გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210017002161841
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30716-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

12 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–---------------

(მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - ს--–---------------ა

 

მოპასუხე - შპს „ი-----–----2“

(მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - პ------------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ი-----–----2“-ს ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის გადახდა 171 703.76 ლარის ოდენობით.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2014 წლის 15 დეკემბერს ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „ი-----–----2“-ს შორის გაფორმდა N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია - ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N1 და მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს დეტალურად განფასებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი სამუშაოს მოცულობის მითითებით, კალენდარული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული დაწყებისა და დამთავრების ვადების შეუცვლელად. ხელშეკრუ-ლების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგა-დაცილებულ დღეზე.

 

თ---–----------–----–---------------სა და შპს „ი-----–----2“-ს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. თბილისში, ვ---------–-------------ი, მ-------------–ი, კორპუსი N8-ში მდებარე 5 სართულიანი 4 სადარბაზოიანი აგურის ავარიული საცხოვ-რებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების სამუშაოთა წარმოების ღირებუ-ლებითი გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადაა სამუშაოს დაწყებიდან (20.12.2014) 2015 წლის 15 ნოემბრამდე. ამავე გეგმა-გრაფიკის თანახმად, სამუშაო უნდა შესრულებულიყო 11 ეტაპად. მე-11 (ბოლო) ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს ღირე-ბულება შეადგენს 171 998 ლარს.

 

საქმეში წარმოდგენილი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყებიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით შესრულდა 564 480.16 ლარის ღირებულების სამუშაოები. თუმცა, აღსანიშნავია, სამუშაოს დაწყებიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 556 314 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან, მიმწოდებლის მიერ 2015 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებულ იქნა 8 166.16 ლარის ღირებულებით მეტი სამუშაო, ვიდრე ეს გათვალის-წინებული იყო გეგმა-გრაფიკით, მიმწოდებლის მიერ მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 163 831.84 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 დეკემბრის N12 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 15 363.69 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2015 წლის 10 დეკემბერს, რის გამოც N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით 63 831.84*0.5 %*25 (დღე) =20 478.98 ლარი.

 

2016 წლის 13 იანვრის N13 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 13 126.53 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2016 წლის 4 იანვარს (შესრულდა 25 დღიანი ვადის დარღვევით, 2015 წლის 11 დეკემბრიდან 2016 წლის 4 იანვრის ჩათვლით), რის გამოც N2.2. /30/446 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით. 148468.15*0.5%*25= 18 558.51 ლარი.

 

2016 წლის 8 თებერვლის N14 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 5013.29 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2016 წლის 22 იანვარს (შესრულდა 18 დღიანი ვადის დარღვევით, 2016 წლის 5 იანვრიდან 2016 წლის 22 იანვრის ჩათვლით), რის გამოც N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამ-ტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით. 135 341.62*0.5%*18 (დღე) = 12 180.75 ლარი.

 

2016 წლის 4 მაისის N 15 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 20 495.36 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2016 წლის 1 აპრილს, (შესრულდა 70 დღიანი ვადის დარღვევით, 2016 წლის 23 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით), რის გამოც N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით. 130 328.33*0.5 %*70 (დღე) = 45 614.70 ლარი.

 

2016 წლის 17 ივნისის N16 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 32 098.50 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2016 წლის 13 ივნისს (შესრულდა 73 დღიანი ვადის დარღვევით, 2016 წლის 2 აპრილიდან 2016 წლის 13 ივნისის ჩათვლით), რის გამოც N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით 1009 832.97*0.5%*73 (დღე) =40088.80 ლარი.

 

2016 წლის 29 ივლისის N17 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 15 164.61 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2015 წლის 25 ივლისს (შესრულდა 42 დღიანი ვადის დარღვევით, 2016 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით. რის გამოც N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით.77 734.47*0.5%*42(დღე) = 16 324.11 ლარი.

 

2016 წლის 29 სექტემბრის N18 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, კი 12 624.66 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევით, კერძოდ, კი 2015 წლის 22 სექტემბერს (შესრულდა 59 დღიანი ვადის დარღვევით, 2016 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით), რის გამოც N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს 0.5%-ის ოდენობით. 62 569.86*0.5%*79 (დღე) = 18 457.92 ლარი.

 

2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული N2--------- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ი-----–--- - 2“-ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 171 703.76 ლარს.

 

1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

 

ქ. თ---–----------–----–---------------ს შპს „ი-----–----2“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 98 252.03 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „ი-----–----2“-ს შორის გაფორმებული N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გააჩნია ფულადი ვალდებულება, რომელიც დღემდე არ სრულდება. კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავდა ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N1 და მ-------------–ში მდებარე N8 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. ამ უკანასკნელის მთლიანი ღირებულება 922 999.16 ლარით განისაზღვრა, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ მ-------------–ში მდებარე N1 საცხოვ-რებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 695 786.23 ლარს შეადგენდა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს მხოლოდ 597 534.20 ლარი აქვს ანაზღაურებული. შესაბამისად, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 98 252.03 ლარს.

 

შესაბამისად, შპს „ი-----–----2“-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დარჩენილი დავალიანების, რაც შეადგენს 98 252.03 ლარს, მოპასუხისათვის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელთან დაკავშირებით:

 

წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებული სახელშეკრულებო დათქმის არსებობის ფაქტს პირგასამტეხლოს თაობაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ამ ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და ამორალური ოდენობითაა განსაზღვრული.

 

მოპასუხე არ ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის ფაქტს, რადგან ის გარემოებები, რომლებმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების შეფერხება განაპირობეს, მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგად წარმოიშვა, რამაც პრაქტიკულად სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის შეჩერება გამოიწვია. შესაბამისად, ამ ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ მოპასუხეს იმ ვადაზე ნაკლები, რომლის განმავლობაშიც სამუშაოების წარმოება შეჩერებული იყო, ვერ დაუწესდებოდა. მოპასუხე უფლებამოსილი იყო ესარგებლა იმ გამოუყენებელი ვადით, რომლის განმავლობაშიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამუშაოების შეფერხება იქნა განპირობებული.

 

მცდარად მიიჩნევს მოპასუხე მოსაზრებას, რომ კომპანიას პირგასამტეხლო დაეკისრა ქ. თ---–----------–----–--------------ის შესყიდვების საქალაქო სამსახურის წერილებით, რადგანაც, მოქმედი კანონმდებლობით გარიგების მონაწილე მხარე არ არის აღჭურვილი იმ უფლებამოსილებით, რომ მან თავად დააკისროს კონტრაჰენტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულების დადების ეტაპზე თავად მოსარჩელემ არ უზრუნველყო მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილება, ხოლო მათი გამოვლენის შემდეგ დროულად არ უზრუნველყო მათი აღმოფხვრა. შესაბამისად, ვადის დარღვევაზე პასუხისმგებლობა მოსარჩელეზე უნდა გავრცელდეს და არა მოპასუხეზე. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსი მოპასუხეს არათუ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა, არამედ იმგვარად, რომ მისი მობინადრეები კვლავ განაგრძობდნენ ბინებში ცხოვრებას და გარკვეულ ეტაპზე მოპასუხეს ხელს უშლიდნენ წარმოებული სამუშაოების შესრულებაში. აღნიშნულის თაობაზე არაერთგზის მიმართა მოსარჩელეს წერილობითი ფორმით და აცნობა ეს ფაქტები, თუმცა ამ აქტივობას მოსარჩელის მხრიდან არ მოყოლია პოზიტიური რეაგირება, ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა კი, ცალსახად მისი როგორც დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ სამუშაოების წარმოების ეტაპზე დაფიქსირდა მანამდე უცნობი სხვა პრობლემებიც, რომელმაც შეაყოვნა წარმოებული სამუშაო, კერძოდ, შენობის მიმდებარედ აღმოჩნდა გარე საკანალიზაციო სისტემის დაზიანებული მონაკვეთი, ასევე ელექტრო კაბელი და გაზის მილი, რომელიც მოსარჩელემ, როგორც დამკვეთმა არ გამოიკვლია და არ აცნობა კომპანიას.

 

აღნიშნული გარემოებები თავად მოსარჩელემაც დაადასტურა 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში და ამ ფაქტორების გათვალისწინებით თავად ჩათვალა საჭიროდ სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება, თუმცა ამ თვალსაზრისით მოსარჩელე ალოგიკურ დასკვნებზე აპელირებით უთითებს სამუშაოთა შესრულების საბოლოო თარიღად 2015 წლის 15 ნოემბერს, რადგან ფაქტია, რომ ის ხელისშემშლელი გარემოებები, რომელთა გამოც სამუშაოების წარმოება შეუძლებელი გახდა, 2015 წლის იანვრის თვეში გახდა ცნობილი, ანუ სამუშაოების დაწყების პირველივე თვეში, ხოლო ამ გარემოებათა აღმოფხვრა დასრულდა 2015 წლის 15 ნოემბერს გამოდის, რომ მოპასუხეს სამუშაოების შესასრულებლად მხოლოდ 2 თვე განესაზღვრა, რაც წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ამ სამუშაოთა მოცულობასა და ხასიათთან, ისე თავად მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან, რადგან ამ უკანასკნელით სამუშაოთა შესრულებისთვის 6 თვიანი ვადა იქნა დადგენილი.

 

მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ გაიზარდა სამუშაოთა მოცულობა და ხარჯთაღრიცხვა, რაც გარიგების მონაწილეების მიერ ასევე ორმხრივად იქნა დადასტურებული და ასახული 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში. შესაბამისად, სამუშაოთა მოცულობის გაზრდა იმ უდავო გარემოებაზე მეტყველებს, რომ მის შესასრულებლად 6 თვიანი ვადის გაზრდაც გარდაუვალი იყო, რასაც ცხადყოფს მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებითაც ნათლად ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მინიმუმ რვათვიან პერიოდს საჭიროებდა.

 

მოპასუხე მხარე აპელირებს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებაზე და თუ იგი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ირღვეოდა, არ გამოიყენა ხელშეკრულების შეწყვეტის (მოშლის, გასვლის) უფლება, რითაც ის უდავო გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოიწონა შესრულებული სამუშაო.

 

ვადების დარღვევის ფაქტის არარსებობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ 2016 წლის განმავლობაში მხარეებს შორის ინტენსიურად წარმოებდა სამუშაოთა მახასიათებლებისა და პარამეტრების კორექტირება, რაც სწორედ იმ ფაქტორით იყო განპირობებული, რომ სამუშაოთა წარმოების პროცესში უამრავი ახალი და მანამდე უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელმაც იმთავითვე წარმოშვა სამუშაოთა მოცულობისა და ხარჯთ-აღრიცხვის არაერთგზისი ცვლილების საჭიროება. ნიშანდობლივია, რომ ამ გარემოებებს თავად მოსარჩელეც ადეკვატურად ეკიდებოდა იმ მიმართებით, რომ იგი ადასტურებდა კორექტირების აუცილებლობას და წერილობითი აქტებით ახდენდა შესაბამის რეაგირებას, რაც სწორედ იმ სამართლებრივ ასპექტზე მეტყვლებს, რომ მოსარჩელე თავად ეთანხმებოდა ყოველივე აღნიშნულს.

 

შესაბამისად, მოცემული დავის მიმართ ამ გარემოებებმაც მოპასუხის მდგომარეობაზე უნდა ჰპოვოს პოზიტიური ასახვა და განაპირობოს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევა. შესრულებული სამუშაოს მიღებით მოსარჩელემ ის ფინანსური ვალდებულებაც აღიარა, რომელიც მას შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოპასუხის მიმართ ეკისრება, თუმცა იგი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თავად ითხოვს კომპანიის მიმართ ფინანსური სანქციების გამოყენებას.

 

2.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N 1 და მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. ქ. თ---–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N1-------- წერილით დასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც, ქ. თ---–----------–----–--------------ის მიერ წარდგენილ იქნა სარჩელი სასამართლოში მოპასუხის მიმართ.

საქმეში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 922 999.16 ლარით, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებებით, საბოლოო - 2016 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით შეტანილ იქნა ცვლილება ზემოხსენებულ ხელშეკრულებაში და ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N 8კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 700 220.58 ლარით, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 954 421.24 ლარით.

მოპასუხის განმარტებით, საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და აღნიშნულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებულია სრულად. ხოლო მხარის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის თაობაზე არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც იქნებოდა შესრულებული სამუშაოების ანაზაურების საფუძველი.

შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მის მოთხოვნას, რის გამოც წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს თანხის დაკისრების საფუძველი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 15 დეკემბერს ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „ი-----–--- 2“-ს შორის გაფორმდა N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია - ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N1 და მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს: 922 999.16 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების პირობები, ვადა და ადგილი, კერძოდ, 3.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა შეადგენდა - სამუშაოთა წარმოების თითოეული ობიექტისთვის შესაბამისი კალენდარული გეგმა-გრაფიკების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეს.

 

ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს დეტალურად განფასებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი სამუშაოს მოცულობის მითითებით, კალენდარული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული დაწყებისა და დამთავრების ვადების შეუცვლელად. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწი-ნებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N2--------- (ს.ფ. 20 - 25)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყებიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით შესრულდა 564 480.16 ლარის ღირებულების სამუშაოები. თუმცა, აღსანიშნავია, სამუშაოს დაწყებიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 556 314 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან, მიმწოდებლის მიერ 2015 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებულ იქნა 8 166.16 ლარის ღირებულებით მეტი სამუშაო, ვიდრე ეს გათვალის-წინებული იყო გეგმა-გრაფიკით, მიმწოდებლის მიერ მე-11 ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 163 831.84 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/1 (ს.ფ. 28);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/2 (ს.ფ. 29);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/3 (ს.ფ. 30);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/4 (ს.ფ. 31);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/5 (ს.ფ. 32);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/6 (ს.ფ. 33);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/7 (ს.ფ. 34);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/8 (ს.ფ.35);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/9 (ს.ფ. 36);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/10 (ს.ფ.37);

- მიღება - ჩაბარების აქტი N 1/11 (ს.ფ. 38)

3.1.3. ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „ი-----–----2“-ს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა შეთანხება, რომლის თანახმადაც შეტანილ იქნა ცვლილება ხელშეკრულების სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულება გაიზარდა 68 626.4 ლარით და ნაცვლად 913 885.74 ლარისა დანართის შესაბამისად განისაზღვრა 982 512.14 ლარით. სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ. 46)

3.1.4. ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „ი-----–----2“-ს შორის 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული N2--------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვა-ლისწინებული სამუშაოები შპს „ი-----–----2“-ის მიერ შესრულებულია უნაკლოდ და შესრულებული სამუშაოები მიღებულია ქ. თ---–----------–----–--------------ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთ ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

3.1.1. შპს „ი-----–----2“-ის მიერ 2014 წლის 15 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები შესრულებულია ჯეროვნად, არსებული/გამოვლე-ნილი სამუშაოებისათვის შესაბამის ვადებში;

 

3.1.2. ქ. თ---–----------–----–--------------ის დავალიანება შპს „ი-----–----2“-ის მიმართ შეადგენს 98 252.03 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპრო-ცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადას-ტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორცი-ელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. თ---–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიმართვა შპს „ი-----–----2“-ის მიმართ, სადაც მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2--------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო შემსყიდველის გეგმა-გრაფიკით გათვალის-წინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 171 703.76 ლარი.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე სადაოდ არ ხდის შესასრულებელი სამუშაოს ხარისხსა და საერთო ჯამში მის მიღებას, მხარეს ედავება მხოლოდ ვადის დარღვევებიდან გამომდინარე არსებულ პირგასამტეხლოს. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად შპს „ი-----–----2“-მა უზრუნველყო არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სათანადოდ შესრულებისათვის ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას და ამასთან, აღნიშნულის თაობაზე ქ. თ---–----------–----–--------------ის დროულ ინფორმირებას.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია მხარეებს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული შეთანხება, რომლის თანახმადაც 2014 წლის 15 დეკემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2--------- ხელშეკრულებით (ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N1 და მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსების გამაგრება - გაძლიერების სამუშაოები) გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების პროცესში მიწისქვეშა კონსტრუქციების და კვანძების გახსნის შემდეგ გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოებები, კერძოდ: ვ---------–-------------ი, მე-9 კვ, კორპ N8-ის გამაგრება-გაძლიერების დროს აუცილებელი გახდა შიდაკვარტლური საკანალიზაციო მილების შეცვლა, რის გამოც შეუძლებელი იყო მონოლითური რკინა-ბეტონის პილონ-დიაფრაგმების მოწყობა, აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებდა რაიონული გამგეობა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა 30 აგვისტოს, ასევე, აუცილებელი გახდა სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება და დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაზედაც შპს „ი-----–----2“-მა წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს დასკვნა დამატებით სამუშაოების ერთეულის ფასებზე, საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული მოცულობათა უწყისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების კორექტირებაზე და შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. რაც შეეხება ვ---------–-------------ი, მ-------------–ი, კორპუსი N1-ს, გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების პროცესში აუცილებელი გახდა სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება, რაზედაც მიმწოდებელმა წარადგინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული კორექტირებული მოცულობათა უწყისი და შესაბამისად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა ერთეულის ფასების შეუცვლელად - ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - შემსყიდველი და მიმწოდებელი - შეთანხმდნენ: „შეტანილ იქნეს ცვლილება ხელშეკრულების სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულება გაიზარდა 68 626.4 ლარით და ნაცვლად 913 885.74 ლარისა დანართის შესაბამისად განისაზღვრა 982 512.14 ლარით. სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თ---–----------–----–--------------ის კეთლმოწყობის საქალაქო სამსახურში წარადგინოს და სამსახურთან შეათანხმოს რედაქტირებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი და დეტალურად განფასებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გარანტიის ვადისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება 2015 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა, მოცემული ცვლილების შესაბამისად განისაზღვროს 98 252 ლარით. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველ-ყოფის საბანკო გარანტიის 2015 წლის 22 სექტემბრამდე წარუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და გამოიყენოს მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ ობიექტური გარემოებების არსებობის შედეგად არსებობდა საჭიროება გაგრძელებულიყო თავდაპირველად განსაზღვრული ხელშეკრუ-ლების შესრულების ვადა.

თუმცა, შპს „ი-----–----2“-ს ხელისშემშლელი გარემოებების მოსარჩელისათვის შეტყობი-ნება აღნიშნულით არ დაუსრულებია და სწორედ მე-11 ეტაპზე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით არაერთხელ განხორციელდა მათ შორის წერილობითი ურთიერთობა.

კერძოდ, 2016 წლის 09 სექტემბერს ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–------------–---------------ი ატყობინებს შპს „A---------”-ის დირექტორს, რომ შპს „ი-----–----2“ აწარმოებს ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (N2---------; 15,12,2014 წ) ფარგლებში, რომლის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია თქვენს მიერ. ამასთან, უგზავნის შპს „ი-----–----2“-ის წერილის ასლს, რომელიც შეეხება სარდაფში კედლების აღდგენას და სახურავის გამაგ-რების საკითხს, რაც გამოიწვევს სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივ კორექტირებას და ითხოვა აღნიშნული საკითხის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა და შემჭიდროებულ ვადებში კორექტირებული ვარიანტის წარდგენა.

2016 წლის 28 სექტემბრის წერილით შპს „ი-----–----2“ ატყობინებს მოწინააღმდეგე მხარეს, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. ამასთან, იმის გამო, რომ ზედა ბოლო სართულის შემკრავი კოჭის სიგანე საგრძნობლად გაიზარდა და იწვევს ატმოსფერული ნალექის მოხვედრას შენობის კედელზე, საჭირო გახდა მასზე ცემენტის მოჭიმვის მოწყობა და თუნუქით დაფარვა. აღნიშნულის შესაბამისად ითხოვა სამუშაოები შეტანილი ყოფილიყო ხარჯთაღრიცხვაში.

2016 წლის 07 ოქტომბრის წერილით თავად ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–------------–---------------ი უგზავნის შპს „ი-----–----2“-ს შპს „A---------”-ის მიერ გაგზავნილ წერილს ქ. თბილისში, ვ---------–-------------ი, მე-9 კვ, კორპ N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის საყრდენი კედლის გამაგრების კორექტირებულ ნახაზს და კორექტირებულ სამუშაოთა მოცულობათა უწყისს.

2016 წლის 28 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული და დადასტურებულია ა(ა)იპ „თ---–----------–----–----------–--------------ის“ შესრულებული სამუშაოების“ აქტებით (ფორმა -2) წარდგენილი „ქ. თბილისში, ვ---------–-------------ი, მ-------------–ი, N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები“ შესრუ-ლებულია 2014 წლის 15 დეკემბრის შესყიდვის N2.2/30446 ხელშეკრულების პირობების მიხედვით. შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 695 786.23 ლარს, მათ შორის დღგ - 106 136.88 ლარი.

სასამართლო მხარეთა შორის არსებული ზემოაღნიშნული წერილობითი მიმოწერის საფუძ-ველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულია მათ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. ზემოაღნიშნული ნორმები მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია და საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს.

 

საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. (№ას-1338-1376-2014, 2015 წელი 29 ივნისი)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თ---–----------–----–--------------ის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის წერილი მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპებისათვის დადგენილი ქმედების საწინააღმდე-გოდ. ვინაიდან, ზემოაღნიშნული წერილობითი ურთიერთობა არაერთგზის ადასტურებს ობიექტური მიზეზების გამო ვალდებულების შეუსრულებლობას, ისევე როგორც აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დროის მინიჭებას თავად ქ. თ---–----------–----–--------------ის მხრიდან.

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება შპს „ი-----–----2“-ის მიერ სახელშეკრულებო ვალდებუ-ლების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი, დასტურდება მხარის (შპს „ი-----–----2“) კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ვალდებულებების მიმართ და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოები შესრულებული იქნა მათთვის გათვალისწინებულ გონივრულ ვადებში, ანუ სამუშაოთა მოცულობიდან გამომდინარე მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები არ შეესაბამებოდა გონივრულობას და შესაბამისად მათი დარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების დარღვევად. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

რაც შეეხება ქ. თ---–----------–----–--------------ის მოსაზრებას შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი დავალიანებასთან მიმართებით, რომ მხარეთა შორის განხორციელდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რამაც განაპირობა აღნიშნული დავალიანების განულება. სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მოსაზრების სათანადო მტკიცებულებებით გამყარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმება (ს.ფ. 46);

 

- ქ. თ---–----------–----–--------------ის კ-----–---–------------–---------------ის წერილები (ს.ფ. 72, 89);

- შპს „ი-----–--- -2“-ის წერილი (ს.ფ. 91);

- საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 231)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი, შპს „ი-----–----2“-ის შეგებებული სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი სარჩელი და დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2014 წლის 15 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2---------, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N1 და მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები.

 

ამდენად, მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის ხასიათის მატარებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში დგინდება შპს „ი-----–----2“-ის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ხოლო დამკვეთის მიერ თანხის გადაუხდელობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღრებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშა-ოების დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 1% -ის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებუ-ლების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე შპს „ი-----–----2“-მა ჯეროვნად შეასრულა 2014 წლის 15 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, ქ. თბილისში, ვ---------–-------------ში, მ-------------–ში მდებარე N1 და მ-------------–ში მდებარე N8 კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები და საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული ვერ იქნა მოპასუხე მხარის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია და შესაბამისად, აღნიშნული განაპირობებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფ-ლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ძირითად სარჩელზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, იგი სახელწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვიანიდან, დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი მასზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, რაც შეადგენს 2 948 ლარს უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავში-რებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველ-საყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ დაყენებულია შუამდგომლობა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის - 5500 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. ამასთან, საქმეს ერთვის შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება ს.ფ. 330 - 331). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 %.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შპს „ი-----–----2“-ის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების გამო გაღებული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თ---–----------–----–--------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შპს "ი-----–----2"-ს (ID 2-------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მ–-----, სოფელი ნ----------ი, საკადასტრო კოდით N7-----------; მ–-----, სოფელი ძ----, საკადასტრო კოდით N7-----------; მ–-----, ძ----, საკადასტრო კოდით N7-----------. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სატრანსპორტო საშუალებებსა და შპს "ა-------------ში" არსებულ წილზე ყადაღის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც, ქ. თ---–----------–----–--------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შპს "ი-----–----2"-ს (ID 2-------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მ–-----, სოფელი ნ----------ი, საკადასტრო კოდით N7-----------; მ–-----, სოფელი ძ----, საკადასტრო კოდით N7-----------; მ–-----, ძ----, საკადასტრო კოდით N7-----------. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სატრანსპორტო საშუალებებსა და შპს "ა-------------ში" არსებულ წილზე ყადაღის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „ი-----–----2“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ქ. თ---–----------–----–---------------ს შპს „ი-----–----2“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 98 252.03 ლარის გადახდა;

5. ქ. თ---–----------–----–---------------ს შპს „ი-----–----2“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 948 ლარის გადახდა;

6. ქ. თ---–----------–----–---------------ს შპს „ი-----–----2“-ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 5 500 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე