გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
140210018002582233
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1522-18 (140210018002582233)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - ი----------–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი

მოპასუხე - ნ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა ი----------–---–სა (პ--------------------, დაბადებული 1978 წლის 11 სექტემბერს) და ნ--------------–---–ს (პ--------------------, დაბადებული 1980 წლის 26 აპრილს) შორის რეგისტრირებული 2002 წლის 26 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი №-------.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი----------–---–ი და ნ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 26 ოქტომბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა.

 

3.1.2. ი----------–---–სა და ნ--------------–---–ს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი, ზ-----------–---–ი (დაბ. 2003 წლის 1 ივლისს) და გ------------–---–ი (დაბ. 2010 წლის 31 აგვისტოს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზ-----------–---–ის დაბადების მოწმობა;

- გ------------–---–ის დაბადების მოწმობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხასიათის შეუთავსებლობისა და კონფლიქტური სიტუაცების გამო მხარეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით და მოპასუხემ ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ--------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე ცნო, არ არსებობს მისთვის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 38-ე, მე-14, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შეწყდეს ქორწინება ი----------–---–სა (პ--------------------, დაბადებული 1978 წლის 11 სექტემბერს) და ნ--------------–---–ს (პ--------------------, დაბადებული 1980 წლის 26 აპრილს) შორის რეგისტრირებული 2002 წლის 26 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი №-------;

 

2. მოპასუხე მხარე გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. მოსარჩელე ი----------–---–ს (პ--------------------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 (ორმოცდაათი) ლარი, რაც 2018 წლის 8 აგვისტოს №10100 საგადასახადო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300843150, ბანკის კოდი: TRESGE22;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

7. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი