განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თ---–----------–----------------–--
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–---------–---
13 მარტი, 2019 წელი თბილისი
თ---–----------–----------------–--ს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–-- ტ--------- ძე ხ------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- გ-–------ მე-7----, კორპ. #--- ბინა #--, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #--
ადვოკატები - ვ------- თ--–-----ე, თ-------- თ--–-----ე
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდი).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სხდომის სახე - ღია
ა--–-----–-----------------–------–--–--
1. სასამართლომ დ---------
1.1.2018 წლის 22 აპრილს, დღის საათებში, თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში შ--–-- ხ------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე----- გ-----ს დაარტყა ხელი სახეში, ასევე მარჯვენა ფეხი დაარტყა ძლიერად მარცხენა ბარძაყის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2018 წლის 30 ივლისს, თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში შ--–-- ხ------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე----- გ-----ს დაარტყა ხელი სახეში, ასევე მოჰქაჩა თმები რამდენჯერმე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3.2018 წლის 2 ოქტომბერს, დილის საათებში, თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში შ--–-- ხ------–---–მა არასრულწლოვან შვილს თ---- ხ------–---–ს დაარტყა ფეხი საჯდომის მიდამოში, ასევე მოჰქაჩა თმა, რის შედეგადაც თ---- ხ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4.2018 წლის 2 ოქტომბერს, შ--–-- ხ------–---–მა თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში არასრულწლოვან შვილზე, თ---- ხ------–---–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე----- გ-----ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაარტყა ხელი სახეში, ტანის არეში, ასევე მოჰქაჩა თმები და თმების მოქაჩვით ცდილობდა მის გადაადგილებას იატაკზე, აღნიშნული ქმედებით ე----- გ-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2016 წლიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე, შ--–-- ხ------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე----- გ-----ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, მიმართავდა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა, ლანძღავდა, რის გამოც ე----- გ-----მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი - 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი
2.1.დაზარალებულ ე----- გ-----ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ რამდენიმე წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--–-- ხ------–---–თან და ჰყავთ საერთო შვილი - 4 წლის თ---- ხ------–---–ი. მეუღლეებს საწყის ეტაპზე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. თ---- ხ------–---–ის დაბადების შემდეგ, შ--–-- ხ------–---–ი რადიკალურად შეიცვალა, გახდა აგრესიული, მეუღლეებს შორის ურთიერთობა გახდა კრიზისული, იყო შემთხვევა, როდესაც კამათის დროს, შ--–-- ხ------–---–მა ე----- გ-----ს ხელი დაარტყა, თუმცა ამ უკანასკნელმა აღნიშნული პოლიციას არ აცნობა. ოჯახში მუდმივი დაძაბულობის გამო ბავშვი - თ---- ხ------–---–ი გახდა ჭირვეული. ხშირად ტიროდა, რაზეც შ--–-- ხ------–---–ი ბრაზდებოდა და ე----- გ-----ს აიძულებდა ბავშვი გაეჩუმებინა. 2018 წლის 22 აპრილს, ჭირვეულობის ნიადაგზე თ---- ხ------–---–მა იტირა, შ--–-- ხ------–---–მა ე----- გ-----ს მოსთხოვა ბავშვი გაეჩერებინა, ბავშვი არ ჩერდებოდა და აგრძელებდა ტირილს, რაზედაც შ--–-- ხ------–---–ი გაბრაზდა და ე----- გ-----ს ხელებით სწვდა თმებში, შემდეგ წიხლი დაარტყა ბარძაყის არეში. ძალადობის შედეგად ე----- გ-----მ განიცადა ტკივილი.
2.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ე----- გ-----მ, შემთხვევის ადგილზე, ქ. თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 22 აპრილს, მეუღლემ შ--–-- ხ------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი - 2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდი
2.3.დაზარალებულ ე----- გ-----ს ზეპირი ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 30 ივლისს იმყოფებოდა სახლში, წერდა წიგნს და აკეთებდა ჩანახატებს. ამ დროს სახლში დაბრუნდა შ--–-- ხ------–---–ი, დაინახა, რომ ე----- გ-----ს ხელში კალამი ეჭირა, რაზეც ძალიან გაბრაზდა, დაუწყო ჩხუბი რატომ იჯდა და არ ალაგებდა სახლს, არ აკეთებდა საოჯახო საქმეებს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კიცხავდა, რომ არ იყო კარგი დიასახლისი. ციტატა მსხვერპლის ზეპირი ჩვენებიდან ,,...იყო პერიოდი, როცა ვცალკავდებოდი ხოლმე ჩემს თავთან, ბავშვს ვაძინებდი და ჩემთვის ვწერდი ხოლმე ჩანახატებს ან წიგნს, როდესაც შ. ხ------–---–ი დაბრუნდა სახლში და დაინახა, რომ ხელში კალამი მეჭირა დაიწყო ჩხუბი იმაზე, რატომ ვზივარ ყოველთვის, რატომ არ ვალაგებ სახლს, რატომ არ ვაკეთებ საოჯახო საქმეებს, რომ მე არ ვარ კარგი დიასახლისი.“ მსხვერპლის პროტესტზე და შეპასუხებაზე შ--–-- ხ------–---–ი გაბრაზდა და თმებში სწვდა ე----- გ-----ს, ხელი და წიხლი დაარტყა, მსხვერპლმა ფიზიკური ძალადობის დროს განიცადა იმაზე მეტი ტკივილი, ვიდრე 2018 წლის 22 აპრილის შემთხვევაში.
2.4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ე----- გ-----მ, შემთხვევის ადგილზე, ქ. თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 30 ივლისს, მეუღლემ შ--–-- ხ------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი.
2.5.დაზარალებულ ე----- გ-----ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, თ---- ხ------–---–მა საქათმიდან ქათმის წიწილა გამოიყვანა და ხელში ათამაშებდა, შ--–-- ხ------–---–მა ბავშვს მოსთხოვა წიწილას საქათმეში დაბრუნება, თ---- ხ------–---–მა მამის მოთხოვნა არ შეასრულა, წიწილა დედას მიუყვანა და სთხოვა მამას მიეცა ნება, რომ ცოტა ხნით წიწილათი ეთამაშა. ე----- გ-----მ შ--–-- ხ------–---–ს სთხოვა, რომ ბავშვის ნებას დაყოლოდა და მიეცა ცოტა ხნით თამაშის უფლება, რაზედაც შ--–-- ხ------–---–ი გაბრაზდა, ამ დროს თ---- ხ------–---–ი წიწილასთან ერთად მეზობლის ეზოში იყო გადასული, გაბრაზებულმა შ--–-- ხ------–---–მა ფიზიკურად იძალადა ბავშვზე, სწვდა კეფაში, თმებში ჩაავლო ხელი და 10-12 ნაბიჯი, თმებში ხელებჩავლებული წამოათრია, ლანძღავდა უხამსი სიტყვებით, აგინებდა, თ---- ხ------–---–ი ტიროდა და იყო შეშინებული. ე----- გ----- ყვიროდა და სთხოვდა შ--–-- ხ------–---–ს, ხელი გაეშვა ბავშვისთვის და ცდილობდა შ--–-- ხ------–---–ის მაჯაში ხელის ჩავლებით გაეთავისუფლებინა თ---- ხ------–---–ი. შ--–-- ხ------–---–მა ბავშვს ხელი გაუშვა და ამის შემდეგ ე----- გ-----ზე განაგრძო ფიზიკური ძალადობა.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა არასრულწლოვანი დაზარალებულის თ---- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი 05.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,ვცხოვრობ მამასთან შ--–-- ხ------–---–თან და დედასთან ე----- გ-----სთან ერთად. მამა ხშირად ეჩხუბება დედას და აგინებს, ასევე მაგინებს მამა მე. მეძახის ნაბიჭვარს და დებილს. მამაჩემმა ასევე მცემა და მომქაჩა თმაში, რადგან მე ხელში მეჭირა წიწილი. მამას უნდოდა, რომ დამესვა იგი, მე არ დავუჯერე მას და გადავედი მეზობლის ეზოში, სადაც გადმოვიდა მამაჩემი შ--–--, მომქაჩა თმაში და გადმომათრია ეზოში, შემდეგ მომქაჩა კისერში და ისე შემათრია სახლში. მე ძალიან მეტკინა როდესაც მამამ თმაში მომქაჩა. სახლში როდესაც შევედით, მამამ ამომარტყა წიხლი საჯდომზე, რაც მეტკინა ძალიან. მთელი ეს დრო ვტიროდი. მამა მეძახდა, რომ გავჩუმებულიყავი და მეძახდა ნაბიჭვარს და დებილს...“. არასრულწლოვანი დაზარალებული თ---- ხ------–---–ი გამოძიებაში გამოიკითხა ფსიქოლოგის და საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით და თანხმობით.
2.7. 2018 წლის 2 ოქტომბერს, 19:20 საათიდან - 20:35 საათის ინტერვალში ქ. თ---–--–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში, დაზარალებულთან ე----- გ-----სთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის ვითარების აღდგენის მიზნით, ექსპერტების თანდასწრებით, ე----- გ-----მ დეტალურად აღწერა ძალადობის ქრონოლოგია, რომელიც განხორციელდა 2018 წლის 2 ოქტომბერს. ე----- გ-----მ მიუთითა ოთახის ფანჯარაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ფანჯრიდან დაინახა, თუ როგორ გადმოათრია მეზობლის ეზოდან შ--–-- ხ------–---–მა 4 წლის თ---- ხ------–---–ი ლითონის ბადეზე. ე----- გ-----მ მიუთითა სახლის დერეფანში ადგილზე, სადაც შ--–-- ხ------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათ საერთო შვილს თ---- ხ------–---–ს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი
2.8.2018 წლის 2 ოქტომბერს, პოლიციის დეპარტამენტში ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის თაობაზე. შეტყობინების ინიციატორი იყო გ----- ე-----ი. ინციდენტის თარიღი 02/10/2018 12:09:36, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური /ძალადობა. მეუღლე ძალადობს მეუღლეზე და შვილზე. ძალადობის ტიპი - ფიზიკური, სიტყვიერი, ფსიქოლოგიური.
2.9.დაზარალებულ ე----- გ-----ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც შ--–-- ხ------–---–მა ქათმის წიწილას გამო ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე თ---- ხ------–---–ზე, ე----- გ----- შვილს გამოესარჩლა, ყვიროდა და სთხოვდა შ--–-- ხ------–---–ს, ხელი გაეშვა ბავშვისთვის და ცდილობდა შ--–-- ხ------–---–ის მაჯაში ხელის ჩავლებით გაეთავისუფლებინა თ---- ხ------–---–ი. ბრალდებულმა შეწყვიტა შვილზე ძალადობა და მთელი აგრესია მიმართა ე----- გ-----ზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ორივე ხელით თმებში სწვდა ე----- გ-----ს, ეს უკანასკნელი იატაკზე მუხლებზე დაეცა, ამის მიუხედავად შ--–-- ხ------–---–ი არ უშვებდა ხელს, მიათრევდა, ე----- გ----- თავს იცავდა, სახეს მალავდა, ბრალდებულს სახეში რომ არ დაერტყა მუშტი, ძალადობა გაგრძელდა დაახლოებით 5-6 წუთი. ე----- გ-----ს ცემას ესწრებოდა არასრულწლოვანი თ---- ხ------–---–ი.
2.10. არასრულწლოვანი დაზარალებულის თ---- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შ--–-- ხ------–---–მა 2018 წლის 2 ოქტომბერს, ე----- გ-----ს დაუწყო ლანძღვა და გინება, შემდეგ თმაში ჩაავლო ხელი და სცემა.
2.11.შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----–-- ჯ-------ს ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, პოლიციაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან გ------- გ---------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ. თბილისში----–----–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში. ადგილზე დადასტურდა ოჯახური ძალადობა, მსხვერპლი ე----- გ----- დახვდათ ნამტირალევი, სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი, გაწითლებული ჰქონდა თვალის მიდამო, სახლში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც. პოლიციელების თანდასწრებით შ--–-- ხ------–---–ი ე----- გ-----ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ე----- გ-----მ პოლიციელებს დაუდასტურა, რომ მეუღლემ მას და მის მცირეწლოვან შვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციელების მოწოდების მიუხედავად, შ--–-- ხ------–---–ი აგრძელებდა მეუღლის მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოძალადე ადგილზე იქნა დაკავებული.
2.12.შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- გ---------ის ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, მსხვერპლის ე----- გ-----ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების საფუძელზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე: ქ. თბილისში----–----–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში რ----–-- ჯ------თან ერთად. ადგილზე დახვდათ ე----- გ----- არასრულწლოვან შვილთან ერთად, სახლში იმყოფებოდა შ--–-- ხ------–---–იც. ე----- გ----- ტიროდა და აცხადებდა, რომ მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე და მის შვილზე, ბავშვიც ტიროდა, ბრალდებული იყო აგრესიული, იწევდა მეუღლისკენ დასარტყმელად და აგინებდა, პოლიციელების მოწოდებაზე დამშვიდებულიყო არ მშვიდდებოდა, ადგილზევე მოხდა მისი დაკავება.
2.13. ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს, 12:25 საათზე, ქ. თბილისში----–----–-- გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #---ში ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ იქნა შ--–-- ხ------–---–ი. ბრალდებულის დაკავება მოხდა მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფონზე, იგი ცდილობდა მეუღლესთან მიახლოებას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2.14. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით: 2018 წლის 3 ოქტომბერს, მოქალაქე ე----- გ-----ს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, ე----- გ-----ს ობიექტურად გულმკერდის უკანა ზედაპირის ზემო მესამედში მარცხნივ ბეჭის ხაზზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით:0,2X0,3სმ. მარცხენა მხრის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე აღინიშნება უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო - მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 0,3X0,4სმ. ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღენიშნება მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე, ზომებით: 1X0,5სმ. 1,5X0,5სმ. და 2,5X0,4სმ. შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.15. ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაზიანებები მიყენებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მკვრივ - ბლაგვ საგანს წარმოადგენს ადამიანის კიდურები.
2.16. 2018 წლის 2 ოქტომბერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაზარალებულმა ე----- გ-----მ მიუთითა მისაღებ ოთახში, კონკრეტულ ადგილზე, სადაც შ--–-- ხ------–---–მა იგი სცემა, წააქცია იატაკზე და თმით ათრია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს საილუსტრაციოდ ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავს ექსპერიმენტის ვითარებას და მსხვერპლის ე----- გ-----ს მითითებას კონკრეტულ ადგილებზე, სადაც შ--–-- ხ------–---–ი ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა
2.17. დაზარალებულ ე----- გ-----ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ შ--–-- ხ------–---–ი მსხვერპლს განსაკუთრებით 2016 წლიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა, ამცირებდა, თვლიდა რომ იყო ცუდი დიასახლისი, არ იყო დაკავებული საოჯახო საქმეებით. განსაკუთრებით ცხარობდა და აგინებდა, მაშინ როდესაც ბავშვი თ---- ხ------–---–ი ჭირვეულობდა და მას ე----- გ----- ვერ აწყნარებდა, ან ეს უკანასკნელი თავისუფალ დროს შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების გამო განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2.18.სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ე----- გ-----ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ე----- გ-----მ შ--–-- ხ------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ე----- გ-----ს შფოთვის დონე აღემატებოდა ნორმას.
2.19. ექსპერტიზის ავტორმა - ექსპერტ ფსიქოლოგმა მ----- ბ------ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე და კატეგორიულობა და დამატებით განმარტა, გამოსაკვლევი პირის ე----- გ-----ს ტესტური და კლინიკური საუბრით გამოვლინდა, რომ მსხვერპლი მოძალადის მიერ მასზე განხორციელებული ხშირი და განგრძობადი ძალადობის გამო განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო შემაშფოთებელი.
2.20. ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემულია ე----- გ-----ს მიერ ექსპერტთან კლინიკური საუბრის დროს მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ასევე მოწმობს, რომ მსხვერპლი მოძალადის ქმედებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ეს იყო პროლონგირებული ტანჯვა, წლების განმავლობაში დაგროვილი სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფონზე. ამონარიდი მსხვერპლის კლინიკური საუბრიდან ,,გათხოვებიდან ძალიან მალე ჩემმა მეუღლემ ძალიან ცუდი ხასიათი გამოამჟღავნა, მაგრამ მეორედ ვიყავი გათხოვილი და ძალიან ბევრს ვითმენდი, რადგან არ მინდოდა დამენგრია ოჯახი და შვილი უმამოდ გამეზარდა, შ--–-- გამუდმებით მიმეორებდა, რომ ის არ იყო ვალდებული ვერჩინეთ მე და ჩემი შვილი, და ეს ფუნქცია თავის თავზე დედაჩემს უნდა აეღო. მლანძღავდა სრულიად უმიზეზოდ და ბოლოს ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა, ისევ ვითმენდი, მაგრამ როდესაც ჩემს პატარა შვილს დაუწყო ცემა ამის ატანა უკვე შეუძლებელი გახდა და მეც პოლიციას მივმართე...“
2.21. არასრულწლოვანი დაზარალებულის თ---- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შ--–-- ხ------–---–ი ხშირად ეჩხუბებოდა ე----- გ-----ს და აგინებდა.
2.22.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.22.1.ბრალდებულმა შ--–-- ხ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, არასრულწლოვანი შვილი თ---- ხ------–---–ი ეზოში ათამაშებდა ქათმის წიწილას, ძაღლმა წიწილას დაუწყო დევნა და შეიქმნა საფრთხე შეეჭამა იგი. შ--–-- ხ------–---–მა გადაარჩინა წიწილა და ე----- გ-----ს მიუთითა ყურადღება მიექცია ბავშვისთვის. შ--–-- ხ------–---–ის მითითებაზე ე----- გ-----ს რეაქცია არ ჰქონდა, რადგან საუბრობდა ტელეფონზე, ამ დროს თ---- ხ------–---–ი უყურადღებოდ იყო მეზობლის ეზოში, შ--–-- ხ------–---–ი მივიდა მასთან, მაისურზე ჩაავლო ხელი და ამ ფორმით შეიყვანა სახლში. სახლში შესვლისთანავე ე----- გ-----მ დაიწყო ისტერიული კივილი, ვინაიდან ჩათვალა, რომ ბავშვისთვის თმებში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ამის გამო შ--–-- ხ------–---–ს ესროლა რაღაც ნივთები. ბრალდებულის განმარტებით, ოთახი სადაც ნივთები ესროლა ე----- გ-----მ იყო მცირე ზომის, ავეჯით გადატვირთული, ე----- გ----- იყო აღელვებული და ეჯახებოდა ოთახში განლაგებულ საგნებს და ამ შეჯახებების გამო სხეულზე მიიღო სისხლნაჟღენთები. შ--–-- ხ------–---–ის განმარტებით, მეუღლე რომ დაეწყნარებინა თმებში ხელი მოქაჩა და ამ ფორმით ცდილობდა მის დასმას რბილ სკამზე, თმებში ხელის ჩავლების დროს, ე----- გ----- ინერციით წავიდა იატაკისკენ და დაეცა ძირს. შემდეგ წამოდგა და დარეკა პოლიციაში. პოლიცია მალევე გამოცხადდა მათ საცხოვრებელ ადგილზე. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ე----- გ-----მ პოლიციელებს განუცხადა, რომ მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასსა და მის არასრულწლოვან შვილს. ბრალდებულის განმარტებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს მას განზრახ ფიზიკური ძალადობა არ მიუყენებია ე----- გ-----სთვის, თმებში ხელი ჩაავლო მხოლოდ დაწყნარების მიზნით, 2 ოქტომბერს ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე არ მიუყენებია არასრულწლოვანი შვილის თ---- ხ------–---–ისთვის, ბრალდებულმა ასევე გამორიცხა 2018 წლის 22 აპრილს და 30 ივლისს ე----- გ-----ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ბრალდებულის ჩვენებით, ბოლო პერიოდში ოჯახში იყო ფინანსური პრობლემები, რის ნიადაგზეც მეუღლეები კამათობდნენ და ზოგჯერ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რიგდებოდნენ და აგრძელებდნენ თანაცხოვრებას. ე----- გ-----ს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას ბრალდებულის ჩვენებით არასდროს ჰქონია ადგილი.
2.22.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს 2018 წლის 2 ოქტომბერს ე----- გ-----ზე თმებში ხელის ჩავლების პროცესს არ ესწრებოდა თ---- ხ------–---–ი, სასამართლო დაზარალებულ ე----- გ-----ს ზეპირ ჩვენებაზე და არასრუწლოვან თ---- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ადგენს, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს შ--–-- ხ------–---–მა ე----- გ-----ზე განახორციელა იმაზე მასშტაბური ძალადობა, ვიდრე ეს იყო თმებში ხელის ჩავლება და იგივე მტკიცებულებებით სასამართლო ასევე ადგენს, რომ ძალადობას ესწრებოდა მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილი თ---- ხ------–---–ი.
2.22.3. 2018 წლის 2 ოქტომბერს ე----- გ-----ზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის მასშტაბს მსხვერპლის და ძალადობის თვითმხილველი მოწმის თ---- ხ------–---–ის გარდა მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, პირადი შემოწმებით ე----- გ-----ს ობიექტურად გულმკერდის უკანა ზედაპირის ზემო მესამედში მარცხნივ ბეჭის ხაზზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით:0,2X0,3სმ. მარცხენა მხრის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო - მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 0,3X0,4სმ. ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე, ზომებით: 1X0,5სმ. 1,5X0,5სმ. და 2,5X0,4სმ. შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.22.4.სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს 2018 წლის 2 ოქტომბერს, უმიზეზოდ აღელვებული ე----- გ----- შემთხვევით ეჯახებოდა ოთახში განლაგებულ ავეჯს და ამ გზით მიიღო სხეულზე დაზიანებები, აღნიშნული განმარტება ერთი მხრივ ეწინააღმდეგება მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, - ბრალდებულის მიერ განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტს და მეორე მხრივ წარმოაჩენს ბრალდებულის მოტივაციას, ყოველგვარი ლოგიკისა და ჯანსაღი დასაბუთების გარეშე, მოახდინოს მსხვერპლის დისკრედიტაცია და ე----- გ----- წარმოაჩინოს, როგორც გაუწონასწორებელი და არაადეკვატური პირი.
2.22.5. ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს ე----- გ----- 2018 წლის 2 ოქტომბრამდეც საცხოვრებელი ოთახის სივიწროვის გამო ეჯახებოდა ავეჯს და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აქვს სხეულზე სისხლნაჟღენთები, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაზარალებულის ზეპირი ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით. ე----- გ-----ს ჩვენებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს შ--–-- ხ------–---–მა განზრახ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, მსხვერპლმა არ დაადასტურა ავეჯზე შემთხვევით შეჯახების ფაქტები. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება 2018 წლის 2 ოქტომბერს.
2.22.6. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას თ---- ხ------–---–ზე ფიზიკური ძალადობის გამორიცხვასთან დაკავშირებით. ძალდობის ფაქტს მოწმობს თავად არასრუწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მსხვერპლი გამოძიებაში გამოიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით და ნებართვით, ბავშვზე ძალადობას ადასტურებს თვითმხილველი პირის ე----- გ-----ს ზეპირი ჩვენებაც.
2.22.7. ასევე არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია ე----- გ-----ს სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების გამორიცხვის ნაწილშიც, დაცვა შეეცადა სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების მასშტაბის დაკნინებას და მსჯელობაში შემოიფარგლა მხოლოდ ყოფით საკითხებზე კამათის დადასტურებით, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რასაც შედეგად მოჰყვა მსხვერპლის ფსიქიკური ტანჯვა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ სახეზე იყო პროლონგირებული ტანჯვის შემთხვევა, წლების განმავლობაში დაგროვილი სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფონზე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფსიქოლოგიური კვლევის პროცესში ე----- გ-----ს შფოთვის დონე აღემატებოდა ნორმას, რაც ასევე მასზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების შედეგია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საექსპერტო კვლევის მეთოდიკაზე, დასკვნით დგინდება, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული იქნა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევის მეთოდები. გამოყენებული იქნა მეხსიერების საკვლევი ტესტი, შიხანის თვითშეფასების განგაშის შკალა, ბეკის დეპრესიის საკვლევი შკალა, თავისუფალი ასოციაციის მეთოდი, კლინიკური საუბრის მეთოდი, აღნიშნული მეთოდიკის კუმულაციურად გამოყენება მიუთითებს, რომ კვლევა იყო სკულპლუოზურად, თანმიმდევრულად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული, რამაც განაპირობა ექსპერტიზის დასკვნის სანდოობა და კვალიფიციურობა.
2.22.8. დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებული ე----- გ----- ცრუდ ამხელს ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა მიზანი და მოტივი შესაძლოა ამოძრავებდეს მსხვერპლს ბრალდებულის ცრუდ მხილების. სასამართლოს შეფასებით დაზარალებულის ჩვენების კატეგორიულობა და დამაჯერებლობა ხაზს უსვამდა მის გულწრფელობას, მსხვერპლი მაქსიმალურად მოწადინებული იყო ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი, იგი ჰყვებოდა თუ რა მძიმე იყო მისთვის შ--–-- ხ------–---–თან თანაცხოვრება, მიუხედავად ძალადობის სიტემატურობისა, პოლიციაში არ რეკავდა, რადგან არ სურდა მეორეჯერ შექმნილი ოჯახი დანგრეოდა, სახელმწიფოს დახმარება სთხოვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა შ--–-- ხ------–---–მა ფიზიკურად იძალადა 4 წლის შვილზე. სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენების სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ მისი შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული ე----- გ----- რეალურ ფაქტებს გადმოსცემდა და მისი ჩვენება იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან.
2.22.9. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს არასრულწლოვანი თ---- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მისი მცირე ასაკიდან და იქედან გამომდინარე, რომ ვერ მოხდა ზეპირი ჩვენების მოსმენა,-გაზიარებული არ იქნა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი: ამოწურული იქნა ყველა გონივრული შესაძლებლობა არასრულწლოვანი მოწმის წარმოდგენის. დაზარალებულ ე----- გ-----ს დაჟინებული მოთხოვნით, ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდების მიზნით ვერ მოხდა არასრულწლოვანი თ---- ხ------–---–ის გამოცხადება სასამართლოზე, ბავშვის იძულებით წარმოდგენა კი მისი ასაკიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესს, ეს ყოველივე გახდა საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების. თ---- ხ------–---–ის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობის ამოწურვაზე მიუთითებდა ის გარემოებაც, რომ გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება განხორციელდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ბოლო სხდომაზე. რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებულ მოწმე-დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვითმხილველ მოწმე-დაზარალებულ თ---- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმში გაჟღერებული ინფორმაცია არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, შ--–-- ხ------–---–ის ბრალეულობა დასტურდება სხვა წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებებითაც, კერძოდ, ე----- გ-----ს ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება მესამე ტესტს, დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, გამოქვეყნებული ინფორმაციის საპირწონედ, ზეპირად და უშუალოდ, ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხა საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მოწმეები, მონაწილეობა მიეღო ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაში, მიეცა შესაძლებლობა გაებათილებინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული მამხილებელი ინფორმაცია, გამოძიების ეტაპზე მიღებული იქნა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის თანდასწრებით, რაც გამორიცხავს ასევე დაცვის მხარის ვერსიას იმის შესახებ, რომ ბავშვი შესაძლოა იმყოფებოდა მსხვერპლი დედის გავლენის ქვეშ ან არ შეეძლო ფაქტების აღდგენა და გადმოცემა.
2.22.10.დაცვის მხარის არგუმენტი, 2018 წლის 22 აპრილის და 2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში მიღებული იქნას გამამართელებელი ვერდიქტი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობიდან გამომდინარე - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური დანაშაულის მახასიათებელ თავისებურებას - ლატენტურობას, რასაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს მსხვერპლის სუბიექტური დამოკიდებულება საზოგადოებაში სტიგმატიზირებული საკითხებისადმი. ე----- გ-----ს ჩვენებით, მასზე განხორციელებული არაერთი ძალადობის მიუხედავად, პოლიციაში არ რეკავდა, რადგან მეორედ იყო გათხოვილი, არ უნდოდა ეს ოჯახიც დანგრეოდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს მცირეწლოვან შვილზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ გადაწყვეტილება შეაცვლევინა და გაამჟღავნა ოჯახური ძალადობის ფაქტები. სასამართლო ვერ განიხილავს შ--–-- ხ------–---–ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად მხოლოდ იმ ფაქტს, რომ არ არის წარმოდგენილი 2018 წლის 22 აპრილის და 30 ივლისის ეპიზოდებთან მიმართებაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობის თითოეული ფაქტი ყოველ ინდივიდუალურ საქმეში შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებით, როგორიცაა მსხვერპლისა და მოწმეთა ჩვენებები ან/და წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის განმარტებისას არ აკეთებს დათქმას სსკ-ის 1261 (საუბარი არ არის სსკ-ის 117-120-ე მუხლებზე) მუხლის დადასტურებისთვის სავალდებულოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არსებობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასკვნის არარსებობას აქვს ობიექტური მიზეზი, დანაშაულის ლატენტურობა. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნულ 2 ეპიზოდში ძალადობა დასტურდება ე----- გ-----ს ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მტკიცებულებათა ლოგიკური ჯაჭვით.
2.22.11. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს მისი დაკავება მის საცხოვრებელ სახლში არ მომხდარა. ბრალდებულის ამ პოზიციას გამორიცხავს, როგორც მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომელთა მიხედვით შ--–-- ხ------–---–ის დაკავება მოხდა შემთხვევის ადგილზე ორი გარემოებიდან გამომდინარე: 1. მსხვერპლი ე----- გ----- მიუთითებდა, რომ შ--–-- ხ------–---–მა მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად იძალადა; 2. შ--–-- ხ------–---–ი პოლიციელების თანდასწრებითაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, არ ემორჩილებოდა პოლიციელეთა კანონიერ მოთხოვნას დამშვიდებულიყო და დასარტყმელად მიიწევდა ე----- გ-----სკენ. მეორე გარემოება, რითაც დასტურდება შ--–-- ხ------–---–ის დაკავება შემთხვევის ადგილზე არის ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლის მიხედვით შ. ხ------–---–ის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილია: თ---–---- გ-–----ი, გ------- წ---------------–--ა, ა----–-----–-- ქუჩა #--. დაკავების ოქმს გაეცნო თავად შ--–-- ხ------–---–ი და ოქმში არსებული ინფორმაციის, მათ შორის ფაქტობრივი დაკავების ადგილის სისწორე დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით.
2.23.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა შ--–-- ხ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. გ-------ს დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი გ-------თ პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის ე----- გ-----ს ჩვენებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 აპრილს და 2018 წლის 30 ივლისს შ. ხ------–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ე----- გ-----ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა სხვადასხვა მასშტაბის ფიზიკური ტკივილი.
3.4. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს, შ--–-- ხ------–---–მა ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე თ---- ხ------–---–ზე, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ---- ხ------–---–ი არის ბრალდებულის ბიოლოგიური შვილი, ცხოვრობდნენ ერთად, შესაბამისად, შ--–-- ხ------–---–ს შეცნობილი ჰქონდა მსხვერპლის ასაკი, თუმცა ამის მიუხედავად განზრახ ფიზიკურად იძალადა მასზე, მტკიცებულებებით ასევე გამოვლინდა, რომ მოძალადე ბავშვს ხშირად უხამსი და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, რაც ასევე იყო ოჯახში, მეუღლეებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი.
3.5. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი: გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს, შ--–-- ხ------–---–მა ე----- გ-----ზე ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის თ---- ხ------–---–ის თანდასწრებით. ძალადობა იყო იმდენად მასშტაბური, რომ მსხვერპლს სხეულზე არაერთი სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა, რაც ობიექტური და სუბიექტური აღქმით ფიზიკური ტკივილის განცდის გარეშე წარმოუდგენილია.
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი ფიზიკური ძალადობის გარდა დასჯად ქმედებად განიხილავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის ე----- გ-----ს და ექსპერტ-ფსიქოლოგის ჩვენებებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და თ. ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დამტკიცდა შეურაცხყოფის და დამცირების სისტემატურობა განსაკუთრებით 2016 წლიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.
3.7. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი. მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ ე----- გ----- და შ--–-- ხ------–---–ი 2013 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო ბიოლოგიური შვილი თ---- ხ------–---–ი.
3.8. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.9.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ შ--–-- ხ------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ--–-- ხ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, - როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, მსხვერპლთა და ქმედებათა რაოდენობა, ერთ-ერთი მსხვერპლის თ---- ხ------–---–ის ასაკი, დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი გ------- ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ე----- გ----- ითხოვს შ--–-- ხ------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის მასშტაბს, ეპიზოდთა სიმრავლეს (ჩადენილია დანაშაულის 5 ეპიზოდი), რაც მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკზე. გათვალისწინებული იქნა ერთ-ერთი დაზარალებულის - არასრულწლოვნის თ---- ხ------–---–ის ასაკი - 4 წლის. აღნიშნულ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით. გამოკვლეული მტკიცებულებებით გამოვლინდა, რომ შ--–-- ხ------–---–ი თ---- ხ------–---–თან არღვევდა ზნეობის და მორალის ფარგლების ნორმებს, თ---- ხ------–---–ს ეძახდა ნაბიჭვარს და დებილს. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მიხედვით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), დანაშაულის ჩადენა დისკრიმინაციის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დაზარალებულის ე----- გ-----ს ზეპირ ჩვენებაში განოვლინდა დისკრიმინაციის მოტივი, მოძალადის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის ე----- გ-----ს ინტერესების კონტროლის სურვილს, დაზარალებულის ე----- გ-----ს ჩვენებით, მეუღლე განსაკუთრებით მაშინ ამცირებდა, როდესაც იგი ჩართული იყო შემოქმედებით პროცესში, წერდა წიგნს და ჩანახატებს, შ--–-- ხ------–---–ი მიიჩნევდა, რომ ე-----ი გ-----ს, როგორც ქალის ფუნქცია და საქმიანობის სფერო უნდა ყოფილიყო საოჯახო საქმე, დიასახლისობა და არა შემოქმედებითი საქმიანობა. მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მსხვერპლმა ე----- გ-----მ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფონზე განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას ამძიმებს შემდეგი გარემოებები:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ოჯახში ძალადობა ჩადენილი იქნა არაერთხელ, 2018 წლის 2 ოქტომბერს ძალადობა ჩადენილი იყო თ---- ხ------–---–ის მიმართ და თანდასწრებით, რომელიც მისი ასაკის გამო არის მოწყვლადი, ძალადობა ჩადენილი იყო ორი პირის მიმართ, შ--–-- ხ------–---–ის ქმედებებმა მსხვერპლის ე----- გ-----ს ტანჯვა გამოიწვია. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის მასშტაბის, რაოდენობის და მოტივის (გენდერული მოტივი) მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში შ--–-- ხ------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს
ს---------–--–--------–--–--
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შ--–-- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
2.შ--–-- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. შ--–-- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4. შ--–-- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5.შ--–-- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ--–-- ხ------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
7.გაუქმდეს თ---–----------–----------------–--ს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ--–-- ხ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 ოქტომბრიდან.
8.ნივთიერი მტკიცებულება
მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9. გ------- კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
10. გ-------ს გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
გ------- შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გ-------ს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–----------–----------------–--ს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა
გ-------
ს----------–---------–---
1----------–--–--------------------------–---
თ---–----------–----------------–--
მ-----------–---------------------–---
ს--------------------------------–---
ბ----–-------–--–-------------------
პ---------------–--------–--------
პ--------------------------------------
ა-------------------------------
ღ--------------–-------------ე--------–-------–------------–--------
1-------–-------–---–-----------------------------
მ----------–-------------
დ----------–-------------
პ-----------------------------
ნ----------–-----------------
მ-------------------------–---------------------------------
ა--–-----–-----------------–------–--–--
ბ----–--------------------------------
ი-------–----–---------------------–-------------–-–------------–--- დ------–-----–----–----
მ----–-----–-------------–----–----------------------–-------------
მ---------------–--------------–------------–------------------------–-----–--- დ-------------------
ს----------–------------------–-----–------------–----------------–------–---
ბ----–-------–-–--–-------------–-----------------
ს------–-----------------
ს-------–------------–--------–-------
ს---------–--–--------–--–--
ს----------–--------–---------–-------------–---------–------------–----------–------------------------------------------------------------------–-----
დ---------
ბ----–-------–---–-------------------
ა---------------------------------------–-------
------------------------------------------------------------------------------------------
გ----------------------–-–--–-----------–----------------
მ-----------–-----------------------–---