გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
330310019002825835
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/664-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - ნ--------------------------------;

 

მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------";

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 3----- ლარის გადახდა (მათ შორის ,,ჯ-------" მომსახურების საფასურის - 2--.13 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4-.43 ლარის გადახდა).

 

1.2. მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,G-------------------------------"-ს შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულებას იღებდა, განეხორციელებინა შპს ,,G-------------------------------"-ს კუთვნილ ავტომობილებზე ,,ჯ-------" მოწყობილობის მეშვეობით გადაადგილების კონტროლი. ხოლო შპს ,,G-------------------------------" ვალდებულებას იღებდა, აღნიშნული მომსახურებისთვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაეხადა ყოველ თვეში ერთ ა-----------–--- 4- ლარი დღგ-ს ჩათვლით. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემსრულებლის) მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, ხოლო შპს ,,G-------------------------------"-ს (დამკვეთის) მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები - არ იქნა გადახდილი 2018 წლის მაისის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით მომსახურების საფასური, ჯამში 2--,13 ლარის ოდენობით, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება და 21.08.2018 წ. წერილის საფუძველზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. დარჩენილი დავალიანება დამკვეთს არ გადაუხდია, რასაც ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო 4-.43 ლარის ოდენობით, ჯამში დავალიანებამ შეადგინა 3----- ლარი, რომლის გადახდაზეც დამკვეთი უარს აცხადებს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს წერილობითი პოზიცია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,G-------------------------------" (ს.ნ 4--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სამართლებრივი ფორმა - შპს. რეგისტრაციის თარიღი: 21.01.2013 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 15-17)

 

3.1.2. შპს ,,G-------------------------------"-სა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემსრულებელი) შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა N1----- ხელშეკრულება (G-----------------). ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, შემსრულებელი G-- მოწყობილობის მეშვეობით უზრუნველყოფს დამკვეთის კუთვნილ ავტომობილებზე კონტროლის და გადაადგილების მონიტორინგის მომსახურების დამკვეთისთვის მიწოდებას. 1.2. მუხლით დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. მუხლის თანახმად, G-- მომსახურების ღირებულება თვეში ერთ ა-----------–--- შეადგენს 4- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2.3 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 5.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. 5.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ოდენობით. 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო დაცვის მომსახურების ერთი თვის ღირებულების ოდენობით, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 საბანკო დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 9 მარტის N1----- ხელშეკრულება (G-----------------) (ს.ფ. 12-14)

 

3.1.3. 2016 წლის 6 სექტემბერს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ტექნიკური მომსახურების განყოფილების გმს-ინსპექტორ ი-----–------------სა და შპს ,,G-------------------------------"-ს პერსონალის მენეჯერ - ფ----------------ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,G-------------------------------"-ს ავტომანქანაზე სახ. N F-------- დამონტაჟდა ი. ტ----------- რიცხული G---მოწყობილობა (imei 3---------6----).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.09.2016 წ. მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18)

 

3.1.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 21 აგვისტოს N MIA 8--------4- წერილით შპს ,,G-------------------------------"-ს დირექტორს ეცნობა, რომ 2015 წლის 9 მარტს გაფორმებული N1----- ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება დებიტორული დავალიანება. ადრესატს ეთხოვა დებიტორული დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ცალმხრივად შეწყვეტს N1----- ხელშეკრულებას 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 აგვისტოს N MIA 8--------4- წერილი (ს.ფ. 24)

 

3.1.5. 2018 წლის 1 სექტემბერს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსსა და შპს ,,კ--------------- პ------------------- შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,G-------------------------------"-ს 2 ა-----------–--- დებიტორული დავალიანების გამო შეწყდა G---მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.09.2018 წ. მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 19)

 

3.1.6. შპს ,,G-------------------------------"-ს (ს.კ. 4--------) 2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება G---კონტროლის მომსახურების დებიტორული დავალიანება - 3--,56 ლარი. აქედან, მომსახურების დავალიანება - 2--,13 ლარი, პირგასამტეხლო - 4-,43 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.10.2018 წ. ცნობა (ს.ფ. 23)

- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 20-21)

- ვალები (ს.ფ. 22)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,G-------------------------------"-ს (ს.კ. 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3----- ლარის გადახდა (მათ შორის ,,ჯ-------" მომსახურების საფასურის - 2--.13 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4-.43 ლარის გადახდა).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №26- ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1. მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,G-------------------------------"-ს შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმებული N1----- ხელშეკრულება (G-----------------) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 36--ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული N1----- ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,G-------------------------------"-ს შორის 2015 წლის 9 მარტს გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულებას იღებდა, განეხორციელებინა შპს ,,G-------------------------------"-ს კუთვნილ ავტომობილებზე ,,ჯ-------" მოწყობილობის მეშვეობით გადაადგილების კონტროლი. ხოლო შპს ,,G-------------------------------" ვალდებულებას იღებდა, აღნიშნული მომსახურებისთვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაეხადა ყოველ თვეში ერთ ა-----------–--- 4- ლარი, დღგ-ს ჩათვლით. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, ხოლო შპს ,,G-------------------------------"-ს (დამკვეთის) მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები - არ იქნა გადახდილი 2018 წლის მაისის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით მომსახურების საფასური, ჯამში 2--,13 ლარის ოდენობით, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება და 21.08.2018 წ. წერილის საფუძველზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. დარჩენილი დავალიანება დამკვეთს არ გადაუხდია, რასაც ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო 4-.43 ლარის ოდენობით, ჯამში დავალიანებამ შეადგინა 3----- ლარი, რაც შპს ,,G-------------------------------"-ს მიერ არ იქნა გადახდილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ,,ჯ-------" მომსახურების საფასურის - 2--.13 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4-.43 ლარის გადახდა, ჯამში 3----- ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი N2----- საგადახდო მოთხოვნიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს (ს.კ. 4--------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს (ს.კ. 4--------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 3----- ლარის გადახდა (მათ შორის ,,ჯ-------" მომსახურების საფასურის - 2--.13 ლარისა და პირგასამტეხლოს - 4-.43 ლარის გადახდა).

 

3. მოპასუხე - შპს ,,G-------------------------------"-ს (ს.კ. 4--------), მოსარჩელე - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი