გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210118002464486
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15388-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”

წარმომადგენელი - თა------------ე

მოპასუხეები - ბე----------ა, ირ------------ა

წარმომადგენელი - იმ-----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ბე----------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3809,43 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, პროცენტი 479,43 ლარი, ჯარიმა 830 ლარი.

1.2. მოპასუხე ბე----------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 11 აპრილიდან) 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2500 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს.

1.3. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 22 397,86 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 16043,91 აშშ დოლარი, პროცენტი 1371,21 აშშ დოლარი, ჯარიმა 3524,81 აშშ დოლარი, დაზღვევა 1457,93 აშშ დოლარი.

1.4. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 11 აპრილიდან) 2016 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 16043,91 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 6.53% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87,3 აშშ დოლარს.

1.5. თავდების ირ------------ას პასუხისმგებლობის თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის 20-5 წლის 31 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1-------7------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 13357 დღე. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის - 24%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მოხდარიყო საკრედიტო ლიმიტის ათვისებიდან 40 დღეში ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთის 25%-მდე შემცირებით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

ბე----------ას მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5625.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, პროცენტი - 479.43 ლარი და ჯარიმა - 2645.72 ლარი.

 

ასევე, სს „თი---------სა“ და ბე----------ას შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 30 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.53%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 05 იანვრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1- აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „თი---------სა“ და ირ------------ას შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმდა თავდებობის #1----------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა - ირ------------ამ სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა ბე----------ას მიერ 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულებითა და შესაბამისად, 2016 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 100000 აშშ დოლარით.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება პერიოდულად ირღვეოდა და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 16249.32 აშშ დოლარი, საიდანაც 13956.09 აშშ დოლარით დაიფარა ძირი თანხა, 821.37 აშშ დოლარით - პროცენტი, 214.55 აშშ დოლარით - ჯარიმა, ხოლო 1257.31 აშშ დოლარით - დაზღვევის პრემიის თანხა. 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 22397.86 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 16043.91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1371.21 აშშ დოლარი, ჯარიმა - 3524.81 აშშ დოლარი და დაზღვევა - 1457.93 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ძირითად მოვალესთან მიმართებაში ვერ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით. რაც შეეხება ირ------------ას, როგორც თავდების პასუხისმგებლობის საკითხს აღნიშნულ მოთხოვნასაც არ გააჩნია არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, თუ საერთოდ შესაძლებელია თავდებობის ნამდვილობაზე საუბარი, იგი უნდა გავრცელდეს მხოლოდ ბ----- ფ-----სა და სს ,,თი---------ს“ შორის 20-4 წლის 23 ივნისს დადებულ საბანკო კრედიტის N1-------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იყო, ასევე ირ------------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 20-4 წლის 02 ივნისის N1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი იპოთეკის უფლებით. ხსენებული იპოთეკის და თავდებობის ხელშეკრულება ირ------------ას მიერ გაფორმებულ იქნა ერთი და იგივე თარიღში და იგი ბუნებრივია მიზნათ ისახავდა ამ კრედიტის უზრუნველყოფას, რომლის თაობაზე ძირითად მოვალეს უკვე 20-4 წლის 29 მაისს ჰქონდა წარდგენილი განაცხადი და რომელიც საბანკო კრედიტის N1-------2------ ხელშეკრულების საფუძველზე იქნა გაცემული. გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი მდგომარეობით საბანკო კრედიტის N1-------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მსესხებლის ბე----------ას მიერ სრულად არის დაფარული და შესაბამისად ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება შეწყვეტილია შესრულებით.

 

მოპასუხე მხარე თვლის, რომ ირ------------ას თავდებობა შესაძლებელია გავრცელებულიყო მხოლოდ 20-4 წლის 23 ივნისს დადებულ საბანკო კრედიტის N1-------2------ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე და სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე იგი ვერანაირად ვერ გავრცელდება თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ორ წელიწად ნახევრის შემდგომ (20-6 წლის 30 დეკემბრის) საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ (ბე----------ას) ვალდებულებაზე. ამასთან, ვინაიდან მოცემული მომენტისათვის საბანკო კრედიტის N1-------2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ბე----------ას მიერ სრულად არის შესრულებული ეს უკანასკნელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427, 893-ე და 153-ე მუხლების საფუძველზე თავდებობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ასევე იწვევს თავდებობის შეწყვეტას.

 

მოპასუხეების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რაც უნდა იქნეს შემცირებული მის გონივრულ ოდენობამდე.

 

(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 136-140).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „თი---------სა“ და ბე----------ას შორის 20-5 წლის 31 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 13357 დღე. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის - 24%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მოხდარიყო საკრედიტო ლიმიტის ათვისებიდან 40 დღეში ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთის 25%-მდე შემცირებით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1.1. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში;

 

ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23);

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 24-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 20-4 წლის 02 ივნისს სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის გაფორმდა N0---.1------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი კლიენტს მოემსახურება შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.

 

მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის 20-6 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა N1-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2021 წლის 05 იანვრამდე, საპროცენტო სარგებელი წლიური 6,53%-ის დარიცხვით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1- აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებული ვადით სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ ,,ჯ-----ში“.

 

მსესხებელმა იკისრა დაზღვევის პრემიის გადახდის ვალდებულება სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულება (ს.ფ. 41-48);

- განაცხადი სესხზე (ს.ფ. 49-51);

- 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება (ს.ფ. 52-53).

- დანართი N1/პოლისი N1-------8------ (ს.ფ. 55-57);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 58-59);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 20-4 წლის 02 ივნისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------სა“ და ირ------------ას შორის 20-4 წლის 02 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1-0 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების თანახმად, თავდები იღებს ვალდებულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად აგოს პასუხი წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ,,კლიენტის“ მიერ ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 61-63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 20-4 წლის 02 ივნისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 20-7 წლის 14 თებერვალს, სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა ბე----------ას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - ,,H-------”.

 

გირავნობის ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები ან თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარავად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ გირავნობის საგნის ღირებულების ან გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 7.1.1. პუნქტის თანახმად, მოგირავნე უფლებამოსილია გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონის მეშვეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 176-181);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. ბე----------ას მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 211-21-);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.6. სს ,,თი---------ი“-ს მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ა-–----------------------------“-ს მიერ მომზადებული იქნა დასკვნა გირავნობის საგნის ღირებულების შესახებ.

 

სს ,,თი---------მა“ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მ-----------------------ოს და მოითხოვა გირავნობის მოწმობის გაცემა.

 

20-7 წლის 03 ნოემბრის მდგომარეობით, ბე----------ას დავალიანება სს ,,თი---------ი“-ს მიმართ 20-6 წლის 30 დეკემბრის N1-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 30 0--,9 აშშ დოლარს.

 

20-8 წლის 26 იანვარს, სს ,,თი---------ის“ მიერ განხორციელდა დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, ელექტრონულ აუქციონზე. გირავნობის საგანი გასხვისებული იქნა 29300 ლარად.

 

გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით დაიფარა ხარჯები, ხოლო დარჩენილი თანხით 11-06,51 აშშ დოლარით დაიფარა ძირითადი თანხის ნაწილი.

 

მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინება გირავნობის საგნის რეალიზაციისა და რეალიზაციიდან ამონაგები თანხების განაწილების თაობაზე.

 

შესაბამისად, ბე----------ას დავალიანება სს ,,თი---------ი“-ს მიმართ 20-6 წლის 30 დეკემბრის N1-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 22397,86 აშშ დოლარით, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 16043,91 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებლის დავალიანებაა 1371,21 აშშ დოლარი, ჯარიმა 3524,81 აშშ დოლარი, დაზღვევა 1457,93 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 76);

- დასკვნა (ს.ფ. 214-218);

- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 213);

- ამონაწერი სააუქციონო მომსახურებიდან (ს.ფ. 220-222);

- შეტყობინება (ს.ფ. 211-21-);

- სს ,,თი---------ის“ ცნობა (ს.ფ. 230).

 

3.1.7. მოპასუხე ბე----------ამ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, სს ,,თი---------ი“-ს მიმართ, 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბე----------ას ერიცხება დავალიანება - 5625.15 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, პროცენტი - 479.43 ლარი და ჯარიმა - 2645.72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 76).

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა არაერთხელ.

 

მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა. ამ გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია.

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა მათ მიმართ მოთხოვნის უფლება.

 

3.2.2. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, ბე----------ას დავალიანება სს ,,თი---------ი“-ს მიმართ 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5625.15 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, პროცენტი - 479.43 ლარი და ჯარიმა - 2645.72 ლარი, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22397.86 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 16043.91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1371.21 აშშ დოლარი, ჯარიმა - 3524.81 აშშ დოლარი და დაზღვევა - 1457.93 აშშ დოლარი.

 

მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.

 

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე----------ას დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება და დავალიანების ოდენობა შეადგენს მითითებულ თანხებს.

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება განიხილება 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, მითითებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს 20-6 წლის 30 დეკემბერს სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შინაარსი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.

 

20-4 წლის 02 ივნისს სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის გაფორმდა N0---.1------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი კლიენტს მოემსახურება შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.

 

მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის 20-6 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა N1-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2021 წლის 05 იანვრამდე, საპროცენტო სარგებელი წლიური 6,53%-ის დარიცხვით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1- აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის დადებული იყო აგრეთვე 20-4 წლის 23 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა თანხა 20 000 ლარის ოდენობით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა 20-4 წლის 02 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ირ------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 20-4 წლის 23 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მსესხებლის მხრიდან შესრულებულია.

 

20-4 წლის 02 ივნისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------სა“ და ირ------------ას შორის 20-4 წლის 02 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1-0 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების თანახმად, თავდები იღებს ვალდებულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად აგოს პასუხი წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ,,კლიენტის“ მიერ ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

მითითებული თავდებობის ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები, კერძოდ ძირითადი ხელშეკრულება: 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ,,კლიენტის“ მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები: ძირითადი ხელშეკრულებების, რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულების) და ამ თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 52–ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადეკვატური უნდა იყოს ფაქტის.

 

მითითებული ხელშეკრულებების შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს 20-6 წლის 30 დეკემბერს ბანკსა და ბე----------ას შორის გაფორმებული N1-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის შინაარსი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხების ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები. კერძოდ, დადგენილია, რომ 20-4 წლის 02 ივნისს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ორივე სესხის ოდენობა 20 000 ლარი და 30 000 აშშ დოლარი არ აღემატება თავდების ირ------------ას პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხას 1-0 000 აშშ დოლარს. არალოგიკურია ვარაუდი, რომ სულიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა მხოლოდ, საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესი და პირობები.

 

3.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის 20-5 წლის 31 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 830 ლარის, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 3524,81 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3524,81 აშშ დოლარისა და 830 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბე----------ას დავალიანება სს ,,თი---------ი“-ს მიმართ 20-6 წლის 30 დეკემბრის N1-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 22397,86 აშშ დოლარით, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 16043,91 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებლის დავალიანებაა 1371,21 აშშ დოლარი, ჯარიმა 3524,81 აშშ დოლარი, დაზღვევა 1457,93 აშშ დოლარი. ხოლო, 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბე----------ას ერიცხება დავალიანება - 5625.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, პროცენტი - 479.43 ლარი და ჯარიმა - 2645.72 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან 20-8 წლის 11 აპრილიდან, 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2500 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი, წლიური 24% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 16043.91 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 6.53% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87.3 აშშ დოლარს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს ათმაგი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 264 ლარით, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 352,48 აშშ დოლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 1-2-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს „თი---------სა“ და ბე----------ას შორის დადებული 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულება და 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 20-6 წლის 30 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულება.

 

20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #1-------7------ ხელშეკრულბის საფუძველზე მსესხებლზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 13357 დღე. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის - 24%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მოხდარიყო საკრედიტო ლიმიტის ათვისებიდან 40 დღეში ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთის 25%-მდე შემცირებით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

20-6 წლის 30 დეკემბერს საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30000 აშშ დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.53%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 05 იანვრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1- აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

6.2. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ძირითად მოვალესთან მიმართებაში ვერ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობას წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

 

მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეძლო, რომელიც შეეხება თავდების ირ------------ას პასუხისმგებლობის შეწყვეტას.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება განიხილება 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, მითითებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს 20-6 წლის 30 დეკემბერს სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შინაარსი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

20-5 წლის 31 მარტს, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 2500 ლარი, 13 357 დღის ვადით, წლიური განაკვეთი - 24% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%. მხარეთა შორის განისაზღვრა რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა დარიცხული პროცენტი.

 

საპროცენტო სარგებელზე შეთანხმებას ითვალისწინებს აგრეთვე მხარეთა შორის 20-6 წლის 30 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კერძოდ, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30000 აშშ დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.53%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 05 იანვრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, ბე----------ას მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხეებისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო კრედიტით სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა, კერძოდ 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულბით პროცენტის ოდენობა შეადგენს 24%, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით - 6,53%-ს. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ბე----------ას მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებისა და 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების გადახდა, ისე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ვალდებულების შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება.

 

მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 830 ლარი უნდა შემცირდეს 264 ლარამდე, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3524,81 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 352,48 აშშ დოლარამდე.

 

6.6. 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ, მსესხებელმა იკისრა კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებული ვადით სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ ,,ჯ-----ში“.

 

მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ პოლისი N1-------8------. (იხ. ს.ფ. 55-57);

 

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და სადაზღვევო პრემიის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

როგორც აღინიშნა, 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება განიხილება 20-4 წლის 02 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0---.1------.0-- ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად. სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს 20-6 წლის 30 დეკემბერს სს ,,თი---------სა“ და ბე----------ას შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ბე----------ასა და ირ------------ასათვის 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, შემცირებული პირგასამტეხლოს და სადაზღვევო თანხის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას 20-5 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 132,28 ლარი, ხოლო 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში - 1866,87 ლარი.

 

20-5 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 20-5 წლის 31 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3809,43 ლარის და ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დარიცხული თანხის 600 ლარის ჯამს, 4409,43 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა).

 

20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 20-6 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 22397,86 აშშ დოლარის და სამი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დარიცხული თანხის 3142,8 აშშ დოლარის ჯამს, 25540,66 აშშ დოლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 20-5 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 3843,43 ლარით (სესხის ძირითადი თანხა - 2500 ლარი, პროცენტი - 479,43 ლარი, პირგასამტეხლო - 264 ლარი, ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხა 600 ლარი), ნაცვლად მოთხოვნილი 4409,43 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 87,16%). შესაბამისად, მოპასუხე ბე----------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 132,28 ლარის 87,16%-ს, 115,28 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე 20-5 წლის 31 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 22368,33 აშშ დოლარით (20-6 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 16043,91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1371,21 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია - 1457,93 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 352,48 აშშ დოლარი, სამი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხა 3142,8 აშშ დოლარი), ნაცვლად მოთხოვნილი 25540,66 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 87,57%). შესაბამისად, მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 1866,87 ლარის 87,57%-ს, 1634,81 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე 20-6 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, სასამართლოს გარეშე ხარჯის - აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა.

დარჩენილი ნაწილი კი, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 25 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,თი---------ი“-ს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე - ირ------------ას (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ------------, N1-8, ს--------–---, ბ-------, საკადასტრო კოდით: 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ვინაიდან, სს ,,თი---------ი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხეების ბე----------ასა და ირ------------ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოპასუხე ბე----------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 20-5 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3243,43 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2500 ლარი, პროცენტი - 479,43 ლარი, ჯარიმა - 264 ლარი.

 

3.1. მოპასუხე ბე----------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 11 აპრილიდან) 2015 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N1-------7------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2500 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50 ლარს.

 

4. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 19225,53 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 16043,91 აშშ დოლარი, პროცენტი - 1371,21 აშშ დოლარი, ჯარიმა - 352,48 აშშ დოლარი, დაზღვევა - 1457,93 აშშ დოლარი.

 

4.1. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 11 აპრილიდან) 2016 წლის 30 დეკემბრის საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 16043,91 აშშ დოლარზე, აღსრულებამდე წლიური 6.53% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 87,3 აშშ დოლარს.

 

4.2. თავდების - ირ------------ას პასუხისმგებლობის თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1-0 000 აშშ დოლარით.

 

5. მოპასუხე ბე----------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 115,29 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1684,81 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

7. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის - აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.

 

8. მოპასუხეებს ბე----------ასა და ირ------------ას მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 500 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი