გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
330210018002774782
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36828-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე - ქალაქ თბილისის მუ--–----–-------ს მე---ა

წარმომადგენელი - ს--–----------------

მოპასუხე - სს "ს--------------------------–---"

წარმომადგენელი - ა-–-------------------ე

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის გადახდა

აღწე---ლობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს სს „ს--------------------------–---ს“ მოსარჩელეს აუნაზღაუროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი 19 872 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---ასა და სს „ს--------------------------–---ს“ შორის 2016 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1-.0--------, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. ავტომანქანები მითითებული იყო დანართში. 2-- ნომრად მითითებული იყო ავტომობილი „კი----------“ სახელმწიფო ნომრით W------- ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდია K---------------. 2017 წლის 3 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, მაგრამ სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ავტომანქანა სხვა სახელმწიფო ნომრით, ხოლო ვინ-კოდი არ არის მითითებული არც ხელშეკრულებაში, არც სადაზღვევო პოლისში და არც პროკურატურის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში. ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი. გ-- კ-------ე იყო სუ--ის თანამშრომელი და არა თბილისის მე---ის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 21.12.2016 წელს ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---ას (დამზღვევი) და სს „ს--------------------------–---ს“ (მზღვეველი) შორის დაიდო დამზღვევის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის ხელშეკრულება (ხელშეკრულება). დაზღვეული ავტომანქანების ჩამონათვალი მითითებული იყო ხელშეკრულების დანართში. 2-- ნომრად მითითებული იყო ავტომობილი „კი----------“ სახელმწიფო ნომრით W------, ავტომანქანის ღირებულება - 19 872 ლარი.

დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს შეადგენდა სადაზღვევო პირობები (პირობები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 1-.0--------;

- ხელშეკრულების დანართი N1.

 

3.1.2 პირობების 4.1.1 პუნქტის თანახმად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს და მიწოდოს სრული ინფორმაცია შემთხვევის შესახებ (...), წარადგინოს ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, შემთხვევის დადგომის დროს საჭესთან მჯდომი პირის მართვისა და პირადობის მოწმობები, შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებული დამადასტურებელი დოკუმენტები კომპეტენტური ორგანოებიდან. ამ ვალდებულებების შეუ-რულებლობისას მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

 

პირობების 5.1.4 პუნქტის თანახმად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ ავტომანქანას მართავს არაუფლებამოსილი მძღოლი (მათ შორის მართვის უფლების დროებითი შეზღუდვის/ჩამორთმევის პე---ოდში).

ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლად განიხილებოდა ქ. თბილისის მე---ის ყველა თანამშრომელი, რომელსაც გააჩნდა მოქმედი მართვის მოწმობა.

პირობების 5.1.11 პუნქტის თანახმად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ ავტომანქანა იძებნება ან მახასიათებლები არ ემთხვევა ვინ-კოდს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სადაზღვევო პირობები;

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 1-.0--------.

 

3.1.3 2017 წლის 3 მარტს, დაახლოებით 16:1- საათზე, თბილისი-ბა-----–----ლაგოდეხის საავტომობილო გზის 86-ე კილომეტრზე, გუ--------- რაიონის სოფ. ა---–-----ს მიმდებარე ტე---ტორიაზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა „კი----------“ სახელმწიფო ნომრით Q--------. ავტომანქანას მართავდა გ-- კ-------ე. მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული მძღოლის ბრალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი;

- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;

- სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.1.4 დამზღვევმა მიმართა მზღვეველს სადაზღვევო თანხის გაცემის მოთხოვნით.

 

27.12.2017 წლის N1--- წე---ლით მზღვეველმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებით არ დასტურდება, დაზიანდა თუ არა დაზღვეული ავტომანქანა, ასევე სამართალდამცავი ორგანოებიდან მიწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი. მზღვეველმა მოითხოვა იდენტიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია.

დამზღვევს რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებია, არამედ აღძრა სარჩელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N1--- წე---ლი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 1-2-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატე---ალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატე---ალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუ-რულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუ-გ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუ-გ ას-1227-1150-2015, ას-1-51-991-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, რომელიც ითხოვს სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის, რომ რადგან ავტომანქანას სხვა სახელმწიფო ნომე--- ჰქონდა, იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი და დაზღვეული ავტომანქანა არ დაზიანებულა.

 

იმის მტკიცების ვალდებულება, რომ დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, მოსარჩელეს ეკისრებოდა.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

როგორც უკვე აღინიშნა, დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებულია ავტომანქანის სახელმწიფო ნომე--- W------, ხოლო ავტოავარიისას დაზიანებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომე--- იყო Q--------.

 

მოსარჩელემ სხდომაზე განმარტა, რომ ოპერატიული დავალების შესრულებისას ავტომანქანის მძღოლმა შეცვალა სახელმწიფო ნომე---.

 

საქმეში წარმოდგენილია ავტომანქანის „კი----------“ სახელმწიფო ნომრით W------ სარეგისტრაციო მოწმობა. მოწმობის მიხედვით, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომე---ა K---------------.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოილუ-ტრაციით დასტურდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით Q--------, საიდენტიფიკაციო (ვინ-კოდი) ნომე---ა K---------------.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი ხელშეკრულებას თან ერთვოდა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ, მართალია, ავტომანქანის სახელმწიფო ნომე--- იყო შეცვლილი, მაგრამ ავტომანქანის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო ვინ-კოდით. იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებული ავტომანქანის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომე--- ემთხვევა სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოავარიისას დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

 

3.2.2 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ-- კ-------ე თბილისის მე---ის თანამშრომელი იყო.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ეს მტკიცება არ დასტურდება.

 

საქმეში წარმოდგენილია 11.03.2016 წლის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო უ-აფრთხოების სამსახურს (სუ-) და ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---ას შორის. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულება განსაზღვრავს სუ--სა და მე---ას შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეებსა და ფარგლებს, უ-აფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენლების დანიშვნის საკითხს. ხელშეკრულების მე-2 მუხლი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობის სახეებსა და ფარგლებს, ხოლო 3.1.1 პუნქტის თანახმად, სამსახური უფლებამოსილია მე---ის უ-აფრთხოების რეჟიმის მონიტორინგი და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები განახორციელოს სამსახურის წარმომადგენლების მეშვეობით. 3.4.2 პუნქტის თანახმად კი, მე---ა ვალდებულია, უზრუნველყოს სამსახურის წარმომადგენელი აუცილებელი მატე---ალურ-ტექნიკური პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით, კომპიუტერული ტექნიკით, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებითა და სხვა საჭირო პირობებით.

 

ხელშეკრულებს შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სუ--ი ხელშეკრულების მიზნების მისაღწევად, მიავლენს თავის თანამშრომელს ქ. თბილისის მე---აში, რომელიც არ ხდება მე---ის თანამშრომელი, არამედ არის სუ--ის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

სუ--ის N2---- წე---ლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---აში, სუ--ის უფროსის N3----- ბრძანების შესაბამისად განხორციელდა სუ--ის წარმომადგენლის - გ-- ი------ის ძე კ-------ის მივლინება.

 

აღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ, სასამართლო არ იზიარებს სრულ ინდივიდუალურ მატე---ალურ პასუხისმგებლობაზე მე---ასა და გ-- კ-------ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ ჩანაწერს, რომ გ-- კ-------ე არის ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---ის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ეს ხელშეკრულება დადებულია იმ მიზნით, რომ განისაზღვროს, ქ. თბილისის მე---ის კუთვნილი რა სამსახურებრივი ინვენტარი გადაეცა კონკრეტულ პირს (ამ შემთხვევაში დაზღვეული ავტომანქანა) და განისაზღვროს ქონების მიმღების პასუხისმგებლობა გადაცემული ინვენტარის მისი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში. ხელშეკრულება არ განსაზღვრავს დასაქმებულის სტატუ-ს. გ-- კ-------ის სტატუ-ი განსაზღვრულია 11.03.2016 წლის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებით და სუ--ის უფროსის N3----- ბრძანებით. ბრძანება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ სუ--ის წე---ლით ირკვევა, რომ გ-- კ-------ე არის სუ--ის წარმომადგენელი, რომელიც ამ ბრძანებით არის მივლინებული თბილისის მე---აში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-- კ-------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იყო მივლინებული სუ--დან ქ. თბილისის მე---აში, ამდენად, მე---ის თანამშრომელი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისათვის, იგი არაუფლებამოსილი მძღოლია.

 

3.2.3 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელია და ითხოვს დაზღვევის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სრული ღირებულების ანაზღაურებას, ასევე მიუთითებს, რომ საპირისპირო მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე ითხოვს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე პირველადი ვალდებულების შესრულებას - სადაზღვევო თანხის გაცემას, მაგრამ მტკიცების ტვირთის განაწილება ზიანის ანაზღაურების შესახებ (სახელშეკრულებო ან დელიქტური) მოთხოვნის იდენტურია: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რას შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ავტომანქანის შეკეთება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) შეუძლებელია და ამიტომ მას უნდა მიეცეს ფულადი კომპენსაცია.

 

საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ავტომანქანა მთლიანადაა დაზიანებული.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელია. ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 823-ე, 814-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მზღვეველმა იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია ასევე, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა 03.03.2017 წელს და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

 

სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის თანახმად მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში, ხოლო 823-ე მუხლის თანახმად სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ სადაზღვევო თანხის გაცემის გამომრიცხავ გარემოებებზე, კერძოდ, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი, თუ დამზღვევი ხელშეკრულებით დადგენილი წესით არ შეატყობინებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე და არ მიაწოდებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად

 

27.12.2017 წლის N1--- წე---ლით მზღვეველმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებით არ დასტურდება, დაზიანდა თუ არა დაზღვეული ავტომანქანა, ასევე სამართალდამცავი ორგანოებიდან მიწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი. მზღვეველმა მოითხოვა იდენტიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. დამზღვევს დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია და პირდაპირ სარჩელი აღძრა.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, მზღვეველი ასევე თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ ავტომანქანას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არაუფლებამოსილი მძღოლი მართავდა.

 

დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ავტომანქანას მართავდა გ-- კ-------ე, რომელიც არის სუ--ის თანამშრომელი, მივლინებული ქ. თბილისი მუ--–----–-------ს მე---აში სუ--ის უფროსის ბრძანებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომელიც მოქმედებდა სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობისას, მივლინების ცნებას არ განსაზღვრავდა, თუმცა 38-ე მუხლი ადგენდა სამსახურებრივი მივლინების პე---ოდში დაკავებული თანამდებობისა და შრომის ანაზღაურების შენარჩუნების პირობას.

 

კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე ცალსახაა, რომ მივლინებისას არ იცვლება დამსაქმებელი ან დასაქმებულის შრომითი ვალდებულებები, არამედ იცვლება მხოლოდ სამუშაო ადგილი.

 

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილ მძღოლად მიიჩნეოდა მხოლოდ ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---ის თანამშრომელი. ვინაიდან ავტომანქანას მართავდა სუ--ის თანამშრომელი, რომელიც მივლინებული იყო მე---აში და არ იყო მე---ის თანამშრომელი, მზღვეველი სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისაგან თავისუფალია.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე ითხოვს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე პირველადი ვალდებულების შესრულებას - სადაზღვევო თანხის გაცემას, მაგრამ მტკიცების ტვირთის განაწილება ზიანის ანაზღაურების შესახებ (სახელშეკრულებო ან დელიქტური) მოთხოვნის იდენტურია: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რას შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწე---ლობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწე---ლობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუ-გ ას 15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნებოდა მიჩნეული, რომ ავტომანქანას მართავდა, დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისათვის, უფლებამოსილი მძღოლი, სარჩელის დაკმაყოფილება მაინც შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა პროცესის ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თბილისის მუ--–----–-------ს მე---ის სარჩელი სს „ს--------------------------–---ს“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია