გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210118002665598
საქმე # 2/811-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.04.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე სს „სადაზღვევო კომპანია ალ---“
მოსარჩელის წარმომადგენელი ა-–--------------------
მოპასუხე მა--- მუ----ი, მა-----– აბ-----–---------ი
მოპასუხის წარმომადგენელი: ნ--–----------–----–---–-
დავის საგანი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მა-----– აბ-----–---------ს და მა--- მუ----ს მოსარჩელე სს „სადაზღვევო კომპანია ალ---“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება - 11 749,50 ლარის ოდენობით .
1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ პროცესის ხარჯების ანაზღაურება .
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 22 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - შსს ) და სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---“ს (შემდგომში - სადაზღვევო კომპანია ან ალ---) შორის ელექტრონული ტენდერის (სპა-170002---) საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2-- ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც ალ--- ახორციელებდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2018 წლის 29 ივლისს თი-------ახ------ყვ-----–--ნი--------- საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზი-------ში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შსს-ს მიერ ალ---ში დაზღვეული ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, სახ. ნომრით VV- 11----, რომელსაც შეეჯახა მა--- მუ----ის საკუთრებაში აღრიცხული ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- , რომელსაც მა-----– აბ-----–---------ი მართავდა.
ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში საქართველოს ას კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მა-----– აბ-----–---------ი, რის საფუძველზეც დაჯარიმდა 250 ლარით . საჯარიმო ქვითარში მითითებულია, რომ მძღოლმა მა-----– აბ-----–---------მა ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია .
მა-----– აბ-----–---------ს საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია, ჯარიმის თანხა გადაიხადა დროულად და სრულად .
შსს-ს და ალ---ს შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება ექვემდებარება ალ---ს მხრიდან ანაზღაურებას, ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, შეკეთება განახორციელა შპს ,,ჰი--------------------------–--“მ, სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 11 749.50 ლარი, რაც ს.ს. სადაზღვევო კომპანია ალ---მ შპს ,,ჰი--------------------------–--“ს, 2018 წლის 14 აგვისტოს გადაურიცხა .
ამდენად, სადაზღვევო შემთხვევაზე გაცემულმა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 11 749.50 ლარი. აღნიშნულ ზიანის ანაზღაურებაზე ზიანის უშუალო მიმყენებელ მძღოლთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია ავტომანქანის მესაკუთრე მა--- მუ----იც , რომელმაც თავისი ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- სამართავად გადასცა მა-----– აბ-----–---------ს .
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე მა-----– აბ-----–---------ის მითითებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალით არ მომხდარა. მან ქართული წერა კითხვა არ იცის, თარჯიმანი არ ესწრებოდა, ამიტომ რა დაწერეს გამოკითხვის ოქმში და საჯარიმო ქვითარში, მისთვის უცნობია. მა-----– აბ-----–---------ი ასევე არ დაეთანხმა ზიანის ოდენობას და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის ავტომანქანა უმნიშვნელოდ დაზიანდა, ამიტომ მიყენებული ზიანი შეადგენს არა 11749,50 ლარს, არამედ გაცილებით ნაკლებს - 500 ლარს.
მოპასუხე მხარის მითითებით, ავტომანქანა მა-----– აბ-----–---------მა შეიძინა და ავტოსაგზაო შემთხვევამდე თვითონ ფლობდა. მა--- მუ----ზე ავტომანქანა დარეგისტრირდა ფორმალურად, მხოლოდ იმიტომ, რომ მა-----– აბ-----–---------ზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე, ავტომანქანა ვერ გაფორმდებოდა. ამიტომ ავტომანქანის როგორც მფლობელი (მესაკუთრე) ასევე მოსარგებლე არის მა-----– აბ-----–---------ი, ამიტომ მა--- მუ----ს სოლიდარული პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---“ს შორის ელექტრონული ტენდერის (სპა-170002---) საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ალ--- ახორციელებდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 15.05.2018 წლის N328 ხელშეკრულება (ს.ფ 18);
3.2.2. 2018 წლის 29 ივლისს თი-------ახ------ყვ-----–--ნი--------- საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზი-------ში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- ბრალით, რომელსაც მა-----– აბ-----–---------ი მართავდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივლისს თი-------ახ------ყვ-----–--ნი--------- საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზი-------ში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ალ---ში შსს-ს მიერ დაზღვეული ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, სახ. ნომრით VV- 11----, რომელსაც მა-----– აბ-----–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- შეეჯახა .
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივლისს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, რომელსაც თარჯიმანი ესწრებოდა, მა-----– აბ-----–---------მა დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტი და სრულად აიღო პასუხისმგებლობა შეჯახების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასევე მა-----– აბ-----–---------ი დაეთანხმა და ხელისმოწერით დაადასტურა მის მიმართ საქართველოს ას კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმი, საჯარიმო ქვითარი (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ... რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადმიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) რისთვისაც დაჯარიმდა 250 ლარით. საჯარიმო ქვითარში, რომელიც თარჯიმნის მონაწილეობით არის შედგენილი, მითითებულია, რომ 2018 წლის 29 ივლისს თი-------ახ------ყვ-----–--ნი--------- საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზი-------ში, მძღოლმა მა-----– აბ-----–---------მა ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია .
აღნიშნული სამართალდარღვევის აქტი და მისი შინაარსი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, მა-----– აბ-----–---------მა დროულად და სრულად გადაიხადა ჯარიმა, ამიტომ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ტვირთიც ამ უკანასკნელის მხარეზეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 ივლისს თი-------ახ------ყვ-----–--ნი--------- საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზი-------ში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- ბრალით, რომელსაც მა-----– აბ-----–---------ი მართავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარიმო ქვითარი, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 44 - 45)
- მძღოლების გამოკითხვის ოქმები (ს.ფ. 47-48)
- ამონაბეჭდი პოლიციის ვებ. გვერდიდან (იხ. ს.ფ 51).
3.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 11 749, 50 ლარი, რაც სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---მ“ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა ,,ჰი--------------------------–--ს“ .
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 02 აგვისტოს #0208-004 წერილით დადგენილია, რომ დაზიანებულ ავტომანქანაზე მოქმედებდა გარანტია, ამიტომ შეკეთება განახორციელა შპს ,,ჰი--------------------------–--“მ, ხოლო 2018 წლის 06 აგვისტოს #013 ინვოისით დადგენილია, რომ შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილ ავტომანქანას ,,HYUNDAI ELANTRA”, სახ. ნომრით VV- 11----, ესაჭიროება სათადარიგო ნაწილები და მომსახურება, 11 749, 50 ლარის ღირებულების, რაც სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---მ“ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა ,,ჰი--------------------------–--ს, რაც საქმეზე დართული #14278 საგადახდო დავალებით დასტურდება.
მოპასუხე მხარემ მიყენებული ზიანის ოდენობა სადავოდ გახადა და განმარტა, რომ რეალურად ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს არა 11 749, 50 ლარს, არამედ გაცილებით ნაკლებს, თუმცა მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ და თავისი პოზიციის დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რომ შსს -ს ავტომანქანას ამ ოდენობის ზიანი არ მიუღია, თუმცა ზიანის ოდენობის სადავოობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსს კოდექსის 102 მუხლის მე-2 ნაწილით, ზეპირი განმარტებაც ერთ-ერთი მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სადავო გარემოების დასადასტურებლად თავის ახსნა-განამარტებასთან ერთად სასამართლოს წარმოუდგინა წერილობითი მტკიცებულებები: საგარანტიო ცნობა, სათადარიგო ნაწილების და მომსახურების შესახებ ინვოისი, სადაზღვევო შემთხვევის განაცხადი, საგადახდო დავალება . სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ამ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად წარმოდგენილი ზეპირი ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი, რადგან მოპასუხეს შპს ,,ჰი--------------------------–--“ს მიერ შედგენილი გაანგარიშების საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მეტიც მოპასუხე მხარემ საქმეზე მიცემული ახსნა-განმარტებითაც კი არ მოახდინა კვალიფიციური შედავება, თუ როგორ, რაზე დაყრდნობით განსაზღვრა ზიანის ოდენობა 500 ლარი, ინვოისში მითითებული რომელი სათადარიგო ნაწილი არ ესაჭიროებოდა დაზიანებულ ავტომანქანას ან რომელი მომსახურებაა ზედმეტად მითითებული. აქედან გამომდინარე მოპასუხე მხარის პოზიცია ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არ არის არგუმენტირებული, გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ ვერ იქნება მხედველობაში მიღებული როგორც ზიანის ოდენობის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი კვალიფიციური შედავება. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხოლოდ ზეპირ განმარტებას ზიანის არარეალურ ოდენობასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 11 749, 50 ლარი, რაც სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---“მ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს, სრულად გადაურიცხა ,,ჰი--------------------------–--ს ,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-,,ჰი--------------------------–--ს’’ 02.08.2018 წლის #0208-004 წერილი (ს.ფ.55)
- ,,ჰი--------------------------–--ს’’ 2018 წლის 06 აგვისტოს #013 ინვოისი (ს.ფ.49)
-#14278 საგადახდო დავალება (ს.ფ.52)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.4. მა-----– აბ-----–---------თან ერთად ზიანზე სოლიდარულად პასუხისმგებელია ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- მესაკუთრე მა--- მუ----ი .
მხარეებს შორის სადავოა მა--- მუ----ის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად მიჩნევის საკითხი. მოსარჩელე განმარტავს, რომ ავტომანქანა Mercedes Benc #XM99--- , რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა მა-----– აბ-----–---------ი, მესაკუთრეა მა--- მუ----ი, რის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი XM99--- , მარკა მოდელი -მერსედეს - ბენც E 240, რეგისტრაციის მოწმობა -AM 065----, გაცემული 27/01/2018წ. მესაკუთრეა მა--- მუ----ი (პ/ნ 45001030---). ასეთ შემთხვევაში ამ წერილობითი დოკუმენტის გამაბათილებელი მტკიცებულების წარმოდგენა ევალება მოპასუხე მხარეს .
მოპასუხე მა-----– აბ-----–---------მა და მა--- მუ----მა სხდომაზე განმარტეს, რომ ავტომანქანა შეიძინა და ავტოსაგზაო შემთხვევამდე ფლობდა მა-----– აბ-----–---------ი, ხოლო საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მა--- მუ----ზე ავტომანქანა ფორმალურად გაფორმდა, მხოლოდ იმიტომ , რომ მა-----– აბ-----–---------ი რუსეთის მოქალაქეა და არ შეეძლო ავტომანქანის თავის სახელზე გაფორმება, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მა--- მუ----ის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის (მესაკუთრის) პასუხისმგებლობას გამორიცხავდა, სასამართლოში არ წარმოუდგენიათ, ამიტომ სასამართლო დადგენილად თვლის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა Mercedes Benc სახ.# XM99--- მესაკუთრეა მა--- მუ----ი, რომელიც სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მა-----– აბ-----–---------ს, ამიტომ ზიანის უშუალო მიმყენებელთან მა-----– აბ-----–---------თან ერთად ზიანზე სოლიდარულად პასუხისმგებელია ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- მესაკუთრე მა--- მუ----ი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო (ს.ფ 56)
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში ა----ბული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის 1 ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317 მუხლის 1 ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999 მუხლის 1 ნაწილით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მოპასუხე მა-----– აბ-----–---------ის მიერ დარღვეული იქნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაზედაც შეუდგინეს ადმინისტრაციული აქტი და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმის სახით, რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. დროულად და სრულად გადაიხადა ჯარიმა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---“ს შორის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ალ--- ახორციელებდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 16 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივლისს თი-------ახ------ყვ-----–--ნი--------- საავტომობილო გზის 104 -ე კილომეტრზე, სოფელ ზი-------ში, ავტომანქანა Mercedes Benc XM99--- ბრალით, რომელსაც მა-----– აბ-----–---------ი მართავდა, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა , რა დროსაც დაზიანდა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---ში“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული ავტომანქანა ,,HYUNDAI ELANTRA”, სახ. ნომრით VV- 11---- . ასევე დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ვადაში.
დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 11 749, 50 ლარი, რაც სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---მ“ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს სრულად გადაურიცხა ,,ჰი--------------------------–--ს“ , რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურების უფლება
6.2 საქართველოს სამოქალო კოდექსის 999 მუხლის 4. ნაწილით, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---ს“ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა, რომლის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი XM99--- , მარკა მოდელი -მერსედეს - ბენც E 240, რეგისტრაციის მოწმობა -AM 065----, გაცემული 27/01/2018წ. მესაკუთრეა მუ----ი მა--- (პ/ნ 45001030---) .
მოპასუხე მხარემ აღნიშნულ ავტომანქანაზე მა--- მუ----ის საკუთრების უფლება და შესაბამისად, მა-----– აბ-----–---------ისთვის ავტომანქანის სარგებლობაში გადაცემა სადავო გახადა. მოპასუხის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში მა--- მუ----ზე ავტომანქანის საკუთრების უფლება ფორმალურად დარეგისტრირდა, რადგან მა-----– აბ-----–---------ზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე, ავტომანქანა ვერ გაფორმდებოდა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186 -ე მუხლის შესაბამისად, მართალია შსს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მა--- მუ----ზე რეგისტრაცია არ გამორიცხავს, რომ ამ ავტომანქანის როგორც მესაკუთრე (მფლობელი) , ასევე მოსარგებლე იყო მა-----– აბ-----–---------ი, თუმცა იმ პირობებში, როცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები , რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მა--- მუ----ი, ხოლო მოსარგებლე - მძღოლი მა-----– აბ-----–---------ია, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ეს რეგისტრაცია ფორმალურია და რეალურად ავტომანქანის როგორც მფლობელი (მესაკუთრე) , ასევე მოსარგებლე მხოლოდ მა-----– აბ-----–---------ია, მოპასუხეების მხარეზეა.
მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მა--- მუ----ის მფლობელობის (საკუთრების) უფლებას გამორიცხავდა, სასამართლოში არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარ ზიანზე მა--- მუ----ს, როგორც მესაკუთრეს და მა-----– აბ-----–---------ს, როგორც მოსარგებლეს, სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ .
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სს ,,სადაზღვევო კომპანია ალ---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 402,49 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსს კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს ძალაში .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე , 257-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,სადაზღვეო კომპანია ალ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მა--- მუ----ს და მა-----– აბ-----–---------ს სს „სადაზღვევო კომპანია ალ---“ს
სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 749, 50 ლარის გადახდა .
3. მა--- მუ----ს და მა-----– აბ-----–---------ს სს „სადაზღვევო კომპანია ალ---“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 402,49 ლარის ანაზღაურება.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი