდა გაზის მკვეთრი სუნი. ფანჯრებს გისოსები ქონდა, კარი დაკეტილი იყო და ვერ ახერხებდნენ შიგნით შესვლას. მოწმემ მეწყვილესთან ერთად გადაკეტა შენობის გარეთ არსებული ბუნებრივი აირის ჩამკეტი, რის შემდეგაც მძაფრი სუნი აღარ იდგა. ბრალდებული მიხვდა, რომ გაზი გადაკეტეს და ფანჯრიდან დაიძახა - ,,გაზი რატომ დაკეტეთ, გაუშვით ყავის დალევა მინდა“. მოწმემ ი----- შ--------ესთან ერთად, მიწოლით და ძალის გამოყენებით მოახერხეს კარის შეღება, ნახეს, რომ კარზე მიდგმული იყო ტანსაცმლის საკიდი და მაგიდა. სახლში მყოფი აგრესიული მამაკაცი მეწყვილემ მაშინვე დააკავა და იქვე განუმარტა უფლებები. ის ჩვეულებრივ საუბრობდა ქართულად, თუმცა ქალბატონს ზოგჯერ მიმართავდა რუსულად და სომხურად, თუმცა განაცხადა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა. შესაბამისად, სასწრაფო წესით მიიყვანეს თარჯიმანი, რომელმაც დაკავების ოქმი უთარგმნა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ფიზიკურად არ შეხებია, მხოლოდ ემუქრებოდა, გაზი ქონდა გაშვებული და აიძულებდა შვილთან ,,Skype-ით“ დაერეკა. მოწმემ განმარტა, რომ ფანჯრიდან ქალბატონის თავი ჩანდა, მან რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ მამაკაცმა მბრძანებლური ტონით უთხრა, არ ამდგარიყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- კ-–-----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო შეტყობინება, რომ ა---–------------------–- დაკავებული იქნა ა------ ა---------ი, რომელმაც განახორციელა მუქარა და იძულება მის სიდედრზე. მოწმე დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე და დეტალურად გამოკითხა საქმის თითოეული მოწმე, მათ შორის დაზარალებული ლ--–- ლ--------ი. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მისი სიძე ემუქრებოდა აფეთქებით და დაწვით. ამასთან, აიძულებდა, დაერეკა მისი შვილისთვის, რაც მას არ სურდა. მოწმემ განმარტა, რომ მისი მისვლისას თარჯიმანი ადგილზე დახვდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---– კ--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც ლ--–- ლ--------ს უთანხმოება ქონდა ყოფილ სიძესთან. დაზარალებულმა გასაუბრებისას დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, თუმცა უშუალოდ ა------ ა---------ი ვერ ნახეს, რადგან შემთხვევის ადგილზე მისვლისას იქ აღარ დახვდათ, ასევე ვერ დაუკავშირდნენ. მომხდარის შემდეგ ე---– კ-------- ესაუბრა ლ--–-ს და ამ უკანასკნელმა დაუდასტურა, რომ სიძე აღარ აწუხებდა და პრეტენზია აღარ ქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე, გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები:

- 2018 წლის 25 დეკემბრის შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს თბილისში, ა---–---------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა იძულებისა და მუქარის ფაქტზე ა------ ა---------ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ--–- ლ--------ს.

- პატრულ-ინსპექტორ ი----- შ--------ის 2018 წლის 25 დეკემბრის პატაკის თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს მეწყვილე დ----- გ-----–---–თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გამოცხადდა თბილისში, ა---–---------------ში. კერძოს სახლის ფანჯრიდან, როგორც შემდგომ გაირკვა ლ--–- ლ--------მა დაუძახა, რომ მისი სიძე ა------ ა---------ი მასზე ახორციელებდა მუქარას და ძალადობას, კერძოდ ჩაკეტა ოთახში, გაუშვა გაზი და აიძულებდა დაერეკა მის შვილთან, რათა ის დაბრუნებულიყო საქართველოში. ი----- შ--------ემ დ----- გ-----–---–თან ერთად გადაკეტეს გაზი, იძულებით შევიდნენ ოთახში და დააკავეს ა------ ა---------ი.

- 2018 წლის 25 დეკემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა------ ა---------ს ოქმი ქართლიდან მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე ეთარგმნა თარჯიმნის მეშვეობით, ასევე გადაეცა ოქმის ასლი.

- 2018 წლის 27 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი ლ--–- ლ--------ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

- ინსპექტორ-გამომძიებელ ე---– კ--------ს 2019 წლის 16 იანვრის წერილის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------- განყოფილებაში 2018 წლის 25 აგვისტოს შესული იყო ლ--–- ლ--------ის შეტყობინება N2------, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რასად მოყვა შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულ ფაქტზე დანაშაულის ნიშნების არქონის გამო, გამოძიება დაწყებული არ იქნა.

- 2018 წლის 25 აგვისტოს შეტყობინების თანახმად, განმცხადებელია ლ--–- ლ--------ი, ინციდენტის თარიღია: 2--------- წლის 1------- საათი. ინციდენტის ტიპი: ოჯახური კონფლიქტი, ინიციატორის განმარტებით, უთანხმოება აქვს ყოფილს სიძესთან.

- 2018 წლის 25 აგვიტოს ლ--–- ლ--------თან ზეპირი გასაუბრების ოქმის თანახმად, მისი შვილის ი--- კ-----ის მეუღლე ა------ ა---------ი 2 წლის წინ დაბრუნდა საქართველოში, ის სისტემატიურად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, მთვრალი კი აკითხავს სახლში და ლანძღავს. ეუბნება, რომ უნდა გაშორდეს მის ქალიშვილს. ლ--–- ლ--------ის განმარტებით, ის შეწუხებულია თავსი სიძის უმსგავსო საქციელით და ითხოვს, მისი სიძე ა------ ა---------ი არ მივიდეს მის საცხოვრებელ სახლში.

- 2018 წლის 15 სექტემბრის სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ლ--–- ლ--------მა საუბრისას განმარტა, რომ მისი სიძე ა------ ა---------ი მას შემდეგ მასთან არ მისულა და შესაბამისად, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს, მის პირველ შეტყობინებას არ მიეცეს მსვლელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა - ლ--–- ლ--------მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს მასთან სახლში მივიდა სიძე ა------ ა---------ი და მიუხედავად იმისა, რომ არ უღებდა კარს, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეანგრია კარი და შევიდა. ხის საკიდი დააგდო იმგვარად, რომ კარები გაჭედა და აღარ იღებოდა. მანვე გაუშვა ბუნებრივი გაზი და დაემუქრა სახლის დაწვით, სადაც ასევე დაიწვებოდა თავად ლ--–- ლ--------ი. გარდა ამისა ბრალდებულმა ცეცხლი მოუკიდა ფურცლებს. მხოლოდ მისი მითითების შემდეგ გარეთ ყოფმა პირებმა გამორთეს გაზი ცენტრალური ჩამრთველიდან, თავად კი შეაღო ფანჯარა. მის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და მეზობლების მოწოდების მიუხედავად, ა------ ა---------ი არ აღებდა კარს, განძრევის უფლებას არ აძლევდა, ემუქრებოდა, მუშტებს ურტყამდა ტელევიზორს და ითხოვდა ი--- კ-----თან დარეკვას და საუბარს. ქალიშვილს სწორედ ა------ ა---------ის მოთხოვნით დაურეკა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მუქარა მისთვის რეალური იყო, რადგან ა------ ა---------თან აღნიშნულ ფაქტამდე ქონდა არასასურველი საუბარი, მომხდარ ფაქტამდე - ზაფხულში ა------ ა---------ი ასევე იყო მასთან მისული, რა დროსაც ხის ფანჯარას წაუკიდა ცეცხლი, გარეთ გამოსულმა ლ--–- ლ--------მა იპოვა ბოთლით ბენზინი. ამ შემთხვევაში არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ა------ ა---------ი აღარ აწუხებდა.

თავის მხრივ, გამომძიებლებმა ი----- შ--------ემ და დ----- გ-----–---–მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა ფანჯრიდან უთხრა, რომ სიძე შეუვარდა სახლში, გაზი გაუშვა, არ უღებდა კარს და ემუქრებოდა დაწვით. ფანჯარაზე დაკაკუნებისას და შეღებისას ბრალდებულმა დაიძახა, რომ წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ააფეთქებდა სახლს, ამასთან გაზი უკვე გახსნილი ქონდა. დ----- გ-----–---–მა განმარტა, რომ ფანჯარასთან მართლაც იყო გაზის სუნი, რის გამოც გარეთ გადაკეტეს ცენტრალური საკეტით. ბრალდებული მიხვდა, რომ გაზი დაკეტეს და ფანჯრიდან დაიძახა - ,,გაზი რატომ დაკეტეთ, გაუშვით ყავის დალევა მინდა“. დ----- გ-----–---–მა ასევე განმარტა, რომ ფანჯრიდან ქალბატონის თავი ჩანდა, მან რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ ბრალდებულმა მბრძანებლური ტონით უთხრა, არ ამდგარიყო.

საბოლოოდ კარების ძალის გამოყენების შედეგად გაღებისა და შესვლის შემდეგ დააკავეს ბრალდებული, დაზარალებულმა კი განაცხადა, რომ ფიზიკურად არ შეხებია, მხოლოდ ემუქრებოდა, გაზი ქონდა გაშვებული და აიძულებდა შვილთან ,,Skype-ით“ დაერეკა.

ი----- შ--------ემ ასევე განმარტა, რომ ჯერ კიდევ სახლში შესვლამდე დაინახა, როგორ წაუკიდა ბრალდებულმა ქაღალდს ცეცხლი, სახლში შესულმა კი ნახა ქაღალდის ნამწვები. გაზქურის საკეტები გაღებული იყო.

დაზარალებულის განმარტება, წარსულში ა------ ა---------ის მიერ მის სახლში მისვლის და მის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შესახებ დადასტურებულია ასევე მოწმე ე---– კ--------ს ჩვენებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებით, კერძოდ:

ე---– კ--------მ დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც ლ--–- ლ--------ს უთანხმოება ქონდა ყოფილ სიძესთან. დაზარალებულმა გასაუბრებისას დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, თუმცა უშუალოდ ა------ ა---------ი ვერ ნახეს, რადგან შემთხვევის ადგილას მისვლისას იქ აღარ დახვდათ.

ინსპექტორ-გამომძიებელ ე---– კ--------ს 2019 წლის 16 იანვრის წერილის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------- განყოფილებაში 2018 წლის 25 აგვისტოს შესული იყო ლ--–- ლ--------ის შეტყობინება N2------, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რასად მოყვა შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულ ფაქტზე დანაშაულის ნიშნების არქონის გამო, გამოძიება დაწყებული არ იქნა.

2018 წლის 25 აგვისტოს შეტყობინების თანახმად განმცხადებელია ლ--–- ლ--------ი, ინციდენტის თარიღია: 2--------- წლის 1------- საათი. ინციდენტის ტიპი: ოჯახური კონფლიქტი, ინიციატორის განმარტებით, უთანხმოება აქვს ყოფილს სიძესთან.

2018 წლის 25 აგვიტოს ლ--–- ლ--------თან ზეპირი გასაუბრების ოქმის თანახმად, მისი შვილის ი--- კ-----ის მეუღლე ა------ ა---------ი 2 წლის წინ დაბრუნდა საქართველოში, ის სისტემატიურად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, მთვრალი კი აკითხავს სახლში და ლანძღავს. ეუბნება, რომ უნდა გაშორდეს მის ქალიშვილს. ლ--–- ლ--------ის განმარტებით, ის შეწუხებულია თავსი სიძის უმსგავსო საქციელით და ითხოვს, მისი სიძე ა------ ა---------ი არ მივიდეს მის საცხოვრებელ სახლში.

2018 წლის 15 სექტემბრის სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად ლ--–- ლ--------მა საუბრისას განმარტა, რომ მისი სიძე ა------ ა---------ი მას შემდეგ მასთან არ მისულა და შესაბამისად მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის პირველ შეტყობინებას არ მიეცეს მსვლელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია იძულება, ამ დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულების შესაბამისად. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ პირის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარი თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელებაც ან რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, ანუ მისი გადასაწყვეტია. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია იმის მიუხედავად, მიღწეული იქნება თუ არა შედეგი, ანუ შეასრულებს თუ არა პოტენციური დაზარალებული დამნაშავისათვის სასურველ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა აიძულა ლ--–- ლ--------ი დაერეკა მისი ქალიშვილისათვის, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება განახორციელა სწორედ ა------ ა---------ის მოთხოვნით და მას არ სურდა დარეკვა.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა კი სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით, ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას. სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, კერძოდ: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა რეალური შიშის საფუძველს, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა გაუშვა გაზი, ფურცლებს მოუკიდა ცეცხლი, არ აძლევდა საშუალებას ამდგარიყო, მნიშვნელოვანია ბრალდებულის მიერ მის მიმართ წარსულში განხორციელებული ანალოგიური ქმედებები.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება: მეუღლის მშობელი. მოცემული შემთხვევისათვის კი დადგენილია, რომ ა------ ა---------ი არის ლ--–- ლ--------ის სიძე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით უტყუარად დგინდება, რომ სახეზეა ბრალად წარდგენილი ორივე დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულების შინაარსიდან და ემსახურება ბრალდებულისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

შესაბამისად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ა------ ა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს 01 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას 06 თვიდან 02 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120-180 საათამდე ვადით, ან გამასწორებელ სამუშაოს 01 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას 06 თვიდან 02 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ბრალდებულ ა------ ა---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, პირადი თავისუფლების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ა------ ა---------ის მიმართ სასჯელის სახით, დანაშაულთა ერთობლიობით, გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა------ ა---------ი (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა------ ა---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა------ ა---------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 25 დეკემბრის 2000 საათიდან.

ა------ ა---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე