გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002758072
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35749-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა

მოსარჩელეები - 1 - ლი-–-----------–---–ი

2 - თა---–------------

წარმომადგენლები - 1 - გ--------–----–---–ი

2 - და-------------–---–-

მოპასუხე - ნი---------–---–-

წარმომადგენელი - ლა–--–------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გამონთავისუფლდეს ნი---------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, წი----------–---–-------------------- საკადასტრო კოდი N01.1--0--0---0---0--0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეებს ლი-–-----------–---–სა და თა---–------------ს.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ 2 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად) გადახდა.

 

1.3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 100-112)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 სექტემბრის NA---------------- განკარგულების თანახმად, ნი---------–---–-ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: თბილისი, წი----------–---–------------------------ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---0---0--0-- - მესაკუთრე 2018 წლის 18 სექტემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლი-–-----------–---–ი.

 

(მტკიცებულება: განკარგულება, ს.ფ. 26-27)

 

3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ---–-----------–---–-----------------------------------–-------------- ფართი: 132.60 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--1--0--0---0---0--0-- - 2018 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ლი-–-----------–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი: 26/09/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 28-29)

 

3.2.3. 2018 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ლი-–-----------–---–ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით N0--1--0--0---0--0--0-- - 2/8 ნაწილის მესაკუთრე გახდა თა---–------------.

 

(მტკიცებულება: ხელშეკრულება, ს.ფ. 45)

 

3.2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ---–-----------–---–-----------------------------------–-------------- ფართი: 132.60 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--1--0--0---0---0--0-- - დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ლი-–-----------–---–ის (2/10 ნაწილი) და თა---–------------ს (8/10 ნაწილი) საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი: 26/09/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; ხელშეკრულება უძრავი ქონების წილის გადაცემის შესახებ ვალის სანაცვლოდ, დამოწმების თარიღი: 05/10/2018წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 46-47)

 

3.2.5. ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ---–-----------–---–-----------------------------------–-------------- ფართი: 132.60 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--1--0--0---0---0--0-- - ფაქტობრივად ფლობს ნი---------–---–-.

 

(მტკიცებულება: დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2019 წლის 11 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 100-112, 129-141, 143-152)

 

3.2.6. მოსარჩელემ აღძრული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრება ქონების გაქირავების შეუძლებლობის გამო დაკარგული შემოსავლის ასანაზღაურებლად. მოთხოვნის ოდენობის გაანგარიშების დასტურად კი წარმოდგენილ იქნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შპს „ინ----–---------ს“ შეფასების ანგარიში.

 

(მტკიცებულება: ანგარიში, ს.ფ. 115)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის შედეგად, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტი, რაც შეიძლება გამოხატულიყო ქონების გაქირავების შედეგად ოთხი თვის პერიოდზე სარგებლის მიღებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნაც, ამ კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში, რომელსაც მართალია, არ აქვს სხვა მტკიცებულებებზე აღმატებული იურიდიული ძალა, თუმცა, მის იურიდიულ ძალასა და შინაარსს აფასებს სასამართლო მისივე დასაშვებობის, გამოყენებული კვლევის მეთოდების, საკვლევი მასალისა და ა.შ. მიხედვით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-929-869-2017, 27.12.2017წ).

 

სადავო შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნის დასტურად წარმოდგენილ შპს „ინ----–---------ს“ მიერ შედგენილ ქონების შეფასების თაობაზე დასკვნას და განმარტავს, რომ იგი არ შეესაბამება რეალურ მოცემულობას. სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიში ვერ გახდება საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური გასაქირავებელი თანხის ოდენობა, ვინაიდან მითითებული დასკვნა არ შეიცავს მითითებას და კვლევას, თუ რა შესადარებელი ანალოგები იქნა შესწავლილი, რა წესით გადამოწმდა ბაზარზე არსებული საიჯარო ქირის ოდენობა და კონკრეტულად რა კვლევის გათვალისწინებით მივიდა შემფასებელი დასკვნაში მითითებულ თანხის ოდენობამდე.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე სდავოდ ხდის წარმოდგენილი დასკვნის სათანადოობას და მოსარჩელე მხარე გარდა საშემფასებლო ანგარიშისა, ვერ მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს 2 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო ქონების გაქირავების გზით მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის გამო მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიუღებლობის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისაგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა ნივთის ფლობის გამო მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისშესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 982-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა), გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრებაში. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. შესაბამისად, ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნივთის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობა ზოგადად ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან მესაკუთრეს ყოველთვის აქვს ქონებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ შემოსავლის მიუღებლობით დაკარგული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნისას, მოდავე მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის კონკრეტული ოდენობით შემოსავლის მიუღებლობის ფაქტი, რაც სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა. ამდენად, მხარის მოთხოვნა ნივთის გაქირავების შეუძლებლობის გამო მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ოთხ თვეზე გაანგარიშებით 2 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მისი გამოყენების აუცილებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელეს პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე კი მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 159 ლარის ოდენობით (ს.ფ. 123). ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია იურიდიული მომსახურებისათვის 1 000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 116).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან პირველი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა. ხოლო ვინაიდან მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ასევე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 160 ლარს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. გამონთავისუფლდეს ნი---------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, წ-----------–---–--------------------- საკადასტრო კოდი N0--1--0--0---0---0--0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეებს ლი-–-----------–---–სა და თა---–------------ს.

 

1.2. მოსარჩელე ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. მოსარჩელე ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნი---------–---–ს მოსარჩელე ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ნი---------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე ლი-–-----------–---–ისა და თა---–------------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 159 (ას ორმოცდაცხრამეტი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი