გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
140210118002264823
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210118002264823

საქმე № 2/88-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - შ--------–------------–-------------------ი“

წარმომადგენელი - გ---------------ე, შ---------------–--ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს “გორმედი“

წარმომადგენელი - კახა ბაბუნიშვილი, ირაკლი კაუშაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ძირითადი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა

 

შ-------------ს“ შ--------–------------–-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3618.16 ლარის (2860 ლარი - შესრულებული სამუშაოს ღირებულება; 758.16 ლარი - პირგასამტეხლო) გადახდა.

 

1.2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.2.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს---–------ გ----–-------- ს--------სა“ და შ-------------ს“ შორის 2017 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული № 25/08/2017_1 ხელშეკრულება.

1.2.2. შპს „ს---–------ გ----–-------- ს--------ს“, შ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 11 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელით მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება ბურღვითი სამუშაოების წარმოებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შესასრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების სამ ეტაპად გადახდა, კერძოდ, ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში 4500 ლარის გადახდა ავანსის სახით; ბურღვითი სამუშაოების დასრულებიდან 5 დღის ვადაში 4500 ლარის გადახდა, ხოლო სამუშაოების ღირებულების დარჩენილ ნაწილის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადახდა. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალიწინებული ბურღვითი სამუშაოები, რაზედაც მხარეთა შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი. რაც შეეხება ჭაბურღილის ზედაპირის დაბეტონების სამუშაოების შერულების მიღება - ჩაბარების აქტს, მოპასუხემ მას ხელი არ მოაწერა და შესაბამისად, არც შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ღირებულება აუნაზღაურა მოსარჩელეს. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს შესრულებული სამუშაების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გაუთქვამს. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვადის დარღვევისათვის ასევე უნდა დეკისროს პირგასამტეხლო.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია:

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-------------ის“ განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბურღვითი სამუშაოების შესრულება მინიმუმ 80 მეტრზე. შპს „ს---–------ გ----–--------მა ს--------მა“ ხელშეკრულების პირობა შეასრულა არაჯეროვნად - ბურღვითი სამუშაოები განახორციელა 75 მეტრზე, რომლის საფუძველზეც შ-------------მა“ ვერ მიიღო ის შედეგი, რაც აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესრულებით უნდა დამგარიყო. აღნიშნულ ჭაბურღილს სრულად უნდა უზრუნველეყო კლინიკა წყლით, რაც მოცემულ პირობებში შეუძლებელია, რადგან არაჯეროვანი შესრულების გამო კლინიკას, სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის, დღემდე არ მიეწოდება შესაბამისი რაოდენობის წყალი. შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შ-------------ს“ მიადგა მატერიალური ზიანი 11000 ლარის ოდენობით.

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. ძირითად სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შ-------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (წარმოადგინა შეგებებული სარჩელი) და მიუთითა, რომ მის მიერ არ დარღვეულა ხელშეკრულების არცერთი პირობა.

 

3.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ, შპს „ს---–------ გ----–--------მა ს--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მან უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებითვე დადგენილ ვადებში, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბურღვითი სამუშაოების წარმოება 80 მეტრზე, მათი მხრიდან შესრულებული ბურღვითი სამუშაოს შედეგი მიღებული იქნა, რაც გახდა საფუძველი მხარეთა შორის მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებისა. მოპასუხე აგრეთვე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას წყლის დებეტის 80 და მეტი მეტრის სიღრმეზე მატებასთან დაკავშირებით, რადგან შესაბამისი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოთხოვნას მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმის გამო რომ მისი მხრიდან ბურღვითი სამუშაოები შესრულდა სრულად, არ არსებობს მოთხონის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც გამორიცხავს შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2017 წლის 25 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება ჰიდროლოგიური ჭის ბურღვითი სამუშაოების შესრულების შესახებ. სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინეული იყო 30 კალენდარული დღე. მხარეთა შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტით შემსრულებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბურღვითი სამუშაობი შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

მტკიცებულება:

- 25/08/2017 წლის ხელშეკრულება;

- 2017 წლის 18 სექტემბრის შესრულებული სამუშაოების მიღება - ჩაბარების აქტი

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება:

 

3.2.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბურღვითი სამუშაოების ღირებულება, კერძოდ, ერთი მეტრი - 180 ლარი. მოპასუხის მხრიდან შესრულდა ბურღვითი სამუშაოები (77 მეტრ სიღმეზე), რაც ასევე დასტურდება მიღება - ჩაბარების აქტით და რომლის ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 13860 ლარს.

 

მტკიცებულება:

- 25/08/2017 წლის ხელშეკრულება;

- მიღება - ჩაბარების აქტი

 

3.2.2. დამკვეთმა შემსრულებელს აუნაზღაურა მხოლოდ 11000 ლარი დანარჩენი 2860 ლარი არ აუნაზღაურებია.

 

მტკიცებულება:

- გადარიცხვის ქვითრები;

- მხარეთა ახსნა - განმარტება.

 

3.2.3. შ--------–------------–-------------------მა“ შ-------------ს“ წერილობით მიმართა დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე. რაზეც შ-------------ს“ რეაგირება არ მოუხდენია, ე.ი. ც თანხის გადახდის ვალდებულებაც არ შეუსრულებია.

 

მტკიცებულება:

- საფოსტო დასტური;

- მხარეთა ასხნა - განმარტება

 

შ-------------ი“ განმარტებებში მიუთითებს იმ გარემობაზე, რომ შემსრულებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, ნაცვლად 80 მეტრისა ბურღვითი სამუშაოები შეასრულა 77 მეტრზე, რის გამოც მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დადებისას იგი მოატყუეს, რის გამოც ხელშეკრულება ბათილადაა საცნობი. ამასთან, მიუთითებს, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მას მიადგა ზიანი 11000 ლარის ოდენობით, რაც უნდა აუნაზღაურდეს მას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ-------------ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო შ--------–------------–-------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 81-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 394-ე, 417-418-ე, 420-ე 629-ე, 652-ე, 976-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება №25/082017_1, რომლითაც შემკვეთმა იკისრა ვალდებულება ჰიდროლოგიური ჭის მოსაწყობად ბურღვითი სამუშაოების შესრულების თაობაზე, ანუ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 629-ე მუხლის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის, კერძოდ, შემკვეთის მხრიდან სადავოა თავად ხელშეკრულება, კერძოდ, დამკვეთი მიუთითებს, რომ ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით, ძირითადი სარჩელიდან გამომდინარე საკვანძო საკითხია: შეასრულა თუ არა სამუშაოების შემსრულებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბურღვითი სამუშაოები ჯეროვნად და აქვს თუ არა მას შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

სადავო საკითხებიდან სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე.

 

6.5. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას (გაუქმებას) და საფუძვლად უთითებს მოტყუებას.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს შ-------------ის“ პოზიციას რომ იგი მოატყუეს გარიგების დადების მიზნით, ვინაიდან მან მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებამდე იცოდა ის გარემოება რომ ბურღვითი სამუშაოები შესრულებული იყო 77 მეტრზე და მიუხედავად ამისა პრეტენზია (შეგებებული სარჩელის წადგენემდე) მხარესთან არ განუცხადებია არც მოტყუებასთან დაკავშირებით და არც არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, პრეტენზიის გარეშე გააფორმა მიღება - ჩაბარების აქტი, ე.ი. მიიღო შესრულებული სამუშაოს და უფრო მეტიც, აქტის გაფორმების შემდეგ ორჯერ განახორციელა შესრულებული სამუშაოს ღირებულებისათვის თანხის გადარიცხვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა კანონიერ საფუძველსაა მოკლებული. შესაბამისად, არ არსებობს სამქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მისი მხრიდან გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის საფუძველი.

 

6.7. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, როდესაც ვალდებულება დირღვევა.

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად მენარდე აღნიშნავს, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია სამუშაოს შემსრულებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, რასაც მოჰყვა წყლის არასაკმარისი მარაგი, რამაც გამოიწვია ზიანი და ხელი შეეშალა კლინიკის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შ-------------მა“ არათუ მიუთითა, ან პრეტენზია გამოთქვა ვალდებულების დარღვევაზე, ან ბურღვითი სამუშაოების შესრულების თაობაზე, არამედ გააფორმა მიღება - ჩაბარების აქტი და გადაურიცხა კიდეც შემსულებელს გარკვეული თანხა შესრულებული სამუშაოსათვის. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა წყლის მარაგის რაიმე დონეზე მიღწევის ვალდებულება, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს ვალდებულებას რომ ყოფილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შპს „ გორმედს“ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება კლინიკისათვის დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, მტკიცებულება უშუალოდ ჭაბურღილში არსებული თუ კლინიკისათვის მიწოდებულ წყლის მარაგსა თუ მისთვის საჭირო რაოდენობის წყლის მარაგთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და ამ მუხის შინაარსიდან გამომდინარე ზიანის დასადასტურებლად მტკიცებულების წარმოდგენის ტვირთი შ-------------ს“ ეკისრებოდა, რაც მას არ გაუკეთებია.

 

6.8. მიუხედავად იმისა, რომ შ-------------ს“ სათანადო მტკიცებულებები ზიანის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება და დავა მათ შორის წარმოიშვა აღნიშნული ხელშეკრულებიდან და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე (მენარდე) აპელირებს ნაკეთობის (ნივთის) ნაკლზე და ამ საფუძვლით ითხოვს ხელშეკრულების ბათილობასა და ზიანის ანაზღაურებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. ამიტომ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ძირითადი სარჩელით მოპასუხის ახსნა - განმარტებას, რომელიც აღნიშნავს შემდეგ: როდესაც მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებელმა დამკვეთს აუხსნა, რომ ბურღვითი სამუშაოები ნაწარმოები იყო 77 მეტრზე, ჭაბურღილში წყალი მიღებული იქნა და 80 მეტრამდე ბურღვის გაგრძელების შემთხვევაში, რაც მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, არსებული ქანების გათვალისწინებით უფრო მეტ სიღრმეზე გათხრა მოუწევდათ და დამკვეთმა გადაწყვეტილება მიიღო, ჩაიბარა შესრულებული სამუშაო და პრეტენზია არ განუცხადებია. ამდენად, დამკვეთისათვის ცნობილი იყო ნაკეთობის ე.წ. „ნაკლის“ შესახებ და ზემოთ აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე იგი მოკლებულია შესაძლებლობას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება ძირითადი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არ იქნა მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბათი გარიგებად, უნდა დადგინდეს ძირითადი სარჩელით მოსარჩელის (სამუშაოს შემსრულებლის) მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ძირითადი სარჩელით მოსაჩელემ ხელშეკრულებით იკისრა ბურღვითი სამუშაოს შესრულების ვალდებულება შესაბამისი ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ, კერძოდ; ბურღვითი სამუშაოს არანაკლებ 80 მეტრზე შესრულება და ერთი მეტრზე ბურღვითი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 180 ლარით.

 

რაც შეეხება შ-------------ის“ პრეტენზიას, რომ შემსრულებელმა არ შეასრულა ბურღვითი სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, ე.ი. კეთილსინდისიერად, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ გარემოებაზე, რომ არც მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პროცესში და არ შემდეგ შემკვეთის მიერ არ ყოფილა გაცხადებული რაიმე პრეტენზია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ბურღვითი სამუშაოების წარმოება არანკლებ 80 მერტის სიღრმეზე, დამკვეთმა უპრეტენზიოდ ჩაიბარა 77 მეტრზე, შესრულებული ბურღვითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე დაკვეთისთვის უპირობოდ მისაღწევი არ იყო გაბურღვა 80 მეტრზე და მან გააფორმა რა მიღება-ჩაბარების აქტი, ბურღვითი სამუშაოები ჩათვალა ჯეროვნად შესრულებულად. ამ ფაქტს აგრეთვე ადასტურებს დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის გადარიხცული თანხები, რომლებიც განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების (18.09.2017წ) შემდეგ, კერძოდ 1500 ლარის გადარიცხვა - 2017 წლის 22 სექტემბერს და 2000 ლარის გადარიცხვა - 2017 წლის 10 ოქტომბერს.

 

6.10. რაც შეეხება შ--------–------------–-------------------ის“ მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, რომელიც მოითხოვს წერილობით ფორმას სკ 418-ე მუხლი), ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას 0.05 % ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ (დამკვეთმა) უპრეტენზიოდ მიიღო რა, შესრულებული სამუშაო, ეკისრებოდა შემსრულებლის მიერ რეალურად განხორციელებული ბურღვითი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რამაც ხელშეკრულების შესაბამისად შეადგინა 13860 ლარი, რომელიც მოპასუხეს სრულად არ აუნაზრაურებია ხელშეკრულებითვე გათვალისწინებულ ვადებში, მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან წერილობითი მოთხოვნისა. აქედან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია.

 

რაც შეეხება მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მხარის მიერ მოთხოვნილ ოდენბასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ იგი შეესაბამება ვალდებულების არსიდან გამომდინარე არაჯეროვან შესრულებას და არ არსებობს მისი შემცირების საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელე შ--------–------------–-------------------ს“ სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებიტ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება უნდა დაეკისროს შ-------------ს“.

 

რაც შეეხება შ-------------ის“ მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, აღნიშნული ბაჟიდან, 345.90 ლარიდან, დაუბრუნდეს 15.90, როგორც ზედმეტად გადახდილი, 330 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან მისი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე შ--------–------------–-------------------ის“ სარჩელი მოპასუხე შ-------------ის“ მიმართ, შერულებული სამუშაოს ღირებულების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შ-------------ს“ მოსარჩელე შ--------–------------–-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3618,16 ლარის გადახდა.

 

3. შ-------------ის“ შეგებებული სარჩელი შ--------–------------–-------------------ის“ მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შ--------–------------–-------------------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე შ-------------ს“ მოსარჩელე შ--------–------------–-------------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. შ-------------ს“ (ს/ნ: 417876711) მის მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 345.90 ლარიდან, დაუბრუნდეს 15.90 ლარი, ხოლო დარაჩენი 330 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი