გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210118002500612
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/17934 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ა-------–- ს-------------

წარმომადგენელი მ------ ფ--–------

მოპასუხე ა-–---------- ს-------------

წარმომადგენელი თ-- კ------------

დავის საგანი საკუთრების მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ა-–---------- ს-------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ ა-------–- ს-------------ს აღიარება და შესაბამის ნაწილში, ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2008 წლის 0--------- გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (N2----) ცვლილების შეტანა.

მოსარჩელე ა-------–- ს------------- დაიბადა, გაიზარდა და 1994 წლამდე ცხოვრობდა მამის და დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------. მოსარჩელის მამა თ-------- ს------------- გარდაიცვალა 1975 წლის 0---------ს. დედამ მ----- პ---------მ მემკვიდრეობა მფლობელობით მიიღო ისე, რომ არ გაუფორმებია თავის სახელზე და გარდაიცვალა 1----–-–-- 2------------–ს. პირველი რიგის მემკვიდრეები, ა-------–- ს------------- და ა-–---------- ს-------------, შეთანხმებით, ნატურით გაყოფით ფლობდნენ მამის დანაშთ ქონებას და ცხოვრობდნენ თანაბრად გაყოფილ წილებში. ფაქტობრივად თითოეული მემკვიდრე დაეუფლა სამკვიდრო ქონების ერთ მეორედ ნაწილს. მოსარჩელე ა-------–- ს------------- 1994 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, დაკეტა წილი ქონება, თან წაიღო მშობლებისაგან დატოვებული ნივთების ნაწილი, დანარჩენი დატოვა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლის ნაწილში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გაირკვა, რომ მოპასუხემ მის დაუკითხავად გააღო მისი წილი სახლის კარები და იყენებს მას. ამ პერიოდისათვის მოსარჩელემ შეიტყო რომ მოპასუხემ ა-–---------- ს------------მა 2008 წლის 0--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება მთლიანად მიიღო საკუთრებაში, რის შემდეგაც აღირიცხა მთლიანი უძრავი ქონების მესაკუთრედ. ა-–---------- ს------------მა შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი, დამალა რა სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა და უკანონოდ დაირეგისტრირა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მშობლების სამკვიდრო ქონება, რომელშიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ 1994 წლამდე ცხოვრობდა მოსარჩელე ა-------–- ს-------------. ამდენად, მოსარჩელეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, მოპასუხე მხარის მსგავსად, უფლება აქვს მამის დანაშთი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ა-–---------- ს------------- სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.

საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ა-------–- ს------------- თბილისში, ნ-----–--------------–--------------------–------ში რეგისტრირებულია 30.05.1975 წელს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დოკუმენტი გაუქმებულია და არ არის განსაზღვრული რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი. ამდენად, მოსარჩელის განცხადება, რომ იგი 1994 წლამდე ცხოვრობდა მამის და დედის სახლში, არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარეები არასოდეს შეთანხმებულად დანაშთი ქონების ნატურით გაყოფაზე. მოსარჩელემ ფაქტობრივად უარი განაცხადა სამკვიდრო ქონებაზე და იგი, მისი მეუღლის და დედის კონფლიქტური სიტუაციის გამო, ცხოვრობდა მისი მეუღლის სახლში. მოსარჩელემ 1994 წელს დატოვა საქართველო და არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია სადავო ქონების მოვლა-პატრონობაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სამკვიდროზე, რაც ასევე გამოიხატა მისი მხრიდან ქონების მიტოვებით, მოპასუხემ მიიღო მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით. მოპასუხე ა-–---------- ს------------- ფაქტობრივად იყო დაუფლებული სამკვიდრო ქონებას, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო მოწმობის გაცემის დღემდე. მოსარჩელეს ნოტარიუსთან არ წარუდგენია სამკვიდრო ქონების დაუფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე, სარჩელის შეტანამდე, მოსარჩელეს არ გამოუთქვამს სურვილი მიემართა სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, არ დაინტერესებულა მიიღო თუ არა სამკვიდრო სხვა მემკვიდრემ, ასევე, არ დაინტერესებულა უძრავი ნივთის სამართლებრივი და ფიზიკური მდგომარეობით, რაც მოწმობს, რომ მას არასოდეს გამოუჩენია ინტერესი ქონების მიმართ. მოსარჩელემ უეცრად 2018 წელს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ორმოცდასამი წლის გასვლის შემდგომ გამოთქვა სამკვიდროს მიღების სურვილი. ამდენად, გარდა იმისა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, იგი ასევე ხანდაზმულია. კანონმდებლის მიერ ხანდაზმულობის ვადის დაწესება აიძულებს პირს დროულად იზრუნოს თავისი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. არ შეიძლება მოსარჩელეს მარადიულად გააჩნდეს უფლება სამკვიდროზე და ამავდროულად მოპასუხე მუდმივად ამყოფოს იმის მოლოდინში, რომ მას ოდესღაც ვინმე შეედავება სამკვიდროზე

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მამკვიდრებელი თ-------- ს------------- და მისი მეუღლე მ----- პ--------- გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი დ-----–----------–----------------------------------.

თ-------- ს-------------– და მ----- პ---------ც მითითებულ მისამართზე მდებარე სახლში გარდაიცვალნენ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამარ.თლო სხდომის ოქმი);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ 18.03.2018 წელს გაცემული საინფორმაციო ბარათი N------------- (ს.ფ. 37);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ 22.02.2018 წელს გაცემული საინფორმაციო ბარათი N------------- (ს.ფ. 38).

_მოწმეების რ--------------, გ---------------ის, ლ----------------–---–-- ჩვენებები (2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი);

3.1.2. 1994 წელს ა-------–- ს------------მა დატოვა საქართველოს ფარგლები, იგი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა. ა-------–- ს------------- საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის თებერვლის თვეში.

ა-------–- ს------------- წარმოდგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_რ------------------–----------–---- პასპორტი, N---------- (ს.ფ. 18-19).

3.1.3. ა-------–- ს------------ს მამკვიდრებლის, თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდგომ ექვს თვიან ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის. მას 2018 წლის აპრილის თვემდე გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს დანაშთ სამკვიდროზე პრეტენზია არ განუცხადებია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.4. სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მოპასუხე ა-–---------- ს------------- და მისი ოჯახი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმეების რ--------------, მ----–------–---–ის, ნ-----–------------ის, გ---------------ის ლ----------------–---–-- ჩვენებები 2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.5. მოსარჩელე ა-------–- ს------------მა 2018 წლის 12 აპრილს მიმართა ნოტარიუსს ნ--------------ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა თ-------- ს-------------ს მთელი დანაშთი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე. ვინაიდან ნოტარიუსისათვის ცნობილი არ იყო სხვა მემკვიდრის არსებობის შესახებ და ერთ მემკვიდრეზე უკვე გაიცა სამკვიდრო მოწმობა თ-------- ს-------------ს კუთვნილ მთელ ქონებაზე, ა-------–- ს-------------ს სახელზე სამკვიდრო მოწმობა ვერ გაიცა უკვე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის გარეშე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_2018 წლის 12 აპრილის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ (სფ. 30).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ა-------–- ს------------- და ა-–---------- ს------------- არიან თ-------- ს-------------ს და მ----- პ----------ს შვილები.

თ-------- ს------------- გარდაიცვალა 1975 წლის 0---------ს. მ----- პ---------- გარდაიცვალა 1----–-–-- 2------------–ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 2------------–- გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 35);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 2------------–- გაცემული გარდაცვალების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 21);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 2--------- გაცემული გარდაცვალების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 22).

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2---------- მიმართვა N0-------, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 23-24).

3.2.2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, ნ-----–--------------–--------------------------------–-----------------------------------------, რეგისტრირებულია ა-–---------- ს-------------ს საკუთრების უფლება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხულია 1----–--–-.0--------- წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა N2----, ნოტარიუსი ნ--------------, რეგისტრაციის ნომერი N8-----------.

ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია სააღრიცხვო მასალა მისამართით თბილისი, ნ-----–----------------------------. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის (სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხვის თარიღი 1970 წელი, ბოლო აღრიცხვა 1984 წელ) შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია ფ--------- ს-------------. მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით (ქალაქი თბილისი, დ-----–----------–-----------------------------------------–-------------–------------------), თ--------/ფ--------- ს-------------) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 2------------–- გაცემული ცნობა N----- (ს.ფ. 28-29);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.06.2018 წელი (ს.ფ. 26-27).

3.2.3. ა-------–- ს------------- და ო-–--------–---ა (ქორწინების შემდგომ ,,ს-------------“) დაქორწინდნენ 1981 წლის 2-------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ-----–-- ს------------- (დაბადებული 1----–-–-- 0-----–--ს) და ი---–-- ს------------- (დაბადებული 1----–-–-- 0------ს);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 0------------ გაცემული ქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 103);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 0------------ გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 101);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 0------------ გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 102).

3.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში დაცული მონაცემებით, ა-------–- ს------------- (დაბადებული 1----–-–-- 1------------–ს) 1975 წლის 30 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ნ-----–----------------------------ში. მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში დაცული მონაცემების თანახმად, ა-------–- ს-------------ს სახელზე 1981 წლის 14 აგვისტოს თბილისის 26 კომისრის რ-ის შს განყოფილების მიერ გაცემულია სსრკ პასპორტი X------------. მითითებული სსრკ პასპორტის განცხადება-ანკეტა ფ----------ის თანახმად, ა-------–- ს-------------ს სახელზე 1975 წლის 20 მაისს თბილისის 26 კომისრის რ-ის შს განყოფილების მიერ გაცემული იყო პასპორტი X-----------------. ა-------–- ს-------------ს სახელზე 1994 წლამდე სხვა პასპორტების გაცემის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

ა-------–- ს-------------ს სახელზე ქ. თბილისის 26 კომისრების სს განყოფილების მიერ 14.08.1981 წელს სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული ფ----------ში ა-------–- ს-------------ს საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, ნ-----–--------------–------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 დეკემბერს გაცემული ცნობა N--------- (ს.ფ. 141);

_ა-------–- ს-------------ს სახელზე 1981 წლის 14 აგვისტოს გაცემული სსრკ პასპორტის განცხადება-ანკეტა (ს.ფ. 142, 161-163);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 2------------–- გაცემული ცნობა N------------- (ს.ფ. 36);

_სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობა N---------, ა-------–- ს-------------ს სახელზე ქ. თბილისის 26 კომისრების სს განყოფილების მიერ 14.08.1981 წელს სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული ფ--------- (ს.ფ. 127-132, 161-163).

3.2.5. ა-------–- ს------------- რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებამდე დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელე 1987 წლის 14 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე მიღებულია ს----------------------------–----------–---------------------–-------------------–-----------------–--------------------------–ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 1989 წლის 03 ოქტომბერს. მან 1989 წლის 16 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად, დასაქმდა ც--–-----–-- პოზიციაზე. 1990 წლის 13 ივნისს გათავისუფლდა სამუშაოდან პირადი განცხადების საფუძველზე. ასევე, ა-------–- ს------------- 1990 წლის 01 აგვისტოს მიღებულია ს-------------------------ად, საიდანაც გათავისუფლდა 1993 წლის 07 აპრილს. ბოლო ჩანაწერის მიხედვით, ა-------–- ს------------- 1994 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა მ----------------------–ად.

მოსარჩელე ა-------–- ს------------მა 1978 წლის 25 თებერვალს გაიარა ა--------------------–---------------------------------–--------------–----------–-------------ში სამედიცინო შემოწმება და იმ დროისათვის მის საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება თბილისი, ნ-----–--------------–---------------------–-----. სახელმწიფო ავტოინსპექციაში წარსადგენად ა-------–- ს-------------ს სახელზე 1983 წლის 05 ნოემბერს გაცემულ ცნობაში, მის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს სადავო ქონება. მდებარე მისამართზე, თბილისი, ნ-----–--------------–---------------------–-----.

1978 წლის გაცემულ მძღოლის საგამოცდო ბარათში, ა-------–- ს-------------ს საცხოვრებელ მისამართად ასევე ფიქსირდება თბილისი, ნ-----–--------------–---------------------–-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ა-------–- ს-------------ს შრომის წიგნაკი, წარმოდგენილი დედნის და ასლის სახით (ს.ფ. 152-153, 245);

_ა--------------------–------------------------- მძღოლის სამკურნალო სამედეცინო კომისიის ცნობა N------, წარმოდგენილი დედნის და ასლის სახით (ს.ფ. 143-145, 244);

_ სახელმწიფო ავტოინსექციაში წარსადგენად 1983 წლის 05 ნოემბერს გაცემული ცნობა N----, წარმოდგენილი დედნის და ასლის სახით (ს.ფ. 146-148, 243);

_ა-------–- ს-------------ს სახელზე 28.06.1978 წელს გაცემული მძღოლის საგამოცდო ბარათი, წარმოდგენილი დედნის და ასლის სახით (ს.ფ. 149-151, 242).

3.2.6. ო-–-- ს------------- (მოსარჩელის მეუღლე) 1983 წლის 31 აგვისტოდან დასაქმებული იყო ქალაქ თ---–----------ე საშუალო სკოლაში რ------–------------–-------------------–---–---–---. იგი 1994 წლის 25 ივნისის N-- ბრძანებით გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

ნ-----–-- ს------------- ქ. თ---–----------ე საშუალო სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხა 1988 წლის 03 სექტემბრის N- ბრძანების საფუძველზე, ხოლო 1993 წლის 28 ოქტომბრის N-- ბრძანებითა ამოირიცხა ამავე სკოლის მეექვსე კლასიდან რუსეთის ფედერაციის ქ. ლ---–-–- გამგზავრების გამო.

ი---–-- ს------------- ქ. თ---–----------ე საშუალო სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხა 1992 წლის 15 ივნისის N-- ბრძანების საფუძველზე, ხოლო 1993 წლის 28 ოქტომბრის N-- ბრძანებითა ამოირიცხა ამავე სკოლის მეორე კლასიდან რუსეთის ფედერაციის ქ. ლ---–-–- გამგზავრების გამო.

სსიპ 1---- საჯარო სკოლამ შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად ეწოდება სსიპ ქალაქ თბილისის 9--- საჯარო სკოლა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლის მიერ 02.08.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა N------------------ (ს.ფ. 91);

_სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლის მიერ 02.08.2018 წელს გაცემული ცნობა N-----------------6 (ს.ფ. 92);

_სსიპ ქ. თბილისის N-- საჯარო სკოლის მიერ 02.08.2018 წელს გაცემული ცნობა N------------------ (ს.ფ. 93).

3.2.7. ა-------–- ს------------- მამკვიდრებლის თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდგომ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებაში შემავალ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------. მოსარჩელემ თავის ძმასთან, ა-–---------- ს------------თან ერთად ფაქტობრივად დაუფლების გზით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილი (ერთი მეორედი ნაწილი);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ჟ--------------ის მიერ 31.07.2018 წელს შედგენილი განცხადება (ს.ფ. 89-90);

_მოწმეების რ--------------, მ----–------–---–ის, ნ-----–------------ის, გ---------------ის, ლ----------------–---–-- და ზ-----------–----ს ჩვენებები (2019 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

მემკვიდრეობით-სამართლებრივი ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვირებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში გამოვლენა.

მამკვიდრებელი თ--------------------ი გარდაიცვალა 1975 წლის 0---------ს. მოპასუხე სადავოდ ხდის არათუ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, არამედ თ------- ს-------------ს გარდაცვალებამდეც მოსარჩელე მხარის სადავო საცხოვრებელში ცხოვრების ფაქტს და მითითებს მხარეთა შორის, როგორც ოჯახის წევრებს შორის იმ დროს არსებულ კონფლიქტზე;

მოწმე რ------------ი, რომელიც მცირეწლოვნების ასაკიდან ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი სახლის მეზობლად (თბილისი, დასახლება ნ-----–-----------------------------------ში), ნათლად, გარკვევით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა-------–- ს------------- როგორც მამის გარდაცვალებამდე, ასევე, თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდეგაც, მუდმივად ცხოვრობდა ძმასთან, ა-–---------- ს------------თან ერთად მამის დანატოვარ სახლში (მდებარე (თბილისი, დ-----–----------–----------------------------------). ძმებს ფაქტობრივად გაყოფილი ჰქონდათ ოთახები, კერძოდ, ორ ოთახს ფლობდა ა-------–- ს-------------, სადაც ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ხოლო დანარჩენ ორ ოთახში ცხოვრობდა ა-–---------- ს------------- თავის ოჯახთან ერთად. აბაზანა და სამზარეულო ჰქონდათ საერთო. როგორც მოწმე იხსენებს ა-------–- ს------------- დაახლოებით 24-25 წლის წინ გაემგზავრა საქართველოდან და გასაღები დაუტოვა მეზობელს, მ------–------–---–ს. საცხოვრებლიდან ავეჯის გაყიდვის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოწმისთვის ცნობილი არ არის. თავად ავეჯის გაყიდვის ფაქტი, რ------------მა გაიგო მ------–------–---–ისგან, რომელიც ასევე მათ მეზობლად ცხოვრობდა. მოწმე რ------------ს უთანხმოება აქვს ა-–---------- ს------------თან, რის გამოც ბოლო რამდენიმე წელია (დაახლოებით 15 წელია) მასთან კონტაქტი არ აქვს;

მოწმე მ----–------–---–ი, რომელიც ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი სახლის მეზობლად (თბილისი, დასახლება ნ-----–----------------------------------) მითითებს, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა-------–- ს-------------ს შვილებთან, ხშირად თამაშობდნენ ერთად ა-------–- ს-------------ს სახლში, ეზოში. ასევე, ერთად სწავლობდნენ თ---–----------ე საშუალო სკოლაში. მ----–------–---–ი წარმოადგენს მ------–------–---–ის შვილს. მ------–------–---–ი ცხრა წლის წინ გარდაიცვალა. ა-------–- ს------------მა რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებამდე, მ------–------–---–ს დაუტოვა თავისი საცხოვრებელი ოთახების გასაღები. მ------–------–---–მა ა-------–- ს------------თან შეთანხმებით გაყიდა სადავო სახლში მდებარე კარადა 500 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა გამოიყენა მ------–------–---–მა 1995 წელს პირადი საჭიროებისათვის. დაახლოებით 1996-1997 წლებში, საქართველოში ჩამოვიდა ა-------–- ს-------------ს სიდედრი, რომელსაც კარადის გაყიდვით მიღებული საფასური მ------–------–---–ის ოჯახმა დაუბრუნა. მ----–------–---–ი (დაბადებული 1----–--–-) არ იცნობდა ა-------–- ს-------------ს მშობლებს და არც მათი გარდაცვალების შესახებ აქვს ინფორმაცია. მოწმე მიუთითებს, რომ 1994 წლამდე სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა ა-------–- ს-------------, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ინფორმაციას არ ფლობს არც მოწმე ნ-----–-- ს--------, რომელიც ამ მისამართზე (თბილისი, დ-----–--------------–-----------------ე) დასახლდა 1978 წელს. ნ-----–------------ი მეგობრობდა ა-------–- ს-------------ის მეუღლესთან, ო-–-- ს------------თან. ეს უკანასკნელი მასწავლებლად მუშაობდა იმ სკოლაში, სადაც ნ-----–------------ის შვილები სწავლობდნენ. მოწმემ ო-–-- ს-------------სგან იცოდა, რომ ა-------–- ს------------ს თავის ძმის ოჯახთან ჰქონდა კონლიქტი, თუმცა მოწმე უშუალოდ ამ კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა. ნ-----–------------ი არაერთხელ არის ნამყოფი ა-------–- ს-------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი თავის ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა საქართველოდან გამგზავრებამდე. ო-–-- ს-------------ს დედა ცხოვრობდა ცალკე სხვა მისამართზე;

მოსარჩელის შუამდგომლობის დაკითხულ მოწმეების რ--------------, მ----–------–---–ის და ნ-----–------------ის ჩვენებათა სანდოობის და მათი დამაჯერებლობის გაქარწყლება ვერ შეძლეს მოპასუხე მხარის მოთხოვნით დაკითხულმა მოწმეებმა გ---------------მა, ლ----------------–---–მა და ზ-----------–---მა. ვერც ერთმა მათგანმა კონკრეტულად ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელე ა-------–- ს------------- არ ცხოვრობდა, არ ფლობდა და არ სარგებლობდა სადავო ქონებით. გ---------------ი მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის იყო თექვსმეტი წლის, იმყოფებოდა პანაშვიდზეც. მოწმეს მითითებით, მას ა-------–- ს------------- არ უნახავს მას შემდეგ, რაც მოსარჩელე სამხედრო სამსახურში წავიდა. გ---------------ი აღნიშნულ უბანში ცხოვრობს 1966 წლიდან. იგი ზუსტად ვერ იხსენებს ჯარში წასვლის დროს და ასევე იმ გარემოებას, აღნიშნულის შემდგომ ნახა თუ არა მან სადავო საცხოვრებელ მისამართზე ა-------–- ს-------------. მოსარჩელის სამხედრო სამსახურში წასვლის პერიოდში თ-------- ს------------- ცოცხალი იყო. მოწმე არ იცნობს ა-------–- ს-------------ს მეუღლეს და შვილებს. მოწმე ლ----------------–---–-- ჩვენების მიხედვით, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებდა თ-------- ს-------------ს დაკრძალვაზე. ლ----------------–---–ი არის მეზობელი და ცხოვრობს იმაზე ქუჩაზე. მისთვის უცნობია თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა თუ არა მის სახლში ა-------–- ს-------------. ასევე, ბუნდოვანია ზ-----------–----ს ჩვენება. იგი ვერ მიუთითებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მისი განმარტებით, იგი თ-------- ს-------------ს გარდაცვალების დროისათვის იყო ცამეტი წლის. მხოლოდ მისალმებით იცნობდა ა-------–- ს------------ს და დიდი ხანია იმ მისამართზე არ უნახავს. ზუსტად არაა მისთვის ცნობილი, ა-------–- ს------------- ცხოვრობდა თუ არა მამის გარდაცვალების შემდგომ მის სახლში. მოწმე იცნობს ა-–---------- ს------------ს. ფ----–--–---–---------–-------–------- ა-–---------- ს------------- და ამ მიზეზით რამდენჯერმე მისულა მოწმე მასთან.

შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის მიერ განხორციელებული აქტიური მოქმედებები მიუთითებენ მემკვიდრის, ა-------–- ს-------------ს სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება, გახდეს სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესაკუთრე. მიიღო. ქონების ფაქტობრივი პყრობა, მოვლა-პატრონობა მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მოსარჩელე მხარეს არ შეუწყვეტია. კანონით განსაზღვრულ ვადაში ა-------–- ს-------------ს, როგორც მემკვიდრის უფლების რეალიზაცია ადასტურებს იმას, რომ მან კანონით დადგენილი წესით (ფაქტობრივად დაუფლების გზით) სადავო სამკვიდრო მიიღო.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებზე ასახული მოძრავი ნივთების, საათის, ჭურჭლის (ს.ფ. 94-98) მამის, თ-------- ს-------------ს სამკვიდრო ქონებად შეფასების თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ფოტოსურათზე ასახული საყოფაცხოვრებო ნივთები წარმოადგენდა მამკვიდრებლის კუთვნილებას, შესაბამისად, მოიაზრებოდა თუ არა ეს ნივთები მის სამკვიდრო მასაში. მოპასუხე მხარე აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის. არსებობს იმის ვარაუდი, რომ აღნიშნული ნივთები მოსარჩელემ ნამდვილად წაიღო სადავო საცხოვრებელი სახლიდან საქართველოდან გამგზავრების დროს, თუმცა ნივთები წარმოადგენს თუ არა მამკვიდრებლის სამკვიდროს, არ დასტურდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ა-------–- ს------------- წარმოადგენს გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს. მოსარჩელემ მამკვიდრებლის თ-------- ს-------------ს დანაშთი სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით, შესაბამისად, მოსარჩელეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით აქვს ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლება დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რაც წარმოადგენს შესაბამის ნაწილში მოპასუხე ა-–---------- ს-------------ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის საფუძველს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1336-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-1500-ე, 128-ე, 130-ე, 1450-ე, 1433-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ა-------–- ს------------მა მოითხოვა ა-–---------- ს-------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ აღიარება და შესაბამის ნაწილში, ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2008 წლის 0--------- გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (N2----) ცვლილებების შეტანა. მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენს მამკვიდრებელ თ-------- ს-------------ს კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელმაც მოპასუხის მსგავსად მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან დადგენილ ვადაში სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივად დაუფლებით.

 

დადგენილია, რომ თ-------- ს-------------ს და მ----- პ----------ს შვილებს წარმოადგენენ ა-------–- ს------------- და ა-–---------- ს-------------. თ-------- ს------------- გარდაიცვალა 1975 წლის 0---------ს. მ----- პ---------- გარდაიცვალა 1----–-–-- 2------------–ს. თ-------- ს-------------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს თბილისი, დ-----–----------–-------------------------------------------------------------------------- (3.2.1., 3.2.2).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

 

დავის საგანს წარმოადგენს 1975 წლის 0---------ს გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე თბილისი, დ-----–----------–----------------------------------) 2008 წლის 0--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარება მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები სასამართლო განხილვის დროს შეთანხმდნენ დავის ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მოწესრიგების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

უდავოა, რომ მოსარჩელე ა-------–- ს------------- და ა-–---------- ს------------- წარმოადგენენ გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს პირველი რიგის მემკვიდრეებს, შვილებს. დავის საგანი შეეხება თ-------- ს-------------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას, რომლის ერთ მეორედ ნაწილზე მოსარჩელე მხარე, როგორც მემკვიდრე აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას მემკვიდრეობითი საფუძვლით. სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, ნ-----–--------------–---------------------------------–-----------------------------------------, რეგისტრირებულია ა-–---------- ს-------------ს საკუთრების უფლება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხულია 1----–--–-. 0--------- წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა N2----, ნოტარიუსი ნ--------------, რეგისტრაციის ნომერი N8----------- (3.2.2). შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–---------- ს-------------ს სახელზე სადავო უძრავი ქონება ირიცხება 2008 წლის 0--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. სამკვიდრო მოწმობა გაიცა 1975 წლის 0---------ს გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს დანაშთ ქონებაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა გარემოება მოსარჩელე მხარის მიერ 1975 წლის 0---------ს გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს დანაშთი ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ. საქმის მასალებით, ა-------–- ს------------ს მამკვიდრებლის, თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდგომ ექვს თვიან ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის. მას 2018 წლის აპრილის თვემდე გარდაცვლილი თ-------- ს-------------ს დანაშთ სამკვიდროზე პრეტენზია არ განუცხადებია. 2018 წლის 12 აპრილის დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (3.1.3., 3.1.5).

 

მოსარჩელე მხარე მოითხოვს ა-–---------- ს-------------ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღრიცხული უძრავი ქონების მდებარე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ აღიარებას და შესაბამისად, სადავო ქონებაზე მოპასუხის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში, 2008 წლის 0--------- გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანას. ნათელია, რომ მოსარჩელე მხარის, როგორც მემკვიდრის ინტერესს წარმოადგენს მემკვიდრეობითი საფუძვლით სადავო ქონების ერთი ნაწილის საკუთრებაში მიღება და ხსენებულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა იმ ნაწილზე, რაზეც სამართლებრივ პრეტენზია აქვს გაცხადებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, მხარეები თვითნოვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა-------–- ს------------- არათუ მამის გარდაცვალებამდე, არამედ მამის სიცოცხლეშიც ოჯახის წევრებთან არსებული კონფლიქტის გამო არ ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში. მას მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია თ-------- ს-------------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება, არ უცხოვრია მამის დანატოვარ სახლში და არ შესდგომია სამკვიდროს მართვას, ფლობას.

 

სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში დაცული მონაცემებით, ა-------–- ს------------- (დაბადებული 1----–-–-- 1------------–ს) 1975 წლის 30 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ნ-----–----------------------------ში. მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1978 წელს, 1981 წელს, 1983 წელს გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებში, მოსარჩელე ა-------–- ს-------------ს საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისი, დ-----–----------–----------------------------------. დასტურდება ის გარემოებაც, რომ ა-------–- ს------------- 1987 წლიდან 1994 წლამდე, რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებამდე დასაქმებული იყო საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე (3.2.4., 3.2.5). მოსარჩელე მხარის სხვა საცხოვრებელი მისამართი 1975 წლიდან საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ ფიქსირდება.

 

სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. თავისი სამართლებრივი ბინებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორციელებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით (1421-ე მუხლი) დადგენილი ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება. კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. მხოლოდ ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდრო ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა, ნივთების განკარგვა და მათი ბედის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე, მართალია, მოსარჩელე ა-------–- ს------------ს მამის დანაშთ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით სანოტარო ორგანოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს და არც სამკვიდრო მოწმობა აუღია, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მემკვიდრემ დადგენილ ვადაში გამოავლინა ნება სამკვიდრო ქონების (სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით) ფაქტობრივად დაუფლების გზით მემკვიდრეობის მიღების თაობაზე (3.2.7).

 

მოსარჩელე ა-------–- ს-------------ს მიერ მამკვიდრებლის თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდგომ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონებას (მდებარე თბილისი, ნ-----–---------------------------) ფაქტობრივად დაეუფლა. იგი მითითებული პერიოდის განმავლობაში ფლობდა, სარგებლობდა სადავო ქონებით, ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე და მართავდა აღნიშნულ ქონებას, როგორც საკუთარს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების არასანდოობას, არადამაჯერებლობას შესახებ. მართალია, მხოლოდ მოწმე რ------------ი იმყოფებოდა მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს სადავო საცხოვრებლის მეზობლად, რომელიც უტყუარად და სარწმუნოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და ფლობდა ქონების იმ ნაწილს, რომელიც ძმებს შორის ფაქტობრივად გაყოფილი იყო. ასევე, მოწმეები მ----–------–---–ი და ნ-----–------------ი ადასტურებენ, რომ ა-------–- ს------------- ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, უწყვეტად ფლობდა და სარგებლობდა ამ ქონებით. საქმეში არ არის მტკიცებულება წარმოდგენილი და ასეთზე, ვერც მოპასუხე მხარე მიუთითებს, რაც დაადასტურებდა, რომ ა-------–- ს------------- მამის გარდაცვალების დროისათვის და ასევე, მას შემდეგ, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, ცხოვრობდა სხვა მისამართზე. მოპასუხე მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლება და სხვა მისამართს ვერ ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები მ----–------–---–ი, ნ-----–------------ი უშუალო მომსწრენი არ არიან სამკვიდროს გახსნის დროისათვის, მემკვიდრის ფაქტობრივად ქონების დაუფლებისა, მათი ჩვენება (ისევე როგორც რ--------------ა) შესაბამისი დეტალების გადმოცემით, ერთმნიშვნელოვნად, უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა-------–- ს------------- ცხოვრობდა, ფლობდა სადავო ქონებას როგორც მამის, თ-------- ს-------------ს გარდაცვალების შემდგომ, ასევე მას შემდეგ, მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებამდე პერიოდში. სასამართლო ნაკლები დამაჯერებლობის ელემენტებზე მითითებით, ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებას. გ---------------ი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მას სამხედრო სამსახურში წასვლის შემდგომ ა-------–- ს------------- არ უნახავს იმ მისამართზე, თუმცა ვერ ასახელებს სამხედრო სამსახურში წასვლის დროს და ამასთან, თავად მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელე იმავე უბანში ცხოვრობდა, თუმცა სხვა მისამართზე. რაც შეეხება მოწმეებს ლ----------------–---–სა და ზ-----------–---ს, მათ ვერ შესძლეს იმ ფაქტის გახსენება, ა-------–- ს------------- ცხოვრობდა თუ არა სადავო საცხოვრებელ სახლში (3.2.7). ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ იმავე უბანში, სადაც მდებარეობს სადავო საცხოვრებელი სახლი, მდებარე თ---–----------ე საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა მოსარჩელის მეუღლე და ამავე სკოლაში სწავლობდნენ მოსარჩელის შვილებიც (3.2.6). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებზე ასახული მოძრავი ნივთების მამის, თ-------- ს-------------ს სამკვიდრო ქონებად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ფოტოსურათზე ნაჩვენები საყოფაცხოვრებო ნივთები წარმოადგენდა მამკვიდრებლის კუთვნილებას და შესაბამისად, საეჭვოა წარმოადგენდა თუ არა მის სამკვიდრო მასას. მოპასუხე მხარე აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის. მოძრავ ნივთებთან მიმართებით, მოწმეთა ჩვენება არ იყო ინფორმაციული ხასიათის, რის გამოც კონკრეტული მოძრავი ნივთების დაუფლებით მოსარჩელე მხარის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, მოცემული დავის ფარგლებში არ დადასტურდა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მომდინარეობს მემკვიდრეობითი სამართლებრივი ნორმებით დადგენილი ურთიერთობიდან. სარჩელის მოთხოვნა ემყარება ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი მუხლიდან წარმოშობილი მემკვიდრის უფლების დადასტურებისათვის კანონით რაიმე სპეციალური ფორმა ან მტკიცებულება გათვალისწინებული არ არის. დავის ფარგლებში, საქმეზე წარმოდგენილია როგორც მოსარჩელე მხარის სადავო საცხოვრებელ მისამართზე სამკვიდროს გახსნის დროისათვის რეგისტრაციის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულები, ასევე, ამის პარალელურად მოსარჩელემ წარმოადგინა ქონების დაუფლების სხვა მტკიცებულებანიც. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით მოწმეთა ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ღირებულად მიიჩნევს. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დასტურდება ა-------–- ს-------------ს, როგორც მემკვიდრის მხრიდან იმგვარი მოქმედების განხორცილება, რაც მიმართულია სამკვიდროს მიღებისაკენ მიმართულ ნებელობითი მოქმედებისკენ. ა-------–- ს------------- მამის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, ქონებას საკუთრად განიხილავდა, ეპყრობოდა მას, როგორც საკუთრების საგანს, რაც მის მართვა-განკარგვაში გამოიხატება. ყოველივე აღნიშნული ქმედება მიუთითებს, რომ ა-------–- ს------------მა ფაქტობრივად ქონების დაუფლების წესით მიიღო სამკვიდრო ქონება სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში. მოპასუხე მხარემ მოცემული დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თ-------- ს-------------ს პირველი რიგის მემკვიდრემ ა-------–- ს------------მა უგულებელყო კანონის დანაწესი და დაარღვია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოსავლენად დადგენილი ექვსთვიანი ვადა. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა კვლევისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე პირველი რიგის მემკვიდრე, ა-------–- ს------------- და ა-–---------- ს------------- მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ერთობლივად შეუდგა სამკვიდრო ქონების მართვას და ფლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1499-1500 მუხლების თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2008 წლის 0---------. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, იმავე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ ა-------–- ს------------მა განახორციელა თავისი უფლებები და სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მოსარჩელე მემკვიდრეობითი საფუძვლით სამართლებრივ პრეტენზიას აცხადებს სადავო სამკვიდრო ქონების ერთ მეორედ ნაწილზე იმავე რიგის მემკვიდრის ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, არსებობს საფუძველი, ა-–---------- ს-------------ს, როგორც თ-------- ს-------------ს პირველი რიგის მემკვიდრის, სახელზე გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ცვლილებების შეტანის საფუძველი.

 

მოპასუხე მხარე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს შემდეგს: მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა 2018 წლის თებერვლის თვეში, სასამართლოს კი სარჩელით მომართა 2018 წლის ივნისის თვეში; სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა; ამავე კოდექსის 1450-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

მოპასუხის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმარტებით აპელირებული სამართლებრივი ნორმა (1450-ე მუხლი) ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015 წ. Nას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. Nას-72-68-2013). სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდროს მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. სამკვიდროს მიღება წინ უსწრებს სამკვიდროს მოწმობის გაცემას. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ა-------–- ს------------მა სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხის მითითება, უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებას ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყოა ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა უკავშირდება დარღვევის ფაქტის შეტყობას. შეუძლებელია მემკვიდრეს მოეთხოვოს სარჩელის შეტანა სამკვიდროს გახსნიდან გარკვეულ პერიოდში, როცა ამ პერიოდში მისთვის უცნობია მისი უფლებების დარღვევის შესახებ. მით უფრო, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამკვიდრო გაიხსნა 1975 წლის 0---------ს, ხოლო სადავო სამკვიდრო მოპასუხის სახელზე გაიცა ოცდაცამეტი წლის შემდგომ, 2008 წლის 0---------, მოსარჩელე მხარის საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა-------–- ს------------- წარმოადგენს რა თ-------- ს-------------ს პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით დადგენილ ვადაში და წესით. შესაბამისად, არსებობს საფუძველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე, თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------, ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებისა, რაც წარმოადგენს ა-–---------- ს-------------ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ცვლილებების შეტანის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, სარჩელი ა-–---------- ს-------------ს მიმართ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ა-------–- ს-------------ს სასარგებლოდ მოპასუხე ა-–---------- ს------------ს უნდა გადახდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით 1108 (ათას ას რვა) ლარი და ასევე, 50 (ორმოცდაათი) ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ა-–---------- ს-------------ს (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------, ერთ მეორედ ნაწილს.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ა-–---------- ს-------------ს მიმართ დაკმაყოფილდა ა-------–- ს-------------ს სარჩელი, სასამართლო არ აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ა-------–- ს-------------ს (რ------------------–----------–---- პასპორტი N----------) სარჩელი მოპასუხე ა-–---------- ს-------------ს (პირადი N-----------) მიმართ:

 

ცნობილ იქნეს ა-------–- ს------------- (რ------------------–----------–---- პასპორტი N----------) ა-–---------- ს-------------ს (პირადი N-----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, დ-----–----------–--------------------------------------------------------------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ და შესაბამის ნაწილში ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2008 წლის 0--------- გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში N2----;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ლ---------- ს------------ს (პირადი N-----------) მოსარჩელე ა-------–- ს-------------ს სასარგებლოდ 1158 (ათას ას ორმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქლაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე . ზარნაძე