განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/892-18
(#042041218001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ლ---------–------ა;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - პ-----------------–----------------------–-------–-–-----------------------------–-----------------–-----------–-----------------------------------------–----–----------–------------------–--------------------------------–---------------------–------------------------–-------------------------------------------------------–------–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის, მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
ბრალდებული - ს---------------------–----------------------–-------–-–------------------------------–-----------------–------------–-----------------------------------------–----–----------–------------------–---------------------------------–---------------------–------------------------–-------------------------------------------------------–------–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის, მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
ადვოკატი - ა-----–-–--------;
თარჯიმანი - ლ--–-------–-–---–ი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. პ-----------------–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 0.1922 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 51,3823 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა სწორ ნაწლავში 2018 წლის 04 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას. ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს, 15:05 საათიდან 15:30 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N3-ში მდებარე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი პ-----------------–-------ისგან.
პ-----------------–-------ი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პ-----------------–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 0.1922 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 51,3823 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ რომელიც, სწორ ნაწლავში დამალვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში 2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 07:58 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოსვლისას.
პ-----------------–-------ი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
1.2. ს---------------------–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 51,2325 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა სწორ ნაწლავში, 2018 წლის 04 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას. ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს, 16:25 საათიდან 16:45 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩის N3-ში მდებარე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი ს---------------------–-------ისგან.
ს---------------------–-------ი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ს---------------------–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 51,2325 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც სწორ ნაწლავში დამალვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში 2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 07:58 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოსვლისას.
ს---------------------–-------ი ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია: ”ჰეროინი” და „მეთადონი“.
ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების - ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა გულისხმობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანას;
საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოტანილი ან გატანილი შეიძლება იქნეს კანონიერადაც და უკანონოდაც, შემოტანა კანონიერი იქნება მაშინ, როდესაც იგი ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ შემოტანა უნდა განახორციელოს იურიდიულმა პირმა ან სახელმწიფო დაწესებულებამ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, სახელმწიფო კვოტის ან ლიმიტის ფარგლებში, საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” შესაბამისად, აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა ან გატანა, ე.ი. ამ ნივთიერების გატანა ან შემოტანა კანონის ზემოთხსენებულ მოთხოვნათა დარღვევით. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალების სპეციალური ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანის დადგენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, როგორც წესი ხდება საბაჟო საზღვარზე მისი გადმოტანით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირი მოახერხებს ან ნივთიერების შემოტანას საქართველოში, ი.ე. გადმოლახავს საზღვარს. ამდენად, როდესაც ადგილი აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას საქართველოში სხვა ქვეყნიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, პირის დაკავებისას დანაშაული უკვე დამთავრებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლი პასუხისმგებლობას იმავდროულად არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა და მისი უკანონო შენახვა დამოუკიდებელ დანაშაულს წარმოდგენს.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით „ჰეროინი“ და „მეთადონი“ 01 გრამიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობად, ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე პ-----------------–-------ისგან ამოღებული ”ჰეროინის” საერთო წონა ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, შეადგენს 51, 3823 გრამს, და ,,მეთადონი” 0,1922 გრამს, ხოლო ს---------------------–-------ისგან ამოღებული ”ჰეროინის” საერთო წონა ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, შეადგენს 51, 2325 გრამს, რაც პ-----------------–-------თან და ს---------------------–-------თან მიმართებით იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულ პ-----------------–-------ის აღიარებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პ-----------------–-------ი უკანონოდ ინახავდა 0.1922 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს“ და 51, 2325 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“ და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში შემოიტანა უკანონოდ.
ასევე ს---------------------–-------ის აღიარებით ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს---------------------–-------ი უკანონოდ ინახავდა 51,3823 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“ და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში შემოიტანა უკანონოდ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: რ--------------------------–-–---–------------------------------------------–----------------–---- გამოკითხვის ოქმები; რ-------------ს ინფორმაციული პატაკი; ამოღების ოქმები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება; პ-----------------–-------ისა და ს---------------------–-------ის დაკავების ოქმები; ქიმიური ექსპერტიზის N---------------- და N---------------- დასკვნები, პ-----------------–-------ის და ს---------------------–-------ის აღიარება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა პ-----------------–-------ის და ს---------------------–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ-----------------–-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ს----------------------–-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ-----------------–-------ის და ს---------------------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ბრალდებულების პ-----------------–-------ის და ს---------------------–-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, როგორც სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას), ასვე ითვალისწინებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა საზოგადოებრივ საფრთხეს და მიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულების პ-----------------–-------ის და ს---------------------–-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად საბოლოოდ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, ასევე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული ხანგრძლივობით .
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ------------------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
პ------------------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 16 (თექვსმეტი) წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ პ------------------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
2. პ------------------–-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 04 დეკემბრის 15:31 საათიდან;
3. პ------------------–-------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 05 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით,რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
4. პ------------------–-------ს ზემოთ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს - განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე;
5. პ------------------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
6. ს----------------------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
ს----------------------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 16 (თექვსმეტი) წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ ს----------------------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
7. ს----------------------–-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 04 დეკემბრის 16:46 საათიდან;
8. ს----------------------–-------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 05 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით,რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
9. ს----------------------–-------ს ზემოთ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს - განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე;
10. ს----------------------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ნარკოტიკული ნივთიერებები - დალუქული FCD 765437 და FCD 765433 პაკეტებში, რომლებიც ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
12. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე