გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2019
საქმის ნომერი
330310018002248171
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/115-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები:

1. შ--------------ა

2. თ---------–---–ი

წარმომადგენელი - ს---------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანება, შ--------------ას თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი შ--------------ას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შ--------------ა აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------------–------------–-----------------------------–----------------------–--- მ------------–---–----ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1-----–----- ოდენობით; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8247 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2913,87 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანება, თ---------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი თ---------–---–ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;

 

1.7. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ---------–---–ი აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------------–------------–-----------------------------–----------------------–--- წ-----------–---–----ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე;

 

1.8. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---------–---–ის გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ანაზღაურების (ხელზე ასაღები) 1-----–----- ოდენობით; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---------–---–ის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8394 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---------–---–ის სასარგებლოდ (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2601.6 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება.

 

მოსარჩელე შ--------------ას განმარტებით, იგი 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ის თანამდებობაზე.

 

მოსარჩელე თ---------–---–ის განმარტებით, იგი 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ის თანამდებობაზე.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობისას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გაწეული სამუშაოსთვის არაერთხელ აქვთ მიღებული მადლობა, სიგელი და პრემია.

 

სამინისტროს თანამდებობის პირთა უკანონო განმარტებების საფუძველზე, კერძოდ, რეორგანიზაციით და ფორმალობით განპირობებული საჭიროების საფუძველზე, შემუშავებული ფორმების მიხედვით, შ--------------ამ და თ---------–---–მა ხელი მოაწერეს პატაკებს კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. მათივე განმარტებით, როდესაც გამოთქვეს პროტესტი პატაკის შედგენასთან დაკავშირებით, მიიღეს პასუხი, რომ განცხადებებს არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არ ჰქონდათ და ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებდა თანამდებობას. 2017 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელეებს აცნობეს სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ და N------ ბრძანებებით, შ--------------ა და თ---------–---–ი 2018 წლის 9 აპრილიდან დათხოვნილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 6 დეკემბრის პატაკები, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერ 2017 წლის 8 დეკემბრის ბრძანებებს და შესაბამისად, შემდეგ 2018 წლის 10 აპრილის ბრძანებებს არ გამოხატავდა მათ ნებას. ამდენად, შ--------------ა და თ---------–---–ი მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ასევე კანონშესაბამისია მათი მოთხოვნები სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსა და საშვებულებო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. შ--------------ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2003 წლის 13 თებერვლიდან 2018 წლის 9 აპრილამდე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის №----- ბრძანებით, შ--------------ა 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ის თანამდებობაზე.

 

შ--------------ას მინიჭებული აქვს შემდეგი სპეციალური წოდებები: პ---–-–-----------ი - შსს ბ----------– 13.02.2003 წ.; პ---–-–-------–--------–----------ი - შსს ბ-----------– 04.03.2004 წ.; პ---–-–-----–----------ი - შსს ბ------------– 31.03.2006 წ.; პ---–-–----------------–----------ი - შსს ბ-----------– 29.01.2008 წ.; პ---–-–------------ი - შსს ბ---------- 04.01.2011 წ.; პ---–-–-----------ი - შსს ბ---------- 03.01.2014წ.

 

შ--------------ა მუშაობის პერიოდში წახალისებულია: ფულადი პრემიით - 86-ჯერ; მადლობა - ერთჯერ; მიღებული აქვს „მადლობის სიგელი“ ერთჯერ და ფასიანი საჩუქარი (საათი) - ერთჯერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ--------------ას სამსახურის გავლის ნუსხა (ტ. 1. ს.ფ. 40-56);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის M---------------- ცნობა (ტ. 1. ს.ფ. 76-77).

 

3.2. თ---------–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2005 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 9 აპრილამდე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 იანვრის №----- ბრძანებით, თ---------–---–ი 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ის თანამდებობაზე.

 

თ---------–---–ს მინიჭებული აქვს შემდეგი სპეციალური წოდებები: პ---–-–-------–--------–----------ი - შსს ბ------------– 28.11.2005 წ.; პ---–-–-----–----------ი - შსს ბრძ. N------– 19.12.2006 წ.; პ---–-–----------------–----------ი - შსს ბ-------------– 28.11.2008 წ.; პ---–-–------------ი - შსს ბ------------- 28.11.2011წ.

 

თ---------–---–ი მუშაობის პერიოდში წახალისებულია: ფულადი პრემიით - 76-ჯერ; მადლობით - სამჯერ; მიღებული აქვს ფასიანი საჩუქარი (საათი) - ერთჯერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---------–---–ის სამსახურის გავლის ნუსხა (ტ. 2. ს.ფ. 33-48);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის M---------------- ცნობა (ტ. 2. ს.ფ. 67-68).

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- მთავარმა ს--–---–----მა შ--------------ამ და წამყვანმა ს--–---–----მა თ---------–---–მა 2017 წლის 6 დეკემბერს პატაკებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს და კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანებით, ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ი, პ---–-–-----------ი შ--------------ა, პატაკის საფუძველზე (ელ. ვერსია N------- 08.12.2017), გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანებით, ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ი, პ---–-–------------ი თ---------–---–ი, პატაკის საფუძველზე (ელ. ვერსია N------- 08.12.2017), გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

 

შ--------------ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 დეკემბრის M--------------- წერილით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანება, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;

 

თ---------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 დეკემბრის M--------------- წერილით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანება, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--------------ას 2017 წლის 6 დეკემბრის პატაკი (ტ.1. ს.ფ. 39);

- თ---------–---–ის 2017 წლის 6 დეკემბრის პატაკი (ტ.2 ს.ფ. 32);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 15);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 15);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 დეკემბრის M--------------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 14).

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 დეკემბრის M--------------- წერილი (ტ.2. ს.ფ. 14).

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ი, პ---–-–-----------ი შ--------------ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 9 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ი, პ---–-–------------ი შ--------------ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 9 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 184);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 188).

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 4 ივნისს (-----------–-------–--–-----–-------------–-------------- 08.06.2018 წელი) მომართა სასამართლოს შ--------------ასათვის და თ---------–---–ისთვის 2014-2017 წლებში მიცემული ანაზღაურებადი შვებულების დღეების შესახებ ინფორმაციით.

 

შ--------------ა შვებულებაში იყო: 2014 წლის 5 სექტემბრიდან 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 23 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 7 მაისიდან 2016 წლის 14 მაისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2017 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 11 ივნისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2017 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------);

 

თ---------–---–ი შვებულებაში იყო: 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 29 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 13 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2017 წლის 7 აგვისტოდან 2017 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------);

 

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 26 ივნისს (-----------–-------–--–-----–-------------–-------------- 03.07.2018 წელი) მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისი, გ------–-----------) შ--------------ასა და თ---------–---–ის შესვლა-გასვლის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე შ--------------ას და თ---------–---–ის წარმომადგენელმა 2018 წლის 31 ოქტომბერს წარმოადგინა განცხადებები, რომლითაც მოითხოვა ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება; კერძოდ, მოითხოვა: ა) დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8247 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2913,87 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება; ბ) დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---------–---–ის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8394 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება; დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---------–---–ის სასარგებლოდ (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2601.6 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 4 ივნისის M---------------- მომართვა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 4 ივნისის M---------------- მომართვით წარმოდგენილი ინფორმაცია შ--------------ასათვის მიცემული ანაზღაურებადი შვებულების დღეების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 106; ს.ფ. 122);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 4 ივნისის M---------------- მომართვა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 4 ივნისის M---------------- მომართვით წარმოდგენილი ინფორმაცია თ---------–---–ისთვის მიცემული ანაზღაურებადი შვებულების დღეების შესახებ (ტ.2. ს.ფ. 118; ს.ფ. 133);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 ივნისის მომართვა თანდართული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისი, გ-----–-----------) შ--------------ასა შესვლა-გასვლის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 136-179);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 ივნისის მომართვა თანდართული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისი, გ-----–-----------) თ---------–---–ის შესვლა-გასვლის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 149-183);

- მოსარჩელე შ--------------ას წარმომადგენლის 2018 წლის 31 ოქტომბრის განცხადება (ტ.1. ს.ფ. 201-202);

- მოსარჩელე თ---------–---–ის წარმომადგენლის 2018 წლის 31 ოქტომბრის განცხადება (ტ.2. ს.ფ. 206-207).

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ს-------------------ამ განმარტა, რომ 2015 წლიდან სამსახური (პ----------------ის), რომელსაც ხელმღვანელობდა, შეუერთდა ს-----------------------------------------------------ს, სადაც შ--------------ა და თ---------–---–ი მუშაობდნენ (პ----–-------); განმარტა, რომ მოსარჩელეები გამოირჩეოდნენ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, იყვნენ მოწესრიგებული და შრომისმოყვარე თანამშრომლები.

 

მოსარჩელეების მიერ პატაკების დაწერის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმე ს-------------------ამ განმარტა, რომ იმ პერიოდში, მინისტრთან ერთად შეიცვალა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და გარკვეული დროით, ახალი კადრების დანიშვნამდე ასრულებდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას. ს-------------------ას განმარტებით, დაუკავშირდა კადრების უფროსი და დაავალა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს უნდა დაეწერათ განცხადებები კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, აუხსნა, რომ ჩვეულებრივი პროცედურაა და მათი დანიშვნა ხელახლა მოხდება. კადრების უფროსმა განუმარტა, რომ პირველ რიგში თავად უნდა დაეწერა განცხადება.

 

2017 წლის 6 დეკემბერს ს-------------------ამ დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის შ--------------ასა და თ---------–---–ს განუმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაციის მიზნებით და რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა. ს-------------------ას განმარტებით, თვითონაც დაწერა პატაკი, შეგროვდა თანამშრომელთა განცხადებები და მიიტანეს კადრების უფროსთან.

 

ს-------------------ას განმარტებით, რეორგანიზაციის მოტივით კადრების განკარგულებაში თანამშრომლები სხვა დროსაც აუყვანიათ, თუმცა აღნიშნული მოტივით პირადი პატაკი აქამდე არ დაუწერიათ. თანამშრომლებმა და მათ შორის მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული აღიქვეს უჩვეულო ფაქტად და გამოთქვეს პროტესტი. რაც შეეხება იძულებას ხელმძღვანელობის მხრიდან, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, დეპარტამენტის სამოცამდე თანამშრომელმა დაწერა პატაკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმის ჩვენება (იხ. 28.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--------------ასა და თ---------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8 დეკემბრის N------- და N------- ბრძანებები და 2018 წლის 10 აპრილის N------ და N------ ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან, ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსა და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ--------------ა (წოდებით პ---–-–-----------ი) 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ის თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ თ---------–---–ი (წოდებით პ---–-–------------ი) 2014 წლის 1 იანვარიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს, რომელზეც ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

სასამართლო, მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ისა და წ-----------–---–----ის თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

6.4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ი, პ---–-–-----------ი შ--------------ა, პირადი პატაკის საფუძველზე (ელ. ვერსია N------- 08.12.2017) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

 

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის N------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ი, პოლიციის პ---–-–------------ი თ---------–---–ი, პირადი პატაკის საფუძველზე (ელ. ვერსია N------- 08.12.2017), გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 6 დეკემბრის განცხადებები (პატაკები) არ გამოხატავდა მათ ნებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმის ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად შ--------------ასა და თ---------–---–ის მიმართ რაიმე ფორმით იძულების განხორციელების ან მოტყუების ფაქტი არ დგინდება. შ--------------ამ და თ---------–---–მა შეადგინეს პატაკები, რითაც გამოხატეს ნება კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით. პატაკების შედგენის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა პირი, რომელსაც უშუალოდ ჰქონოდა ინფორმაცია სადავო ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო მოწმის - ს-------------------ას ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ შესაძლოა, შ--------------ამ და თ---------–---–მა კადრების განკარგულებაში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებები (პატაკები) შეადგინეს ხელმძღვანელი პირების განმარტებების საფუძველზე, მაგრამ ასევე ს-------------------ას განმარტების შესაბამისად, პატაკის შედგენის დროს იძულებას ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ რეორგანიზაციის მოტივით კადრების განკარგულებაში თანამშრომლები სხვა დროსაც აუყვანიათ, თუმცა აღნიშნული მოტივით პირადი პატაკი აქამდე არ შეუდგენიათ. თანამშრომლებმა და მათ შორის მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული აღიქვეს უჩვეულო ფაქტად და გამოთქვეს პროტესტი, თუმცა მათ მაინც შეადგინეს პატაკები და მოითხოვეს კადრების განკარგულებაში აყვანა. შესაბამისად, დასტურდება, რომ შ--------------ასა და თ---------–---–ს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჯერ შეეფასებინათ, გამოეკვლიათ მიწოდებული ინფორმაცია და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, მათ კი მიიღეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე წარედგინათ განცხადებები, რითაც გამოხატეს ნება კადრების განყოფილებაში აყვანის შესახებ.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის N------- და N------- ბრძანებები, შ--------------ასა და თ---------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვინაიდან მის საფუძველს წარმოადგენდა მოსამსახურეთა პირადი განცხადებები - პატაკები, რომელთა შედგენის დროსაც მოსამსახურეთა იძულებას ან მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

6.5. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. ამასთან, მითითებული კანონის 41-ე მუხლი ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ხოლო ამავე წესის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------- ს--–---–----ი, პ---–-–-----------ი შ--------------ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 9 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N------ ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი ს-----------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---- წ-----------–---–----ი, პ---–-–------------ი შ--------------ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 9 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ პირი კადრების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ 4 თვის განმავლობაში არ დაინიშნება თანამდებობაზე, იგი უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ შ--------------ა და თ---------–---–ი კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნენ 2017 წლის 8 დეკემბრიდან და 4 თვის განმავლობაში ისინი არ დანიშნულან თანამდებობებზე. სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან შ--------------ა და თ---------–---–ი კადრების განყოფილებაში გადაყვანილი იქნენ კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2018 წლის 9 აპრილიდან, სახეზე იყო მათი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, რაც განხორციელდა კიდეც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა განცხადებების წარდგენით გამოხატეს ნება კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი ბრძანებები 2017 წლის 8 დეკემბერს. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი კადრების განკარგულებაში ყოფნის დროდ განსაზღვრავს მხოლოდ ოთხ თვეს და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი კადრების განკარგულებაში მყოფი მისი თანამშრომელი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ სამართლებრივად დაუქვემდებაროს იგივე მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, უნდა გამოიცეს შესაბამისი ბრძანება მისი კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის გასული იყო კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილი არ იყო გამოეცა სხვაგვარი შინაარსის ბრძანება მოსარჩელეთა მიმართ, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სხვაგვარი სამართლებრივი მოწესრიგების შესაძლებლობას.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს საქმეში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის - ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8 დეკემბრის N------- და N------- ბრძანებებისა და 2018 წლის 10 აპრილის N------ და N------ ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6.8. მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) 2913,87 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, ხოლო თ---------–---–ის სასარგებლოდ (2014-2017 წლებში) საშვებულებო თანხის 2601.6 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე. სამინისტროში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პოლიციელისა – 40 კალენდარული დღე. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.

 

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება. ამასთან, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ შვებულება დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს, ხოლო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია უფლების მფლობელის მიერ ნების გამოვლენაზე.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-35-34(2კ-2კს-16), სადაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.გ-ას შეუძლია მოითხოვოს 2014 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, ვინაიდან, დამსაქმებლის მიზეზით, მის მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია:

1) შ--------------ა შვებულებაში იყო: 2014 წლის 5 სექტემბრიდან 2014 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 23 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 7 მაისიდან 2016 წლის 14 მაისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2017 წლის 29 მაისიდან 2017 წლის 11 ივნისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2017 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------);

2) თ---------–---–ი შვებულებაში იყო: 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 29 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 13 ივლისიდან 2015 წლის 28 ივლისის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2015 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------); 2017 წლის 7 აგვისტოდან 2017 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით (შვებულების პატაკის N-------);

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების შესაბამისად არ დასტურდება, რომ მოსარჩელეებს შეეზღუდათ კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება 2014-2017 წლების განმავლობაში და დამსაქმებლის მიზეზით, მათ მიერ ვერ მოხერხდა ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზება. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათ სასარგებლოდ საშვებულებო თანხის (2014-2017 წლები) ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

 

6.9. ამასთან, მოსარჩელეები მოითხოვენ დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ--------------ას სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 700 საათი და 56 წუთი) 8247 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება, ხოლო, თ---------–---–ის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსათვის (2014-2017 წლებში, 723 საათი) 8394 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს, 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. სასამართლო, ასევე მიუთითებს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელეს ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად; ხოლო ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე. მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მოხელის სურვილის შესაბამისად მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით. მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

 

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

ამდენად, მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, ეძლევა სახელფასო დანამატი. მოხელეს სახელფასო დანამატი ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაწესებულების ხელმძღვანელის/ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებითა და წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

 

განსახილვე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მითითებულ პერიოდებში (2014-2017 წლები) მოსარჩელეთა მიერ სამუშაო შესრულდა ზეგანაკვეთურად, დაწესებულების ხელმძღვანელის (ზემდგომი თანამდებობის პირის) დავალების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ--------------ას და თ---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე