გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
080210018002423213
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2/1438-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ფატმან მინდიაშვილი

მოსარჩელე - სს „ს----------–---------“

წარმომადგენელი - გ--------–------

მოპასუხეები - 1. მ------------–--

წარმომადგენელი - ხ------------–---–---–-------–--

2. ა-–-------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ------------–--ს და ა-–-------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე N3159217, 13828.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 11520.00 ლარი, სარგებელი - 1240.84 ლარი, პირგასამტეხლო -1068.01 ლარი.

 

1.2. მ------------–--ს და ა-–-------------ს სესხზე N3159217, სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სარგებლის სახით დაეკისროთ 5.93 ლარის გადახდა ((11520X18.80%):365=5.93);

 

1.3. მ------------–--ს და ა-–-------------ს სესხზე N3159217, სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროთ 57.60 ლარის გადახდა ((11520X182.50%):365=57.60);

 

1.4. მ------------–--ს და ა-–-------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

1.5. მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 2504.83 ლარის გადახდა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 ნოემბერს სს „ს----------–----------“ და მ------------–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3447939, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N3159217 11520.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სესხზე წლიური სარგებელი შეადგენს 18.80%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გადაცილებული თანხის - 0,5%. სესხზე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 01 აპრილს, შესაბამისად, სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის მაისის თვიდან. სესხის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 17 ნოემბერს, ჯ------------------------ და ა-–-------------სთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები შესაბამისად N3447939-01 და N3447939-02. 2018 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, მ------------–--ს დავალიანება სს „ს----------–---------ს“ წინაშე სესხზე N3159217 შეადგენს 13828.85 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11520.00 ლარი, სარგებელი - 1240.84 ლარი, პირგასამტეხლო -1068.01 ლარი.

 

სს „ს----------–---------ს“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულოი იქნა სრულად, მ------------–--ზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა, რასაც ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერები ანგარიშიდან. მ------------–--მ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ------------–--მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ დაეთანხმა N3159217 სესხიდან გამომდინარე დაეკისროს ძირითადი თანხა 11520 ლარის ოდენობით და სარგებელი (პროცენტი) - 1240.84 ლარი, ასევე შემცირებული პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იქნება არაუმეტეს გადასახდელი თანხის 0.01%-ისა. ასევე ნაწილობრივ დაეთანხმა მე-3 სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა სასამართლომ შეამციროს პირგასამტეხლო 0.01%-მდე, ვინაიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

მოპასუხე მ------------–-- პირველ ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ დაეთანხმა შესაგებელში და განმარტა, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული N3159217 სესხის ხელშეკრულებით არ მომხდარა თანხის გადაცემა, არამედ ამ ხელშეკრულებით განხორციელდა მასსა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 8 აპრილს გაფორმრბული სესხის ხელშეკრულების, მასსა და სს „პ------------“ შორის 2015 წლის 06 თებერვალს გაფორმებული განვადების ხელშეკრულების, ს----------–---------ს საკტედიტო ბარათის და პ------------- საკრედიტო ბარათის ე.წ. უნივერსალური gold-ის გადაფარვა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მ------------–--ს მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და ნაწილობრივ ცნო საჩელი.

 

2.2. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა მოპასუხე ა-–-------------, რომელიც გაფრთხილებული იყო კანონით დადგეილი წესით და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოპასუხე მხარემ ყველა ფაქტობრივი გარემოება სადავო გახადა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 17 ნოემბერს სს „ს----------–----------“ და მ------------–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3447939, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N3159217, 11520.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.

 

3.2.2. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენს 18.80%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გადაცილებული თანხის - 0,5%. სესხზე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 01 აპრილს, შესაბამისად, სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის მაისის თვიდან.

 

3.2.3. სესხის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 17 ნოემბერს, ჯ------------------------ და ა-–-------------სთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის N3447939-01 და N3447939-02 ხელშეკრულებები. თავდებებმა იკისრეს ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს ხელშეკრულების 3.3 პუნქტით განსაზღვრულ მოვალეს ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 23040 ლარი, ბანკში დადგენილი კომერციული კურსით ( ხელშკრულების 2.3. მუხლი).

 

დადგენილია, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებია: ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი, ზარალი) ასევე სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი. (ხელშეკრულების 3.4. მუხლი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის განაცხადი (ს.ფ. 20);

- საკრედიტო ხელშეკრულება №3447939 (ს.ფ. 21-22);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ.23);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (იხ. ს.ფ. 24);

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 25-26);

- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 35; 43);

- სოლიდარული თავდებობის ხელშკრულებები N3447939-01 და N3447939-02 (იხ. ს.ფ 28-34; 36-42).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სს „ს----------–---------ს“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულოი იქნა სრულად, მ------------–--ზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

3.2.5. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. მ------------–--მ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. ამას ადასტურებს თვით მსესხებლის მხრიდან სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების, ერთი თვის პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

3.2.6. საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

3.2.7. სს „ს----------–---------ს“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით მ------------–--ს და ა-–-------------ს საკრედიტო დავალიანება სს „ს----------–---------ს“ წინაშე სესხზე N3159217, შეადგენს 13828.85 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11520.00 ლარი, სარგებელი - 1240.84 ლარი, პირგასამტეხლო - 1068.01 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ინფორმაცია სს „ს----------–---------ს“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (იხ. ს.ფ. 46).

- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 47-49).

- სესხების დაფარვები (იხ. ს.ფ. 50).

- შეტყობინებები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს.ფ. 51-58);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.8. 2016 წლის 17 ივნისს სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენელმა მოპასუხეების მიმართ სესხის ხელშეკრულების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ მოპასუხეების მიერ იქნა წარმოდგენილი პროტესტი, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებები დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (იხ. ს.ფ. 59; 60);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 419-ე, 623-625-ე, 867-ე, 891-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 17 ნოემბერს სს „ს----------–----------“ და მ------------–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3447939, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N3159217, 11520.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. სესხზე წლიური სარგებელი შეადგენს 18.80%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გადაცილებული თანხის - 0,5%. სესხზე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 01 აპრილს, შესაბამისად, სესხი ვადაგადაცილებაშია 2016 წლის მაისის თვიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა მისი ვალდებულება და მან ნასესხები თანხა გადასცა მსესხებელ მ------------–--ს, ხოლო მოპასუხეების მხრიდან არ შესრულებულა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მ------------–--ს განმარტებას მასზედ, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული N3159217 სესხის ხელშეკრულებით არ მომხდარა თანხის გადაცემა. სასამართლო განმარტავს, რომ მ------------–--სა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 8 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების, მასსა და სს „პ------------“ შორის 2015 წლის 06 თებერვალს გაფორმებული განვადების ხელშეკრულების, ს----------–---------ს საკრედიტო ბარათის და პ------------- საკრედიტო ბარათის ე.წ. უნივერსალური gold-ის გადაფარვა უთანაბრდება სესხის გადაცემას, ვინაიდან დაიფარა მისი ფულადი ვალდებულებები.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამას ადასტურებს თვით მსესხებლის მხრიდან სარჩელის სრულად ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების, ერთი თვის პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. სს „ს----------–---------ს“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით მ------------–--ს და ა-–-------------ს საკრედიტო დავალიანება სს „ს----------–---------ს“ წინაშე სესხზე N3159217 შეადგენს 13828.85 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11520.00 ლარი, სარგებელი - 1240.84 ლარი, პირგასამტეხლო -1068.01 ლარი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მ------------–--მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ დაეთანხმა N3159217 სესხიდან გამომდინარე დაეკისროს ძირითადი თანხა 11520 ლარის ოდენობით და სარგებელი (პროცენტი) - 1240.84 ლარი, ასევე შემცირებული პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იქნება არაუმეტეს გადასახდელი თანხის 0.01%-ისა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოპასუხე მ------------–-- სრულად ცნობს სარჩელს, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1068.01 ლარი, მნიშვნელოვნად არ აღემატება გადასახდელი თანხის 0.01%-ს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 17 ნოემბერს ა-–-------------სთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის N3447939-02 ხელშეკრულება. მან, როგორც თავდებმა, იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრულ მოვალეს ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 23040 ლარი.

 

დადგენილია, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებია: ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი, ზარალი) ასევე სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია.

 

ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ სესხის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მათ არაჯეროვნად შეასრულეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებითვე, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნით მითითებული პირგასამტეხლო მიჩნეული უნდა იქნეს გონივრულად, ვინაიდან მნიშვნელოვნად არ აღემატება გადასახდელი თანხის 0.01%-ს.

 

ხოლო რაც შეეხება მე-3 სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში პირგასამტეხლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული კი კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს, რადგან მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს ვადაგადაცილებისათვის, დღეში ძირითადი თანხის 0.01 % ოდენობით, ყოველდღიურად 1.15 ლარის გადახდით, სარჩელის აღძვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.

 

6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს სესხზე N3159217, სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სარგებლის სახით დაეკისროთ 5.93 ლარის გადახდა ((11520X18.80%):365=5.93);

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს 2018 წლის 30 აპრილიდან (სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე პერიოდში რა ოდენობით მიადგა (მიადგება) ზიანი მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია მოთხოვნილი სარგებლის მიღება მიუღებელი შემოსავლის სახით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, კი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, წარმოშობილია 2015 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებებით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–-------------მ, როგორც თავდებმა პირმა, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ,,გამსესხებელსა“ და ,,მსესხებელს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, რაც გამოიხატება ,,გამსესხებლისათვის“ ფულადი თანხის (ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი, ზარალი, ასევე სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი) გადახდაში. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 23040 ლარი.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების სოლიდარულად დაკისრების საფუძველი.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხის დაკისრების, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ცნო სარჩელი. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მე-3 სასარჩელო მოთხოვნით სარჩელის აღძვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და აყენებს მოპასუხეს კაბალურ მდგომარეობაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის სესხზე N3159217 გადახდილია 2504.83 ლარი, ხოლო სესხზე N3395825 - გადახდილია 100 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სესხზე N3395825 სასარჩელო მოთხოვნაზე თქვა უარი, რის გამოც მოსარჩელეს ამ ნაწილიში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მ------------–--მ (მისმა წარმომადგენელმა) N3159217 სესხზე, სესხის ძირითადი თანხის დაკისრების, პროცენტისა და ნაწილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (ჯამში 13828.85 ლარი) ცნო სარჩელი, შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხე მხარე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე 414.86 ლარი, ხოლო მე-3 სასარჩელო მოთხოვნაზე - 37.77 ლარის ოდენობით (ჯამში 452.63 ლარი). ასევე დადგენილია, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 64.93 ლარი. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1987,27 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N3159217 სესხზე 13 828.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 520.00 ლარი, სარგებელი - 1240.84 ლარი, პირგასამტეხლო - 1068.01 ლარი.

 

3. მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N3159217 სესხზე სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, ყოველდღიურად, 5.93 ლარის გადახდა ((11520X18.80%):365=5.93);

 

4. მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N3159217 სესხზე სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროთ 1.15 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის -100 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხეებს მ------------–--ს და ა-–-------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 64.93 ლარის ოდენობით.

 

7. მოსარჩელე სს „ს----------–---------“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს N3395825 სესხზე სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ხოლო N3159217 სესხზე - 452.63 ლარი (ჯამში 552.63 ლარი), რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2,605.46 ლარი, გადამხდელი: სს ,,ს----------–---------”, გადახდის თარიღი: 23 აპრილი, 2018 წელი, საგადახდო დავალება N4219, გადამხდელის ბანკი: სს ,,ს----------–---------“).

 

8. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1987,27 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე