გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210118002755496
საქმე N 2/1037-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.03.2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე: შპ----------t“
წარმომადგენლები: ილ-–-ა მი–----ო, ვა-–---ი მი–----ო, ზუ---ბ ლო----ე
მოპასუხე: სა-–-ხ მა-------ი
წარმომადგენლები: არ----რ გა----ი, ვე-----ა ჩი------ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე სა-–-ხ მა-------ს მოსარჩელე შპ----------t“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 19 653 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპ----------t“-ის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება, რაც უახლესი აგრარული ტექნოლოგიებით ხორციელდება. საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორი სა-–-ხ მა-------ი დაფუძნების დღიდან 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, დასაქმებული იყო საზოგადოებაში რეალიზაციის დირექტორის თანამდებობაზე და განაგებდა პროდუქციის რეალიზაციისა და მყიდველებისაგან დროული ანგარიშსწორების საკითხებს, რისთვისაც მას აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 38 657 ლარი. აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში, 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში, მოპასუხე სა-–-ხ მა-------მა ყოველგვარი ხელშეკრულების და წინასწარი გადახდის გარეშე, 6 ერთეული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიჰყიდა საქართველოს მოქალაქე ასლან ბარამიძეს საზოგადოების კუთვნილი 65 340.68 ლარის ღირებულების 29. 764 ტონა ვაშლი. აღნიშნულ მყიდველზე მიწოდებული ვაშლის ღირებულებიდან 13400 ლარი მის მიერ დღემდე არ არის გადახდილი. სა-–-ხ მა-------მა 2017 წლის 19 სექტემბერს ასევე ყოველგვარი ხელშეკრულების და წინასწარი გადახდის გარეშე, ერთი ერთეული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიჰყიდა შ------------ნ“-ს 6253.44 ლარის ღირებულების 3.257 ტონა ვაშლი. აღნიშნულ მყიდველზე მიწოდებული ვაშლის ღირებულებიდან 6253.44 ლარი დღემდე არ არის გადახდილი. მოსარჩელემ მიიღო ზიანი, რომლის მთავარი მიზეზია მოპასუხის დაუდევრობა, თვითიმედოვნება, როდესაც მან ყოველგვარი წერილობითი ხელშეკრულების და რაიმე გარანტიის გარეშე, საქონლის სარეალიზაციო ფასის წინასწარი გადახდის გარეშე გადასცა მყიდველებს საქონელი, ასევე მისი უმოქმედობა, რადგან მან არ იზრუნა აღნიშნული დებიტორული დავალიანების ამოღებაზე. აღნიშნულის გამო მოსარჩელის ზიანმა შეადგინა 19 653 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მოპასუხემ მიუთითა, რომ სა-–-ხ მა-------ი არის შპ----------t“-ის პარტნიორი (16.5%). სა-–-ხ მა-------ი არ იყო საზოგადოების რეალიზაციის დირექტორი, აღნიშნული არ არის დაფიქსირებული საზოგადოების ამონაწერში სამეწარმეო რეესტრიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა N 38 სასამართლო პროცესისათვის შექმნილი დოკუმენტია. გარემოება, რომ სა-–-ხ მა-------ი იყო თუ არა საზოგადოების დირექტორი შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით. ამასთანავე გარემოება, თუ რა ფუნქციები და ვალდებულებები გააჩნდა სა-–-ხ მა-------ს, როგორც რეალიზაციის დირექტორს შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით. მოსარჩელემ ვერცერთი ვერ წარმოადგინა. მოპასუხე არც შრომის ხელშეკრულების, არც საზოგადოების წესდების და არც მინდობილობის საფუძველზე არასდროს წარმოადგენდა შპ-----------“-ის ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში. არცერთი სასაქონლო ზედნადები არ არის გაწერილი მოპასუხის სახელზე, ზედნადებებით გამყიდველია შპ----------t”, ხოლო მყიდველი ასლან ბარამიძე და შ------------ნ”. სა-–-ხ მა-------ი საზოგადოებაში დასაქმებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებზე. ამდენად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპ----------t“ -ის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება. საზოგადოებას ჰყავს სამი პარტნიორი. მათ შორის ერთ-ერთი მოპასუხე სა-–-ხ მა-------ი (16.5%).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-გამარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 19-23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში სასაქონლო ზედნადების საფუძველზე შპ----------t“-მა ასლან ბარამიძეს მიჰყიდა 65 340, 68 ლარის ღირებულების ვაშლი. ხელშეკრულების მხარეები არიან შპ----------t“ და ასლან ბარამიძე. 2017 წლის 19 სექტემბერს შპ----------t“-მა შ------------ნ“-ს მიჰყიდა 6253.44 ლარის ღირებულების ვაშლი. ხელშეკრულების მხარეები არიან შპ----------t“ და შ------------ნ“. შპ----------t“-ში სა-–-ხ მა-------ს არ ეკისრებოდა მყიდველისაგან პროდუქციის ღირებულების დროულ და სრულ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოში მოწმის სახით წარმოადგინა კა------რ მა-------ი და ტა-----ა უსე----. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა კა------რ მა-------მა განმარტა, რომ იგი იყო საზოგადოების დირექტორი, ხოლო სა-–-ხ მა-------ი იყო ამ საზოგადოების წილის მფლობელი. სა-–-ხ მა-------ს ევა-–-ბოდა ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ხოლო პროდუქციის რეალიზაციასთან და თანხების მობილიზაციასთან მას შეხება არ ჰქონდა. მასზე საზოგადოებას რაიმე სახის მინდობილობა არ გაუცია. მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ტა-----ა უსე----მ განაცხადა, რომ იგი არის საზოგადოების ბუღალტერი 2015 წლიდან. სა-–-ხ მა-------ი იყო საზოგადოების პარტნიორი, ხოლო დირექტორი კა------რ მა-------ი. პროდუქციის რეალიზაცია ეხებოდა სა-–-ხ მა-------ს, რაშიც იგულისხმებოდა, რომ სა-–-ხ მა-------ს ევა-–-ბოდა კლიენტების მოზიდვა. 2017 წელს აღნიშნული ფუნქციის შესახებ კა------რ მა-------ის მითითებით შედგენილი იქნა ბრძანება, რომელიც არის შპ----------t”-ში. შპ----------t”-ში პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ პროდუქციის ღირებულების თანხის გადახდა ხდებოდა როგორც ადგილზე, ასევე გადარიცხვით. ასლან ბარამიძეს და შ------------ნ“-ს ვაშლის საფასური სრულად არ გადაუხდიათ. მოწმის განმარტებით ასლან ბარამიძეს არ გადაუხდია 13 000 ლარი, ხოლო შ------------ნ“-ს დაახლოებით 4000 ლარი. საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება ჰქონდა მხოლოდ კა------რ მამდოვს. ასევე ფინანსებთან კავშირი ჰქონდა მხოლოდ კა------რ მა-------ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელე მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ექვსი სასაქონლო ზედნადები. მათგან ხუთ ზედნადებში გამყიდველად მითითებულია შ------------ ხოლო მყიდველად ასლან ბარამიძე, ერთ სასაქონლო ზედნადებში გამყიდველად მითითებულია შ------------ ხოლო მყიდველად შ------------ნ". არცერთ ზედნადებში სა-–-ხ მა-------ი არ არის მითითებული როგორც გამყიდველი. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ სა-–-ხ მა-------ის პასუხისმგებლობას ადასტურებს Nელ-0331161517 ზედნადებში მისი აღნიშვნა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ზედნადებში სა-–-ხ მა-------ი მითითებულია სატრანსპორტო საშუა-–-ბის მძღოლად, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების (კლიენტების მიერ დროული და სრული ანგარიშსწორებაზე სა-–-ხ მა-------ის პასუხისმგებლობა) დასადასტურებლად.
სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში სასაქონლო ზედნადების საფუძველზე შპ----------t“-მა ასლან ბარამიძეს მიჰყიდა 65 340, 68 ლარის ღირებულების 29.764 ტონა ვაშლი.
2017 წლის 19 სექტემბერს შპ----------t“-მა შ------------ნ“-ს მიჰყიდა 6253.44 ლარის ღირებულების 3.257 ტონა ვაშლი.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სა-–-ხ მა-------ის პასუხისმგებლობას შპ----------t“-ს, ასლან ბარამიძეს და შ------------ნ”-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელე მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება, რომ სა-–-ხ მა-------ი იყო შპ----------t”-ის რეალიზაციის დირექტორი და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა შპ----------t”-თან კლიენტების დროულ და სრულ ანგარიშსწორებაზე.
მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა ცნობა N 38. იგი გაცემულია შპ----------t”-ის დირექტორის მიერ, ცნობის გაცემის თარიღია 2018 წლის 10 დეკემბერი. ცნობაში აღნიშნულია, რომ სა-–-ხ მა-------ს 2012 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით ეკავა შ-------------”-ის პროდუქციის რეალიზაციის დირექტორის თანამდებობა. რეალიზაციის დირექტორს ეკისრებოდა კონტროლო მყიდველებთან განხორციელებულ ანგარიშსწორების პროცესებზე, პასუხისმგებლობა შპ----------t”-თან კლიენტების დროულ და სრულ ანგარიშსწორებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტში ასახული გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების ნაწილად, რომელსაც სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით. მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულებაა, მაგრამ როდესაც ერთი მხარის ახსნა-განმარტებას უპირისპირდება მეორე მხარე, სასამართლო გაიზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებებით დაადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამდენად, ვინაიდან ზემოთაღნიშნული დოკუმენტი შედგენილია მოსარჩელის მიერ მოგვიანებით, სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის დროს, მას უფრო მეტად მყარი მტკიცებულების მნიშვნელობა, ვიდრე მხარის ახსნა-განმარტებაა, ვერ მიენიჭება.
აქვე საყუ---დღებოა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ტა-----ა უსე----ს მიერ აღნიშნული გარემოება, რომ საზოგადოების დირექტორის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება, რომლითაც განაწილდა ფუნქციები და სა-–-ხ მა-------ს დაევალა პროდუქციის რეალიზაცია, (მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანება ამჟამად იმყოფება შპ----------t“-ში) მართალია მოწმისვე განმარტებით, აღნიშნულში მოიაზრებოდა ის, რომ სა-–-ხ მა-------ს ევა-–-ბოდა კლიენტების მოზიდვა, მაგრამ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია თუნდაც მოწმის მიერ დასახელებული ბრძანება, რომელიც მოწმის განმარტებით იმყოფება შპ----------t”-ში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუა-–-ბას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება და ბრა-–-ული პირის განსაზღვრის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპ----------t“-ის სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია და შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვა-–-ს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სახელშეკრულებო, ისე დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა-ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შპ----------t“ აღნიშნავს, რომ მას მოპასუხე სა-–-ხ მა-------ის ქმედებით მიადგა 19 653 ლარის ოდენობით ზიანი, ვინაიდან სა-–-ხ მა-------მა წინასწარი გადახდის გარეშე სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიჰყიდა ასლან ბარამიძეს და შ------------ნ“-ს ჯამში 19 653 ლარის ღირებულების ვაშლი. სა-–-ხ მა-------ს ვაშლის რეალიზაციაზე, კლიენტების დროულ და სრულ ანგარიშსწორებაზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. სა-–-ხ მა-------მა არ იზრუნა აღნიშნული დავალიანების ამოღებაზე. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე სა-–-ხ მა-------ი არის შპ----------t“-ის ერთ-ერთი პარტნიორი. დადგენილია, რომ 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში სასაქონლო ზედნადების საფუძველზე შპ----------t“-მა ასლან ბარამიძეს მიჰყიდა 65 340, 68 ლარის ღირებულების 29.764 ტონა ვაშლი. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს შპ----------t“-მა შ------------ნ“-ს მიჰყიდა 6253.44 ლარის ღირებულების 3.257 ტონა ვაშლი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს სა-–-ხ მა-------ი, იგი ასევე არ არის მხარის წარმომადგენელი ხელშეკრულებებში. მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სა-–-ხ მა-------ის პასუხისმგებლობის არსებობას ვაშლის რეალიზაციის პროცესში, მათ შორის მყიდველების დროულ და სრულ ანგარიშსწორებაზე შპ----------t”-თან.
მხარის მიერ სასამართლოში ასევე არ წარმოდგენილა შპ----------t”-ს მიერ გამოცემული ბრძანება სა-–-ხ მა-------ის ფუნქციების შესახებ. მართალია მოწმე ტა-----ა უსე----ს განმარტებით შპ----------t“-ის მიერ გამოცემული ბრძანებით სა-–-ხ მა-------ს ევა-–-ბოდა ვაშლის რეალიზაციის მიზნით კლიენტების მოზიდვა და მას სხვა ფუნქციების შესახებ არ განუმარტავს, მაგრამ აღნიშნული ბრძანება ისევ მოწმისვე განმარტებით , ვინაიდან არის შპ----------t”-ში, მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა აღნიშნული დოკუმენტი, რაც მან არ განახორციელა.
სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ პირს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება თუ, არსებობს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზეა ზიანი, არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას მოსარჩელის მიმართ, მოპასუხის ბრა-–-ულობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა.
მოსარჩელემ წარმოდგინა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპ----------t“-მა ასლან ბარამიძეს მიჰყიდა 65 340, 68 ლარის ღირებულების 29.764 ტონა ვაშლი.
2017 წლის 19 სექტემბერს შპ----------t“-მა შ------------ნ“-ს მიჰყიდა 6253.44 ლარის ღირებულების 3.257 ტონა ვაშლი. აღნიშნულ ზედნადებებში არ არის მითითებული სა-–-ხ მა-------ის პასუხისმგებლობის შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც ასევე არ უთითებენ, რომ შპ----------t“-ის წინაშე ასლან ბარამიძის და შ------------ნ”-ის მიერ ვაშლის ნასყიდობის საფასურის მყიდველებისაგან ამოღების ვალდებულება ეკისრებოდა სა-–-ხ მა-------ს. ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ უშუალოდ სა-–-ხ მა-------მა მიჰყიდა ვაშლი წინასწარი გადახდის გარეშე ასლან ბარამიძეს და შ------------ნ“-ს. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება, რომ მის მიერ მითითებულ გარემოებებს ადასტურებს N ელ-0331161517 ზედნადებში სა-–-ხ მა-------ის შესახებ ჩანაწერი, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ზედნადებში სა-–-ხ მა-------ი მითითებულია სატრანსპორტო საშუა-–-ბის მძღოლად, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების (კლიენტების მიერ დროული და სრული ანგარიშსწორებაზე სა-–-ხ მა-------ის პასუხისმგებლობა შპ----------t”-ს მიმართ) დასადასტურებლად.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობა N 38-ს, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით. მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულებაა, მაგრამ როდესაც ერთი მხარის ახსნა-განმარტებას უპირისპირდება მეორე მხარე, სასამართლო გაიზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებებით დაადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამდენად, ვინაიდან ზემოთაღნიშნული დოკუმენტი შედგენილია მოსარჩელის მიერ მოგვიანებით, სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის დროს, მას უფრო მეტად მყარი მტკიცებულების მნიშვნელობა, ვიდრე მხარის ახსნა-განმარტებაა, ვერ მიენიჭება.
ამდენად, სასამარლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურებდა მოპასუხის მხრიდან მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამით გამოწვეული ზიანის ფაქტს და აღნიშნულში მოპასუხე სა-–-ხ მა-------ის ბრა-–-ულობას.
განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი მოპასუხის მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის ურთიერთკავშირი. ანუ, ვერ დადასტურდა მოპასუხის ბრალი მიყენებულ ზიანთან მიმართებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის ბრა-–-ულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სა-–-ხ მა-------ის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში შპ----------t”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს საპროცესო ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე სა-–-ხ მა-------ის წილს 16.5% შ-------------“-ში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ---------------ის სარჩელი მოპასუხე სა-–-ხ მა-------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე სა-–-ხ მა-------ის წილს - 16.5% -ს შ-------------“-ში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე