გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №3/6921-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მარტი, 201- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელეები - ჯ------–--------ე, მ------------ი, გ-------------ა
წარმომადგენელი - უ--------–---–ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ---------–------ე
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს----------------ე
მესამე პირი (1-.2) - შპს ,,ა----------------–-“
წარმომადგენელი (დირექტორი) - ს----------------–-------
წარმომადგენელი - რ---------------ა
მესამე პირი (1-.2) - ლ--–-------–---–ი
წარმომადგენელი - უ--------–---–ი
თარჯიმნები - მ-------------–ი, დ---------–-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 ივლისის №3------ ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1- ოქტომბრის №1----- ბრძანება ,,ჯ------–--------ის, მ------------ის, გ-------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“
(დაზუსტებული სასასარჩელო მოთხოვნა; იხ. ტომი 1, ს.ფ. 145-1-5).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირს - შ----------------------–-- წერილობითი ფორმით შესაგებელი ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა და მისმა წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.
3.2. მესამე პირს - ლ--–-------–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი დაუჭირა.
4- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4-1. ქ. თბილისში, ს---–--- ც--–---- ქ. №---ში (ყოფ. თ------–---–---------) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0----------------------, ს--------------, სართული 4, ბინა №9, ფართი 127.83კვ.მ., 2012 წლის 22 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ჯ------–--------ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1366.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 4---- 0---------------.
4-2. ქ. თბილისში, თ------–---–----------ში (ნაკვეთი №4---) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0-------------------------, ავტოსადგომი №1-45, (-2.89 ნიშნული), ბლოკი ,,ბ’’, ფართი 18.43კვ.მ., 2012 წლის 02 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ-------------ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5726.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, შენობა-ნაგებობები: №1 (მშენებარე) საერთო ფართი: 18315.40 კვ.მ., №2 (მშენებარე) საერთო ფართი: 3150-80კვ.მ.
4-3. ქ. თბილისში, ს---–--- ც--–---- ქ. №58-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0-------------------------, ფართი (მშენებარე), ს--------------, სართული 5, ბინა №68, ფართი 129.17კვ.მ., 201- წლის 15 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ------------ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5726.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, შენობა-ნაგებობები: №1 (მშენებარე) საერთო ფართი: 18315.40კვ.მ., №2 (მშენებარე) საერთო ფართი: 3150-80კვ.მ.
4-4- ქ. თბილისში, თ------–---–----------ში (ნაკვეთი №4---) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2015 წლის 06 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ა----------------–-ს“ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2405.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------.
4-5. ქ. თბილისში, თ------–---–----------ში (ნაკვეთი №4---) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0-------------------------, ს--------------, ს--------–---, ბინა №72, ფართი 78.85კვ.მ. და ავტოსადგომი №1-72 (მშენებარე), სართული 1, ფართი 18.43კვ.მ., 2--- წლის 23 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ--–-------–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5726.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 4/63; 0---------------, შენობა-ნაგებობები: №1 (მშენებარე), №2 (მშენებარე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.06.2012 (ტომი 1, ს.ფ. 1-5-1-6);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 02.05.2012 (ტომი 1, ს.ფ. 1-7-1-8);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1--07.2014 (ტომი 1, ს.ფ. 1-9-11-);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04-08.2017 (ტომი 1, ს.ფ. 111-112);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 23.07.2--- (ტომი 4, ს.ფ. 241-242);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 23.07.2--- (ტომი 4, ს.ფ. 243-244).
4-6. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 9 აგვისტოს №1--- ბრძანებით ქ. თბილისში, თ------–---–----------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დაუდგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
4-7. 2015 წლის 18 დეკემბერს შპს ,,ა----------------–-ს’’ დირექტორმა ს--- ე-------- ბ-–-- ჩ----- №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, თ------–---–--------- (ნაკვეთი №4---), შპს ,,ა----------------–-ს’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, შეთანხმდა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
4-8. 201- წლის 24 მარტს მ------------ის, ჯა-----–- ბ--------- და გ-------------ას წარმომადგენელმა უ--------–---–მა №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანებით დაკმაყოფილდა მ------------ის, ჯა-----–- ბ--------- და გ-------------ას წარმომადგენლის უ--------–---–ის 201- წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4-9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1- მაისის საოქმო განჩინებით (საქმე №3/3643-1-) ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის გახმობის გამო.
4-1-- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1- ივნისის განჩინებით (საქმე №3/4005-17) შეწყდა საქმის წარმოება ჯ------–--------ის, მ------------ისა და გ-------------ას სარჩელზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანება ,, მ------------ის, ჯ------–--------ისა და გ-------------ას წარმომადგენლის უ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 1-1-1-9);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1- მაისის სასამართლო სხდომის ოქმი (საქმე№3/3643-1-) (ტომი 2, ს.ფ. 1-0-1-4);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1- ივნისის განჩინება (საქმე №3/4005-17) (ტომი 2, ს.ფ. 93-95).
4-11. 2017 წლის 4 მაისს შპს ,,ა----------------–-ს“ დირექტორმა ს--- ე-------- ბ-–-- ჩ----- №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, თ------–---–--------- (ნაკვეთი 24---), შპს ,,ა----------------–-ს’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3------ ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, შეთანხმდა ქ. თბილისში, თ------–---–--------- (ნაკვეთი 24---), შპს „ა----------------–-ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) IV კლასის მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 04 ივლისიდან 201- წლის 04 ნოემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 57-60).
4-12. 2017 წლის 05 ივლისს ჯა-----–- ბ------ემ, მ------------მა და გ-------------ამ №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3------ ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1- ოქტომბრის №1----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას 2017 წლის 05 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3------ ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას 2017 წლის 05 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 79-81);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1- ოქტომბრის №1----- ბრძანება ,,ჯ------–--------ის, მ------------ის, გ-------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 1-7-178).
4-13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 23 მაისის №1------ წერილით შპს „ა----------------–-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხილვისას დადგინდა, რომ აღნიშნულ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული წკ 4-1-----2--- პ.4-1- მოთხოვნა, კერძოდ: 5-6 და გ-დ ღერძებში კიბის უჯრედი სართულებზე დერეფნებისგან არ იყო გამოყოფილი ცეცხლგამძლე ტიხრებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 23 მაისის №1------ წერილი (ტომი 2, ს.ფ. 1--17).
4-14- საქმეში წარმოდგენილია შპს „შენობა-ნაგებობათა კვლევისა და ექსპერტიზის ცენტრის“ 201- წლის 18 აპრილის საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, თ------–---–----------ში ასაშენებელი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, რომლის თანახმად, საექსპერტოდ წარდგენილი და ქ. თბილისში, თ------–---–----------ში მდებარე კომპლექსის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია კვალიფიციურად და აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით რეკომენდაცია მიეცა გამოყენებისათვის.
4-15. საქმეში ასევე წარმოდგენილია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გ. ჭ--------–---- საექსპერტო შეფასება, რომლის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ქ. თბილისში, თ------–---–----------ში, მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ამავე დასკვნის თანახმად, ცალკეული შენიშვნები ექსპერტის მიერ გამოთქმული სამუშაოების მიმართ, ავტორის მიერ მიღებული იქნა და ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები. წარდგენილი ანგარიში იმსახურებს დადებით შეფასებას და შეიძლება დაედოს საფუძვლად მშენებლობის პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილში.
4-1-. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 18 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ------–---–----------ში, ნაკვეთი 4--- (ს/კ: 0---------------) რომელიც ეკუთვნის შ----------------------–---, ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსის მუშა არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოებით, მათ შორის ფუნდამენტის მოსაწყობად ექსპერტიზაზე წარდგენილი ქვაბულისა და დრენაჟის მოწყობის პროექტების მიხედვით წარმოებული სამუშაოებით, პრაქტიკულად გამოირიცხება ქვაბულიდან გრუნტის წყლების გადაქაჩვის სამუშაოები, შესაბამისად, სუფოზიური პროცესების განვითარება მოსალოდნელი არ არის. ამავე დასკვნის თანახმად, მომიჯნავე ნაკვეთებში, თ------–---–---------, ნაკვეთი 4----ში (ს/კ: 0--1--1-.0--.0--) მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე, მიუხედავად მათი დაფუძნების პირობებისა, ჯდენითი დეფორმაციების განვითარება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, არსებული დაზიანების ხარისხი არ შეიცვლება.
4-17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 დეკემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ს---–--- ც--–---- ქუჩაზე არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, №0--1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის (შენობა №1) მიწისქვეშა ავტოსადგომთან და №0--1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის (შენობა №1) სამხრეთით მდებარე სადარბაზოებთან მისასვლელი საავტომობილო გზის (მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობისათვის) მოწყობა №0--1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა №2-ის I სართულსა და №0--------------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს შორის არსებული სივრცის გავლით, ტექნიკურად შესაძლებელია. აღნიშნული მიმართულებით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ხარჯების მქონე საინჟინრო ღონისძიებები (მათ შორის: მიწის სამუშაოები, საყრდენი კედლების მოწყობა, დონეთა სხვაობებზე ჩასასვლელი პანდუსის ავტოსადგომებთან მოსახვედრად) და ასასვლელი პანდუსის (სადარბაზოებთან მოსახვედრად) მოწყობა და სხვა). აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნა ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,შენობა-ნაგებობათა კვლევისა და ექსპერტიზის ცენტრის’’ 201- წლის 18 აპრილის საექსპერტო დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 72-76);
- ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გ. ჭ--------–---- საექსპერტო შეფასება (ტომი 2, ს.ფ. 67-68);
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 18 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 1-4);
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 დეკემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 3, ს.ფ. 291-295).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 ივლისის №3------ ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1- ოქტომბრის №1----- ბრძანება ,,ჯ------–--------ის, მ------------ის, გ-------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-1- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურისაგან განსხვავებით, აირჩიოს ორსტადიიანი ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება – არაუმეტეს 12 დღისა; IV და V კლასების შენობა-ნაგებობებისათვის, აგრეთვე ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და ბახმაროს, ბაკურიანისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის - არაუმეტეს 15 დღისა; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 20 დღისა (მოცემულ სტადიაზე სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული II სტადიისათვის საჭირო პროექტებს/სქემებს).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა განხორციელდა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ორსტადიიანი ადმინისტრაციული წარმოებით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე. ამავე დადგენილების 75-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს IV კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, IV კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია - მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური, ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა არქიტექტურის სამსახურმა დაიწყო 2011 წლის 30 ივნისს, როდესაც სამსახურში წარდგენილ იქნა განცხადება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. ამ პერიოდში კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებს არეგულირებდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2--- წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომი ეტაპების კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს სწორედ ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტთან მიმართებაში.
7.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 9 აგვისტოს №1--- ბრძანებით ქ. თბილისში, თ------–---–----------ში მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დაუდგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს შპს „ა----------------–-ს“ დირექტორმა ს--- ე-------- ბ-–-- ჩ----- №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, თ------–---–--------- (ნაკვეთი №4---), შპს „ა----------------–-ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, შეთანხმდა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
უდავო ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ 201- წლის 24 მარტს მ------------ის, ჯა-----–- ბ--------- და გ-------------ას წარმომადგენელმა უ--------–---–მა №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანებით კი დაკმაყოფილდა მ------------ის, ჯა-----–- ბ--------- და გ-------------ას წარმომადგენლის უ--------–---–ის 201- წლის 24 მარტის №1-------- ადმინისტრაციული საჩივარი იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 20 იანვრის №M---------------- წერილის თანახმად, ქ. თბილისში, თ------–---–--------- (ნაკვეთი 4---), შპს „ა----------------–-ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის დაპროექტებისას დაშვებულ იქნა რიგი შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებით და წესებით, ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტებით დადგენილ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 201- წლის 17 თებერვლის №2------ ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, ფიზიკური პირების (შემდგომ - მოსახლეობა) და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო უსაფრთხოება არის დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას; ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
დასახელებული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტებია მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები, კომპლექსები და ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 300 მ2-ზე მეტი ფართობით, 1-0 და მეტადგილიანი სასტუმროს, ტურისტული ბაზის, სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და კემპინგის შენობა-ნაგებობები. ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად შემუშავებული და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მრავალფუნქციურია შენობა, რომელიც მოიცავს გეგმარების ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ან მეტ ფუნქციურ-გეგმარებით კომპონენტს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასაშენებელი ობიექტი თავისი ფუნქციურ-გეგმარებითი კომპონენტის გათვალისწინებით წარმოადგენს მრავალფუნქციურ შენობას, შესაბამისად, საპროექტო შენობა-ნაგებობა მოაზრებული უნდა იქნას სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებულ ობიექტთა შორის.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 23 მაისის №1------ წერილის თანახმად, შპს ,,ა----------------–-ს’’ დირექტორს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხილვისას დადგინდა, რომ აღნიშნულ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული წკ 4-1-----2--- პ.4-1- მოთხოვნა, კერძოდ: 5-6 და გ-დ ღერძებში კიბის უჯრედი სართულებზე დერეფნებისგან არ იყო გამოყოფილი ცეცხლგამძლე ტიხრებით, თუმცა შპს ,,ა----------------–-ს’’ მიერ შემდგომში წარდგენილი პროექტით 5-6 და გ-დ ღერძებში არსებული კიბის უჯრედის დერეფნებისგან გამოსაყოფად გათვალისწინებული იყო ცეცხლგამძლე კედლები, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცული იყო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები.
სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 24 მარტის №57 დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები: ა.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება; ა.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქმეში წარმოდგენილია შპს „შენობა-ნაგებობათა კვლევისა და ექსპერტიზის ცენტრის“ 201- წლის 18 აპრილის საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, თ------–---–----------ში ასაშენებელი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, რომლის თანახმად, საექსპერტოდ წარდგენილი და ქ. თბილისში, თ------–---–----------ში მდებარე კომპლექსის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია კვალიფიციურად და აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით რეკომენდაცია მიეცა გამოყენებისათვის.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გ. ჭ--------–---- საექსპერტო შეფასება, რომლის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ქ. თბილისში, თ------–---–----------ში, მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით. ამავე დასკვნის თანახმად, ცალკეული შენიშვნები ექსპერტის მიერ გამოთქმული სამუშაოების მიმართ, ავტორის მიერ მიღებული იქნა და ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები. წარდგენილი ანგარიში იმსახურებს დადებით შეფასებას და შეიძლება დაედოს საფუძვლად მშენებლობის პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 18 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, თ------–---–----------ში, ნაკვეთი 4--- (ს/კ: 0---------------) რომელიც ეკუთვნის შ----------------------–--, ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსის მუშა არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოებით, მათ შორის ფუნდამენტის მოსაწყობად ექსპერტიზაზე წარდგენილი ქვაბულისა და დრენაჟის მოწყობის პროექტების მიხედვით წარმოებული სამუშაოებით, პრაქტიკულად გამოირიცხება ქვაბულიდან გრუნტის წყლების გადაქაჩვის სამუშაოები, შესაბამისად, სუფოზიური პროცესების განვითარება მოსალოდნელი არ არის. ამავე დასკვნის თანახმად, მომიჯნავე ნაკვეთებში, თ------–---–---------, ნაკვეთი 4----ში (ს/კ: 0--1--1-.0--.0--) მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე, მიუხედავად მათი დაფუძნების პირობებისა, ჯდენითი დეფორმაციების განვითარება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, არსებული დაზიანების ხარისხი არ შეიცვლება.
ამდენად, სასამართლო ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაშიც სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილი იქნა შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო საექსპერტო დასკვნები, რომლებითაც დადებითი შეფასდება მიეცა წარდგენილ პროექტს და სწორედ მათი გათვალისწინებით გაიცა სადავო მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საპროექტო ობიექტის მშენებლობით გაძნელდება №0--1--1-.0--.0-- და №0--1--1-.0--.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობებთან მისასვლელი სამანქანო გზით სარგებლობა, შეიქმნება პრობლემა, როგორც პარკირების, ისე სადარბაზოებთან მისასვლელი გზის კუთხით და მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად შეუძლიათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართონ სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, მოითხოვონ აუცილებელი გზა.
რაც შეეხება მოსარჩელეების აპელირებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებულ წინა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანების ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უფლება არ ქონდა მიეღო გადაწყვეტილება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას და ასევე მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც არ არსებობს სადავო აქტის ბათილობის სხვა საფუძველი, იმაზე მითითება, რომ არქიტექტურის სამსახურმა სადავო აქტი გამოსცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანების ძალაში შესვლამდე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის ბათილად ცნობას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1- ივნისის განჩინება, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც სასამარლომ წარმოება შეწყვიტა ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 3 მაისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელზე (საქმე N3-----------------).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3------ ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, შეთანხმდა ქ. თბილისში, თ------–---–--------- (ნაკვეთი 24---), შპს ,,ა----------------–-ს’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) IV კლასის მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, გამოცემული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
7.4- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 ივლისის №3------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1- ოქტომბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ჯ------–--------ეს, მ------------ს და გ-------------ას უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1- ოქტომბრის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------–--------ის, მ------------ისა და გ-------------ას სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ჯ------–--------ის, მ------------ისა და გ-------------ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-0 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-1-, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ------–--------ის, მ------------ის და გ-------------ას სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი