განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
030100119002870892
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100119002870892

№ 1/56-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 მარტი, 2019 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–----------ია

დაცვის მხარე:

ადვოკატი: დ----------უა

ბრალდებული: ზ------------ძე

მამის სახელი: ა-–-------

დაბადებული: 1-.1-.1---

დაბადების ადგილი: ა--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 0----------

ნასამართლეობა: ნასამართლევი

მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, კ-----------–---------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ზ------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, ზ------------ძემ ქ. ფოთში, კ-----------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - ა-–------- თ------ეს ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და თავის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ------------ძე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2019 წლის 06 მარტს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, აღნიშნული მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ სადავოდ.

 

3.1. დაზარალებულმა ა-–------- თ------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.20.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.2. მოწმე ი---------–-ძემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.20.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.3. მოწმე გ---------–-----იამ განმარტა, რომ 2019 წლის 03 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მოძრაობდა ქალაქის ტერიტორიაზე, როდესაც მას დაურეკა გამომძიებელმა ო------------ამ და განუმარტა, რომ გამოძიება ქონდა დაწყებული ზ---- თ------ის მიერ მამის ა-–------- თ------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და სთხოვა მოსულიყო სამმართველოში, რათა წასულიყვნენ ზ---- თ------ის სახლში და ის დაეკავებინათ. ის მივიდა სამმართველოში და ო-------------ასთან ერთად ზ---- თ------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. ფოთი, კ-----------–-----------ში მივიდა. მათ იქ დახვდათ ზ---- თ------ე და მისი დედა ი----------–აძე. ო----------იამ განუმარტა ზ---- თ------ეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული ა-–------- თ------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. გამომძიებელმა განუმარტა ზ---- თ------ეს მისი უფლებები, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და გადაყვანა ფ-------------–------------------–--–-. ზ------------ძეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, უბრალოდ ამბობდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მამასთან ა-–------- თ------ესთან ჩხუბი მოუვიდა და არ ეგონა, რომ მამამისი პოლიციაში წავიდოდა. სამმართველოში ზ------------ძე გამომძიებლის მიერ გამოკითხულ იქნა ბრალდებულის სახით და გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა აგრეთვე შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც, ზ---- თ------ე გადაყვანილ იქნა ს----ის დროებით მოთავსების იზოლატორში. შემაკავებელი ორდერი ზ---- თ------ის მიმართ ადრეც იყო გამოცემული ანალოგიურ ფაქტთან დაკავშირებით. ის უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

 

იხ.20.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.4. მოწმე ო----------იამ განმარტა, რომ 2019 წლის 03 თებერვალს იყო ფ------------–-----------------–--–- და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მას დაეწერა ა-–------- თ------ის განცხადება შვილის ზ------------ძის მიერ მამის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მან გამოკითხა მოწმის სახით დაზარალებული ა-–------- თ------ე, რომელმაც განმარტა, რომ მისმა შვილმა ზ------------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. მან დაურეკა თანამშრომელ გ---------–-----იას, რომელსაც განუმარტა, რომ გამოძიება ქონდა დაწყებული ამ ფაქტთან დაკავშირებით და რომ უნდა წასულიყვნენ ზ------------ძის სახლში, მდებარე: ქ. ფოთი, კ-----------–----------ში ზ------------ძის დაკავების მიზნით. ისინი აღნიშნულ მისამართზე წავიდნენ. მათ ადგილზე დახვდათ ზ------------ძე და მისი დედა ი---------–-ძე. მან ზ------------ძეს განუმარტა უფლებები, დააკავა და გადაიყვანეს ფ-------------–------------------–--–-, სადაც ის გამოიკითხა ბრალდებულის სახით. მან აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი და გადაყვანილ იქნა ს-----------------------------------------–-------–-. მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ იქნა გ----------–-----ია და ზ---- თ------ის დედა ი---------–-ძე, რომელმაც განმარტა, რომ მამა და შვილს შორის უთანხმოება მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა, ზ------------ძემ მამას სახეში ხელი დაარტყა. მისი განმარტებით, შემაკავებელი ორდერი ანალოგიურ ფაქტზე, ზ---- თ------ის მიმართ, ადრეც იყო შედგენილი.

 

იხ.20.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.5. მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------ძემ განმარტა, რომ მას მამასთან ა-–------- თ------ესთან შეკამათება მოუვიდა, ადგილი ქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ მას ხელი მამისთვის არ დაურტყამს. რაც შეეხება დაზიანებებს, რომელიც ა-–------- თ------ეს აღენიშნებოდა, მისი განმარტებით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კიბეზე დაცემის შედეგად მიიღო. ა-–------- თ------ე ალკოჰოლურ სასმელს ხშირად იღებს და მთვრალ მდგომარეობაში მყოფს ხშირად მოსდის ასეთი სახის დაზიანებები. მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომ თითქოსდა მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა არის სიცრუე. მან გამოძიებაში იმიტომ იცრუა, რომ მას გამომძიებელმა უთხრა გირაოთი გაგიშვებენო.

 

იხ.20.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–-–--ლმა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. ასევე განმარტა, რომ ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა-–------- თ------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ დროს.

 

იხ.20.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეულ სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ------------ძის მიერ ა-–------- თ------ის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ზ------------ძის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

5.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული ზ------------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ზ------------ძის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება ზ------------ძის მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, ზ------------ძის მიერ ა-–------- თ------ის მიმართ ძალადობის ფაქტი. ზ------------ძის დედამ ი---------–-ძემ და მამამ ა-–------- თ------ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. სხვა პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ზ------------ძის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას საქმეში არ ფიგურირებს.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-24 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

ბრალდებულის დედამ და მამამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მათი ჩვენებების შეფასება სხვა ირიბ ჩვენებებთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული ზ------------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დაადგინა :

 

1. ბრალდებული ზ------------ძე (პირადი ნომერი 0----------) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ზ------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან სხდომის დარბაზში 2019 წლის 20 მარტს 12:38 საათზე.

 

3. გამართლებულ ზ------------ძეს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე