გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/8131-18
22 თებერვალი, 20-9 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ან----------ე
წარმომადგენლები - რო------–-–---–ი, თე----------------–--ლი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რუ-------------–-----ი
მესამე პირი - შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის
მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ის დირექტორი სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით ეთანხმება სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 27 იანვარს შპს „ვ--------“-ზე, სტატუსით - კერძო საშუალო სკოლა „ქა-------–-----------–---------–---------–ა“, გასცა ზოგადსაგანმანათლებო საქმიანობის №0-------- ლიცენზია. 20-1 წლის 24 მაისიდან, აღნიშნულ იურიდიულ პირს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ქა-------–-----------–---------–---------–ა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20-1 წლის 13 ოქტომბრის №3-- გადაწყვეტილებით, შპს ქა-------–-----------–--------–--------–-ს (ს/კ - 2--------) 5 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20-6 წლის 28 სექტემბრის №1-- გადაწყვეტილებით, შპს ქა-------–-----------–--------–--------–-ს (ს/კ - 2--------) 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 20-8 წლის 12 ნოემბრის №MES 2------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 61-62).
4.1.2. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2008 წლის 27 აგვისტოს, შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ზე“ გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია
№0------. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20-2 წლის 23 ოქტომბრის №3-- გადაწყვეტილებით შპს ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ს (საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------- 5 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
20-5 წლის 22 დეკემბრიდან, შპს ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ს (ს/კ 2--------- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20-7 წლის 5 სექტემბრის №9- გადაწყვეტილებით, შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ს (ს/კ - 2--------- 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 20-8 წლის 12 ნოემბრის №MES 2------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 61-62).
4.1.3. დადგენილია, რომ ან----------ე შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის დე------–--------–------------------–----ს“ ქ. ქუ------------–---–--------------–----------–-------–-–----ში ჩარიცხულ იქნა სკოლის დირექტორის 200- წლის 0- სექტემბრის №2--- ბრძანებით. ან----------ემ I კლასის პროგრამა დაძლია ექსტერნატის ფორმით, რის საშუალებასაც იძლეოდა ასაკის შესაბამისობა და I კლასის პროგრამის სრულად ცოდნა. შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა მე-2 კლასში წინსწრებით.
ასევე დადგენილია, რომ ან----------ემ შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის დე------–--------–------------------–----ს“ ქ. ქუ------------–---–--------------–----------–-------–-–----ში სრულად გაიარა 6 კლასი, რის შემდეგაც იგი გადავიდა შპს ქა-------–-----------–--------–--------–-ში და ამოღებული იქნა შპს „ნ-----------–----------–-------–-–----ის“ მოსწავლეთა სიიდან 20-2 წლის 13 ივნისის №2--- ბრძანებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ნი----------–----------–-----------–---–-–----ის“ 20-8 წლის 14 ნოემბრის №4/1-- წერილი (ს.ფ. 66);
- შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის დე------–--------–------------------–----ს“ ქ. ქუ------------–---–--------------–----------–-------–-–----ის დირექტორის 200- წლის 0- სექტემბრის №2--- ბრძანება (ს.ფ. 118-119);
- ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით შექმნილი საგამოცდო კომისიის 200- წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი №1 (ს.ფ. 120);
- შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის დე------–--------–------------------–----ს“ ქ. ქუ------------–---–--------------–----------–-------–-–----ის 200- წლის 26 ნოემბრის №2-89 ბრძანება (ს.ფ. 121);
- შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ის დირექტორის 20-2 წლის 13 ივნისის №2--- ბრძანება (ს.ფ. 122).
4.1.4. დადგენილია, რომ ან----------ე შპს ქა-------–-----------–---------–---------–ის VII კლასში მობილობით გადავიდა შპს ჩ----–----ს საგანმანათლებლო დაწესებულების ნი----------–----------–-----------–---–-–----იდან 20-2 წლის 22 ივნისის №2--- ბრძანების საფუძველზე და ექსტერნის ფორმით 20-7 წლის 20 მაისის №2--- ბრძანების საფუძველზე, ამავე სკოლაში დაასრულა სწავლების სრული კურსი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს ქა-------–-----------–---------–---------–ის დირექტორის 20-8 წლის 7 დეკემბრის №გ/2-7-- წერილი (ს.ფ. 85);
- შპს ქა-------–-----------–---------–---------–ის დირექტორის 20-2 წლის 22 ივნისის №2--- ბრძანება (ს.ფ. 86);
- შპს ქა-------–-----------–---------–---------–ის დირექტორის 20-7 წლის 20 მაისის №2--- ბრძანება (ს.ფ. 87);
- AA №0------ ატესტატის დუბლიკატი (ს.ფ. 53).
4.1.5. ან-----------ს წარმომადგენელმა 20-8 წლის 08 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ გადაწყვეტილებით ან----------ეს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ნი----------–-----------–-----------–---–-–----ის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებამდე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე ან-----------ს სწავლის პერიოდი და მის სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 20-8 წლის 08 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 50-51);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-16).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-0 წლის 1 ოქტომბრის 9-/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-2 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
7.3. „,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, 20-8 წლის 8 ნოემბერს წარედგინა ან-----------ს N14----- განცხადება კუთვნილი სრული ზოგადი განთლების AA N0------ ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. გასაჩივრებული - 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან----------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7.4. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-0 წლის 1 ოქტომბრის №9-/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-0 წლის 1 ოქტომბრის №9-/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება ცენტრს
შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის მეშვეობით, ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
სასამართლო მიუთითებს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი) ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ცენტრს ჰქონდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული უფლებამოსილება. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ
ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
7.5. სასამართლო მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-2 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ან----------ე შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის დე------–--------–------------------–----ს“ ქ. ქუ------------–---–--------------–----------–-------–-–----ში ჩარიცხული იქნა სკოლის დირექტორის 200- წლის 0- სექტემბრის №2--- ბრძანებით. ან----------ემ I კლასის პროგრამა დაძლია ექსტერნატის ფორმით, რის საშუალებასაც იძლეოდა ასაკის შესაბამისობა და I კლასის პროგრამის სრულად ცოდნა. შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა მე-2 კლასში წინსწრებით. ან----------ემ შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის დე------–--------–------------------–----ს“ ქ. ქუ------------–---–--------------–----------–-------–-–----ში სრულად გაიარა 6 კლასი, რის შემდეგაც იგი გადავიდა შპს ქა-------–-----------–--------–--------–-ში და ამოღებული იქნა შპს „ნ-----------–----------–-------–-–----ის“ მოსწავლეთა სიიდან 20-2 წლის 13 ივნისის №2--- ბრძანებით.
ასევე დადგენილია, რომ ან----------ე შპს ქა-------–-----------–---------–---------–ის VII კლასში მობილობით გადავიდა შპს ჩ----–----ს საგანმანათლებლო დაწესებულების ნი----------–----------–-----------–---–-–----იდან 20-2 წლის 22 ივნისის №2--- ბრძანების საფუძველზე, ექსტერნის ფორმით 20-7 წლის 20 მაისის №2--- ბრძანების საფუძველზე ამავე სკოლაში დაასრულა სწავლების სრული კურსი. ან-----------ს სახელზე გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი, რომლის თანახმად, ან----------ემ 20-7 წელს დაასრულა შპს ქა-------–-----------–---------–---------–ის სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.
ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მის სახელზე ატესტატის დუბლიკატის გაცემის ფაქტი, თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უარს აცხადებს დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ნი----------–-----------–-----------–---–-–----ის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებამდე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე ან-----------ს სწავლის პერიოდი და მის სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს, ,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, 20-0 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, 20-5-20-6 სასწავლო წლის დაწყებამდე განეხორციელებინათ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს და მიეღოთ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. ამასთან, 20-5 -20-6 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-1 წლის 19 მაისის
N84/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, 20-0 წლამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გასავლელად ცენტრისათვის უნდა მიემართათ 20-2 წლის პირველ იანვრამდე,საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2008 წლის 27 აგვისტოს, შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ზე“ გასცა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია №0------. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20-2 წლის 23 ოქტომბრის №3-- გადაწყვეტილებით შპს ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ს (საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------- 5 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით. 20-5 წლის 22 დეკემბრიდან, შპს ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ს (ს/კ 2--------- შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 20-7 წლის 5 სექტემბრის №9- გადაწყვეტილებით, შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ს (ს/კ 2--------- 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამარლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ შპს „ჩაღ-–------------------–---–------–-------–----ის ნი----------–----------–-----------–---–-–----ში“ (შპს ნი----------–----------–-----------–---–-–----ი) ან-----------ს სწავლის პერიოდი (ან----------ე აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა 200- წელს) არ არის აღიარებული სახელმწიფოს, თუმცა აღნიშნული გარემოება იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მოსარჩელის მხრიდან სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, ვერ მიიჩნევა მოსარჩელისათვის საგანმანათლებლო დოკუმენტის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს კანონით გათვალისწინებულზე მეტი პასუხისმგებლობა.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ან----------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ატესტატი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ
ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, ატესტატი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-60- და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-60- მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი
უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობა.
განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა-განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები და როგორც სასამართლოს პროცესზე აღინიშნა, დღეის მდგომარეობით სწავლას განაგრძობს საზღვარგარეთ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს,რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან-----------ს სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების
გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - ან-----------ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ან-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 20-8 წლის 7 დეკემბრის №MES 9------------ გადაწყვეტილება.
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან-----------ს სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების AA №0------ ატესტატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს ან-----------ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური