განაჩენი

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
511100119002944043
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 511100119002944043

№1/2 -19 გამოძიების №018120419001

განაჩენი

საქართველოს სახელით

13 აპრილი, 2019 წელი ქ. ნინოწმინდა

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი

მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ლუიზა გიქოშვილი

პროკურორის - გურამ ჭყონისძის,ადვოკატის - ზაზა ზარიძის,ბრალდებულების - აი---------------------------------------ს

თარჯიმნის - ნაირა მანველიანის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა, რომელსაც ეთანხმება ზემდგომი პროკურორი, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ბრალდებულების: აიკაზ მოსოიანის მიმართ - პირადი №32001010133, დაბადებული 1985 წლის 10 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ. ნინოწმინდა, ვანის ქუჩა №22, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ნინოწმინდა, ვანის ქუჩა №22. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით;

არარატ ბდოიანის მიმართ - პირადი №32001006879, დაბადებული 1985 წლის 16 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ. ნინოწმინდა, ერევნის ქუჩა №13, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ნინოწმინდა, ერევნის ქუჩა №13. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდებულ აიკაზ მოსოიანს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.

ბრალდებულ არარატ ბდოიანს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ.

მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, აიკაზ მოსოიანმა და არარატ ბდოიანმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ქ.ნინოწმინდის ელექტროსადგურის მიმდებარედ არსებულ მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალთნ დასაწყობებული, შპს „დემირიოლსერვისის“ კუთვნილი ერთი ცალი 25 მეტრიანი რკინიგზის რელსი ბაგირით მიაბეს აიკაზ მოსოიანის მფლობელობაში არსებულ „OPEL FRONTERA” მარკის ავტომობილზე, სახელმწიფო ნომრით AX-231-XA, გაითრიეს რელსი და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. აიკაზ მოსოიანსისა და არარატ ბდოიანის ქმედებით შპს „დემირიოლსერვისს“ მიადგა 2025 (ორი ათას ოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

აიკაზ მოსოიანისა და არარატ ბდოიანის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა‘‘ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აიკაზ მოსოიანი და არარატ ბდოიანი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭყონიძეს და ბრალდებულებს აიკაზ მოსოიანს და არარატ ბდოიანს შორის, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზაზა ზარიძის მონაწილეობით, 2019 წლის 12 აპრილს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული იქნა ზემდგომ პროკურორთან.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულებს განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

2019 წლის 13 აპრილს ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა, ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გურამ ჭყონიძემ იშუამდგომლა ბრალდებულ აიკაზ მოსოიანთან და არარატ ბდოიანთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებიი აიკაზ მოსოიანი და არარატ ბდოიანი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა თითოეულს 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოთ პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროთ 3 (სამი) წელი; მათვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროთ ჯარიმა თითოეულს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით

სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ბრალდებულებმა აიკაზ მოსოიანმა, არარატ ბდოიანმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზაზა ზარიძემ.

სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოისმინა რა პროცესის მონაწილეთა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება უნდა იქნას დამტკიცებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადაოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.

შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადეს. ისინი სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: რევაზ ვანაძის, არმენ ბდოიანის, აიკაზ მოსოიანის, არარატ ბდოიანის, გიგა აბდალაძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთებები, აიკაზ მოსოიანთან და არარატ ბდოიანთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულებმა აიკაზ მოსოიანმა და არარატ ბდოიანმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო ბრალდებულების პიროვნების, მათი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.

სასამართლო დარწმუნდა ასევე, რომ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულებს არ შეზღუდვიათ უფლება მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ მათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ აქვთ საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი’’ პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. ისინი აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

შუამდგომლობაზე დართული საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმის მიხედვით, დაზარალებულის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე

ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულების აიკაზ მოსოიანის და არარატ ბდოიანის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა და უნდა დამტკიცდეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2019 წლის 12 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორს გურამ ჭყონიძეს, ბრალდებულ აიკაზ მოსოიანსა და მისი ინტერესების დამცველ ზაზა ზარიძეს შორის :

 

- აიკაზ მოსოიანი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთავის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 3 (სამი) წლის ვადა.

- მასვე საქარველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

-პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

- განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

3.დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2019 წლის 12 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორს გურამ ჭყონიძეს, ბრალდებულ არარატ ბდოიანსა და მისი ინტერესების დამცველ ზაზა ზარიძეს შორის

 

- არარატ ბდოიანი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთავის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 3 (სამი) წლის ვადა.

- მასვე საქარველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

- პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

- განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

- მსჯავრდებული აიკაზ მოსოიანი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

- მსჯავრდებული არარატ ბდოიანი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი 25 მეტრიანი რკინიგზის რელსი, დაუბრუნდეს მფლობელს შპს “დემირიოლსერვისს“, ორი ცალი ლითონის ბაგირი და „OPEL FRONTERA” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით AX-231-XA, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ;

 

5 . განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი საჩივრდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე.

 

მსჯვრდებულებს უფლება აქვთ, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანონ საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან