გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #221210018002612412 (2/37-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.04.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
მესტიის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ან---------–---ი
წარმომადგენელი სუ-–---------ა
მოპასუხე ვა–-----------ი
წარმომადგენელი გო---------ა
დავის საგანი: განქორწინება და ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხესთან განქორწინება.
ვა–-----------ისთვის მისი არასრულწლოვანი შვილების – სა------------ის და მა---------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ცნობს სარჩელს ალიმენტთან დაკავშირებით, თუმცა ითხოვს მისი ოდენობის განსაზღვრას (შემცირებას) მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეულ ბავშვზე 125 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
ან---------–---ი (პ/ნ 30--------8) და ვა–-----------ი (პ/ნ 30-------20) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 19.07.2002 წ.-დან,მათ ჰყავთ ორი შვილი - სა------------ი (დაბ. 16.10.2002 წ პ/ნ 30--------2) და მა---------------ი (დაბ. 03.08.2008 წ. პ/ნ 30--------0)
მხარეები ცხოვრობენ ცალცალკე, მათი ოჯახის აღდგენა შეუძებელია ბავშვები ცხოვრობენ დედასთან. დედის შემოსავალი ყოველთვიურად 200-300 ლარია.
მამა არ მონაწილეობს შვილების რჩენა-აღზრდაში. მას აქვს სათანადო სახსრები ფინანსურად დაეხმაროს შვილებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სარჩელი
-შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის დანაწესებით განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის საფუძველზე მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ხოლო 1213-ე მუხლის მიხედვით არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
როგორც ვნახეთ ალიმენტის ოდენობის შესახებ შეთანხმება მშობლებს შორის არ არის მიღწეული. ასეთ შემთხვევაში იმავე კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულებები მათი და მათი შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე მოპასუხის პოზიციის (სარჩელის ნაწილობრივ ცნობის) და მხარეთა განმარტებების მოსმენის, შედეგად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა თვეში 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემობების და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიაჩნია ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის განსაზღვრა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 31.08.2018.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 46-ე, 49-ე 53-ე დას 55-ე მუხლის დანაწესების გათვალისწინებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ან---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ან---------–---სა (პ/ნ 30--------8) და ვა–-----------ს (პ/ნ 30-------20) შორის - რეგისტრირებული –19.07.2002 წ (ქორწინების მოწმობა #01181001073, გაც. განმეორებით სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 17.01.2018 წ).
3. ვა–-----------ს მისი არასრულწლოვანი შვილების სა------------ის (დაბ. 16.10.2002 წ პ/ნ 30--------2) და მა---------------ის (დაბ. 03.08.2008 წ. პ/ნ 30--------0) სარჩენად (ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი ან---------–---ი) სარჩელის შემოტანის დღიდან (31.08.2018 წ-დან) დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშზე თვეში 150 ლარის ოდენობით.
4. ან---------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 50 ლარი
5. ვა–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა