განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
010100118002679649
დავის ტიპი
177 4 გ , 177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002679649

საქმე N1-935/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05.04.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------------–--ლი

 

1. ბრალდებული: მე---------–-------ე

მამის სახელი: ს---ო

დაბადებული: 1--12.1963 წელს

პირადი ნომერი: 6---------4

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ზუ---–-–---–---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

ადვოკატი - გვ--–------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171090918012

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, რუ-------–------------------ში, სე-------------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი მე---------–-------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სე-------------ის კუთვნილ: ფულად თანხას 6850 (ექვსი ათას რვაას ორმოცდაათი) რუსულ რუბლს, ,,NIKON D800’’ ფირმის ფოტოაპარატს, აღნიშნული ფოტოაპარატის ჩანთას და ფოტოაპარატის ლინზებს, მეხსიერების ბარათს, ფილტრებს, შავი ფერის ზურგჩანთას, მაჯის საათს, სათვალეს, 10 (ათი) კოლოფ ელექტროსიგარეტს, ორ ცალ წინდას, კოვზს, პეპელას და ბაყაყის გამოსახულენის მქონე ლითონის ნაკეთობას, რითაც დაზარალებულ სე-------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული

დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების

მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღდეგო მისაკუთრებისთვის

 

2.1. საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა მა-----------------------–-----------------–---------------–-------------------------------------------ძემ განმარტეს და დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; (იხ სხდომის ოქმი 03.12.2018წ; 24.01.2019წ);

 

2.2 მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე საქმეში არსებული ბრალდების მხარის, დარჩენილი არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.4. მე---------–-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: მოწმეების: სე-------------ის, ირ----------------ას, პა-----–---–-----------------–------–------------------------------------------–---------–--------------------------------–-–------------------–----------ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მე---------–-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმები, ნივთები დალუქვის ოქმები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისის განაჩენი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ოდოროლოგიური, ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა;

 

2.5.სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მე---------–-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მე---------–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფას--- მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს თითქმის სრულად მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით #1-----, 12.10.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სე-------------ი კუთვნილი ნივთების საბაზრო ღირებულება მათი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - ზურგჩანტა - 15 ლარი, ფოტოაპარატი - 4200 ლარი, მაჯის საატი 1000 ლარი, ნაწილი ნივთების საბაზრო ღირებულების განსაზრვრა ობიექტური გარემოებებით ვერ განხორციელდა, შესაბამისად ფარულად დაუფლებული ნივთების საბაზრო ღირებულება, მნიშვნელოვნად და რამდენჯერმე სცილდება 150 ლარიან ნიშნულს, შესაბამისად ბრალდებულის ქმედებამ - უტყუარად დასტურდება, რომ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; ქმედება ამ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკვალიფიცირებულია სწორად;

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ”გ”ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენისათვის იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანასაულისათვის;

დანაშაული ორჯერ ან მეტჯერ ჩადენილად, რომ ჩაითვალოს, პირი, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამგვარი დანაშაული, უნდა იყოს ნასამართლევი და ნასამართლობა არ უნდა ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით "მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.”

 

ქურდობის შემადგენლობაში ნასამართლობა გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელ ნიშნად. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ნასამართლობა მოხსნილი აქვს თუ არა პიროვნებას. ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული პირის ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" პუნქტით.

 

პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს და ნასამართლევია ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისათვის - იწოდება ნასამართლევად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და გამოძალვისათვის. ამის შემდეგ თუ ის ჩაიდენს ძარცვას მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" პუნქტით.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული - მე---------–-------ე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 29 მაისს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით;

 

ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ის მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ქ/პუნქტით რასაც დაემატა წინა 29.05.2006 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელი; ნასამართლობა დღეის მდგომარეობით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის;

 

შესაბამისად მე---------–-------ე დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ითვლებოდა ქურდობისათვის ნასამართლევ პირად;

 

3.7. სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტი კი პასუხისმგებლობას ითვალისიწნებს ქურდობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით;

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ფარულად ნივთების დაუფლება განხორციელდა სე-------------ის კუთვნილ ბინაში შეღწევით; ბინაში მე---------–-------ის შესვლის მართლზომიერება სახეზე არ არის;

 

3.8. ამდენად, სასამართლოს მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე---------–-------ემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სე-------------ის კუთვნილი ფულადი თანხის და სხვადასხვა დასახელების ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღდეგო მისაკუთრებისთვის, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

5.4. სასამართლო ასევე სასჯელის ზომის და სახის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მე---------–-------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხსენებული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

5.5. გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი სხვადასხვა სახის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; სასჯელის სახედ მის მიმართ ასევე წარსულში გამოყენებული იყო თავისუფლების აღკვეთაც; შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ამჟამად დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი და ის უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით; რაც შეეხება სასჯელის ზომას სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში Olsson v. Sweden სასამართლომ დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვადა რამდენად პროპორციულია ჩადენილ ქმედებასთან, ამის განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა;

 

5.6. ბრალდებულ მე---------–-------ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ მე---------–-------ე გარდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებებისა, მსჯავრდებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის გაქარწყლებული არ არის, - შესაბამისად მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;

 

ამდენად, მე---------–-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი 07 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად მითითებული ნივთმტკიცების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული მე---------–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მე---------–-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მაჯის საათი, ძეწკვი ჯვარით და კულონით, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, სე-------------ის კუთვნილი ფულადი თანხა ექვი ცალი ასრუბლიანი რუსული კუპიურა, ერთი ცალი ორმოცდაათრუბლიანი რუსული კუპიურა, ერთი ცალი ხუთიათასრუბლიანი რუსული კუპიურა, ერთი ცალი ათასრუბლიანი რუსული კუპიურა, ერთი ცალი ორასრუბლიანი რუსული კუპიურა, ორლარიანი და ერთლარიანი თითო ცალი ქართული მონეტა, ორმოცდაათთეთრიანი და ოცთეთრიანი ქართული მონეტა, რვა ცალი ხუთრუბლიანი რუსული მონეტა, ოთხი ცალი ათრუბლიანი რუსული მონეტა, ოთხი ცალი ერთრუბლიანი რუსული მონეტა, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სე-------------ის კუთვნილი „NIKON D800" ფირმის ფოტოაპარატი, თავისი შავი ფერის ჩანთა და ფოტოაპარატის ლინზები, მეხსიერების ბარათი, ფილტრები, სე-------------ის კუთვნილი შავი ფერის ზურგჩანთა, მასში მოთავსებული მაჯის საათით, სათვალით, ერთი ბლოკი ელექტროსიგარეტი, ორი ცალი წინდა, დაზიანებული სანთებელა, მედიკამენტი, ლითონის ნაკეთობა კოვზის, პეპელას და ბაყაყის გამოსახულებით, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში - რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამი ცალი გასაღები, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საკეცი დანა, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 09.09.2018 წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სე-------------ის ბინიდან ამოღებული ანაწმენდები სპეციალურ ჩხირებზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 09.09.2018 წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სე-------------ის ბინიდან ამოღებული კარების საკეტის გულა და გასაღები, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 09.09.2018 წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სე-------------ის ბინიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვები, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 09.09.2018 წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სე-------------ის ბინიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილო ფირებზე, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 09.09.2018 წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სე-------------ის ბინიდან ამოღებული სუნის კვალი აქტივირებულ ნახშირზე, დალუქული მინის ქილაში მრგვალი ბეჭდით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 09.09.2018 წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების სე-------------ის ბინის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, დალუქული თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის სუნის ნიმუში, აქტივიზირებულ ნახშირზე და დოლბანდზე, დალუქული მინის ქილაში მრგვალი ბეჭდით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის ნერწყვის ნიმუში, სტერილურ ჩხირზე, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–-------ის ხელის ნიმუში ერთ ცალ დაქტილობარათზე, დალუქული დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დაზარალებულ სე-------------ის ნერწყვის ნიმუში, სტერილურ ჩხირზე, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დაზარალებულ სე-------------ის ხელის ნიმუში დაქტილობარათზე, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ირ----------------ას ნერწყვის ნიმუში, სტერილურ ჩხირზე, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში - ექსპერტიზის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ირ----------------ას ხელის ნიმუში დაქტილობარათზე, დალუქული პოლიეთილენის სპეციალურ პარკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე