გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/835-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ლ--–--–------ე
წარმომადგენელი - მ--–--------–------–---–-
მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ს--------------–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის №M-------------- ბრძანება, ლ--–--–------ის ნაწილში.
1.2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ--–--–------ის სამსახურში აღდგენა.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 23 დეკემბრის №M---------------- ბრძანებით, ლ--–--–------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის გ---------–-----------------–---–----ად, 2016 წლის 19 დეკემბრიდან (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“; შტატის №2-------), გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ადმინისტრაციული სამმართველოს მ----–---------------------------–-----ის გ---------–------------------–---–-----ს თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“; შტატის №2-------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 23 დეკემბრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 95).
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №973 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ--–--–------ე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის გ---------–------------------–---–----- (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“, შტატი №2-------) თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 35-36).
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის №M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის გ---------–------------------–---–----- (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“, შტატი №2-------) ლ--–--–------ე გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 94).
3.1.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №M---------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფების შტატები და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელები, მათ შორის J------------–---------–---------------------ის შტატი №2------- (დანართი №5) და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელი (დანართი №6). დანართი №5 ითვალისწინებდა J------------–---------–---------------------ში 103 საშტატო ერთეულს, მათ შორის ოფიცერს - 51 ერთეულს, სერჟანტს - 7 ერთეულს, კაპრალ-სპეციალისტს - 14 ერთეულს, სამოქალაქო პირს - 31 ერთეულს. ამავე დანართით დგინდება, რომ J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის განყოფილება ითვალისწინებდა მთავარი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეულს, წოდებით ს-------–----------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №M---------------- ბრძანება, დანართი №5 (ს.ფ. 37-48).
3.1.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანებით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფების შტატებისა და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და ბრძანების №3, №4, №5, №6, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17 და №18 დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციებით. დანართი №5-ით J------------–---------–---------------------ში გათვალისწინებულ იქნა სულ 97 საშტატო ერთეული, მათ შორის, ოფიცერი - 51 ერთეული, სერჟანტი - 7 ერთეული, კაპრალ-სპეციალისტი - 15 ერთეული, ს-------–---------- - 24 ერთეული. ამავე დანართით დგინდება, რომ J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის განყოფილებაში გათვალისწინებულ იქნა მთავარი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული, წოდებით ს-------–----------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანება, დანართი №5 (ს.ფ. 49-58).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--–--–------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება; „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის №M-------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე. ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გენერალური შტაბის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს J------------–---------–---------------------ი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, J------------–---------–---------------------ი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას; შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს, მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ--–--–------ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის გ---------–------------------–---–-----ს (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“, შტატი №2-------) თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაზე. აღნიშნული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.
მითითებული ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას), ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანებით ლ--–--–------ე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის გ---------–------------------–---–----- (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“, შტატი №2-------) თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის №M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის გ---------–------------------–---–----- (საშტატო კატეგორია „ს-------–----------“, შტატი №2-------) ლ--–--–------ე გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან.
6.4. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №M---------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფების შტატები და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელები, მათ შორის, J------------–---------–---------------------ის შტატი №2------- (დანართი №5) და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელი (დანართი №6). დანართი №5 ითვალისწინებდა J------------–---------–---------------------ში 103 საშტატო ერთეულს, მათ შორის, ოფიცერს - 51 ერთეულს, სერჟანტს - 7 ერთეულს, კაპრალ-სპეციალისტს - 14 ერთეულს, სამოქალაქო პირს - 31 ერთეულს. ამავე დანართით დგინდება, რომ J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის განყოფილება ითვალისწინებდა მთავარი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეულს, წოდებით ს-------–----------.
რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანებით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფების შტატებისა და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილებები და ბრძანების №3, №4, №5, №6, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17 და №18 დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციებით. დანართი №5-ით, J------------–---------–---------------------ში გათვალისწინებულ იქნა სულ 97 საშტატო ერთეული, მათ შორის, ოფიცერი - 51 ერთეული, სერჟანტი - 7 ერთეული, კაპრალ-სპეციალისტი - 15 ერთეული, ს-------–---------- - 24 ერთეული. ამავე დანართით დგინდება, რომ J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის განყოფილებაში გათვალისწინებულ იქნა მთავარი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული, წოდებით ს-------–----------.
ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ბრძანებით, J------------–---------–---------------------ში J------------–---------–---------------------ის ს--–---–------------------------–--------------------------------------–--------------------–---------–---------------------------–-----ის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული შემცირებული იქნა 3 ერთეულამდე. შესაბამისად, მითითებული შტატის შემცირების გამო აღნიშნული პერიოდიდან (2017 წლის 11 იანვარი) მოსარჩელე გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, საიდანაც შემდგომ გათავისუფლდა.
6.5. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზე გვაქვს რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის №M-------------- ბრძანება ლ--–--–------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე - ლ--–--–------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის №M-------------- ბრძანება ლ--–--–------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, ამასთან, ძალაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის №M---------------- ბრძანება ლ--–--–------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე - ლ--–--–------ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–--–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მ--–--------–------–---–-ს მიერ სს „ბ-------------–---ში“ 2017 წლის 3 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (საგადახდო დ----–------, ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი