გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.04.2019
საქმის ნომერი
330210018002621569
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26278-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ვ----–-----–---–---–ი

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

მოპასუხე - ნ-------------ი

წარმომადგენელი - ც--------–----–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი

დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ვ----–-----–---–---–ისათვის არასრულწლოვან შვილთან, ბ-------------–---–---–თან (დაბადებული 2-----–-–-----------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-29 მუხლით გათვალისწინებული დასვენების დღეები 1 და 2 იანვარი, 7 იანვარი, 19 იანვარი, 3 მარტი, 8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი, 26 მაისი, 28 აგვისტო, 14 ოქტომბერი და 23 ნოემბერი დილის 10:00 საათიდან მეორე დღის 10 საათამდე, ზამთრის არდადეგები 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე და ზაფხულის არდადეგები 01 ივლისიდან 30 აგვისტომდე.

 

მოსარჩელე ვ----–-----–---–---–ი და ნ-------------ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–----------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------- შეეძინათ შვილი, ბ-------------–---–---–ი. 2018 წლის მაისიდან, გაურკვეველი მიზეზის გამო, ნ-------------ი არასრულწლოვან შვილთან, ბ-------------–---–---–თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან. ამის შემდეგ, მოპასუხემ გაწყვიტა მოსარჩელესთან ყოველგვარი კონტაქტი, არ პასუხობს მის ზარებს და არ აძლევს მოსარჩელეს ბავშვის ნახვის უფლებას. არასრულწლოვანი ბავშვისათვის აუცილებელია, ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამდენად, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი. მამის საცხოვრებელ ადგილას არის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები და უსაფრთხო, მზრუნველი გარემო, რაც მისაღებია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.

(სარჩელი, 2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ-------------ი არ არის წინააღმდეგი, მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან ბ-------------–---–---–თან. მოსარჩელე არასწორად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მოპასუხე არ აძლევს შვილის ნახვის უფლებას. ვ----–-----–---–---–იც და მისი მშობლებიც ნახულობენ არასრულწლოვან ბავშვს და აქვთ მათთან ურთიერთობა. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არ არის ჯანსაღი გარემო და ნორმალური პირობები არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის. გარდა ამისა, მოპასუხე ნ-------------ი არის დასაქმებული აფთიაქში და კვირაში აქვს მხოლოდ ერთი დასვენების დღე. მოსარჩელე კი მოითხოვს რომ ყველა დასვენების და უქმე დღე ბავშვმა გაატაროს მამასთან, რაც მიუღებელია. არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ი არის სამი წლის და დაბადებიდანვე ცხოვრობს დედასთან და დედის ოჯახთან ერთად. ამიტომ, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედასთან. დედის გარეშე მამის საცხოვრებელ სახლში დარჩენა უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ი დადის ბაღში დედის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს და თუ სარჩელი ამ მოცემულობით დაკმაყოფილდება, მას შეეზღუდება ბაღში სიარულისა და გონებრივი განვითარების, ჯანსაღ გარემოში ყოფნის უფლება. მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას იმ მოცემულობით, რაც წარმოდგენილია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამის, როგორც ეკონომიკური, ასევე, ოჯახური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მამასთან ყოფნის პერიოდში ბავშვისათვის შეიქმნას ჯანსაღი გარემო, რაც ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

(შესაგებელი, 2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი).

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მოპასუხე ნ-------------ი არ არის წინააღმდეგი მამას, ვ----–-----–---–---–ს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანი ამ ეტაპზე არის მხოლოდ სამი წლის და მამა-შვილის ურთიერთობაში ადგილი ჰქონდა წყვეტას (მათ გარკვეული პერიოდი ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ), მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თავდაპირველ ეტაპზე მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი უნდა განისაზღვროს დღის საათებში, ხოლო რამდენიმე თვის შემდგომ, მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენისა და პოზიტიური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ, ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს მამასთან ღამით დარჩენის უფლებით. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლებელია გაიზარდოს მამასა და შვილის ურთიერთობისათვის განსაზღვრული დროის ხანგრძლივობა. სოციალური სამსახურის მიერ ვ----–-----–---–---–ის საცხოვრებელი პირობების შეფასებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მშობლებს თანაბრად უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან დასვენების დღეებში და ასევე, მხარეებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ვ----–-----–---–---–ი და ნ-------------ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–----------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–----------------- შეეძინათ შვილი, ბ-------------–---–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);

 

4.1.2. მხარეები, ვ----–-----–---–---–ი და ნ-------------ი 2018 წლის მაისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ი ცხოვრობს დედასთან, ნ-------------თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ნ-------------სა და ვ----–-----–---–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით: შეწყდა ქორწინება ნ-------------სა და ვ----–-----–---–---–ს შორის, რეგისტრირებული 18.10.2014 წელს; არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ნ-------------ის საცხოვრებელი ადგილი; ვ----–-----–---–---–მა იკისრა ვალდებულება, არასრულწლოვან შვილს, ბ-------------–---–---–ს გადაუხადოს ალიმენტი, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 07 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი).

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება, საქმე N---------- (ს.ფ. 146-148).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ნ-------------ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–----------------------------------------- სადაც მოპასუხე მხარე ცხოვრობს დედასთან, ც--------–----–---–თან და შვილთან ბ-------------–---–---–თან ერთად ოთხ ოთახიან ბინაში. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სადაც შექმნილია ბავშვის აღზრდისათვის უსაფრთხო და მშვიდი გარემო. ნ-------------ის ინფორმაციით, ის დასაქმებულია ს----------- ქსელ ,------ში ფ-----–------ პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი 450 ლარია. ასევე, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს დედის ც--------–----–---–ის პენსია. მხარის გადმოცემით, მას მეუღლესთან, ვ----–-----–---–---–თან თანაცხოვრებისას ჰქონდა სისტემატური კონფლიქტები, რასაც მეტწილად განაპირობებდა მოსარჩელის მიერ ხშირი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობა და მატერიალური პრობლემები. ნ-------------ს არ აქვს პრეტენზია, რომ მის შვილს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. იგი იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, თუმცა ნ-------------ი კატეგორიული წინააღმდეგია ვ----–-----–---–---–მა არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას ღამისთევით. ბ-------------–---–---–ი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, არ აქვს ჩამოყალიბებული თვითმოვლის უნარები, ასევე, არასდროს უცხოვრია მამის ოჯახში, არ აქვს მიჯაჭვულობის განცდა მამასთან ჩამოყალიბებული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული დასკვნა N----- (ს.ფ. 108);

 

4.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ------–------- რაიონული განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელე ვ----–-----–---–---–ის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართია თ------–------- რაიონი, ს------–--------. სოციალური მუშაკი გაესაუბრა ვ----–-----–---–---–ს და მის და-ძმას ნ-----------------------–---–---–ებს. მოსარჩელე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვის დაბადების შემდეგ, ნ-------------მა ვერ შესძლო თანაცხოვრება ვ----–-----–---–---–თან ერთად და 6 თვის ბ--------სთან ერთად დედასთან გადავიდა თბილისში საცხოვრებლად. მას შემდეგ, ვ----–- ოჯახის წევრებთან ერთად პერიოდულად ნახულობდა შვილს თბილისში ნ-------------თან შეთანხმებით, თუმცა ბოლო პერიოდში, მოსარჩელეს შეექმნა დაბრკოლება ბავშვის ნახვასთან დაკავშირებით;

საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორ სართულიან ქვის მყარ ნაგებობას. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, სველი წერტილები, ასევე ორი ოთახი, სადაც სოციალური მუშაკის ვიზიტის პერიოდში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე ძმებს და მშობლებს აივნიდან ცალ-ცალკე შესასვლელით საკუთარი საძინებელი და მისაღები ოთახები გააჩნიათ. ყველა ოთახი მოწყობილია ავეჯით. სახლში არის ბუნებრივი აირი, ცივი/თბილი წყალი, საპირფარეშო კი - ეზოში. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახს გააჩნია ტექნიკა, ავეჯი, გასათბობად იყენებენ როგორც გაზის გამათბობელს, ასევე, შეშის ღუმელს. ოჯახს სეზონზე მოჰყავს ბოსტნეული, ხილი, ჰყავთ შინაური ცხოველები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვისგან ოჯახს აქვთ დამატებითი შემოსავალი;

მამას არ აქვს საწინააღმდეგო, ბავშვმა იცხოვროს დედასთან, თუმცა მას დიდი სურვილი აქვს, მიეცეს შესაძლებლობა, თავადაც იზრუნოს შვილზე, რადგან იგი აცნობიერებს მშობლის ვალდებულებას შვილის რჩენის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ------–------- რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემული დასკვნა (ს.ფ. 109-110).

 

4.2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან გარკვეული პერიოდი მოსარჩელე ვ----–-----–---–---–ს არ ჰქონდა ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ბავშვის ასაკისა და მისი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იქნება მამა-შვილს შორის ურთიერთობის წესი დადგინდეს ღამისთევით. თავდაპირველ ეტაპზე, უმჯობესია, მამასა და არასრულწლოვან ბ-------------–---–---–ს შორის ურთიერთობის აღდგენა და მშობელთან მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება მოხდეს ეტაპობრივად, რის შემდეგაც, მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შესაძლებელია განისაზღვროს ღამით დარჩენის უფლებით. ასევე, ორივე მშობელს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, ბავშვთან გაატაროს როგორც დასვენების დღეები, ასევე არდადეგების პერიოდი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 01 აპრილის სხდომის ოქმი);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ვ----–-----–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ვ----–-----–---–---–მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან ბ-------------–---–---–თან (დაბადებული 2-----–-–----------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცალცალკე ცხოვრობენ (სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ვ----–-----–---–---–ი და ნ-------------ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–----------------------. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–----------------- შეეძინათ შვილი, ბ-------------–---–---–ი. მხარეები, ვ----–-----–---–---–ი და ნ-------------ი 2018 წლის მაისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ი ცხოვრობს დედასთან, ნ-------------თან. სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ნ-------------სა და ვ----–-----–---–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: შეწყდა ქორწინება ნ-------------სა და ვ----–-----–---–---–ს შორის, რეგისტრირებული 18.10.2014 წელს; არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ნ-------------ის საცხოვრებელი ადგილი; ვ----–-----–---–---–მა იკისა ვალდებულება, არასრულწლოვან შვილს, ბ-------------–---–---–ს გადაუხადოს ალიმენტი, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 07 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. შესაბამისად, უდავოა, რომ არასრულწლოვნის მამა თავს არ არიდებს შვილის რჩენის ვალდებულებას.

 

სოციალური სამსახურის მიერ შემოწმდა ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. დადგენილია, რომ ნინო გიგიაური დედასთან, ც--------–----–---–თან და შვილთან ბ-------------–---–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, გ-–----------------------------------------. საცხოვრებელი წარმოადგენს ოთხ ოთახიან ბინას, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელი. ბავშვი იზრდება უსაფრთხო, კეთილსაიმედო და ჯანსაღ გარემოში. ნ-------------ი დასაქმებულია ს----------- ქსელ ,------ში ფ-----–------ პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი 450 ლარია. იგი კვირაში ერთი დღე ისვენებს. ნ-------------ს არ აქვს პრეტენზია, რომ მის შვილს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. იგი იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, თუმცა ნ-------------ი კატეგორიული წინააღმდეგია, ვ----–-----–---–---–მა არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას ღამისთევით. ბ-------------–---–---–ი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, არ აქვს ჩამოყალიბებული თვითმოვლის უნარები, ასევე, არასდროს უცხოვრია მამის ოჯახში, არ აქვს მიჯაჭვულობის განცდა მამასთან ჩამოყალიბებული.

 

ვ----–-----–---–---–ის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართია თ------–------- რაიონი, ს------–--------. მოსარჩელე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვის დაბადების შემდეგ, ნ-------------მა ვერ შესძლო თანაცხოვრება ვ----–-----–---–---–თან ერთად და 6 თვის ბ--------სთან ერთად დედასთან გადავიდა თბილისში საცხოვრებლად. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორ სართულიან ქვის მყარ ნაგებობას. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, სველი წერტილები, ასევე ორი ოთახი, სადაც სოციალური მუშაკის ვიზიტის პერიოდში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე ძმებს და მშობლებს აივნიდან ცალ-ცალკე შესასვლელით საკუთარი საძინებელი და მისაღები ოთახები გააჩნიათ. ყველა ოთახი მოწყობილია ავეჯით. სახლში არის ბუნებრივი აირი, ცივი/თბილისი წყალი, საპირფარეშო კი - ეზოში. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახს გააჩნია ტექნიკა, ავეჯი, გასათბობად იყენებენ როგორც გაზის გამათბობელს, ასევე, შეშის ღუმელს. ოჯახს სეზონზე მოჰყავს ბოსტნეული, ხილი, ჰყავთ შინაური ცხოველები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვისგან ოჯახს აქვთ დამატებითი შემოსავალი. მოსარჩელე არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობდეს დედასთან, თუმცა მისი სურვილია, მასაც ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, შეძლოს პერიოდულად მისი წარმოყვანა თავის საცხოვრებელ ადგილას, სადაც ბავშვზე სათანადოდ იზრუნებენ და იქნება უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება -უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან, დედის ოჯახში და შესაბამისად, აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა დედასთან, ნ-------------თან. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში, მამას, ვ----–-----–---–---–ს არ ჰქონდა ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. ბოლო პერიოდში, მამამ და მისმა ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე ნახეს ბავშვი. მოპასუხე მხარე, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, წინააღმდეგია მამამ ბავშვი წაიყვანოს ღამისთევით. ბავშვი არ არის მიჩვეული მამის საცხოვრებელ გარემოს. სასამართლო იზიარებს რა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ურთიერთობის წესის განსაზღვრას ბავშვის ღამით მამასთან დატოვების უფლებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბ-------------–---–---–ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის დედის მიმართ, ხოლო მამასთან ურთიერთობაში ჰქონდა გარკვეული წყვეტა, ვ----–-----–---–---–თან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ეტაპობრივად მოწესრიგდეს მამა-შვილს შორის ურთიერთობა, ჩამოყალიბდეს მათ შორის დადებითი ემოციური კავშირი და პოზიტიური მიჯაჭვულობა ბავშვთან და აღნიშნულის შემდეგ (დაახლოებით რამდენიმე თვის შემდეგ) დადგინდეს ურთიერთობის წესი ღამისთევით. ამასთან, ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა და მიეცეს მამას უფლება ბავშვი წაიყვანოს არდადეგების პერიოდში კონკრეტული დროის მონაკვეთით.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უფლებების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია, მასზე იზრუნოს ორივე მშობელმა. ორივე მათგანი ჩართული უნდა იყოს შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში და ინაწილებდნენ მშობლის პასუხისმგებლობას. ბავშვის აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს დარღვეული ბავშვის ბიოლოგიური გარემო და განათლების უწყვეტობა. ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებაზე.

 

ამდენად, ვ----–-----–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ნ-------------ის მიმართ, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესად დასაცავ ინტერესებს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ვ----–-----–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 06 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

ვ----–-----–---–---–ის სარჩელი, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, რის გამოც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 25 (ოცდახუთი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ----–-----–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. განესაზღვროს ვ----–-----–---–---–ს (პირადი N-----------) არასრულწლოვან შვილთან, ბ-------------–---–---–თან (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N-----------) ურთიერთობის წესი, შემდეგი სახით: ყოველი კვირის შაბათი დღე - 11:00 საათიდან 19:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, 2019 წლის 09 დეკემბრიდან ყოველი კვირის პარასკევი დღე 17:00 საათიდან სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანით, კვირა დღის 12:00 საათამდე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, 2020 წლის 9 დეკემბრიდან ასევე, ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარი, 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით და ზაფხულის არდადეგების პერიოდი 01 ივლისიდან 01 აგვისტომდე.

 

3. ვ----–-----–---–---–ს (პირადი N-----------) დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 06 ნოემბერს თ---------------–---–ის (პირადი N-----------) მიერ, სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

4. მოპასუხე ნ-------------ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა