გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/ 14932-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - სს ,,პ------------------ი“
წარმომადგენელი - თ-----------–---–ი
მოპასუხეები - შპს ჯ--------------------------------- -ის, ლ--–-------------–---–ი, გ-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,პროკრედიტბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს შპს ჯ----------------ს (შპს ჯ---------------------------------), ლ--–-------------–---–ს, გ-----------–---–ს სს ,,პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3880.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 3431.57 ლარი და პროცენტი 448.60 ლარი. ასევე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გაწეული ხარჯის - გამარტივებული წარმოების აპლიკაციის საფასურის 150 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის 17.70 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯის 15 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,პ------------------ს“ და შპს ჯ--------------------------------- -ს შორის 2012 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 28%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორცილებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, წლიური 28%-ის დარიცხვით, გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების განყოფელ ნაწილს, რაც მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში შეუტანლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი 10 დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ლ--–-------------–---–თან და გ-----------–---–თან. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, კონტრაჰენტმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.
საკრედიტო და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა.
სს ,,პ------------------მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა განცხადებით დავალიანების გადახდევინების შესახებ რესპოდენტების შპს ჯ--------------------------------- -ის, ლ--–-------------–---–ის და გ-----------–---–ის მიმართ. განცხადებით სს ,,პ------------------მა“ მოითხოვა დავალიანების თანხის 3880.17 ლარის რესპოდენტებისთვის დაკისრება, ასევე რესპოდენტ ლ--–-------------–---–ის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში სს ,,პ------------------მა“ წარადგინა მოსაზრება მორიგების პირობების შესახებ, თუმცა მორიგება არ შედგა და შესაბამისად არც ბრძანება გამოიცა.
2017 წლის 23 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9112 მუხლის საფუძველზე, სს ,,პ------------------ს“ დაუბრუნდა მის მიერ 2015 წლის 28 აპრილს წარდგენილი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია შეუსრულებელი სახით, რომელზეც ბანკს გადახდილი ჰქონდა სააპლიკაციო საფასურის თანხა 100 ლარი და ყადაღის დადების საფასური 50 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შპს ჯ----------------------------------ის წარმომადგენელმა და როგორც თავდებმა გ-----------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით სს ,,პ------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნეს.
2.2. მოპასუხე ლ--–-------------–---–მა სასამართლოსთვის წარმოდგენილი შესაგებლით სს ,,პ------------------ის“ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ ბანკის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,პ------------------ს“ და შპს ჯ----------------ს L----------------ს (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) შორის 2012 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 28%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორცილებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, წლიური 28%-ის დარიცხვით, გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების განყოფელ ნაწილს, რაც მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში შეუტანლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი 10 დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება; (ს.ფ. 16-19)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-26)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ლ--–-------------–---–თან და გ-----------–---–თან. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, კონტრაჰენტმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.
სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელს და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით, მათ შორის მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტები და პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 27-34);
3.1.3 შპს ჯ----------------------------------მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის თანახმად, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 3880.17 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3431.57 ლარი და პროცენტი 448.60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 35)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.4. სს ,,პ------------------მა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა განცხადებით დავალიანების გადახდევინების შესახებ რესპოდენტების შპს ჯ--------------------------------- -ის, ლ--–-------------–---–ის და გ-----------–---–ის მიმართ და მოითხოვა დავალიანების თანხის 3880.17 ლარის დაკისრება, ასევე ლ--–-------------–---–ის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში სს ,,პ------------------მა“ წარადგინა მოსაზრება მორიგების პირობების შესახებ, თუმცა მორიგება არ შედგა და შესაბამისად არც ბრძანება გამოიცა.
2017 წლის 23 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9112 მუხლის საფუძველზე, სს ,,პ------------------ს“ დაუბრუნდა მის მიერ 2015 წლის 28 აპრილს წარდგენილი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია შეუსრულებელი სახით, რომელზეც ბანკს გადახდილი ჰქონდა სააპლიკაციო საფასურის თანხა 100 ლარი და ყადაღის დადების საფასური 50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 37-42);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 43-44);
- შეტყობინება მორიგების შეთავაზების შესახებ (ს.ფ. 45);
- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ. 50-53);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ სს ,,პ------------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 891-ე,895-ე, 902-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,პ------------------ს“ და შპს ჯ--------------------------------- -ს შორის 2012 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 28%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორცილებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, წლიური 28%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების განყოფელ ნაწილს, რაც მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში შემოუტანლობის შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი 10 დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ლ--–-------------–---–თან და გ-----------–---–თან. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, კონტრაჰენტმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ვალდებულია მსესხებელის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით. სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელს და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით, მათ შორის მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში, დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება (გაფრთხილება) ვალდებულების შესრულების შესახებ და დავალიანების დაუყოვნებლივ დასაფარავად.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახეზეა ვალდებულების დარღვევა, მოპასუხე მხარეს ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე, რომლის შესრულებაც არ მომხდარა მიუხედავად გაფრთხილებისა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ლ--–-------------–---–თან და გ-----------–---–თან. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, კონტრაჰენტმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ვალდებულია მსესხებელის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით. სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელს და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით, მათ შორის მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფი ბაჟი 116.41 ლარის ოდენობით. ამასთან საჩელი დაკმაყოფილდა სრულად.აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფი ბაჟი 116.41 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხეებს შპს ჯ----------------------------------ს, გ-----------–---–ს და ლ--–-------------–---–ს სს ,,პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის (სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და ყადაღის საფასურის 50 ლარის) სულ 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის და საფოსტო მომსახურების საფასურის 17.70 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “პ------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს შპს ჯ----------------------------------ს, გ-----------–---–ს და ლ--–-------------–---–ს სს “პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3880.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3431.57 ლარი, სარგებელი - 448.60 ლარი;
3. მოპასუხეებს შპს ჯ----------------------------------ს, გ-----------–---–ს და ლ--–-------------–---–ს სს “პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 116.41 ლარის გადახდა;
4. მოპასუხეებს შპს ჯ----------------------------------ს, გ-----------–---–ს და ლ--–-------------–---–ს სს “პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის (სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და ყადაღის საფასურის 50 ლარის) სულ 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის და საფოსტო მომსახურების საფასურის 17.70 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე