გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
330210018002641273
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/27499-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - შპს „ილ-----------

მოსარჩელის წარმომადგენელი - გვ--–--------ძე

მოპასუხე - მა-------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას შპს „ილ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბ--–--ში, ჩა--------------------, ნაკვეთი 4---, დაზუსტებული ფართობი: 3072 კვ.მ, საკადასტრო კოდით N0-.13.0--0--.1---0-.5-- მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა N-, პირველ სართულზე არსებული დერეფნის ნაწილი 23.12 კვ.მ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს შპს „ილ------------ს; 1.2. მა-------------ეს დაევალოს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ თბ--–--ში, ჩა--------------------, ნაკვეთი 4---, დაზუსტებული ფართობი: 3072 კვ.მ, საკადასტრო კოდით N0-.13.0--0--.1---0-.5-- მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა N-, პირველ სართულზე არსებული დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - კედლის დემონტაჟი; 1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. მოპასუხის პოზიცია წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–--ში, ჩა---------------------ში, შენობა-ნაგებობა N-, სართული 1 და ანტრესოლი (ს/კ 0-.13.0--0--.1---0-.5--) საკუთრების უფლებით ირიცხება შპს „ილ----------“-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: 2---------–- უძრავი ქონების ნასყიდობის და სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულება. (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 26-27, ხელშეკრულება, ს.ფ. 16-20). 3.2.2 შპს „პ--------------------ის“ მიერ ჩატარებული შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზისა (იხ. შიდა აზომვითი ნახაზი, ს.ფ. 30-34) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 18.09.2---–. მომზადებული N0-------- დასკვნის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 35-44) შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩია, რომ პირველ სართულზე არსებულ შენობა N--ში (აზომვით ნახაზზე ცისფერ ფერად მონიშნული), რომელიც თავდაპირველად იყო 114.39 მ2 და არის დერეფანი, მდებარეობს სადავო კედელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ილ----------“ ედავება მა-------------ეს მის საკუთრებაში არსებულ ფართში, კერძოდ კი, დერეფანში კედლის აშენებას, რამაც შეამცირა მისი ფართი და ნაცვლად 114.39 კვ.მ-სა, დღეის მდგომარეობით შეადგენს 23.76 კვ.მ-ით ნაკლებს. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე და განმარტავს, რომ მას არ ამოუშენებია კედელი და მით უფრო, არ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ფართს. მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრში დაცული უძრავი ქონების აზომვითი ნახაზი და ექსპერტიზის დასკვნა, რაც მის პოზიციას ადასტურებს, ხოლო მისი საპირისპირო მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა შპს „ილ----------“-ის წარმომადგენლის პოზიციას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია და მასზე არც სარწმუნოდ მიუთითებია, მხოლოდ მხარის ზეპირ ახსნა-განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს. 3.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.09.2--- წლის N0-------- დასკვნით (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 35-44) დადგენილია შემდეგი: · შპს „ილ------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბ--–--ი, ჩა--------------------, საკ. კოდი: 0-.13.0--0--.1---0-.5--, პირველ სართულზე არსებულ დერეფანში შესასვლელის მხრიდან (საჯარო რეესტრში დაცული შიდა აზომვით ნახაზზე მარცხნიდან მარჯვნივ) ამოშენებულ კედლამდე მანძილი შეადგენს 23.76 მეტრს (დანართი #1). · შპს „ილ------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბ--–--ი, ჩა--------------------, საკ. კოდი: 0-.13.0--0--.1---0-.5--, პირველ სართულზე არსებული დერეფნის ფართი ფაქტობრივი მდგომარეობით შეადგენს 91.27 კვადრატულ მეტრს (დანართი #1) · შპს „ილ------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბ--–--ი, ჩა--------------------, საკ. კოდი: 0-.13.0--0--.1---0-.5--, პირველ სართულზე არსებული დერეფნის ფართი ფაქტობრივი მდგომარეობით შემცირებულია 23.12 (114.39-91.27=23.12) კვადრატული მეტრით, წარმოდგენილ შპს „პ--------------------ის“ მიერ შედგენილ აზომვით ნახაზზე მოცემულ ფართთან მიმართებაში (დანართი #1 და დანართი #2). სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე და მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს უმთავრესად, შპს „ილ------------ის საკუთრების უფლებას სადავო ფართზე და ამავდროულად, მის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ დერეფნის ფართი არის შემცირებული ამოშენებული კედლის ხარჯზე. 3.2.4. დადგენილია, რომ 0-.13.0--0--.1---0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბ--–--ში, ჩა---------------------ში, შენობა-ნაგებობა N-, სართული 1 და ანტრესოლი, I სართულზე არსებულ დერეფნის ნაწილში არსებობს კედელი, რომელიც იკავებს 23.12 კვ.მ-ს და რომელსაც ვერ ფლობს მოსარჩელე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.2 და 3.2.3 პუნქტებში იმსჯელა და დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და ამავდროულად, გაიზიარა მისი მოსაზრება, სადავო ფართის მა-------------ის მიერ ფლობის ნაწილშიც. ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების საპირისპირო რელევანტური მტკიცებულება ამ ეტაპისთვის საქმეში წარმოდგენილი არ არის, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 3.2.5. არ დგინდება სადავო კედლის ამოშენების ფაქტი მა-------------ის მიერ, რის გამოც, მოთხოვნა მისი დემონტაჟის თაობაზე მიმდინარე დავის მოპასუხის მიმართ, არის დაუსაბუთები. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-269-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–--ში, ჩა---------------------ში, შენობა-ნაგებობა N-, სართული 1 და ანტრესოლი, საკადასტრო კოდით: 0-.13.0--0--.1---0-.5-- მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე შპს „ილ-----------. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ფლობს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სრულად, ჯეროვნად და რომ მისი საკუთრების უფლება ილახება სადავო კედლის არსებობით. თუმცა, მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ კედელი ამოშენებულია მა-------------ის მიერ, ვერ დაადასტურა მოსარჩელემ, ფაქტს კი მოპასუხე უარყოფს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში მოთხოვნა არის სათანადოდ დასაბუთებული და ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. რაც შეეხება მოთხოვნას კედლის დემონტაჟის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ უნდა ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ამ ნაწილში. 6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნას იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. 6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა მიუთითებს მხოლოდ საკანონმდებლო ნორმაზე და არ ასაბუთებს მის აუცილებლობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში უნდა ეთქვას უარი. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 60 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება ასევე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გადაწყვიტა: 1. შპს „ილ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. მა-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას შპს „ილ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბ--–--ში, ჩა--------------------, ნაკვეთი 4---, დაზუსტებული ფართობი: 3072 კვ.მ, საკადასტრო კოდით N0-.13.0--0--.1---0-.5-- მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა N-, პირველ სართულზე არსებული დერეფნის ნაწილი 23.12 კვ.მ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - შპს „ილ------------ს. 3. შპს „ილ------------ს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კედლის დემონტაჟის ნაწილში. 4. მოპასუხე მა-------------ეს მოსარჩელე შპს „ილ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯი - 100 ლარი. 5. შპს „ილ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია 06/06/2--- წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება N-528------). 6. შპს „ილ------------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. 7. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე მაია სვიანაძე