გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამე N01021001700202915 N2/2866-20192
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბ-------
შესავალი ნაწილი
ბ-------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი -სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „პუ---------–ი“
წარმომადგენელი- მი----ა ალ--–-–---–ი
მოპასუხეები - გი-----ი დო-–--ე, ვა--ლ დო-–--ე, რუ------ნ დო-–--ე, ხა-----ა ბო------ე, შპს „დი----ო“
წარმომადგენელი- ავ-------ლ კვ------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გი-----ი დო-–--ეს დაეკისროს შპს „პუ---------–ის“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 660 180 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხე შპს „დი----ოს“ დაეკისროს შპს „პუ---------–ის“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით გადახდილი 145 891 ლარის ანაზღაურება (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა იხ. სხდომის ოქმი 24/10/18)
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე გი-----ი დო-–--ესა და მოპასუხეებს ვა--ლ დო-–--ესა და რუ------ნ დო-–--ეს შორის 2013 წლის 1- სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ-------, ა. აბ-–---ს ქ-----, ს/კ 0-----------, ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე, ქ. ბ-------, ა. აბ-–---ს ქ-----, ს/კ 0----------- აღირიცხოს გი-----ი დო-–--ის საკუთრებად;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს ვა--ლ დო-–--ეს და რუ------ნ დო-–--ესა და მოპასუხე ხა-----ა ბო------ეს შორის 2015 წლის 1- ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ-------, ა. აბ-–---ს ქ-----, ს/კ 0-----------, ჩუქების ხელშეკრულება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხე გი-----ი დო-–--ე წარმოადგენდა შპს „პუ---------–ის“ პარტნიორს 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით და ამავე შპს-ს დირექტორს. შპს „პუ---------–ის“ ახალი დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ საწარმოს ყოფილმა დირექტორმა გი-----ი დო-–--ემ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, საწარმოს წესდების საწინააღმდეგოდ განახორციელა მთელი რიგი ქმედებები, რამაც დიდი ზიანი მოუტანა საზოგადოებას. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს მოპასუხე გი-----ი დო-–--ემ თვითნებურად გააჩერა ქ. ბა-----–-------------------------------ში მდებარე საიჯარო ფართში არსებული საცხობი ღუმელები, და საწარმოს მუშაობა გაგრძელა გე------–--------------------------ში არსებულ, ქვეიჯარით აღებულ ფართში. საიჯარო ქირა განისაზღვრა 29650 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, მაშინ როცა ხუ--------------------------ში მდებარე საიჯარო ფართში შპს „პური სახლი“ იხდიდა 2000 ლარს ყოველთვიურად. როგორც გაირკვა გე------–--------------------------ში მდებარე უძრავი ქონება 2013 წლის 1- სექტემბრამდე წარმოადგენდა გი-----ი დო-–--ის საკუთრებას. გი-----ი დო-–--ესა და მის მიერ დაფუძნებულ შპს „დი----ოს“ შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება და შპს „დი----ოს“ მიერ იჯარით აღებული ქონება გი-----ი დო-–--ემ ქვეიჯარით გადასცა შპს „პუ---------–ს“ დაუწესა შეუსაბამოდ მაღალი საიჯარო ქირის გადასახადი. საერთო ჯამში გი-----ი დო-–--ემ მოსარჩელეს მიაყენა საიჯარო ქირის სახით 192000 ლარის ზიანი. ამით დირექტორმა დაარღვია საწარმოს წესდების 6.3 პუნქტის მოთხოვნები, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე განსაზღვრა საწარმოს სამეურნეო პოლიტიკა, შეწყვიტა სამეურნეო საქმიანობა ქუ------ს ქუჩაზე და დაიწყო საქმიანობა ახალ ფართში. მან ერთპიროვნულად დააფუძნა მსგავსი ტიპის და საქმიანობის საწარმო შპს „დი----ო“ და გახდა მისი დირექტორი.
ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე საწარმომ გი-----ი დო-–--ის საქმიანობის შედეგად განიცადა 57600 ლარის ზიანი. მოსარჩელემ მიითვისა შპს „პუ---------–ის“ საკუთრებაში არსებული 20 ავტომობილი, რომლებსაც იყენებდნენ პურის დისტრიბუციისათვის. აღნიშნული ავტომობილები შეძენილი იქნა მოსარჩელის ფინანსური სახსრებით, თუმცა მოპასუხე გი-----ი დო-–--ემ ისინი გააფორმა სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელზე, მხოლოდ ორი ავტომობილი აღმოჩნდა დარეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრებაში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ავტომობილებში გი-----ი დო-–--ე, როგორც საწარმოს დირექტორი მოსარჩელის საზიანოდ იხდიდა საიჯარო ქირას თითო ავტომობილზე საერთო ჯამში საწარმოს მიადგა 11550 ლარის ზიანი თითოეულ ავომობილზე, ჯამში კი- 231000 ლარი.
მოპასუხე გი-----ი დო-–--ის დირექტორობის პერიოდში საწარმოს ფქვილის სახით წარმოქმნილი დავალიანება შეადგენს 75000 ლარს, ხოლო სხვადასხვა სახის დავალიანების საერთო ოდენობა შეადგენს 120000 ლარს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საწარმოს საზიანო ქმედებების შედეგად საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან თავის დასაცავად საკუთრებაში რიცხული ქონება გი-----ი დო-–--ემ გადააფორმა თავის შვილებზე ვა--ლ და რუ------ნ დო-–--ეებზე. მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 1- სექტემბერს, ხოლო ამ უკანასკნელთა მიერ, ასევე, მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ქონება გადავიდა გი-----ი დო-–--ის მეუღლის ხა-----ა ბო------ის საკუთრებაში.
მოსარჩელის პოზიციით ხელშეკრულებები გაფორმდა მოჩვენებით, იმ მიზნით, რომ გი-----ი დო-–--ეს თავი აერიდებინა შპს „პუ---------–ისათვის“ მიყენებული ზიანისათვის. ამდენად, მისი იურიდიული ინტერესია აღირიცხოს მითითებული ქონება მოპასუხე გი-----ი დო-–--ის საკუთრებაში, რათა განხორციელდეს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი და შემაფერხებელი შესაგებელი. მიიჩნევენ, რომ არავითარი ზიანი გი-----ი დო-–--ის ქმედებას შპს „პუ---------–ისათვის“ არ მიუყენებია. შპს-ს საკუთარი საცხობი დანადგარები არ გააჩნდა, ხოლო ახალ ფართში გადასვლით შენარჩუნებული იქნა საწარმოო პროცესი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებებს. საწარმოს ახალმ მენეჯმენტმა ვერ შეინარჩუნა მომგებიანი საწარმო და ამ ეტაპისათვის საწარმო წაგებაზეა. მოპასუხე გი-----ი დო-–--ე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს საწარმოში არსებული დავალიანების შესახებ და მიიჩნევს, რომ საწარმოს არარენტაბელურობა ახალი ხელმძღვანელობის ბრალია.
მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ სარჩელი ხანდაზმულია. საქმის ზეპირი განხილვისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2013 წლიდან. სარჩელი აღძრული იქნა 2017 წლის 28 ივლისს, ხოლო მანამდე აღძრული სარჩელები განუხილველად იქნა დატოვებული თავად მოსარჩელე მხარის სურვილით. ამდენად, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „პუ---------–ი“ რეგისტრაციაში გატარდა 1996 წლის 7 ოქტომბერს. 2013 წლის 6 ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამავე მდგომარეობით, შპს-ის დირექტორი იყო გი-----ი დო-–--ე, დამფუძნებლები: გი-----ი დო-–--ე და და-----------–---,50%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
შპს „დი----ო“ რეგისტრირებულია 2000 წლის 4 დეკემბერს. 2013 წლის 6 ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „დი----ოს“ ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორია გი-----ი დო-–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 21-25)
3.1.2. 2011 წლის 1 ივლისს ერთის მხრივ ქე-----ნ დო-–--ეს, შუ---------------ა და მეორეს მხრივ შპს „პუ---------–ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუიძველზე შპს „პუ---------–მა“ იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი ქ. ბა-----–ი, ხუ--------------------------ში საერთო ფართით 6036 კვმ. საიჯარო ქირა განისაზღვრა 2000 ლარით.
2012 წლის 1 იანვარს, შპს „დი----ომ“ დირექტორის გი-----ი დო-–--ის სახით და შპს „პუ---------–მა“ ასევე დირექტორის გი-----ი დო-–--ის სახით გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მეიჯარემ შპს „დი----ომ“ მოიჯარეს შპს „პუ---------–ს“ იჯარის უფლებით გადასცა ქ. ბა-----–ი, გე----ალ ა. აბ-–---ს ქ------ში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საამქროს ნაწარმის საცხობი დანადგარები დანართი N1-ის შესაბამისად. საიჯარო ქირად განისაზღვრა 19200 ლარის დღგ-ს ჩათვლით.
2012 წლის 20 დეკემბერს, უძრავი ქონების ქვეიჯარის შესახებ ხელშეკრულებით შპს „დი----ომ“ შპს „პუ---------–ს“ ქვეიჯარით გადასცა ქ. ბა-----–ი, გე----ალ ა. აბ-–---ს ქ------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 7----- კვმ საცხობის დანიშნულებით. საიჯარო ქირა განისაზღვრა 8300 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საიჯარო ხელშეკრულებები (ს.ფ.30-36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში პირველი სასარჩელო მოთხოვნა ეხება საზოგადოების წინაშე ყოფილი დირექტორის პასუხისმგებლობას, კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ საწარმოს მართვის პროცესში დაშვებული შეცდომებს, რომელთა გამოც მოსარჩელის მოსაზრებით საზოგადოებისათვის ზიანი მიადგა.
სამეწარმეო სუბიექტის წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილება ხდება შემდეგი წესით, საზოგადოების დირექტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ არ მიუძღვის ბრალი იმ ზიანის წარმოშობაში, რომელიც მიადგა საზოგადოებას და, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით (სუსგ. საქმე Nას-1056-990-2012წ. 29/01/2013 წ.). თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ დირექტორის მტკიცების დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული მის წინააღმდეგ საზოგადოების მიერ აღძრული სარჩელის ბედი. სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ დირექტორის ქმედებამ მიაყენა საზოგადოებას ზიანი. მატერიალური ზიანი ის რეალური, ფაქტობრივი დანაკლისი თუ ფასეულობის მქონე სიკეთის ბრალეული ხელყოფაა, რომლის არსებობაც დადასტურებას მოითხოვს. ზიანის არსებობის ფაქტობრივი აღწერა სწორედ სარჩელში უნდა იყოს მითითებული. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე შპს-ს ეკისრება კონკრეტული ფაქტების მითითების ვალდებულება, ხოლო დირექტორის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს მათი უარყოფა (სუსგ საქმე Nას-877-839-2014 02/07/2015წ.).
მტკიცების ტვირთი განაწილების ზემოაღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე საზოგადოების ვალდებულებას წარმოადგენს კონკრეტული ფაქტების და გარემოებების მითითება, რომელმაც საზოგადოებას მიაყენა ზიანი, ხოლო მოპასუხე დირექტორის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ 1. მის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია, 2. არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში, 3. არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, 4. მოქმედებდა ბრალის გარეშე, გონივრული რისკის ფარგლებში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ. პირველია შპს "პუ---------–ის" დირექტორი. მოსარჩელის მოსაზრებით მისი ბრალეული ქმედების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და შპს „დი----ოს“ მიმართ, რომელმა მიიღო შპს "პუ---------–ისგან" საიჯარო ქირა. სარჩელის თანახმად, ისინი არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და თითოეული მათგანის მიმართ დაყენებული მოთხოვნას დამოუკიდებელი იურიდიული საფუძველი გააჩნია.
პირველი მოთხოვნისაგან განსხვავებით, რომლის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპი ზემოთ იქნა მითითებული, სხვაგვარადაა განაწილებული მტკიცების ტვირთი შპს „დი----ოს“ მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული საიჯარო ქირის სახით გადახდილი 19200 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
მეორე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის დისპოზიციიდან, რომლის შემადგენლობა განსაზღვრავს სამეწარმეო სუბიექტის დირექტორის პასუხისმგებლობას. მოთხოვნა არ ეხება კორპორატიული მართვის საკითხს და არც საწარმოს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საფუძვლებს. მოსარჩელე უთითებს, რომ შპს „დი----ომ“ უსაფუძვლოდ მიიღო საიჯარო ქირის გადასახადი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას. ამ თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულებით-სამართლებრივი დავის კატეგორიისაა და ამ მოთხოვნასთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი არ გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებიდან, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპიდან, რომლის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს (სუსგ, №ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 201- წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტილათვის მნიშვნელოვანია.
მოსარჩელე, მოპასუხე გი-----ი დო-–--ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის დეკემბრის ბოლოს გი-----ი დო-–--ემ თვითნებურად გააჩერა ხუ----------------------------ში მდებარე საიჯარო ქონებაში არსებული საცხობი და საწარმოს მუშაობა გააგრძელა გე----ალ ას-–-- აბ-–---ს ქუჩაზე მდებარე ფართში. აღნიშნული განხორციელდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე.
სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 1 იანვარს შპს „დი----ომ“ დირექტორის გი-----ი დო-–--ის სახით და შპს „პუ---------–მა“ ასევე დირექტორის გი-----ი დო-–--ის სახით გააფორმეს იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მეიჯარემ შპს „დი----ომ“ მოიჯარეს შპს „პუ---------–ს“ იჯარის უფლებით გადასცა ქ. ბა-----–ი, გე----ალ ა. აბ-–---ს ქ------ში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საამქროს ნაწარმის საცხობი დანადგარები დანართი N1-ის შესაბამისად. საიჯარო ქირად განისაზღვრა 19200 ლარის დღგ-ს ჩათვლით. 2012 წლის 20 დეკემბერს უძრავი ქონების ქვეიჯარის შესახებ ხელშეკრულებით შპს „დი----ომ“ შპს „პუ---------–ს“ ქვეიჯარით გადასცა ქ. ბა-----–ი, გე----ალ ა. აბ-–---ს ქ------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 7----- კვმ საცხობის დანიშნულებით. საიჯარო ქირა განისაზღვრა 8300 ლარის ოდენობით. მანამდე შპს "პუ---------–ი" იჯარის სახით იხდიდა 2000 ლარს.
შპს „პუ---------–ის“ საწარმოო ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, რომელიც სადავოდ არც ერთ მხარეს არ გაუხდია, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „პუ---------–მა“ შპს „დი----ოს“ საიჯარო ქირის სახით გადაუხადა 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე გადაუხადა 145891 ლარი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ეს არის ის ფინანსური ზიანი, რომელიც ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის სახით მიადგა შპს „პუ---------–ს“ დირექტორის გი-----ი დო-–--ის ქმედების გამო. ამასთან, სასამართლო კვლავ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი საიჯარო ქირის დაკისრება და მიმართულია არა გი-----ი დო-–--ის, არამედ შპს „დი----ოს“ მიმართ. ამდენად, სასამართლო ვალდებულია სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა შეამოწმოს სწორედ ამ მოპასუხესთან მიმართებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „პუ---------–ის ფინანსური მაჩვენებლები (ს.ფ.45-46)
3.2.3. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხე გი-----ი დო-–--ემ ერთპიროვნულად დააფუძნა მსგავსი ტიპის და საქმიანობის საწარმო შპს „დი----ო“, გახდა მისი დირექტორი. ესე იგი გი-----ი დო-–--ე აღმოჩნდა ერთი და იმავე საქმიანობის ერთმანეთის კონკურენტი საწარმოს დირექტორი.
სასამართლო უთითებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „დი----ო“ დაფუძნდა 2000 წლის 4 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 6 ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „დი----ოს“ ერთადერთ დამფუძნებელს და დირექტორს წარმოადგენს მოპასუხე გი-----ი დო-–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.4. მოსარჩელე საწარმოო პროცესის გადატანას შპს „დი----ოს“ კუთვნილ ფართში აფასებს, როგორც დირექტორის უკანონო ქმედებას, რომელმაც დააზიანა შპს „პუ---------–ის“ ფინანსური მდგომარეობა. მოსარჩელე უთითებს, რომ საწარმოს ადგილმონაცვლეობისა და საიჯარო ქირის გაზრით, საწარმოს მიადგა 57600 ლარის ზიანი. კერძოდ, 2013 წლის იანვრიდან საწარმო ყოველდღიური მოგების ნაცვლად, გადავიდა ყოველდღიურ ზარალზე, რამაც თვეში 9600 ლარი, ხოლო 6 თვეზე გაანგარიშებით 57600 ლარს შეადგინა. მე-12 ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე უთითებს, რომ ზიანმა შეადგინა 176580 ლარი, ხოლო საერთო ჯამში 805180 ლარი.
სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „პუ---------–ის“ ფინანსური მაჩვენებლებზე, რომელთა თანახმად 2013 წლის იანვრიდან გაზრდილია როგორც რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა (პირველი გრაფა-რეალიზებული პროდუქციის ღირებულება), ისე სარეალიზაციო ობიექტების რაოდენობა, ანუ ობიექტურად საწარმოო პროცესი ადგილმონაცვლეობით არ დაზარალებულ, პირიქით გაიზარდა.
საწარმოს ადგილმონაცვლეობის შემდეგ გაზრდილია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაც. რაც, ამავე ანალიზის თანახმად, უკავშირდება არა მხოლოდ საიჯარო ქირის ოდენობის ზრდას, არამედ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებისა და დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ზრდას. მოპასუხე განმარტავს, რომ ადგილმონაცვლეობა აუცილებელი იყო საწარმოო პროცესის შესანარჩუნებლად და კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოსაშვებად. მისი ახსნა-განმარტების თანახმად შპს „პუ---------–ის“ საწარმო მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, ცალმხრივ ქუჩაზე, რაც ხელს უშლიდა პროდუქციის ტრანსპორტირებას სარეალიზაციო ობიექტებში. ამავე პერიოდში გაიხსნა ახალი საწარმოები და ბაზრის კონკურენციას შპს მოძველებული საცხობი დანადგარებით ვერ უძლებდა. მოპასუხე უთითებს იმაზე, რომ მოცემული პერიოდისათვის საწარმოს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ახალ ფართში გადასვლა და საწარმოო დანადგარების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელე საზოგადოების ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, მან უნდა მიუთითოს და წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (სუსგ. საქმე №ას-245-230-2014 23/10/2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს გი-----ი დო-–--ის, როგორც დირექტორის ქმედება საწარმოო პროცესის სხვა ქუჩაზე გადატანის აუცილებლობიდან გამომდინარე და ამ გადატანის შედეგად საწარმოზე დაკისრებული საიჯარო ქირის ტვირთი. სასამართლო მიაჩნია, რომ საწარმოო პროცესის გადატანის აუცილებლობა მოსარჩელე მხარემ ვერ გააქარწყლა, რამდენადაც სახეზე არ არის საწარმოო პროცესის მკვეთრი ვარდნა ან შეჩერება, სარეალიზაციო ბაზრის დაკარგვა, სადისტრიბუციო ქსელის დაშლა. პირიქით, წარმოება გაზრდილია, სარეალიზაციო და სადისტრიბუციო ქსელი გაფართოებულია. სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-----ი დო-–--ე, წარმოების ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა გონივრული რისკის ფარგლებში, მისი მხრიდან არ ვლინდება მიზანმიმართული ქმედება საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ფართის ადგილმონაცვლეობის შედეგად შპს-ს არაბუნებრივად გაზრდილი საიჯარო ქირის ფინანსური ტვირთი დაეკისრა. ამდენად, ამ თვალსაზრისით ყოფილი დირექტორის ქმედებაში იკვეთება პირადი დაინტერესების ნიშნები, რამდენადაც საიჯარო ქონება წარმოადგენდა შპს „დი----ოს“ საკუთრებას (ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და დირექტორია გი-----ი დო-–--ე).
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილ დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელე მხარემ ისარგებლა საკუთარი პროცესუალური უფლებით და მოპასუხედ დაასახელა არა გი-----ი დო-–--ე, არამედ შპს „დი----ო“. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის მატერიალური საფუძვლები გამომდინარეობს სამეწარმეო სამართლის ნორმებიდან და უკავშირდება დირექტორის ბრალეულ ქმედებას. შპს „დი----ო“ წარმოადგენს მისი დამფუძნებლისაგან განყენებულ, დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები არ გამომდინარეობს კორპორატიული მართვის ნორმებიდან. შპს „დი----ოს“ მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ვალდებულებით-სამართლებრივ ნორმებს, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობაც (რაზედაც როგორც შესაგებელში, ისე ახსნა-განმარტების ეტაპზე მიუთითებდა მოპასუხე) ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, რასაც სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „პუ---------–ის" ფინანსური მაჩვენებლები (ს.ფ.45-46)
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას შპს „პუ---------–ის“ კუთვნილი ავტომობილების გასხვისებასთან დაკავშირებით. საქმეში არაა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შპს „პუ---------–ის“ მიერ ავტომობილების შეძენის ან მათი სხვა პირებზე გადაფორმების ფაქტს. ასეთი გარემოების მითითებისას მოსარჩელე ვალდებული იყო მინიმუმ მოეხდინა ავტომანქანების იდენტიფიცირება, დაესახელებინა მათი ფაქტობრივი მფლობელები, მიეთითებინა სადავო გარიგებების ბათილ იურიდიულ ბუნებაზე, მიეთითებინა პერიოდი, როდის მოხდა მანქანების გასხვისება, რათა ქმედება შერაცხოდა უშუალოდ გი-----ი დო-–--ეს.
ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას სასამართლო სალარო აპარატებთან და ფქვილის ღირებულების დავალიანებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ვერ უთითებს კონკრეტული დავალიანების წარმოქმნა ან სალარო აპარატების გასხვისება რატომ წარმოადგენს საწარმოსათვის ზიანის მიმყენებელ გარემოებას. წარმოდგენილი მტკიცებულებები, შპს „პუ---------–ის“ დავალიანების შესახებ ადასტურებს მხოლოდ საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ რაში გამოიხატება დირექტორის ბრალეულობა თუნდაც კონკრეტული კრედიტორული დავალიანების წარმოშობაში სარჩელში მითითებული არაა.
სასამართლოსთვის გაურკვეველია მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტი საცხობი დანადგარების დაშლასთან დაკავშირებით. სარჩელში არაა მითითებული კონკრეტული ზიანი, რაც მიადგა მოსარჩელეს ამ ქმედების შედეგად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ყოფილი დირექტორის მიერ შპს-ს მართვის პროცესში ზიანის გამომწვევი უშუალო ქმედების ფაქტობრივი შემადგენლობა, ზიანის არსებობის ფაქტობრივი აღწერა, რაც მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობები (ს.ფ. 38-44)
3.2.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 1- სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გი-----ი დო-–--ემ შვილებს ვა--ლ დო-–--ეს და რუ------ნ დო-–--ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ-------, გე----ალ აბ-–---ს ქ----- ს/კ 0-----------. 2015 წლის 1- ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება გადავიდა გი-----ი დო-–--ის მეუღლის ხა-----ა ბო------ის საკუთრებაში.
მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მითითებული გარიგებების ბათილობაზე მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს გი-----ი დო-–--ის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვა, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით სასარჩელი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მოთხოვნას, რასაც სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ.25-25-29)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, უდავო და დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეებს ვა--ლ დო-–--ეს და რუ------ნ დო-–--ესა და მოპასუხე ხა-----ა ბო------ეს შორის 2015 წლის 1- ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბ-------, ა. აბ-–---ს ქ-----, ს/კ 0----------- ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
-საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლიდან, რომლის თანახმად საზოგადოების დირექტორები საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას და კორპორატიული მართვის პროცესში საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმეების გაძღოლისას შპს-ს დირექტორთა გულმოდგინე ხელმძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობას, ასევე ამ მოვალეობათა დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წინაშე მათ პასუხისმგებლობას. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ამ ვალდებულების დარღვევა დირექტორებისათვის წარმოშობს შიდაკორპორაციულ პასუხისმგებლობას ანუ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას (სუსგ. საქმე №ას-1056-990-2012წ. 29/01/2013 წ.).
სამეწარმეო სუბიექტის წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობას განაპირობებს საზოგადოებისადმი მისი ზრუნვის, ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა. ამასთან, ერთგულება და კეთილსინდისიერების მოვალეობა დირექტორის ფიდუციური ვალდებულებებია. საწარმოს დირექტორი, სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას, ვალდებულია იმოქმედოს როგორც კეთილსინდისიერმა ხელმძღვანელმა იმ სუბიექტური აღქმითა და მიზნით, რომ მისი ყოველი ქმედება ემსახურებოდეს საწარმოს ინტერესებს, გამორიცხოს პირადი დაინტერესება, ინტერესთა კონფლიქტი და მიიღოს ინფორმირებული, რაციონალური, შესაბამის ცოდნასა და უნარებზე დამყარებული გადაწყვეტილება.
კორპორატიული მართვის პროცესში დირექტორების მხრიდან საზოგადოების ზრუნვის მოვალეობის დარღვევა ყოველთვის არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ზრუნვის მოვალეობის დარღვევისას უნდა დადგინდეს: 1. დაარღვია, თუ არა დირექტორმა ინფორმაციის მოძიების, შემოწმებისა და ზედამხედველობის მოვალეობა; 2. არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი დირექტორის მოქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ ზიანს შორის.
6.2. მოცემული დავის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, ყოფილმა დირექტორმა დაარღვია სწორედ ფიდუციური ვალდებულება-საზოგადოების ერთგულების მოვალეობა, როდესაც შპს „პუ---------–ის“ სახელით გარიგება დადო საკუთარ კომპანიასთან, ეკონომიკურად კაბალური პირობებით, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული საიჯარო ქირის გადასახადით, რამაც საწარმოს ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის სახით მიაყენა 145891 ლარის ზიანი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება და დირექტორის ქმედების შედეგად ბრალეული ზიანის მიყენების გაქარწყლება. მოპასუხე გი-----ი დო-–--ემ ვერ დაასაბუთა კომპანიისათვის ესოდენ წამგებიანი გარიგების დადების უპირობო აუცილებლობა. იმ პირობებშიც კი თუ საწარმოს ადგილმონაცვლეობა აუცილებელი იყო, გი-----ი დო-–--ის მხრიდან არ იკვეთება ახალი და უფრო ეფექტური, საზოგადოებისათვის მომგებიანი საიჯარო ფართის მოძიების შეუძლებლობა.
ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში სრულიად გამორიცხულია შპს „დი----ოს“ პასუხისმგებლობა. აღნიშნული სუბიექტი წარმოადგენს გარიგების მხარეს, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. იგი არის საიჯარო ხელშეკრულების, როგორც გარიგების მონაწილე და მისი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებიდან. სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში, კერძო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე, საიჯარო ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ხელმძღვანელის ბრალეული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სუბიექტი უნდა იყოს არა სამეწარმეო სუბიექტი, არამედ თავად ქმედების ჩამდენი.
სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულების ორივე მხარეს შპს „პუ---------–ს“ და შპს „დი----ოს“ ერთიდაიგივე დირექტორი წარმოადგენდა, ხელშეკრულების ბათილად ცნობის და გადახდილი საიჯარო ქირის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი მოცემული სარჩელის არსს არ წარმოადგენს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ზიანი მიადგა გი-----ი დო-–--ის ქმედების შედეგად, რაც ამ უკანასკნელის და არა შპს „დი----ოს“ პასუხისმგებლობის საფუძველია.
საიჯარო ქირის დაბრუნების ნაწილში დავა არ წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა ხუთი წელია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასარჩელო ხანდაზმულობის დადგენის ზოგადი ვადის სამართლებრივი შემადგენლობა, რომელიც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის შეადგენს სამ წელს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საიჯარო ხელშეკრულება მხარესთან გაფორმდა 2012 წლის 1 იანვარს მოძრავ ქონებაზე, ხოლო ქვეიჯარის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე - 2012 წლის 1 დეკემბერს. საიჯარო ქირას მოიჯარე იხდიდა 2013 წლის ივნისის ჩათვლით. ამდენად, თუ მოსარჩელეს სადავოდ მიაჩნდა შპს „დი----ოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები და საიჯარო ქირის რაოდენობა, ვალდებული იყო სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში მიემართა სასამართლოსთვის. აღნიშნული ვადა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის უკვე გასული იყო. ამდენად სარჩელი ამ ნაწილში არა მხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ ხანდაზმულიცაა.
6.3. მოსარჩელე უთითებს, რომ გი-----ი დო-–--ემ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.5 მუხლი, როცა დააფუძნა იგივე საქმიანობის სამეწარმეო სუბიექტი. მითითებული ნორმის თანახმად ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი). სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს (ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის წესის დარღვევა ვერ გახდება დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ არ დადგინდა ამ ქმედებით საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ფაქტი.
დადგენილია, რომ შპს „დი----ო“ მართლაც ეწევა იგივე ტიპის საქმიანობას, თუმცა საზოგადოება დაფუძნდა არ სადავო პერიოდში, არამედ 2000 წელს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო აღნიშნული გარემოების შესახებ.
6.4. მოსარჩელე უთითებს, რომ ადგილმონაცვლეობამ საწარმოს მიაყენა ზიანი. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში ზიანის ოდენობა გაურკევველია. ერთ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს ზიანის ოდენობაზე 57600 ლარის ოდენობით, მეორე შემთხვევაში 176580 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით არ დგინდება საწარმოს ადგილმონაცვლეობის შედეგად მისი ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება. პირიქით, გაზრდილია რეალიზებული პროდუქციის და სარეალიზაციო ობიექტების რაოდენობა (იხ. 3.2.4 პუნქტი). თუმცა, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ბუნებრივია იმოქმედა საიჯარო ქირის ოდენობის ზრდამ, რაც სასამართლომ შეაფასა 6.1. პუნქტში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია მოპასუხის განმარტება ქალაქი ცენტრიდან პურის საცხობის გადატანის მიზანშეწონილობისა და ახალი საცხობი დანადგარებით წარმოების განახლებასთან დაკავშირებით.
ასევე, ვერ დაამტკიცა ზიანის ფაქტი მოსარჩელემ ავტომანქანებთან და სალარო აპარატებთან მიმართებაში. სარჩელი არ შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებს დირექტორის მიერ განხორციელებული კონკრეტული არასწორი სამეურნეო ოპერაციების ან მცდარი ეკონომიკურ ნაბიჯების შესახებ, რასაც საზოგადოების ქონებრივი დანაკლისი მოჰყვა. სასამართლოსთვის შეუძლებელია შეფასება მისცეს მხარის ზოგად განმარტებებს და ციფრებს, რომლებიც არ ეყრდნობა კონკრეტულ ფინანსურ მაჩვენებლებს.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი არის არა მხოლოდ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხარის ვალდებულებას წარმოადგენს მიუთითოს კონკრეტული ქონებრივი დანაკლისის შესახებ. სარჩელის თანახმად კი ასეთი ქონებრივი დანაკლისის ან მიუღებელი შემოსავლის შესახებ მხოლოდ ზოგადი განმარტებაა მოცემული, რაც არ ქმნის მითითებული ნორმით განსაზღვრულ შემადგენლობას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „პუ---------–მა“ ვერ განახორციელა საკუთარი პროცესუალური შესაძლებლობა მიეთითებინა მოპასუხე გი-----ი დო-–--ის ბრალეული ქმედებით საზოგადოებისათვის მიყენებული რეალური ზიანის შესახებ, რამაც მოპასუხე მხარე გაანთავისუფლა მტკიცების ტვირთისაგან.
6.5. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხე გი-----ი დო-–--ემ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე გაასხვისა ოჯახის წევრებზე, რათა თავი აერიდებიინა მოსალოდნელი ფინანსური ვალდებულებებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დადგენილია, რომ 2013 წლის 1- სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გი-----ი დო-–--ემ შვილებს ვა--ლ დო-–--ეს და რუ------ნ დო-–--ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ-------, გე----ალ აბ-–---ს ქ----- ს/კ 0-----------. 2015 წლის 1- ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება გადავიდა გი-----ი დო-–--ის მეუღლის ხა-----ა ბო------ის საკუთრებაში. მოსარჩელის იურიდიული ინტერესია სადავო უძრავი ქონების გი-----ი დო-–--ის საკუთრებაში აღრიცხვა, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდეს ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფა. სარჩელი ამ ნაწილში არის აღიარებითი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელში მითითებულია მიკუთვნებითი მოთხოვნა-გი-----ი დო-–--ის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვა, აღნიშნული იურიდიული შედეგის მომტანი მოსარჩელისათვის ვერ იქნება, ვინაიდან, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის უძრავი ქონება ირიცხება ხა-----ა ბო------ის საკუთრებაში, ამ ნაწილში კი მოსარჩელეს მიკუთვნებითი მოთხოვნა დაყენებული არ აქვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელის თავისებურებები, დასაშვებობის კრიტერიუმები და სამართლებრივი შედეგები საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული. აღნიშნული განმარტებების თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-201-, 17/03/201-წ.).
სასამართლო მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თავისთავად, რაიმე გარიგების ბათილად ცნობა მხარეს ვერ აქცევს ქონების მესაკუთრედ. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგებების ბათილობა მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი წინაპირობაა და არა დამოუკიდებელი მოთხოვნა. ამდენად, თუ მოსარჩელეს სურს სადავო ქონება აღირიცხოს მოპასუხის საკუთრებაში, რისი იურიდიული ინტერესიც მას აქვს, მოთხოვნაც ამ მიზნის შესაბამისად მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა და გი-----ი დო-–--ესა და ხა-----ა ბო------ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეს სახელმწიფოს ბაჟის 5000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „პუ---------–ის“ სარჩელი მოპასუხე გი-----ი დო-–--ის მიმართ 660 180 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „პუ---------–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „დი----ოს“ მიმართ 145891 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „პუ---------–ის“ სარჩელი მოპასუხეებს გი-----ი დო-–--ის, ვა--ლ დო-–--ისა და რუ------ნ დო-–--ის მიმართ, 2013 წლის 1- სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბ------- ა. აბ-–---ს ქ-----, ს/კ 0-----------, მოპასუხე გი-----ი დო-–--ის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. განუხილველად იქნეს დატოვებული შპს „პუ---------–ის“ სარჩელი მოპასუხეების ვა--ლ დო-–--ის, რუ------ნ დოლოძისა და ხა-----ა ბო------ის მიმართ, 2015 წლის 1- ოქტომბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, უძრავ ქონების მდებარე, ქ. ბ------- ა. აბ-–---ს ქ-----, ს/კ 0-----------.
5. შპს „პუ---------–ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბ-------ს საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბ-------, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბ-------ს საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბ-------, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე