განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002888394
saqme #1/51-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა
მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გო------------–---–ის
ბრალდებულ _ ი----------ის
ადვოკატ - გ--–--------–--–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N040240119001
ბრალდებულ ი----------ის მიმართ
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
დაბადების თარიღი: 11.09.1---–-
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)
რეგისტრირებული: ქ. დედოფლისწყარო, გ. ტა----ს ქ. N18
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. დედოფლისწყარო, გ. ტა----ს ქ. N18
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ი----------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით ი----------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
ი----------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. დედოფლისწყაროში, ტა----ს ქ. N18-ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებულ კარადაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74”, “AKC-74”, “AKC-74Y”, “PПK-74”, ““PПKC-74”-ის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისთვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5,45X39მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების სტანდარტულ ფოლადისგულიან ვაზნებს, რომლებიც ვარგისი იყო გამოსაყენებლად და მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, რაშიც იგი მხილებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ 2019 წლის 25 იანვარს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
ამდენად, ი----------ემ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
ბრალდების მხარის მიერ ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ი----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ინსპექტორ-გამომძიებელ მ------------–-----–---–ის პატაკი დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმე მ------------–-----–---–ის ჩვენება, ი----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რვა ცალი ვაზნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ი----------ის ჩვენება, მოწმე ლ-----–---–-----ის ჩვენება, გ------------–--–---–ის ჩვენება, მოწმე ნ-------------ის ჩვენება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და რაც ერთობლიობაში ასაბუთებს ბრალდებულ ი----------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, 2019 წლის 03 დეკემბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ ი----------ეს (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–--------–--–---–ის მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - გი-------------–--სთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გი--------------–---–თან.
3.2. 2019 წლის 04 აპრილს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - გო------------–---–მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და ითხოვა სისხლის სამართლის N040240119001 საქმეზე ბრალდებულ ი----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, კერძოდ, წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორმა ითხოვა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ:
ი----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ი----------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელი საქმიანობის უფლების -სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის მოუხდელი ნაწილი, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ი----------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ოდენობით.
3.3. 2019 წლის 04 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - გო------------–---–მა ბრალდებულმა ი----------ემ და ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა. ასევე ბრალდებისა და დაცვის მხარემ აღნიშნეს, რომ წინა განაჩენით სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელი საქმიანობის უფლების - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის მოუხდელი ნაწილის სთანთქმა ტექნიკური მიზეზით გამორჩენილია საპროცესო შეთანხმებაში და აღნიშნულიც მოიაზრება განაჩენის შთანთქმის დროს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2 ამასთანავე, სასამართლო შეაფასა ის ფაქტიც, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი _ მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსი და დაიზოგოს საქმის წარმოების ხარჯები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გო------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულ ი----------ეს შორის 2019 წლის 03 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ი----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი;
4. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ი----------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ოდენობით.
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელი საქმიანობის უფლების -სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის მოუხდელი ნაწილი, და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი;
6. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ი----------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ოდენობით.
7. გაუქმდეს ი----------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ი----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ი----------ეს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
9. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ი----------ემ დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
08 (რვა) ცალი ვაზნა, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოში, გადაეცეს რეაგირებისთვის შსს შესაბამის სამმართველოს.
12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
13. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
14. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი