გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
160210118002600094
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/760-18

160210118002600094

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მარტი, 2019 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე – ზე-–---ან ალ---ი

წარმომადგენლები - მარიანა სისვაძე, მარი ტოხოსაშვილი

მოპასუხე – ხა------ ალ---ა

წარმომადგენელი - რუ----------–---ი

დავის საგანი - ქონების მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ქონების 1/3 წილზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებულ სარჩელში)

 

1.1. ზე-–---ან ალ---ი ცნობილ იქნას ხა------ ალ---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 83.06.14.3-- 2/3 წილის მესაკუთრედ.

 

1.2. მოპასუხე ხა------ ალ---ას ზე-–---ან ალ---ის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავ ნივთზე ს/კ 83.06.14.3-- ზე-–---ან ალ---ის მიერ გაწეული გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება 20273 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, უძრავი ქონება მა-------–ის რაიონის ალ----ის მევენახეობის სოფელ ქე---–ო 1 ში, საკადასტრო კოდით 83.06.14.3-- რეგისტრირებულია მოსარჩელის დის ხა------ ალ---ის საკუთრებაში. აღნიშნული ქონება (მიწა და მასზე მდებარე საცხოვრებელი ფართი) ეკუთვნოდა მოსარჩელის მამას იდ----- ალ---ს, რომელმაც 1985-1990-იან წლებში ააშენა სახლის კარკასი. მოსარჩელე ზე-–---ან ალ---მა მამასთან იდ----- ალ---თან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაიწყო აღნიშნული კარკასის მშენებლობის გაგრძელება ეზოს კეთილმოწყობის ჩათვლით. მოსარჩელე ათეულობით წლის განმავლობაში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ ქონებაში და ახდენდა მის ყოველდღიურ გაუმჯობესებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ განხორციელდა სახლის ფართის გაზრდა და კაპიტალურ-კოსმეტიკური რემონტის ჩატარება. ასევე, შეძენილი იქნა სახლისათვის საჭირო ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა ნივთები. გაუმჯობესების შესახებ გაცემული იქნა დამოუკიდებელი აუდიტის შპს "აუდიტ-გურამი"-ს დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ზე-–---ან ალ---ის მიერ შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენს 60820 ლარს.

 

საჯარო რეესტრის პასუხის თანახმად, ხა------ ალ---ამ 2003 წელს მხოლოდ საგადასახადო სიისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაირეგისტრირა სადავო ქონება. ქონების სახედ მითითებულია თანასაკუთრება, ხოლო ქონების აღწერაში - ოჯახის საკუთრება, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საკომლო საკუთრებას. იდ----- ალ---ის კომლის შემადგენლობის შესახებ 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია, რომ კომლის უფროსია იდ----- ალ--- მუხტარ ოგ. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ზა---- ალ---ა ვალი (მოსარჩელის დედა), ზი-–----ნ ალ--- იდ-----, ხოშგადამ ნა-------ა ბაშირ (მოსარჩელის მეუღლე), დი-–--რ ალ---ა ზი-–----ნ (მოსარჩელის შვილი), გი---–---- ალ---ა ზე-–---ანის ასული (მოსარჩელის შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 40 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.25 ჰა. მიწის ფართობით. აღსანიშნავია, რომ 1986-1996 წლებში ზე-–---ან ალ---ი მისი ოჯახით გადახაზულია კომლიდან, ხოლო ხა------ ალ---ა დამატებულია კომლის წევრად. 1991-1996, 1996-2011 წლებში კომლის პირად საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე არავითარი ინფორმაცია არ ფიქსირდება.

 

არქივიდან გამოთხოვილი იქნა ზე-–---ან ალ---ის ოჯახის იდ----- მუხტარ ოღლის კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე გაყრილობის გადაწყვეტილება, ვინაიდან ზე-–---ან ალ---ისა და მისი ოჯახის ამორიცხვის გრაფაში მითითებულია იხ. კომლი 19/68, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, იმას, რომ ზე-–---ან ალ---ი თავისი ოჯახით ცალკე კომლად გავიდა. ეროვნული არქივის მიერ 21.11.2018 წლის საარქივო ცნობის თანახმად ასეთი დოკუმენტი, კერძოდ - გაყრილობის განაჩენი ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში არ იძებნება. ამას გარდა, ეროვნული არქივიდან გამოხმობილი იქნა ინფორმაცია ზე-–---ან ალ---ის და მისი ოჯახის წევრების საკომლო ჩანაწერიდან გადახაზვის მიზეზების შესახებ. აღნიშნულ განცხადებაზე 26.11.2018 წლის არქივის პასუხის თანახმად კა------ის სასოფლო საბჭოს სოფელ პირველი ქე---–ოს საკომლო წიგნებში ზე-–---ან ალ---ი იდ-----ის გადახაზვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, ზე-–---ან ალ---ის მამა იდ----- ალ---ი გარდაიცვალა 1993 წელს, ხოლო დედა ზა---- ალ---ა კი 2002 წელს. თავდაპირველად მამის, ხოლო შემდეგ გარდაცვალების შემდგომ ზე-–---ან ალ---ი ოჯახით განაგრძობდა სადავო სახლში ცხოვრებას, როგორც მათი მემკვიდრე. მოსარჩელემ დედ-მამის ქონების ფლობით მიიღო სამკვიდრო. წლების განმავლობაში ხა------ ალ---ას პრეტენზია არ გამოუთქვამს ზე-–---ან ალ---ის მიერ ქონების ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით. მან მხოლოდ 2015-2016 წლებში, ძმასთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა სახლიდან გამოეგდო მოსარჩელე თავისი ოჯახით. ვინაიდან, 1993 წელს დაიწყო მიწის რეფორმა, შესაბამისად გაუქმებული იქნა საკოლმეურნეო კომლის ინსტიტუტი. შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, ალ---ების ოჯახის მიერ სასოფლო სამეურნეო კომლის რეგისტრაცია არ განხორციელებულა. გაუქმების პერიოდში მოსარჩელის დედა და მამა იყვნენ ამ კომლის წევრები ხა------ ალ---ასთან ერთად და მათ თანაბარი წილი ეკუთვნოდათ კომლის დარჩენილი ქონებიდან, რომელზეც ვრცელდება თანასაკუთრების და არა სასოფლო-სამეურნეო კომლის წესები ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის დედ-მამის (იდ----- ალ---ი, ზა---- ალ---ა) გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ ქონების ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიიღო დედ-მამის ქონება, როგორც მათმა მემკვირემ და იგი ცნობილი უნდა იქნას ქონების 2/3 წილის მესაკუთრედ. ამასთან, მოპასუხე ხა------ ალ---ას ზე-–---ან ალ---ის სასარგებლოდ დაეკისროს უძრავ ნივთზე ს/კ 83.06.14.3-- ზე-–---ან ალ---ის მიერ გაწეული გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება 20273 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხა------ ალ---ამ დაზუსტებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხა------ ალ---ა, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა არა კომლის ან მემკვიდრეობის, არამედ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა N485 საგადასახდო სიის საფუძველზე. 1993 წელს გაუქმდა რა საკოლმეურნეო კომლი მასთან ერთად გაუქმდა ალ---ების კომლი. ზე-–---ან ალ---ი ამორიცხული იყო კომლის შემადგენლობიდან, ვინაიდან იგი საცხოვრებლად გადავიდა ქ.რ-------–ი. მამკვიდრებლებს კომლის ქონებიდან არაფერი ეკუთვნოდათ, შესაბამისად, კომლის ქონება არ შედიოდა სამკვიდრო მასაში. ამასთან, ასეთი სამკვიდროს არსებობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელეს არც ნოტარიუსისთვის მიუმართავს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით და არც ფაქტობრივად დაუფლებია მას.

 

მოსარჩელეს არ გაუწევია რაიმე ხარჯი სახლის გაუმჯობესებისთვის. იმ დროისთვის როდესაც სახლი აშენდა ზე-–---ან ალ---ი ცხოვრობდა ქ.რ-------–ი, შემდეგ კი ბა---–ი. როდესაც ზე-–---ან ალ---ი დარჩა უ--ხლკაროდ, მას მოპასუხემ ნება დართო დროებით ეცხოვრა თავის სახლში. ხა------ ალ---ას მტკიცებით, ზე-–---ან ალ---ი არ წარმოადგენდა ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს, რადგან მას მართლზომიერად არ მიუღია უძრავი ნივთი. მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ამ ნივთის ფლობისთვის. შესაბამისად ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯი არ არის ასანაზღაურებელი ხა------ ალ---ის მხრიდან ზე-–---ან ალ---ისთვის.

 

მოპასუხის მტკიცებით სარჩელი მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი კუთხით დაუ--ბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზე-–---ან ალ---ი და ხა------ ალ---ა არიან და-ძმანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 36)

- მხარეთა ახსნა-განმარტება იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.2. საცხოვრებელი ბინა მდებარე მა-------–ის რაიონი, ალ----ის მევენახეობა, სოფელი ქე---–ო პირველი, რეგისტრირებულია ხა------ ალ---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17, 28-29)

 

3.1.3. ზე-–---ან ალ---ის ფაქტობრივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართია მა-------–ის რაიონი, სოფელი ქე---–ო პირველი, მის სახელზეა სააბონენტო ბარათი და იხდის კომუნალურ გადასახდებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 41)

 

3.1.4. იდ----- ალ---ი გარდაიცვალა 1993 წლის 16 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 266)

3.1.5. ზა---- ალ---ას გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვერ იქნა მოძიებული. მხარეთა განმარტებით ზა---- ალ---ა გარდაიცვალა 2002 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 267)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.6. ხა------ ალ---მა 2003 წელს საგადასახადო სიისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაირეგისტრირა სადავო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.7. 1989 წლის 29 ივლისს იდ----- მუხტარ ოღლი ალ---მა განცხადებით მიმართა კა------ის სასოფლო საბჭოს მის საკუთრებაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის გადაკეთების ნებართვის გაცემის თაობაზე, რომელიც დაკმაყოფილდა და იდ----- მუხტარ ოღლი ალ---ს მიეცა საცხოვრებელი სახლის გადაკეთების ნებართვა და მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების წარმოების ჯგუფს დაევალა მის სახელზე საპროექტო დოკუმენტების გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი კა------ინსკის სასოფლო საბჭოს სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომიდან (ს.ფ. 90-91)

3.1.8. 1993 წლის 15 მარტს და 11 მაისს სსსრ შემნახველი ბანკიდან ალ---ი იდ----- მუხტარ ოღლის მიერ სესხის დავალიანების დასაფარად აღებული იქნა თანხა ჯამში 20000 რუბლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თანხის გაცემის ქვითრები (ს.ფ. 92-97)

 

3.1.9. 1988 წლის 30 აგვისტოს მა-------–ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების წარმოების ჯგუფის მიერ შედგენილი იქნა ხარჯთაღრიცხვა, რომლის ოდენობამაც შეადგინა 20000 რუბლი, რომელსაც თან ერთვის განმარტებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ღირებულების გაანგარიშების შემაჯამებელი ხარჯთაღრიცხვა 2 სართულიანი 4 ოთახიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ხარჯთაღრიცხვა შედგენილია ნახაზის საფუძველზე, ლოკალური ხარჯთაღრიცხვა ფასებში და ნორმებში შეტანილი მოქმედებაში 1/1-84 წ. ხარჯთაღრიცხვა შედგენილია ზერ 1 ზონა და მე- 6 ზონის ერთიანი რეგიონული ერთეული ფასები (რიკ). სამშენებლო სამუშაოებზე ოვერჰედის ხარჯები მიღებულია 6.7%. ხარჯთაღრიცხვაში მიღებულია: საძირკვლის ბლოკებიდან ფირფიტოვანი საძირკველი, ციკოლი-ბეტონი, კედლები-აგური, სართულშორისი გადახურვა - ქვის კედლებზე განივი ძელით გვერდლარტყით ძელჭერი, იზოლირებით. სახურავი - ტალღოვანი აზბესტის ცემენტი, ტიხარი - ეწიდაბეტონების ფილებიდან და ფიცრული ტიხრები ფარები შე---–ესად, იატაკი - ფიცრული, კერამიკა, ცემენტი, ლინოლიუმისაგან, ბეტონის ფილებით, დატეხილი ქვით, მოზაიკა. ფანჯარა ერთგანი ფანჯრის ბლოკებიდან, კარები - ბლოკი, შიდა მოპირკეთება - გაუმჯობესებული ბათქაში გაჯის ხსნადით, გარე ბათქაში - ცემენტი კირქვის ხსნადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ღირებულების გაანგარიშების შემაჯამებელი ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ.98-101)

 

3.1.10. ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მა-------–ის რაიონის კა------ის სასოფლო საბჭოს სოფელ პირველი ქე---–ოს 1986-1996 საარქივო ცნობის თანახმად საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია იდ----- ალ--- მუხტარ ოგლი (გადახაზულია, გარდაიცვალა) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ზა---- ალ---ა ვალი - ცოლი, ზე-–---ან ალ--- იდ----- - შვილი (გადახაზულია), ხოშგადამ ნა-------ა ბაშირ - რძალი (გადახაზულია), დი-–--რ ალ---ა ზე-–---ან - შვილიშვილი (გადახაზულია). გი---–---- ალ---ა ზი-–----ნ - შვილიშვილი (გადახაზულია), ხა------ ალ---ა იდ----- - შვილი, იდ----- მუხტარ ოგლი ალ---ის შემდეგ კომლის უფროსად ირიცხება ზა---- ალ---ა ვალი . 1986-1990 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (1991-1996 წლების ინფორმაცია არ ფიქსირდება) და 0.25 ჰა მიწის ფართობი (1991-1996 წლების ინფორმაცია არ ფიქსირდება).

1996-2011 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილა ზა---- ალ---ა ვალი (გადახაზულია, გარდაიცვალა) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მუ-- ალ--- იდ----- - შვილი (გადახაზულია, ბაქო) ხა------ ალ---ა იდ----- - შვილი

ზა---- ვალი ალ---ას შემდეგ კომლის უფროსად ირიცხება მუ-- ალ--- იდ-----. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 40 კვ.მ. სახლი (ჩანაწერი გაკეთებულია 5ჯერ, თარიღი მითითებული არ არის) (1996-2011 წლების ინფორმაცია არ ფიქსირდება) და 0.25 ჰა მიწის ფართობი (ჩანაწერი გაკეთებულია 6ჯერ, თარიღი მითითებული არ არის) (1996-2011 წლების ინფორმაცია არ ფიქსირდება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 219-227)

 

3.1.11. 21.11.2018 წელს ზე-–---ან ალ---ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს და მოითხოვა სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობის არ ქონის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შემდეგი მონაცემების მიხედვით: მა-------–ის რაიონის კა------ის სასოფლო საბჭოს, პირველი ქე---–ოს (ალ----ის ღვინის მეურნეობა) 1986 წლის გაყრილობის განაჩენი ზე-–---ან ალ--- იდ----- ოგლის იდ----- მუხტარ ოგლის კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე. რის პასუხადაც განემარტა, რომ მა-------–ის რაიონის კა------ის სასოფლო საბჭოს, პირველი ქე---–ოს (ალ----ის ღვინის მეურნეობა) 1986 წლის გაყრილობის განაჩენი ზე-–---ან ალ--- იდ----- ოგლის იდ----- მუხტარ ოგლის კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა. 09.11.2018 წელს ზე-–---ან ალ---ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს და მოითხოვა განმეორებით გადამოწმება 1983-1985, 1986-1996 და 1996-2011 წლების საკომლო წიგნებში ზე-–---ან იდ----- ალ---ის გადახაზვის მიზეზის შესახებ, თუმცა არქივმა განუმარტა, რომ აღნიშნული მიზეზი მითითებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 228)

- საქართველოს ეროვნული არქივის წერილი (ს. ფ. 229)

 

3.1.12. 2018 წლს 6 ნოემბერს ზე-–---ან ალ---ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შემდეგი დოკუმენტაციის გაცემა: მა-------–ის რაიონის სოფელ კა------ის სასოფლო საბჭოს სოფელ პირველი ქე---–ოს 1985-1999, 2000-2002 წლების მიწის განაწილების სარეფორმო და საგადასახადო სიები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები. ასევე მოითხოვა, არქივიდან მოეძიებინათ და გაეცათ გადაწყვეტილება 1986-1996 წლებში ზე-–---ან ალ---ის, ხოშაგადამ ნა-------ის, დი-–--რ ალ---ისა და გი---–---- ალ---ას საკომლო ჩანაწერებიდან გადახაზვის საფუძვლებისა და გადახაზვის ზუსტი თარიღის მითითებით (გადახაზვის მიზეზების მითითებით), ვინაიდან ზე-–---ან ალ---ს და მის ოჯახის წევრებს კომლიდან ამოწერის მოთხოვნით საბჭოსთვის არ მიუმართავთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.11.2018 წლის განცხადება (ს.ფ. 263-264)

- საფოსტო გზავნილის ქვითარი (ს.ფ. 265)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 1993 წელს დაიწყო მიწის რეფორმა, შესაბამისად გაუქმებული იქნა საკოლმეურნეო კომლის ინსტიტუტი. გაუქმების პერიოდში მოსარჩელის დედა და მამა იყვნენ ამ კომლის წევრები ხა------ ალ---ასთან ერთად და მათ თანაბარი წილი ეკუთვნოდათ კომლის ქონებიდან.

 

”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N 525 ბრძანებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია.

 

აღნიშნული ნორმების თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობა წარმოადგენს საჯარო რეესტრში ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, ხოლო მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი, საგადასახადო ან სარეფორმო სია და სხვა დოკუმენტები.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა. დადგენილების მე-5 პუნქტით დადგენილია: საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უ--სყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უ--სყიდლოდ კერძო საკუთრებაში მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით.

 

ამგვარად, მითითებული დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწების მათ საკუთრებაში გადასვლა და ასევე კომლების საკარმიდამო ფართობის გადიდება შესაბამის ნორმამდე, ე.წ. ,,ახალ ნორმამდე შესავსები ფართობის” სახით.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.

 

საკომლო წიგნის ჩანაწერების იურიდიული მნიშვნელობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ”საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” მთავრობის 22.09.92წ. №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.93წ. №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმების გამო არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმა. 1992-1999 წლებში საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად გაუქმდა კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები და მანამდე სოფლად მცხოვრებ კომლის წევრებსა და ოჯახებს საკუთრებაში გადაეცათ მათ კანონიერ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთები. მანამდე არსებული კომლის წევრებს თანაბარწილად წარმოეშვათ საკუთრების უფლება კომლის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

 

1996 წლის 22 მარტს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, რომლითაც სამოქალაქო სამართლის კოდექსისგან განსხვავებულად განისაზღვრა კომლის სამართლებრივი რეჟიმი. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამასთან, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

 

ამ ნორმების შესაბამისად კომლში იგულისხმება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კომლი - ფიზიკური პირი და ოჯახის წევრები, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები და მოწყობილობები. ამდენად, საკომლო მეურნეობის საფუძველი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომლის წევრის საკუთრების უფლება.

 

ამგვარად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს საკოლმეურნეო კომლი, რომელმაც არსებობა შეწყვიტა 1993 წლიდან და სასოფლო-სამეურნეო კომლი, რომელიც სრულიად ახალ და განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს და იქმნება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საადგილმამულო წიგნში (იგულისხმება საჯარო რეესტრი, ხოლო მის შექმნამდე - მარეგისტრირებელი ორგანო - მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი) რეგისტრაციის გზით. ამგვარად, ფიზიკურ პირს შეუძლია, მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა დაარეგისტრიროს სასოფლო-სამეურნეო კომლის სახით. კომლის დარეგისტრირება შეუძლიათ ასევე ოჯახის წევრებს, თუ მათ საერთო საკუთრებაში გააჩნიათ ზემოთ დასახელებული ობიექტების ერთობლიობა. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კომლის რეგისტრაციის უფლება აქვთ საკუთრების უფლების მქონე პირს ან პირებს (ოჯახის წევრებს).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებით საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებად გამოცხადდა მათზე რიცხული მიწის ნაკვეთები და ასევე განისაზღვრა მათთვის დამატებით ნორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების გადაცემა, ხოლო „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია პირის რეგისტრაცია კომლის წევრად 1992 წლის 1 იანვრამდე. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის №ას-211-203-2013 გადაწყვეტილება). ამ დროისათვის ვინც ირიცხებოდა კომლის წევრად, სწორედ მათ საკუთრებად გამოცხადდა კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთები (სოფლის ყოფილ მკვიდრებთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებით დაწესდა სპეციალური რეგულირება). ამგვარად, საკომლო ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუკი იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 219-220)

3.2.2. მამის და შემდეგ დედის გარდაცვალების შემდგომ ზე-–---ან ალ---ი ოჯახით განაგრძობდა სადავო სახლში ცხოვრებას. მოსარჩელემ მამის გარდაცვალების შემდეგ ქონების ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, ასევე დედის გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა დედის სამკვიდროს რასთან დაკავშირებითაც ხა------ ალ---ას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შო------ ალ---მა სასამართლოს განუცხადა, რომ ზე-–---ან ალ---ი მამის გარდაცვალებისას და შემდგომაც სადავო სახლში ცხოვრობდა. იგი მოსარჩელესთან სახლში სტუმრად ხშირად დადიოდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ ზე-–---ან ალ---მა კვლავ ამ სახლში ცხოვრება განაგრძო, იმის მიუხედავად, რომ იგი ქალაქ რ-------–ი პოლიციაში მუშაობდა. მოწმის მტკიცებით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ასევე მოსარჩელის და ხა------ ალ---ა ცხოვრობდა.

მოწმე ზა--------------მა სასამართლოს მოუთხრო, რომ ზე-–---ან ალ---ი თავისი ორივე მშობლის გარდაცვალებისას სადავო სახლში ცხოვრობდა. მან ამავე სახლში გადაიხადა თავისი ვაჟის ქორწილი. იქვე ცხოვრობდა ზე-–---ან ალ---ის და ხა------ ალ---ა. მოწმის მტკიცებით, მოსარჩელის მამის გარდაცვალებისას სახლი არ იყო გამართულ მდგომარეობაში და მხოლოდ ზე-–---ან ალ---ის მცდელობით და შრომით მოხდა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება.

მოწმე ხუ------ს ალ---ის განმარტებით, ზე-–---ან ალევის მამის იდ----- ალ---ის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში ზე-–---ან ალ---ი თავის ცოლშვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. მოწმემ განაცხადა, რომ იგი პროფესიით ინჟინერია და დაეხმარა მოსარჩელეს სახლის სარემონტო და აღდგენით სამუშოებში. ყველა მასალა რაც ამ საქმის განსახორციელებლად იყო საჭირო ზე-–---ან ალ---ის მიერ იქნა შეძენილი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ ვინაიდან იდ----- ალ---ის მიერ აღებულ იქნა სამშენებელო ნებართვა, სესხის სახით თანხა, რომ ზე-–---ან ალ---ი 1991 წელს ქ.რუსთავის პრეფექტურის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ფლობდა ქ.რ-------–ი, 21-ე მ/რაიონში, მე-13 კორპუსის ბინა N62-ში 4 ოთახს, აღნიშნული გამორიცხავს მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახნა-განმარტება

- მოწმეთა ჩვენებები (2019 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)

- N10 ელექტრო ენერგიის აბონენტის ბარათი.

- ამონაწერი კა------ინსკის სასოფლო საბჭოს სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომიდან (ს.ფ. 89-91)

- თანხის გაცემის ქვითრები (ს.ფ. 92-97)

 

3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას 60820 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების გაწევის და ქონების 1/3 წილზე გაწეული ხარჯის 20273 ლარის ხა------ ალ---ასთვის დაკისრების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და მითითებული თუ კონკრეტულად მოპასუხე ხა------ ალ---ას საკუთრებაში 1/3 წილის შესაბამისი ქონების რა ოდენობით გაუმჯობესება მოხდა. მოსარჩელე ზოგადად უთითებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სრულ ოდენობის ღირებულებას, რაც თავისთავად მოიცავს მისი წილის შესაბამისად ქონების გაუმჯობესების ხარჯებს და აღნიშნული ვალდებულების მატარებელი ვერ იქნება მოპასუხე მხარე. მხარემ გაწეული ხარჯების დადასტურების მიზნით სასამართლოში წარმოადგინა მოწმის სახით სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი პირები, მათ შორის ალ---- ვალ---ი, რომელმაც განაცხადა, რომ მან ზე-–---ან ალ---ის სახლში იმუშავა 5 თვის განმავლობაში, ეზოში ააშენა ფარდული, აბანო, ასევე აწარმოა სახლის შიდა სარემონტო სამუშაოები. მოწმე აკ--------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 1987-1988-იან წლებში გაიცნო ზე-–---ან ალ---ი, რომელიც მუშაობდა ქალაქ რ-------–ი, პოლიციაში, თუმცა ცხოვრობდა მა-------–ის ერთ-ერთ სოფელში. მან 1992-93 ზე-–---ან ალ---ის საცხოვრებელ სახლში მოაწყო ე.წ. ,,პლაშადკა’’, კიბე, ასევე დაამზადა კიბის მოაჯირები. მისი მტკიცებით ამ დროისთვის ზე-–---ან ალ---ის მამა უკვე გარდაცვლილი იყო. მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ის-------– ალ---მა, შო------ ალ---მა, ხუ------ს ალ---მა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მოწმეებს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-------------–--–--ემ განაცხადა, რომ 1990-1991 წლებში, ხა------ ალ---ის და მისი მამის იდ----- ალევის მითითებით ააშენა სადავო საცხოვრებლი სახლი, სამშენებლო მასალით მათ ხა------ ალ---ა ამარაგებდა. მოწმე აკ--------------მ კი განმარტა, 1970 იანი წლების შემდეგ, მან ხა------ ალ---ის მითითებით, (რომელიც სოფლის საბჭოსთან არსებულ მედიცინის პუნქტში მუშაობდა) ააგო საცხოვრებელი სახლის კარკასი. სამუშაოთა წარმოებისას მოპასუხესთან ერთად მისი მშობლები ცხოვრობდნენ, მათი ოჯახის სხვა წევრის შესახებ კი მოწმე ინფორმაციას არ ფლობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთას ახნა-განმარტება,- მოწმეთა ჩვენებები (2019 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)

- შპს ,,აუდიტი გურამის’’ დასკვნა

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 987-ე, 1328-ე, 1306-ე,1320-ე, 1336-ე მუხლებით, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილებითა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ და სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. იმავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

იდ----- ალ---ის სამკვიდრო გაიხსნა რა 1993 წლის 10 ოქტომბერს მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას შეადგენდა მა-------–ის რაიონის სოფელ ქე---–ოში მდებარე უძრავი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ასევე ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან აწ. გარდაცვლილი იდ----- ალ---ის კანონისმიერი მემკვიდრეები, კერძოდ შვილები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

მოსარჩელე ზე-–---ან ალ---ს რომელიც ცხოვრობდა საჯარო რეესტრში თავისი დის სახელზე აღრიცხულ სახლში. მოსარჩელეს იდ----- ალ---ის, ხოლო შემდეგ ზა---- ალ---ას გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, თუმცა მიუთითებს, რომ სამკვიდრო მიიღო მოძრავი ნივთების დაუფლებით, აგრეთვე მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის ფლობით, მართვით, გადასახადების გადახდით, რაც გამოიხატება საცხოვრებელი სახლის გაუმჯობესებით რასაც ახორციელებდა მამის და დედის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც.

 

სასამართლო აცხადებს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ მიიჩნევს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე _ ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და მისი შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და განმარტავს რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენდა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე საკმარის მტკიცებულებას, ვინაიდან, მოწმის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქმეში მონაწილე პირებთან. სასამართლოს მიაჩნია რომ, მოცემულ დავაში მოპასუხის მოწმე მუ-- ალ---ი წარმოადგენს შედეგით დაინტერსებულ პირს, მისი როგორც მოწის ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, რადგან ვერ იქნება დამაჯერებელი და სარწმუნო. მოწმის ჩვენებით, ზე-–---ან ალ---ი იყო ურჩი შვილი და არავითარი მონაწილეობა სადავო სახლის მშენებლობასა და მის კეთილმოწყობაში არ მიუღია. იგი 1984 წელს ამოეწერა კომლიდან. ზე-–---ანი 1984 -1993 წლებში ცხოვრობდა ქ.რ-------–ი, 1996 წლიდან აზერბაიჯანში ქალაქ თოვუზში. მამის გარდცალების შემდეგ ზე-–---ან ალ---ი მივიდა დაკრძალვაზე თუმცა იქ არც კი დარჩენილა. დედის გარდაცვალებისას მოსარჩელე კვლავ დროებით ჩავიდა სოფელში. მას არათუ რაიმე ხარჯი გაუღია დედის დაკრძალვასთან დაკავშირებით, არამედ ახლობელთა მიერ დაკრძალვის მიზნით შეგროვებული თანხის ნაწილი მიისაკუთრა და წავიდა სოფლიდან. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ თავად 1986 წელს წავიდა ბა---–ი საცხოვრებლად სადაც საქმიანობდა და დღმდე იქ ცხოვრობს, დედის დაკრძალვას თავად არ დასწრებია რადგან სასჯელს იხდიდა საპატიმროში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ზე-–---ან ალ---ი იხდიდა გადასახადებს და მრიცხველიც მის სახელზე იქნა დარეგისტრიებული ეს გამოწვეული იყო მეზობელთა შეცდომით, რომლებმაც სახლის მესაკუთრედ დაასახელეს ზე-–---ან ალ---ი, რადგან იმ დროისთვის ხა------ ალ---ა თუ------ში იმყოფებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისათვის აუცილებელი არ არის მუდმივად სამკვიდროში შემავალი მთელი ქონების პყრობა ან ფაქტობრივი ფლობა, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, თუ მემკვიდრეები რამდენად თავისად მიიჩნევდნენ დანაშთ ქონებას და რა ფაქტობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ აღნიშნული ქონების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა -განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ იდ----- ალ---ის და ზა---- ალ---ის გარდაცვალების შემდეგ ზე-–---ან ალ---ი ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში და აწარმოებდა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს, აღნიშნული მიუთითებს მოსარჩელის სურვილზე მიეღო მამის, და შემდეგ დედის სამკვიდრო, რაც ფაქტობრივად, განახორციელა კიდეც. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას, რადგან მემკვიდრის მოქმედებები მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება დგინდება სამკვიდროს მიღების მიზნით მემკვიდრის მიერ განხორციელებული მოქმედებებით, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზე-–---ან ალ---მა, დედასთან და დასთან ერთად ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის იდ----- ალ---ის სამკვიდრო, კერძოდ: მამის სამკვიდროდან ნაწილის მიღებით მან მიიღო მთლიანი სამკვიდრო. ასევე ზე-–---ან ალ---მა, დასთან ერთად ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის ზა---- ალ---ას სამკვიდრო.

 

სამკვიდროს მიღება, თავის მხრივ, ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. უფრო მეტიც, აღნიშნული ნების გამოხატვის მიზნებისათვის კანონი საკმარის საფუძვლად მიიჩნევს სამკვიდროს ნაწილის დაუფლებას, სამკვიდროს ნაწილად მიიჩნევა სამკვიდრო მასაში შემავალი როგორც უძრავი, ასევე ნებისმიერი მოძრავი ნივთი. სასამართლო აცხადებს, რომ კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის არარსებობის პირობებში, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა ადასტურებს მემკვიდრის ნებას სამკვიდროს მიღებაზე.

 

სასამართლო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს ასევე მემკვიდრეთა სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, თუ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების, გაუმჯობესებისათვის და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ხარჯებს იღებდა საკუთარ ქონებაზე.

 

იდ----- ალ---ის გარდაცვალებისას მისი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს როგორც მისმა შვილებმა ხა------ ალ---ამ და ზე-–---ან ალ---მა, ასევე ზა---- ალ---ამ. ხა------ ალ---ა, ზა---- ალ---ა და იდ----- ალ---ი 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იყვნენ რა კომლის წევრები თითოეულის წილი შეადგენდა 1/3-ს. ამასთან, იდ----- ალ---ის გარდაცვალებისას შემდეგ ხა------ ალ---ას წილი შეადგენდა 4/9-ს, ზე-–---ან ალ---ის 1/9-ს ხოლო ზა---- ალ---ასა 4/9-ს.

 

უდავო გარემოებაა, რომ 2002 წელს გარდაიცვალა ზა---- ალ---ა. ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ხა------ ალ---ამ და ზე-–---ან ალ---მა. შესაბამისად ხა------ ალ---ას წილი გაიზარდა ქონების 2/9-ით და შედგინა 2/3, ხოლო ზე-–---ან ალ---ის - 2/9 ით და შეადგინა 1/3.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა და წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.2.2 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისიწნებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზე-–---ან ალ---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და იგი ცნობილი უნდა იქნეს სამკვიდრო ქონების უძრავი ნივთის მდებარე მა-------–ის რაიონის ალ----ის მევენახეობის სოფელ ქე---–ო 1 ში, საკადასტრო კოდით 83.06.14.3-- 1/3 წილის მესაკუთრედ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უ--ფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოსარჩელის მეორე მოთხოვნა გამომდინარეობს კონდიქციური ვალდებულებიდან, კერძოდ, ამ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სსკ-ის 987-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი, (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი). მითითებული ნორმის მიხედვით, შეცდომით ხარჯების გაწევა სხვის ქონებაზე კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უ--ფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, ერთი პირის ხარჯზე მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება - გამდიდრება. შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უ--ფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. აქვე საგულისხმოა, რომ ქონების გაზრდა არ გულისხმობს პირდაპირი გაგებით სხვა პირის მატერიალური სიკეთის ჯამურ ნამატს, გაზრდას.

 

უ--ფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უ--ფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უ--ფუძვლო გამდიდრება... (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ას-1247-1167-2017). უ--ფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ამოქმედების უმთავრესი წინაპირობა გამდიდრების ფაქტის, ქონების გაუმჯობესების კონკრეტული ოდენობის დადგენა წარმოადგენს.

 

სასამართლოს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სხვა პირის ქონებაზე შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მის მიერ დაკავებულ ფართს მიიჩნევდა საკუთარ ქონებად და, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. თუმცა, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული და მითითებული თუ კონკრეტულად მოპასუხე ხა------ ალ---ას საკუთრებაში 2/3 წილის შესაბამისი ქონების რა ოდენობით გაუმჯობესება მოხდა. მოსარჩელე ზოგადად უთითებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სრულ ოდენობის ღირებულებას, რაც თავისთავად მოიცავს მისი წილის შესაბამისად ქონების გაუმჯობესების ხარჯებს, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, თუ რა ღირებულების მატარებელი იყო ხა------ ალ---ის კუთვნილი 2/3 წილის ქონება და რა ოდენობით გაიზარდა მისი ღირებულება ზე-–---ან ალ---ის მიერ გაწეული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შემდეგ. დასკვნაში არ მოიპოვება საცხოვრებელი სახლის საწყისი მდგომარეობა, ანუ ის, რისი გაუმჯობესებაც მოხდა. აღნიშნულის გარეშე კი, გაუმჯობესების დადგენა შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნულის მტკიცების ვალდებულების მატარებელი ვერ იქნება მოპასუხე მხარე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

„მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37- მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ” - იხ. სუსგ Nას-792-1114-07, 11.01.2008). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული სამოქალაქო უფლების დარღვევის აღსაკვეთად (იხ. „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დასკვნის თანახმად უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 84700 ლარით, ხოლო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და ზე-–---ან ალ---ი ცნო უძრავი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 847 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. ამასთან სასამართლო სსსკ-ის 53.1-ე მუხლის მეორე წინადადებაზე მიუთითებს, რომლითაც დადგენილია: „იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით“. მოცემულ შემთხვევაში სარჩელს ერთვის მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 2000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის- 1130.26 ლარის გადახდა

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ხა------ ალ---ას აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, რომლის მახასიათებლებია: საკადასტრო კოდი - 83.06.14.3--, ზონა - მა-------–ი 83, სექტორი - კა------ი 06, კვარტალი 14, ნაკვეთი 3--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, გასხვისება.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზე-–---ან ალ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ზე-–---ან ალ---ი ცნობილ იქნეს ხა------ ალ---ას სახელზე რიცხული მა-------–ის რაიონის სოფელ ალ----ში მდებარე უძრავი ქონების (სკ 83.06.14.3--) 1/3 წილის მესაკუთრედ.

4. ხა------ ალ---ას ზე-–---ან ალ---ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 847 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

5. ხა------ ალ---ას ზე-–---ან ალ---ის სასარგებლოდ დაეკისროს 1130.26 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი