გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210210016001322647
საქმე № 2/182-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი ქ.სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
გვანცა დევიძე
მოსარჩელე: ბა-------- მა--------
მოსარჩელის წარმომადგენლები: ნა-- ფა-------–---–-, კა------ მუ--–---
მოპასუხეები: ეთ--- ქუ--------, ზა--- შა-–--–---–-
მოპასუხეთა წარმომადგენელი: ნუ------ გუ-–----
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ეთ--- ქუ--------სთვის და ზა--- შა-–--–---–--თვის ზეპირი შეთანხმებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების-სესხად მიცემული 19,150 ლარის დაკისრება ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხეებiს ეთ--- ქუ--------სათვის და ზა--- შა-–--–---–--ათვის ნათხოვარი ოქროულობის საბაზრო ღირებულების 20,000 ლარის გადახდის დაკისრება ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ.
1.3. მოპასუხეების ეთ--- ქუ--------სათვის და ზა--- შა-–--–---–--ათვის ცხვრების სადგომის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 5,800 ლარის გადახდის დაკისრება ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ.
1.4. მოპასუხეების ეთ--- ქუ--------სთვის და ზა--- შა-–--–---–--ათვის ვალად წაყვანილი ძროხების საბაზრო ღირებულების 2,000 ლარის გადახდის დაკისრება ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ.
1.5. მოპასუხეებს ეთ--- ქუ-------- და ზა--- შა-–--–---–- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდა.
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2004 წელს მოსარჩელე ბა-------- მა--------- და ვა-–---- შა-–--–---–- შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ვალდებული იყო მოევლო ცხველების, ცხვრის სადგომისა და საძოვრებისათვის, გადაეხადა საიჯარო და საძოვრის ქირა. ვა-–---- შა-–--–---–- თავის მხრივ იღებდა წილობრივ ვალდებულებას ცხვრის გამოსაზამთრებელი საკვებისა და მათ სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების შეძენაზე. 2007 წელს ვა-–---- შა-–--–---–-, ხოლო 2008 წელს მისი მეუღლე გარდაიცვალა და ვა-–---- შა-–--–---–-- მიერ სახელმწიფოს წინაშე-იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გადავიდა მის მემკვიდრე ზა--- შა-–--–---–---, ხოლო ზა--- შა-–--–---–-- მეუღლემ ეთ--- ქუ--------- ითავა ოჯახის ბიზნესი და მოსარჩელე ბა-------- მა----------- გააგრძელა ბიზნეს ურთიერთობა. 2011 წლის შემოდგომაზე ეთ--- ქუ--------- იჯარით აღებული 400 ჰა საძოვრისა და ფერმის პრივატიზაციის მიზნით მოსარჩელესაგან ისესხა 19,150 ლარი და ითხოვა ოქროულობა. გარდა ამისა მოპასუხემ ფერმაში მომუშავე ფერმერებისგან აიღო 25,000 ლარი რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა ეთ--- ქუ--------- და ზა--- შა-–--–---–-- წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ბა-------- მა-------- ვა-–---- შა-–--–---–-- ფერმაში შევიდა 2005 წელს. მან მა-------- ჩააბარა მისი კუთვნილი 756 სული ცხვარი, 9 სული თხა, 2 სული ვირი. 11200 ლარის საიჯარო ქირას მოსარჩელე ვერ გადაიხდიდა, რადგან 2011 წლამდე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული გადასახდელი 1 ჰა-ზე შეადგენდა 3 ლარს. იგი სარგებლობდა მეცხოველეობის ფერმით და მის გარშემო განთავსებული 607 ჰ საძოვრით და აღნიშნული საიჯარო ქირა შეადგენდა 1821 ლარს. ვა-–---- შა-–-----–-ს გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო ქონება გადავიდა მის მეუღლეზე ზა---- შა-–--–---–---, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 2009 წლიდან სამკვიდრო ქონებას ფლობს და მართავს ზა--- შა-–--–---–-. მიწის გამოსასყიდად გადასახადელი თანხა მოპასუხეებმა თავის დანაზოგით გადაიხადეს და ეთ--- ქუ-------- ბა-------- მა--------ს სახლში არც ფულისა და არც ოქროულის სათხოვნელად არ მისულა. ხოლო ბა-------- მა-------- რამოდენიმე ოქროს ნივთი პირადათ მიიტანა ე.ქუ--------ს სახლში მისი მოთხოვნის შესაბამისად, როგორც მოპასუხის საქონლის გარანტი, კერძოდ 90 სული დედა ცხვარი 2 წლის ნამატით, 1 დეკეული 3 წლის ნამატით, 15 თხა, 2 ვირი. მოპასუხეები არ არიან წინააღმდეგები მათი პირუტყვის დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნონ მისი კუთვნილი ნივთები. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სრულად ცნეს სარჩელი ნივთების დაბრუნების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2004 წელს მოსარჩელე ბა-------- მა--------- და ვა-–---- შა-–--–---–- შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ვალდებული იყო მოევლო ცხვრებისთვის, ცხვრის სადგომისა და საძოვრებისთვის, გადაეხადა საიჯარო და საძოვრის ქირა. ვა-–---- შა-–--–---–- თავის მხრივ იღებდა წილობრივ ვალდებულებას ცხვრის გამოსაზამთრებელი საკვებისა და მათ სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების შეძენაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა- განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);
- მოწმის ჩვენებები;
3.1.2. ვა-–---- შა-–--–---–-- მიერ სახელმწიფოს წინაშე-იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოვალეობები გადავიდა მის მემკვიდრეზე ზა--- შა-–--–---–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის N805 ბრძანება;
3.1.3. მოსარჩელესა და ეთ--- ქუ--------- როგორც ზა--- შა-–--–---–-- ოფიციალურ წარმომადგენელს შორის, ბიზნეს ურთიერთობა გაგრძელდა ვა-–---- შა-–--–---–---- დადებული ხელშეკრულების პირობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);
- 26.10.2009 წლის სამკვიდრო მოწმობა;
3.1.4. 2011 წლის შემოდგომაზე ეთ--- ქუ--------- იჯარით აღებული 400 ჰა საძოვრისა და ფერმის პრივატიზაციის მიზნით ითხოვა ოქროულობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა მოსარჩელეს უნდა მოევლო ვა-–---- შა-–--–---–-- ცხვრისა და მიწის ნაკვეთისათვის, ხოლო ვა-–---- შა-–----–---–-- თავის მხრივ იღებდა წილობრივ ვალდებულებას ცხვრის გამოსაზამთრებელი საკვებისა და მათთვის საჭირო მედიკამენტების შეძენაზე. მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებზე გამოავლინა ნება პირობის მოწონების თაობაზე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეებს დარჩენილი აქვთ მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხა 4700 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. მოპასუხემ ცნო სარჩელი ოქროს ნივთების მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ეთ---ნ ქუ--------- გამოკითხვის ოქმში აღნიშნა, რომ ვალი კი ქონდა 4700 ლარის ოდენობით, მაგრამ თუ მა-------- 2014 წლისათვის 5000 ლარს არ მისცმედა ეს თანხა გაქვითულად ჩაითვლებოდა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. 3. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრს ეთ--- ქუ-------- გამოკითხული იქნა შსს იორმუღალნოს პოლიციის განყოფილების მიერ, რომემაც განმარტა, რომ მას მართლაც ჰქონდა ბა-------- მა--------სთვის გადასახდელი ვალის ნაწილი დარჩენილი -4700 ლარის ოდენობით, თუმცა, თუ მა-------- 2014 წლამდე არ მისცემდა მისთვის გადასახად 5000 ლარს, აღნიშნული თანხა გაქვითულად ჩაითვლებოდა. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, 2017 წლის 31 მარტს მოწმის სახით დაკითხულ შო----- მა--------- ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის ბა-------- მა--------ს დედა და მან ბა--------ს ეთ--- ქუ--------სთვის(ნაკვეთის შესაძენად) გადასაცემად გადასცა ოქროს ნივთები, კერძოდ: 2 სამაჯური, 1 საათი, 2 ყელსაბამი, 3 ბეჭედი, 2 სამაჯურისმაგვარი (ხელზე აჩვენა). მანვე აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები ე.ქუ-------- მისთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ყოველივე ზემოდ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, როგორც ვალის დაბრუნების ნაწილში, ასევე წაღებული ოქროს სამკაულების უკან დაბრუნების ნაწილში, აქედან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს გაჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ამიტომ მოპასუხე ეთ--- ქუ--------ა და ზა--- შა-–--–---–- ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 141(ას ორმოცდა ერთი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ხოლო მოსარჩელე ბა-------- მა-------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 600(ექვსასი) ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სარჩელში ეკონომიური სიდუხჭირის გამო ითხოვა ბაჟის ნახევარის გადავადება, მოსარჩელე ბა-------- მა-------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 250(ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ბა-------- მა--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ზა--- შა-–--–---–-ა და ეთ--- ქუ-------- მოსარჩელე ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4700 (ოთხი ათას შვიდასი) ლარის გადახდა.
1.2. მოსარჩელე ბა-------- მა-------- დაუბრუნდეს მოპასუხე ეთ--- ქუ--------ს მიერ წაღებული ოქროს სამკაულები (2 სამაჯური, 1 საათი, 2 ყელსაბამი, 3 ბეჭედი, 2 სამაჯურისმაგვარი (ხელზე აჩვენა).
2. მოპასუხე ეთ--- ქუ--------ა და ზა--- შა-–--–---–- ბა-------- მა--------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 141(ას ორმოცდა ერთი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე ბა-------- მა-------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 600(ექვსასი) ლარი.
4. მოსარჩელე ბა-------- მა-------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 250(ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილების მესამე და მეოთხე პუნკტში მითითებული ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის შედეგად მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 350(სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოდნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის წესების დაცვით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი