განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/3----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
11 მარტი, 2019წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
სხდომის სახე - ნაწილობრივ დახურული
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან-------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ხა------------–--–--ა
ბრალდებული - თა------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ქ------------------–-- გამზირი №2-, კორპუსი №----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ----------- დასახლება, კორპუსი №1-----------.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1--–- ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. 2. გამოძალვა - ესე იგი ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-- დეკემბრიდან 2--- წლის 14 ივნისამდე, თანაცხოვრების პერიოდში თა------------–---–ი ყოფილი მეუღლის - თი--------–----------ას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა. 2--- წლის მაისის ერთ-ერთ დღეს, ქ. თბილისში, ვ----------- მ--- მ/რაიონის 1--–- კვარტალის, მ--- კორპუსის, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თა------------–---–მა ყოფილი მეუღლის - თი--------–----------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ფეხი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო ხელი - თავის არეში. ძალადობის შედეგად თი--------–----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ქმედებებს ესწრებოდა მათი ა---------––-–------ შვილი - ან----------------–---–ი.
1.2. 2--- წლის 1------------------------- პერიოდში, თა------------–---–ი ყოფილ მეუღლეს - თი--------–----------ას სთხოვდა გადაეცა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ახლო ნათესავებს მოუსპობდა სიცოცხლეს. თი--------–----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის საფუძველზეც 2--- წლის 1--------, ქ. თბილისში, შ----------- ქუჩა №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თა------------–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2----–-–-- დეკემბრიდან 2--- წლის 1-----------, თანაცხოვრების პერიოდში თა------------–---–ი ყოფილი მეუღლის - თი--------–----------ას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა შანტაჟს, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა. 2--- წლის მაისის ერთ-ერთ დღეს, ქ. თბილისში, ვ----------- მ--- მ/რაიონის 1--–- კვარტალის, მ--- კორპუსის, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თა------------–---–მა ყოფილი მეუღლის - თი--------–----------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ფეხი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო ხელი - თავის არეში. ძალადობის შედეგად თი--------–----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ქმედებებს ესწრებოდა მათი ა---------––-–------ შვილი - ან----------------–---–ი.
2.2. 2--- წლის 1------------------------- პერიოდში, თა------------–---–ი ყოფილ მეუღლეს - თი--------–----------ას სთხოვდა გადაეცა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ახლო ნათესავებს მოუსპობდა სიცოცხლეს. თი--------–----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის საფუძველზეც 2--- წლის 1--------, ქ. თბილისში, შ----------- ქუჩა №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თა------------–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ თა------------–---–ის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მოწმეების - თი--------–----------ას, ან----------------–---–ის, ბა-------–----------ას, ი-----–----------ას, ქს------------ას, არ---------–---–-ს, იო-------–-–---–ის, იო------------–-–---–ის, რე--------–---–---–ის, მა------------–---–ის, სა-–---------–----–---–-ს, ელ-------------------------სის, გი---------–-–---–-ს, ან-----–--ის და თა-----–----–---–ის ჩვენებები, აგრეთვე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედების - თი--------–----------ასა და თა------------–---–ს შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და გარკვეული წერილობითი მტკიცებულებები (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 4----------- განაჩენი, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 1----–----- და 2----–-–-- 7----------- გადაწყვეტილებები), რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას.
3.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
3.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თი--------–----------ამ განმარტა, რომ ბრალდებულ თა------------–---–თან დაქორწინდა 2--- წელს. დაოჯახებიდან დაახლოებით 2-3 თვეში, წყვილს შორის დაიწყო კონფლიქტი, განპირობებული თა------------–---–ის აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით. ეს უკანასკნელი მისგან ძირითადად ითხოვდა ფულს ან ძვირფას ნივთებს, მოწმე კი იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული ძალადობით მაინც მიაღწევდა სასურველ შედეგს, რაც არაერთხელ განუხორციელებია კიდეც (ჩვენების მიცემისას მოწმემ გაიხსენა და დეტალურად აღწერა 2----–-–-- დეკემბრამდე თა------------–---–ის მიერ მისი მისამართით განხორციელებული ქმედებები, რომელიც მისივე აღქმით იყო ძალადობრივი). მოწმის განმარტებით, დროთა განმავლობაში თა------------–---–ის მხრიდან ძალადობამ იმდენად ხშირი ხასიათი მიიღო, რომ მისთვის აუტანელი გახდა მასთან ცხოვრება, რის გამოც წყვილი 2--- წელს დაშორდა ერთმანეთს. მიუხედავად ოფიციალური დაშორებისა, მოწმის განმარტებით, თა------------–---–ი მას არ აძლევდა თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას, აკითხავდა სამსახურში და ემუქრებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მას არაერთხელ მოუწია სამსახურის შეცვლა, ვინაიდან თა------------–---–ი შეურაცხყოფდა მას თანამშრომლების თანდასწრებით. აღნიშნული ფაქტის გამო, მოწმემ ორჯერ მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მეშვეობით. მეორე შემაკავებელი ორდერი გამოიცა 2----–-–-- 5-----------, რაც მოწმის გადმოცემით, თა------------–---–ს სასაცილოდ არ ეყო: „მე რა უნდა მიქნან, ეს არის ადმინისტრაციული, ჩავჯდები 15 დღით და მერე ხომ იცი, უარესი გელის“. ამის შემდეგ, თა------------–---–ის მხრიდან მისი ძმის და მამის მისამართით დაიწყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მოწმის თქმით, იგი პერიოდულად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადადიოდა თა------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ვინაიდან ეგონა ამ გზით მოაგვარებდა სიტუაციას, თუმცა უშედეგოდ (მოწმეს ყოველი მომდევნო ჩხუბის შემდეგ, უწევდა მშობლების სახლში დაბრუნება, ბოლო დროს კი ნაქირავებ ბინაში გადასვლა, რადგან მშობლებთან თავს უხერხულად გრძნობდა). მოწმის განმარტებით, დაახლოებით 2----–-–-- 6------------ (მაშინ, როდესაც გადიოდა შემაკავებელი ორდერის ვადა), თა------------–---–ი მივიდა მის ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ უთხრა, რომ თუ მამამისს ან მის რომელიმე ოჯახის წევრს მიიყვანდა მისივე ბინაში, ყელს გამოჭრიდა და „გაფატრავდა“. გარდა ამისა, აშინებდა მას და ეუბნებოდა, რომ თავს მოიკლავდა, რისი მიზეზიც მოწმე იქნებოდა. ბრალდებული ერთ დღეს ცდილობდა აივნიდან გადახტომას, რაზეც მათი ა---------––-–------ შვილი შეეხვეწა, რომ არ გადამხტარიყო. მოწმის თქმით, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ბედს შეგუებოდა და მაქსიმალურად მოეთმინა ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობა. ჩვენების მიცემისას მოწმემ გაიხსენა არაერთი ფაქტი, რა დროსაც იგი ბრალდებულის ქცევის შედეგად იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა მისთვის ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნა (მაგ., 2--- წლის ზაფხულში, იმისთვის, რომ წასულიყო ბიძაშვილის ქორწილში თა------------–---–ს გადაუხადა 200 ლარი). მოწმის განმარტებით, 2--- წლის მ---–-, თა------------–---–ი მათი საერთო 4-–-–-- შვილის - ან----------------–---–ის თანდასწრებით უყვიროდა, აჯანჯღარებდა, სახეში აფურთხებდა, ურტყამდა წიხლებს... წიხლების რტყმა მოწმისთვის იყო ძალიან მტკივნეული. ამ დროს ან----------------–---–ი ემუდარებოდა მამას, რომ დედასათვის არ დაერტყა. დაზარალებულის თქმით, იგი იმდენად შეშინებული იყო, რომ ვერავის გაუმხილა მომხდარი, თუმცა მიხვდა, რომ ბრალდებულთან ცხოვრება აღარ შეეძლო და დაიწყო სახლიდან ტანსაცმლის ნაწილობრივ (ყოველდღიურად) გატანა, რათა თა------------–---–ისთვის საწყის ეტაპზე მაინც, შეუმჩნეველი დარჩენილიყო მისი გადაწყვეტილება სახლიდან წასვლის შესახებ. 2--- წლის 1-------, მოწმე საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. დაზარალებულის განმარტებით, იგი დაოჯახებიდან 6 წლის განმავლობაში, სისტემატურად იტანჯებოდა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, თუმცა მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ცდილობდა, რომ ოჯახის წევრებისთვის მისი ტანჯვის თაობაზე არ გაემხილა.
3.2.2. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, თი--------–----------ა ყოფილი მეუღლის - თა------------–---–ის მხრიდან, მასზე განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ან----------------–---–მა განმარტა, რომ მამამისის (თა------------–---–ის) მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი დედის (თი--------–----------ას) შეურაცხყოფას. მას ბევრჯერ უნახავს მამამისის ჩხუბის შედეგად ატირებული დედა. ზუსტი თარიღი არ იცის, თუმცა ის დანამდვილებით ახსოვს, რომ თა------------–---–მა თი--------–----------ას წიხლი დაარტყა. ერთხელ დედამისის ა/მანქანის დამტვრევაც კი სცადა. მოწმის თქმით, საკუთარი დეიდაშვილის ნათლობის დღეს მამამისმა დედამისს უთხრა, რომ მხოლოდ ან--------ს გავუშვებ, შენ სახლში დარჩებიო. ამის შემდეგ, თი--------–----------ა მასთან ერთად ჩუმად გაიპარა ნათლობაში, საღამოს კი სახლში დაბრუნებისას იყო ჩხუბი. იყო შემთხვევები, როდესაც მშობლების ჩხუბის გამო, ის და დედა ბებია-ბაბუას სახლში წასულან დასარჩენად. მოწმემ დაადასტურა, რომ ერთ დღეს მამამისი ცდილობდა აივნიდან გადახტომას, რაზეც თავად შეეხვეწა, რომ არ გადამხტარიყო. მოწმის შეფასებით, მამა ასე იმიტომ მოიქცა, რომ უნდოდა დედამისი დაეკავებინათ პოლიციელებს. მოწმემ დაადასტურა, რომ თა------------–---–ი ხშირად ართმევდა ფულს თი--------–----------ას, ასევე გარკვეულ ოქროს ნივთებს, რომლებსაც ალომბარდებდა (მოწმემ არ იცის რა არის ლომბარდი, ეს სიტყვა მამამისმა ასწავლა).
3.2.4. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ან----------------–---–ი მამის - თა------------–---–ის მხრიდან, მასზე განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მა------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნების სისწორე და დამატებით ან----------------–---–თან მიმართებით განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის დროს ა---------––-–------ იყო ძალიან თანმიმდევრული თხრობით ნაწილში. იგი იმდენად ამომწურავად განმარტავდა ყველაფერს, რომ ექსპერტს მინიმალური შეკითხვების დასმა უწევდა მისთვის. ექსპერტის განმარტებით, ან----------------–---–ს მამის მიმართ აქვს სიყვარულის გრძნობა, რაც კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის მასსა და დედას შორის კონფლიქტს. ან----------------–---–ის მონათხრობი მამამისის მხრიდან დედამისის მიმართ ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით, მისთვის არის მატრავმირებელი, რაც გამოიხატება კოშმარულ სიზმრებში, სადაც დედა დასისხლიანებულია, თავად კი ბებიას ემუდარება, რომ დედას რომ მოუკლავენ, მერე მან მოუაროს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ან----------------–---–ს აქვს მომავლის გაურკვეველი შიში. აგრეთვე დაადასტურა ისიც, რომ თი--------–----------ას მხრიდან მასზე თა------------–---–ის მიმართ ნეგატიურად წარმოჩენის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. საყურადღებოა ექსპერტის განმარტება იმის თაობაზე, რომ ან----------------–---–ს არ სურს მშობლების თანაცხოვრება, მიზეზად მუდმივ კონფლიქტს ასახელებს.
3.2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქს------------ამ, რომელიც გამოძიების ეტაპზე ან----------------–---–ის დაკითხვაში მონაწილეობდა საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით, დაადასტურა, რომ ა---------––-–------ მოწმე დაიკითხა მისთვის შესაფერის გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. დაკითხვის დროს ან----------------–---–ი საუბრობდა ძალიან თავისუფლად და ასაკთან შესაბამისად. ყველაფერს ყვებოდა და აღწერდა თავისივე სიტყვებით. ჩვენების მიცემისას მას სიტყვა „ზეწოლა“ არ უხსენებია.
3.2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–----------ას ჩვენებით დგინდება, რომ არის თი--------–----------ას დედა. მოწმის განმარტებით, მისი ქალიშვილი და თა------------–---–ი დაოჯახდნენ 2--- წელს. დაქორწინებიდან დაახლოებით თვენახევარში, მასთან სახლში მივიდა მისი ქალიშვილი, რომელმაც უთხრა, რომ თა------------–---–მა წაართვა პირადი კომპიუტერი, რაც ჩააბარა ლომბარდში. დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ, მასთან კვლავ მივიდა ქალიშვილი. ამჯერად, თა------------–---–ი ძალადობის გამოყენებით დაეუფლა თი--------–----------ას სამკაულებს. ამ ფაქტის შემდეგ მის ოჯახში მივიდნენ თა------------–---–ის ოჯახის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ თა------------–---–ის მხრიდან მსგავსს ფაქტს ადგილი აღარ ექნებოდა, თუმცა უშედეგოდ. ამ უკანასკნელის მხრიდან ფულის მოთხოვნის ფაქტს კვლავ არაერთხელ ჰქონია ადგილი. 2--- წელს მისი ქალიშვილი და სიძე ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. მოწმის განმარტებით, თა------------–---–ისთვის აღნიშნული ფაქტი არ გამხდარა შემაკავებელი ხასიათის, რის გამოც გარკვეული პერიოდის შემდეგ, თი--------–----------ამ მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
3.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბა-------–----------ას ჩვენებით დგინდება, რომ არის თი--------–----------ას მამა. მოწმის განმარტებით, მისი ქალიშვილი და თა------------–---–ი დაოჯახდნენ 2--- წელს. დაქორწინებიდან დაახლოებით თვენახევარში ან ორ თვეში, მასთან სახლში მივიდა მისი ქალიშვილი, რომელმაც უთხრა, რომ თა------------–---–მა წაართვა პირადი კომპიუტერი, რაც ჩააბარა ლომბარდში. ვინაიდან თა------------–---–ის მხრიდან აღნიშნული შემთხვევა უკანასკნელი არ ყოფილა, წყვილი ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი თავად შეესწრო თა------------–---–ის მხრიდან თი--------–----------ას შანტაჟის მომენტს, რა დროსაც მისი ყოფილი სიძე იძახდა, რომ თუ ფულს არ მისცემდა, ა/მანქანას შეასკდებოდა და თავს მოიკლავდა, სწორედ აღნიშნული გახდა მათი დაშორების მიზეზი. მოწმის განმარტებით, მიუხედავად ოფიციალურად გაყრისა, თა------------–---–ი თი--------–----------ას არ აძლევდა მოსვენების საშუალებას, რაც გამოიხატებოდა სამსახურში მიკითხვასა და დაშანტაჟებაში, რაც გახდა მისი შვილის არაერთი სამსახურის შეცვლის მიზეზი, ვინაიდან თა------------–---–ი თი--------–----------ას მისივე თანამშრომლების თანდასწრებით შეურაცხყოფდა. აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა თი--------–----------ასგან. წყვილის შერიგების არაერთი მცდელობა უშედეგო იყო. მოწმის თქმით, თა------------–---–ის მხრიდან, მხოლოდ ფულის გამოძალვას რომ ჰქონოდა ადგილი, თავისი შვილი პოლიციას ასე მარტივად არ მიმართავდა. მოწმე დარწმუნებულია, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. ამის თქმის საფუძველს, კიდევ უფრო უმყარებს საკუთარი შვილიშვილის ან----------------–---–ის განმარტება, რომ მათთან ყოფნის დროს, ის თავს ძალიან მშვიდად გრძნობს.
3.2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი სა-–---------–----–---–-, რომელმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე.
3.2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა არ---------–---–მა და იო------------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
3.2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 1----–----- და 2----–-–-- 7----------- გადაწყვეტილებებით, თა------------–---–ს აეკრძალა იმ ადგილებთან (მათ შორის, სამსახურთან) მიახლოება, სადაც თი--------–----------ა იმყოფებოდა. აღნიშნულ შემაკავებელი ორდერების დამტკიცებას საფუძვლად დაედო თა------------–---–ის მხრიდან თი--------–----------ას მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა მუქარასა და ფულის სისტემატურ მოთხოვნაში.
3.2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 4----------- განაჩენით დგინდება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილ თა------------–---–ს, 2----–-–-- 9-------, ნარკოტიკული საშუალებების ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შესაბამისად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3.2.13. ბრალდებულმა თა------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და გამოიყენა დუმილის უფლება.
3.2.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე გი---------–-–---–მა განმარტა, რომ მისთვის წარმოუდგენელია თა------------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან ამ ადამიანთან ბავშვობიდან მეგობრობს. მოწმემ გამორიცხა თა------------–---–ის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება და მისი მხრიდან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.
3.2.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე ელ--------------------------მა განმარტა, რომ თა------------–---–სა და თი--------–----------ასთან შეხება სამსახურებრივი მდგომარეობიდან ჰქონდა. კერძოდ, იგი მუშაობს ერთ-ერთ სალონში კოსმეტოლოგის პოზიციაზე. მოწმის განმარტებით, მას არაერთხელ გაუწევია თი--------–----------ასთვის მომსახურება. იყო შემთხვევები, როდესაც ამ უკანასკნელს თა------------–---–იც ახლდა თან. მოწმის მოსაზრებით, თი--------–----------ა მეუღლის მხრიდან მართლა მსხვერპლი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაუდგებოდა გვერდით, თუმცა მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი არავის (მათ შორის თ--------) ეკითხება პირადი ცხოვრების შესახებ. მანვე დაადასტურა, რომ სალონის გარდა წყვილთან სხვა შემხებლობა არ ჰქონია.
3.2.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე ან-----–--ემ განმარტა, რომ არის თა------------–---–ის უბნელი, ასევე მისი დის მეგობარი, რის გამოც კარგი ურთიერთობა აქვს მათ ოჯახთან. მოწმე, ჯ-----–---–---- ოჯახთან მისი შემხებლობიდან გამომდინარე, თა------------–---–ის მხრიდან თი--------–----------ას მიმართ კონფლიქტს გამორიცხავს.
3.2.17. მსგავსი შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმემ თა-----–----–---–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ თა------------–---–ი იყო ძალიან კარგი მამა და მეუღლე, შესაბამისად, მისი მხრიდან თი--------–----------ასთვის ფულის გამოძალვის ფაქტს, ადგილი არ უნდა ჰქონოდა.
3.2.18. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.2.19. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №-/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 45).
3.2.20. სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები) აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, დადგენილად მიაჩნია, რომ თა------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.2.21. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა თა------------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დაკითხული დაზარალებულის ჩვენება შეიცავდა დანაშაულებრივი ფაქტების დეტალურ აღწერილობას და მითითებას, თუ რა მიზნით იყო განპირობებული თა------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქცევა, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის მის ჩვენებას. თი--------–----------ას გადმოცემით, მისი გაუსაძლისი ყოფა-ცხოვრება დაიწყო თა------------–---–თან დაოჯახებიდან რამდენიმე თვეში და მიუხედავად მათი ოფიციალური განქორწინებისა, გრძელდებოდა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან თა------------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ემყარება მხოლოდ 2----–-–-- დეკემბრიდან განხორციელებულ ფაქტებს, სასამართლო აღარ მიმოიხილავს წინარე პერიოდს და იმსჯელებს უშუალოდ დანაშაულის დამადასტურებელ ფაქტებზე.
3.2.22. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა მიუთითა, რომ 2----–-–-- დეკემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც გავიდა თა------------–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ვადა, რომლითაც მას აკრძალული ჰქონდა დაზარალებულთან მიახლოება, თა------------–---–ი მივიდა მის ნაქირავებ ბინაში და აშანტაჟებდა - თუ სახლში მის რომელიმე წევრს მიიყვანდა, მათ ყელს გამოჭრიდა და „გაფატრავდა“. თა------------–---–ი მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის დასაფარად, თი--------–----------ას აშანტაჟებდა, რომ თავს მოიკლავდა და მას დაბრალდებოდა მისი სიკვდილი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის განმარტებას, რა დროსაც იგი ბრალდებულმა იძულებული გახადა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში გასაშვებად გადაეხადა 200 ლარი. უშუალოდ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ 2--- წლის მ---–-, მისმა ყოფილმა მეუღლემ ა---------––-–------ შვილის თანდასწრებით უმოწყალოდ სცემა, რა დროსაც თავად განიცდიდა ტკივილს. ეს უკანასკნელი ფაქტი, თავის მხრივ დაადასტურა დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე არასრულწლოვანმა ან----------------–---–მაც, რომელმაც თანმიმდევრულად და ამომწურავად განმარტა საქმის დეტალები. ა---------––-–------ მოწმის თქმით, მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობა ხასიათდებოდა არაერთჯერადობით. იყო შემთხვევა, როდესაც მამამისი დედამისს არ უშვებდა, დედის დისშვილის ნათლობაზე. უბრძანებდა, რომ სახლში დარჩენილიყო. არასრულწლოვნის განმარტებით, ერთ დღეს მამამისი ცდილობდა აივნიდან გადახტომას, რასაც იმიტომ აკეთებდა, რომ დედამისი დაეკავებინათ პოლიციელებს. სასამართლო ან----------------–---–ისა და თი--------–----------ას ჩვენებებს, თანმიმდევრულობის, ერთმანეთთან თანხვედრისა და დეტალებზე ორიენტირებულობის გამო, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათ გამოძიებას მიაწოდეს ანალოგიური ინფორმაცია, მიიჩნევს სანდო და მყარ პირდაპირ მტკიცებულებებად, რომლებიც ადასტურებენ თა------------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს.
3.2.23. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის დისპოზიცია ძალადობრივი ქმედების დასადასტურებლად სავალდებულოდ მიიჩნევს ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის გამოწვევას, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ამ კრიტერიუმზე, უშუალოდ თი--------–----------ასთან მიმართებით. ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად განაცხადა, რომ 2--- წლის მ---–-, თა------------–---–ის ცემის (წიხლების რტყმის) შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება სულიერ ტანჯვას, აღნიშნული ცალსახად დასტურდება სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მა------------–---–ის ჩვენებით. ასევე, მართალია, დანაშაულის უშუალო მსხვერპლს ან----------------–---–ი არ წარმოადგენდა, თუმცა დანაშაულებრივ ფაქტთან შემხებლობის გამო, მისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური ტანჯვა, კიდევ უფრო მყარ საფუძველს ქმნის თა------------–---–ის ძალადობრივი ქმედებების დასადასტურებლად.
3.2.24. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს დაზარალებულ თი--------–----------ას მშობლების მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებსაც. მართალია, მათ თა------------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების თაობაზე უშუალოდ თი--------–----------ასგან შეიტყვეს, მაგრამ მათ გაიხსენეს არაერთი ფაქტი, რაც მიუთითებდა თა------------–---–ის ძალადობისკენ მიდრეკილებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, თუმცა კანონმდებლობა არც იმას გამორიცხავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ბრალის წარდგენისას ან განაჩენის გამოტანისას გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი ირიბი ჩვენება, რომელიც ერთსა და იმავე ფაქტს „ირიბად“ ადასტურებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №-/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 33).
3.2.2-. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს წესს, რომელიც საქმის არსებითი განხილვისთვის ერთ დამატებით პირობას ადგენს - ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, სასამართლო ი-----–----------ასა და ბა-------–----------ას ირიბ ჩვენებებს აფასებს როგორც „დამხმარე“ ხასიათის მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს - თა------------–---–ის ძალადობრივი ქცევისადმი მიდრეკილებას.
3.2.26. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პარალელურად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები უტყუარად არ ადასტურებს თა------------–---–ის უდანაშაულობას. მეტი თვალსაჩინოებისთვის სასამართლო მიმოიხილავს მათ.
3.2.27. სასამართლო იმ პირობებში, როდესაც თი--------–----------ას განმარტება თა------------–---–ის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების თაობაზე, განმტკიცებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 4----------- განაჩენით (იხ. პუნქტი 2.2.12.), არასანდოდ მიიჩნევს დაცვის მხარის მოწმის - გი---------–-–---–-ს საპირისპირო დასკვნას ამ საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ მისი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დახსნის სურვილით არის განპირობებული. ზემოაღნიშნული განაჩენი ცხადყოფს, რომ თა------------–---–ის ნარკოტიკებზე დამოკიდებულება სულ მცირე 2----–-–----- დაეწყო.
3.2.28. სასამართლოსთვის გასაკვირია თუ რატომ აპელირებს დაცვის მხარე ელ-------------------------სის ჩვენებაზე, როგორც უტყუარ მტკიცებულებაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მისივე ჩვენებიდან ნათლად დასტურდება თი--------–----------ასა და თა------------–---–თან მხოლოდ სამსახურებრივად შეხების ფაქტი. ასევე გაუგებარია მოწმის დასკვნა: „თი--------–----------ა მეუღლის მხრიდან მართლა მსხვერპლი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაუდგებოდა გვერდით, თუმცა მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს“. სასამართლო მიიჩნევს, რომ თი--------–----------ას არ გააჩნდა რაიმე საფუძველი, რაც მისცემდა შესაძლებლობას ელ-------------------------სისთვის (რომელიც მის მეგობარს არ წარმოადგენდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწმე თი--------–----------ას სხვა კლიენტების მსგავსად პირად ცხოვრებაზე არ ესაუბრებოდა) გაემხილა თა------------–---–ისგან გამოწვეული საკუთარი აუტანელი ყოფის შესახებ. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოწმეს თავის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჰქონდა თი--------–----------ასთან და თა------------–---–თან შეხება, არ შეიძლება მივიჩნიოთ ამ უკანასკნელის მხრიდან ძალადობის ფაქტის დადასტურებად/უარყოფად. ანალოგიური შეიძლება ითქვას დაცვის მხარის სხვა მოწმეებზეც, რომლებიც მართალია იყვნენ თა------------–---–ის მეგობრები, თუმცა მათ არ ჰქონიათ ოჯახთან უწყვეტი ურთიერთობა. ამასთან, მათი ჩვენება ემყარება მხოლოდ საკუთარ შეფასებას და არა კონკრეტულ ფაქტებს.
3.2.29. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული გარემოებები.
3.3. გამოძალვა - ესე იგი ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა
3.3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თი--------–----------ამ განმარტა, რომ 2--- წლის 1-------- შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში), თა------------–---–მა გაიაზრა, რომ მათი შერიგება გამორიცხული იყო და მისგან დაიწყო სოლიდური თანხის გამოძალვა. მოწმემ დაადასტურა, რომ თა------------–---–ი თავდაპირველად თხოვდა 10 000 ლარს, შემდეგ მიხვდა, რომ დაზარალებულს ამდენის გადახდა არ შეეძლო და 6 000 ლარს დაყაბულდა, ბოლოს კი 3 000 ლარს დათანხმდა, რისი გადახდის შემთხვევაშიც პირდებოდა, რომ წავიდოდა საზღვარგარეთ და თვალით აღარ დაენახვებოდა. პარალელურად აშინებდა სიტყვებით: „შენ ძმას გაგიფატრავ, მთელი დღე ქალაქში დადის და მუშაობს, მოვაწყობ ავარიას და შენი სიძე მოკვდება“, ასევე ეუბნებოდა, რომ ანალოგიურს დამართებდა მამამისს, თუ მის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას არ დათანხმდებოდა. საბოლოოდ დაზარალებულმა ბრალდებულს შესთავაზა 500 ლარი, რამაც ამ უკანასკნელის განრისხება გამოიწვია და ეუბნებოდა, თუ როგორ აკადრა 500 ლარის გადაცემა, მაშინ როდესაც მისი მოთხოვნილი თანხა 6-ჯერ აღემატებოდა შეთავაზებულს. საბოლოოდ, მოწმის თხოვნის შედეგად, რომ საღამომდე ეცდებოდა ეშოვნა მის მიერ მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, თა------------–---–მა გამოართვა შეთავაზებული ფულადი თანხა - 500 ლარის ოდენობით.
3.3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–----------ას ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 2--- წლის 1-------, მასთან მივიდა თი--------–----------ა ბ--–----- ერთად და უთხრა, რომ მათთან გადავიდოდა საცხოვრებლად. გადასვლის მიზეზი იყო თა------------–---–ის ულტიმატუმი 10 000 ლარის გადაცემის თაობაზე, რაც საბოლოოდ შეამცირა 3 000 ლარამდე. მოწმის განმარტებით, თა------------–---–ი გამუდმებით ემუქრებოდა მათ. იყო შემთხვევა, როდესაც ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ვაჟიშვილს მოუკლავდა. მოწმეს თა------------–---–ის მუქარის შედეგად გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. იგი იმდენად შეშინებული იყო, რომ არ იცოდა მისი შვილი ცოცხალი მივიდოდა სახლში თუ მკვდარი. მოწმის თქმით, ბრალდებული თი--------–----------ას ემუქრებოდა, რომ თუ ფულს არ მიუტანდა “ინვალიდის” ეტლში ჩასვამდა. ეს ფრაზა უშუალოდ მისთვისაც აქვს ნათქვამი.
3.3.3. დათვალიერების ოქმით (14.06.2--- წ.) დგინდება, რომ დათვალიერდა თი--------–----------ას კუთვნილი ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით (5 ცალი 100 ლარიანი კუპიურა), შემდეგი სანომრე ნიშნებით: 1) A---------, 2) A---------, 3) A---------, 4) A---------, 5) A---------. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ფულადი თანხა დაუბრუნდა თი--------–----------ას, რათა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის დროს გადაეცა თა------------–---–ისთვის, მისივე მოთხოვნის შესაბამისად.
3.3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------- განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე დასტურდება, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ნება დაერთო განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება - თი--------–----------ას და თა------------–---–ის შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერა.
3.3.5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წერილით დგინდება, რომ 2--- წლის 1-------- ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------- განჩინებით ნებადართული ფარული საგამოძიებო მოქმედება - თი--------–----------ასა და თა------------–---–ის შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
3.3.6. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა 2.3.5. პუნქტში მითითებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (განთავსებული დისკზე), რომლის თანახმად დგინდება, რომ თა------------–---–ი და თი--------–----------ა შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ეს უკანასკნელი ცდილობდა მისი ყოფილი მეუღლისთვის გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი. ვინაიდან თი--------–----------ას მიერ შეთავაზებული თანხა გაცილებით ჩამოუვარდებოდა თა------------–---–ის მიერ მოთხოვნილ თანხის ოდენობას, თა------------–---–მა გამოხატა აშკარა გაღიზიანება და უკმაყოფილება: „... თ------: რამდენს მაძლევ? თ--------: 500 ლარს გაძლევ. თ------: ... 500 ლარი რა ჯანდაბად მინდა? თ--------: რამდენი გინდა 3 000? თ------: ... ექვსი დაგითვალე და ნახევარი მომეცი მეთქი. რას მაყვირებ აქ. თ--------: ეგ საიდან დამითვალე და ნუ ყვირიხარ, რა. თ------: არ მინდა, წადი რა, წადი რა „ვაბშე“, არ მინდა... არ მინდა, შენი მათხოვარი კი არ ვარ... რა 500 ლარი, შენ ხომ არ უბერავ?...“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ნათლად ჩანს, რომ თი--------–----------ა არაერთგზის ცდილობს თა------------–---–ს გადასცეს ფულადი თანხა, რათა მომავალში თავი დაანებოს, თუმცა ფაქტით (თუ როგორ აკადრა თი--------–----------ამ 6-ჯერ ნაკლები თანხა) გაღიზიანებული თა------------–---–ი არ ართმევს ფულს: „... თ--------: ხვალიდან ეხლა ისევ გამამწარებ? თ------: არ მინდა ძმაო, 500 ლარის მათხოვარი კი არ ვარ. რა 500 ლარი, შენ ცოტა დაფიქრებულხარ, რა 500 ლარს მაძლევ?! ... თ--------: მოდი ბიჭო და წაიღე და შემეშვი, ამ ფულით შემეშვი! თ------: არ მინდა, არა! ... თ--------: აჰა, წამართვი და წაშავდი მაშინ. თ------: არ მინდა, არა. თ--------: დამანებებ მაშინ თავს? თ------: არა! თ--------: და რას მიზამ? თ------: ნახავ რასაც გიზამ!“ საბოლოოდ, თა------------–---–მა მხოლოდ მას შემდეგ, გამოართვა თი--------–----------ას ფული, რაც ეს უკანასკნელი შეპირდა თანხის დამატებას: „...თ--------: წაიღე ეს და მოგიტან, საღამომდე მოგიტან. თ------: არ მინდა. როდის მომიტან? თ--------: მაცადე. მე რა ვიცოდი ესეთი შეშლილი თუ იქნები... თ--------: ათას ლარს მოგიტან. ხომ მითხარი ნახევარი მაინც მოგეტანაო. თ------: ხო. თ--------: არვიცი, გადავრეკავ-გადმოვრეკავ, გამომართვი ეს ფული და მომშორდი. თ------: (გამოართვა ფული) ხო. მთლიანად როდის მაძლევ, რომ შენ შენთვის იცხოვრო, მე ჩემთვის... თ--------: აუ დავიღალე რა. თ------: მე ბავშვს ამ სამი ათასსაც გადავუხდი და...“ აღნიშნულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში ყურადღება მისაქცევია თა------------–---–ის ქმედება - თანხის გადაცემის ფაქტის ვიდეო ჩამწერით დაფიქსირება, აგრეთვე მისი დაჟინებული განცხადება - თი--------–----------ას მხრიდან ვალის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თანხის გადაცემის მომენტში აფიქსირებს არაერთგზის: „...თ------: მე ეხლა ვიწერ, რომ პოლიციამ ან რაღაცა არ იმას მიქნას... მიბრუნებ ჩემ ვალს და „ვაბშე“ ხმას არ ვიღებ. თ--------: შენ ვალს არ გიბრუნებ... შენ ძაან კარგად იცი, რომ შენ ამ ფულს მე მართმევ. წამართვი, არ არის პრობლემა. თ------: არაფერს არ გართმევ... არავის არ ვძალავ მე მაგ ფულს. შენ მიბრუნებ მე რაც მეკუთვნოდა... როდის მიბრუნებ მთლიანად ფულს. მე შენი არ მჯერა, შენ ხარ ინტრიგანი, დააჭერინებ ჩემ თავს...“
3.3.7. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2--- წლის 1--------, საღამოს საათებში დააკავეს თა------------–---–ი, რომელსაც პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა თი--------–----------ას კუთვნილი ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით (5 ცალი 100 ლარიანი კუპიურა), შემდეგი სანომრე ნიშნებით: 1) A---------, 2) A---------, 3) A---------, 4) A---------, 5) A---------; აგრეთვე მისი კუთვნილი პირადი ნივთები და ფულადი თანხა.
3.3.8. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა რე--------–---–---–მა და იო-------–-–---–მა.
3.3.9. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, განსაკუთრებით დაზარალებულ თი--------–----------ას ჩვენება და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ხასიათდება ურთიერთშეჯერებულებით, რაც კიდევ უფრო მყარს ხდის აღნიშნულ მტკიცებულებებს. სასამართლოს შეფასებით მოცემული მტკიცებულებები მათი თვისობრივი ხასიათის გათვალისწინებით, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სხვა დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება აღარ არის აუცილებელი. ნიშანდობლივია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; §96; Gäfgen v. Germany №22978/05, §164; Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; §90.) ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსს და იმსჯელებს მათი უტყუარობის ხარისხზე.
3.3.10. სასამართლოს შეფასებით, ეჭვს არ იწვევს თი--------–----------ას ჩვენება, რომელიც მსგავსად ოჯახში ძალადობის ეპიზოდისა, გამოძალვის ნაწილშიც თანმიმდევრულია, რაც კიდევ უფრო მყარდება ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით. კერძოდ, ჩვენების მიცემისას თი--------–----------ამ განმარტა, რომ თა------------–---–ი ულტიმატუმის წაყენების გზით, ცდილობდა მისგან ფულის (თავდაპირველად 10 000 ლარის, შემდეგ მოთხოვნა შეამცირა 6 000 ლარამდე, ბოლოს კი 3 000 ლარს დათანხმდა) გამოძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მამისა და ძმის მოკვლით ემუქრებოდა. ვინაიდან სასწორის ერთ მხარეს იდო ახლო ნათესავების სიცოცხლე, მოწმემ გადაწყვიტა მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის, სადაც დამნაშავის გამოვლენის მიზნით იგი აღიჭურვა შესაბამისი ჩამწერი მოწყობილობით. შესაბამისად, მოხდა მისი და თა------------–---–ის შეხვედრის აუდიო/ვიდეო ჩაწერა, რაც გადატანილ იქნა დისკზე, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია მტკიცებულებასთან მიმართებით. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ, დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს არ გამოუკვლევია ზემოაღნიშნული დისკები. სასამართლო მეტი თვალსაჩინოებისთვის განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ მართლაც არ გამოიკვლია ნივთიერ მტკიცებულებათა ნაწილი (მაგალითად, ის დისკები, სადაც ერთი მხრივ ასახული იყო თი--------–----------ასა და თა------------–---–ის, ხოლო მეორე მხრივ - თი--------–----------ასა და თა------------–---–ის დედის - ნ-------------ს მიმოწერა), რის შინაარსზეც მტკიცებულებითი ძალის მიუნიჭებლობის გამო, არ მსჯელობს განაჩენში.
3.3.11. სასამართლოსთვის ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერის შინაარსი ნათელს ჰფენს საქმის რეალურ სურათს. მართალია შეხვედრის საწყის ეტაპზე თა------------–---–ი უარს აცხადებს თი--------–----------ას მიერ შეთავაზებულ და მის მიერ მოთხოვნილ თანხის ნაწილზე - 500 ლარზე, თუმცა მისი მხრიდან ეს ფაქტი განპირობებულია, არა გამოძალვის ელემენტების არარსებობით, არამედ მისი გაღიზიანების გამო - თუ როგორ აკადრა და გაუბედა თი--------–----------ამ მას მოთხოვნილ თანხაზე ექვსჯერ ნაკლები ფულის მიტანა. „... თ------: რამდენს მაძლევ? თ--------: 500 ლარს გაძლევ. თ------: ... 500 ლარი რა ჯანდაბად მინდა? თ--------: რამდენი გინდა 3 000? თ------: ... ექვსი დაგითვალე და ნახევარი მომეცი მეთქი. რას მაყვირებ აქ. თ--------: ეგ საიდან დამითვალე და ნუ ყვირიხარ, რა. თ------: არ მინდა, წადი რა, წადი რა „ვაბშე“, არ მინდა... არ მინდა, შენი მათხოვარი კი არ ვარ... რა 500 ლარი, შენ ხომ არ უბერავ?...“ სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაკეთებულ განმარტებას, რომ თი--------–----------ასა და თა------------–---–ის შეხვედრის დროს საუბარი მიმდინარეობდა იმ თანხის შესახებ, რომელსაც ცოლ-ქმარი აგროვებდა ა/მანქანის შესაძენად. სასამართლოს შეფასებით, ადვოკატის აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება ჩანაწერში ასახულ თავად ბრალდებულის ნათქვამს, რომ თითქოს თი--------–----------ას აქვს მისი ვალი. ასეთ შემთხვევაში გონიერ დამკვირვებელს უჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი თი--------–----------ა და თა------------–---–ი ერთად აგროვებდნენ ფულს 1. რატომ უნდა გადაეხადა მხოლოდ თ-------- 3000 ლარი? და 2. რამ გამოიწვია თა------------–---–ის მიერ საკუთარი თავის „მათხოვართან“ შედარება? ან 3. რატომ ცდილობდა თა------------–---–ი თანხის გადაცემის ფაქტის საკუთარი ვიდეო ჩამწერით დაფიქსირებას ან 4. რატომ ეუბნება იგი დაზარალებულს, რომ ის პოლიციას მის თავს დააჭერინებს, როდესაც მას რაიმე დანაშაულებრივ ფაქტთან არ აქვს კავშირი? სასამართლო განმარტავს, მართალია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდების მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარეს დასმულ შეკითხვებზე პასუხის რაიმე დამაჯერებელი ვერსია, სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია. მთელი ჩანაწერის განმავლობაში თა------------–---–ი ძალიან ხელოვნურად უმეორებს თი--------–----------ას, რომ მას აქვს მისი ვალი, თუმცა დაზარალებულის კითხვაზე, თუ რისი ვალი აქვს ბრალდებული კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ვალის არსებობის ფაქტს გამორიცხავს ასევე საუბრის დასასრულს თა------------–---–ის განმარტება „...მე ბავშვს ამ სამი ათასსაც გადავუხდი და...“ სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში თა------------–---–ის ეს ფრაზა გულისხმობს, მის მიერ თი--------–----------ასთვის მოთხოვნილ თანხას.
3.3.12. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულ თი--------–----------ას მხრიდან, ბრალდებულ თა------------–---–ისთვის დანაშაულის დაბრალების რაიმე ინტერესი საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგენილა, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.2. პუნქტში მითითებული გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ესე იგი, ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ, განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.
4.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.3. მხარეთა მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ თი--------–----------ა არის თა------------–---–ის ყოფილი მეუღლე. აგრეთვე, არც ან----------------–---–ის არასრულწლოვნების ფაქტი გამხდარა განხილვის საგანი.
4.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სიღრმისეული შეფასების შედეგად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა------------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის - თი--------–----------ას მიმართ განხორციელებული ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების ნიშნებს. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დგინდება, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რომელიც მსხვერპლზე გავლენის მოპოვების მიზნით იყო მოცული. საგულისხმოა, რომ თა------------–---–ის ფიზიკურ ძალადობას წინ უძღოდა თი--------–----------ას შანტაჟი და დაშინება. ძალადობის შედეგად მოპოვებული კონტროლი კი გამოიხატა მსხვერპლის თავისუფალი ნების შეზღუდვაში, იზოლაციასა და მანიპულირებაში.
4.5. მართალია, ბრალდების შესახებ დადგენილების დისპოზიციის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით) თანახმად, ბრალდების მხარე თა------------–---–ს თი--------–----------ას შანტაჟის ნაცვლად, ედავება მის სისტემატურ შეურაცხყოფას (კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას), თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის, მთვარი მოწმის - თი--------–----------ას ჩვენება ცალსახად მიუთითებს თა------------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟის ნიშნებზე (მაგალითად, დაახლოებით 2----–-–-- 6------------ თა------------–---–ი მივიდა თი--------–----------ას ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მკაფიოდ უთხრა, რომ თუ მის რომელიმე ოჯახის წევრს მიიყვანდა მისივე ბინაში, ყელს გამოჭრიდა და „გაფატრავდა“. გარდა ამისა, აშინებდა მას და ეუბნებოდა, რომ თავს მოიკლავდა, რისი მიზეზიც მოწმე იქნებოდა. ჩვენების მიცემისას თი--------–----------ამ გაიხსენა არაერთი ფაქტი, რა დროსაც იგი იძულებული გახდა თა------------–---–ისთვის დაეკმაყოფილებინა ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნა, კერძოდ, 2--- წლის ზაფხულში, იმისთვის, რომ წასულიყო ბიძაშვილის ქორწილში მას გადაუხადა 200 ლარი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2----–-–-- დეკემბრიდან 2--- წლის 1-----------, თა------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის ფარგლებში, იყო შანტაჟი და არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ცვლილება არ არის ბრალდების ფარგლების გაცდენა ან მისი რაიმე ფორმით დამძიმება, რის გამოც თა------------–---–ის დამნაშავედ ცნობა ხდება იმავე სამართლებრივი მოცემულობით. რაც შეეხება 2--- წლის 1------------------------- განხორციელებული შანტაჟის ნიშნებს, აღნიშნული შეადგენს გამოძალვის შემადგენლობის ერთ-ერთ ელემენტს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლში აღნიშნული პერიოდის დამატებით მოქცევა არ იქნება სწორი.
4.6. ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თა------------–---–მა 2--- წლის მაისის ერთ-ერთ დღეს, ძალადობა განახორციელა ა---------––-–------ შვილის თანდასწრებით. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით უტყუარად დგინდება, რომ თა------------–---–ის ძალადობრივმა ქმედებამ ან----------------–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია. სასამართლოს შეფასებით აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს მის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ვინაიდან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვებზე, უნგრევს მათ სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. აღნიშნული მოსაზრების საფუძვლიანობას კიდევ უფრო ამყარებს ექსპერტის განმარტება, რომ ან----------------–---–ს აქვს მომავლის გაურკვეველი შიში... სასამართლო განმარტავს, რომ ან----------------–---–ის ასაკი განსაზღვრავს მისი ფსიქიკის ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზე ყოფნას, რაც მიუთითებს მის განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ა---------––-–------ ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენდა, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, რომელიც ამ დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, დანაშაულის დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. გამოძალვის საგანი შეიძლება იყოს, როგორც ქონება, ასევე უფლება ნებისმიერ ქონებაზე. ობიექტურად ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის მოთხოვნაში, რომელიც მიმართულია ქონების მესაკუთრისადმი/მფლობელისადმი, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოთხოვნას აუცილებლად უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მუქარის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.
4.8. სასამართლოს საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2--- წლის 1------------------------- პერიოდში, თა------------–---–ი ყოფილ მეუღლეს - თი--------–----------ას სთხოვდა გადაეცა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ახლო ნათესავებს მოუსპობდა სიცოცხლეს. თი--------–----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის საფუძველზეც 2--- წლის 1--------, თა------------–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი.
4.9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც თა------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1--–- ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გამოკვეთილ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის რეციდივი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
6.3. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლზე და განმარტავს, რომ 2--- წლის 30 მაისს მიღებული ცვლილების თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2--- წლის 23 ივნისს, საქართველოს სსკ-მა გაამკაცრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილისთვის, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“
6.4. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
6.5. საქართველოს სსკ-ის 2--- წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, რომელიც მოქმედებდა თა------------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი ისჯებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანუ კანონში სასჯელის სახედ არ იყო გათვალისწინებული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით თა------------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის სასჯელი დამძიმდა. შესაბამისად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის დღეს მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და მისი ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და თა------------–---–ის პიროვნება. ამდენად, სასამართლო 2--- წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სასჯელიდან შეარჩევს რომელი მათგანი უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განხორციელებას.
6.7. თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს თა------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა, აგრეთვე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (თა------------–---–ი სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე -თი--------–----------აზე, რაც გამოიხატებოდა მის შანტაჟში, იძულებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. თა------------–---–ი ძალადობის მეშვეობითვე ახორციელებდა ფულადი თანხის გამოძალვას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის მამის და ძმის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (თა------------–---–ის მტკიცე და ურყევ სურვილს თი--------–----------ასთვის დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფითა და იძულებით - სულიერი ტანჯვა, აგრეთვე გამოეძალა მისთვის სოლიდური თანხა), დამდგარ შედეგს (თა------------–---–ის ქმედების შედეგად თი--------–----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა, ხოლო არასრულწლოვანმა ან----------------–---–მა - სულიერი ტანჯვა), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (თი--------–----------აზე განხორციელებული ძალადობით მისი თავისუფალი ნების დათრგუნვას, ხოლო თანხის გამოძალვით - პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 1----–----- და 2----–-–--------------- გადაწყვეტილებებით, თა------------–---–ის მიმართ გამოიცა 2 შემაკავებელი ორდერი, თი--------–----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად. სასამართლოს შეფასებით თა------------–---–ის მიერ ძალადობრივი აქტის განმეორება მომეტებულ რისკს უკავშირდება, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ზომებმა გავლენა ვერ მოახდინა თა------------–---–ის ქცევაზე), მის პიროვნებას (თა------------–---–ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი).
6.8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნევს დანაშაულის არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს თა------------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, თუ საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
6.9. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისთვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და დამაფიქრებელი“ სანქციის მეშვეობით, მათი სიმძიმიდან გამომდინარე.
6.10. სასამართლოს მიიჩნევს, რომ 5.7. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თა------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისთვის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მისი საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა გამოწვეულია მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხის რეალურობით და რომ ალტერნატიული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
6.11. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1--–- ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის სახედ თა------------–---–ის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, თუმცა მისი გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნების შესრულებას.
6.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თა------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 4----------- განაჩენით დაკისრებული სასჯელი ჯარიმის სახით, ბრალდებულს დღეის მდგომარეობითაც არ აქვს გადახდილი, არ იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული ღონისძიება. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თა------------–---–ს სასჯელის სახედ განუსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას და იმსჯელებს მის ზომაზე.
6.13. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.14. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თა------------–---–ი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, მას სასჯელის ზომად, ორივე ქმედებისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის მინიმუმზე 1 წლით მეტი სასჯელი. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა რეციდივის გათვალისწინებით, სასამართლო იყენებს თავის დისკრეციას შთანთქმის პრინციპთან მიმართებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესზე დაყრდნობით, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.
6.15. სასამართლო საბოლოო სასჯელს დანიშნავს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და ამ შემთხვევაშიც გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას შთანთქმის პრინციპთან მიმართებით. ამდენად, თა------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი შთანთქავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 4----------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ მოუხდელი სასჯელს - ჯარიმას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ თა------------–---–ის მიმართ შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· თი--------–----------ას კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ ბარათით, თა------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით, 5 ცალი 5 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, მაჯის საათი, საფულე, მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით, მართვის მოწმობით და ერთი ცალი გასაღებით, 3 ცალი რკინის ერთ ლარიანი მონეტა და 4 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, აგრეთვე 1 ცალი „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
· დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თა------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თა------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თა------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 4----------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თა------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თა------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2--- წლის 14 ივნისიდან.
თა------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება:
· თი--------–----------ას კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ ბარათით, თა------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით, 5 ცალი 5 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, მაჯის საათი, საფულე, მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით, მართვის მოწმობით და ერთი ცალი გასაღებით, 3 ცალი რკინის ერთ ლარიანი მონეტა და 4 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, აგრეთვე 1 ცალი „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
· დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი