გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/37506 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ს--–--------–-–---–ი
წარმომადგენლები - თ----–------------–--ე, ე-----–---------ა
მოპასუხე - ლ-----------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–--------–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - მ--------------–---–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეეზღუდოს მოპასუხე ლ-----------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–------------ს დაბადებული მ-----------–---–ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება-გამოთხოვისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში;
1.2. დაეკისროს მოპასუხე ლ-----------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–------------ს დაბადებული მ-----------–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
მოსარჩელე ს--–--------–-–---–ს და მოპასუხე ლ-----------–---–ს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------ს დაბადებული მ-----------–---–ი. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი მ-----------–---–ი იზრდება დედასთან, მოსარჩელე ს--–--------–-–---–თან. მოპასუხე ლ-----------–---–ი არანაირ მზრუნველობას და ყურადღებას არ იჩენს საკუთარი შვილის მიმართ და არც მატერიალურად და არც სხვა რაიმე ფორმით არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. მცირეწლოვან მ-----------–---–ზე ზრუნვისა და მატერიალური უზრუნველყოფის მთელი ტვირთი აწევს მოსარჩელე ს--–--------–-–---–ს და მის დედას, ფ--------------–---–ს, რომელიც იმყოფება საბერძნეთში, ქალაქ ა----–- და იქიდან ეხმარება შვილს მატერიალურად. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე პერიოდულად მიდის მოსარჩელესთან, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება მას, რის გამოც ლ-----------–---–ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე ლ-----------–---–ს კონტრაქტი აქვს გაფორმებული საქართველოს თ-----–--- სამინისტროსთან და მას ერიცხება ყოველთვიური ხელფასი. მცირეწლოვან მ-----------–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მას დასმული აქვს დიაგნოზი ,,პილოროსტენოზი“, რის გამოც მას გაკეთებული აქვს ოპერაცია კუჭზე და ამჟამადაც აქვს პრობლემები, რაც საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევას და მკურნალობას. მოსარჩელის დედა, ფ--------------–---–ი მუდმივად ცხოვრობს საბერძნეთში ქ. ა----–-. ამჟამად აქვს 10 წლიანი ცხოვრების უფლება, 2027 წლის 18 დეკემბრამდე. ამასთან, მას საბერძნეთში აქვს ფინანსური შემოსავლები და ქ. ა----–- უძრავი ქონება საკუთრებაში. ფ--------------–---–ს აქვს სამედიცინო დაზღვევა, რომელშიც ოჯახის წევრად ჩაწერილია, როგორც მოსარჩელე ს--–--------–-–---–ი, ისე მისი მცირეწლოვანი შვილი მ-----------–---–ი. მცირეწლოვანს საბერძნეთში გააჩნია საკუთარი ჯანმრთელობის სადაზღვევო ბარათი, რომელიც ძალაშია 2019 წლის 15 ნოემბრამდე. მოსარჩელის დედას აქვს საკმარისი პირობა როგორც ფინანსური, ისე საცხოვრებელი ფართის კუთხით საბერძნეთში. ის პერიოდულად უგზავნის მოსარჩელეს ფულს საბერძნეთიდან, ასევე, პერიოდულად მიჰყავს ხოლმე მოსარჩელე საბერძნეთში მცირე ხნით, ხოლო მისი შვილიშვილი მ-----------–---–ი - სამედიცინო გამოკვლევების მიზნით. იმისათვის, რომ არ შეილახოს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები, აუცილებელია, მოპასუხე მხარეს არასრულწლოვანი მ-----------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების, დოკუმენტების მომზადება-გამოთხოვისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში.
(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ-----------–---–ი ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხე დასაქმებულია საქართველოს თ-----–--- სამინისტროში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 800 ლარის ოდენობით. მოპასუხე თანახმაა არასრულწლოვან შვილს ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაუხადოს 130 ლარი. იგი არ ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი მ-----------–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში, ვინაიდან, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს სურს საცხოვრებლად და სამუშაოდ ხანგრძლივი პერიოდით გაემგზავროს საბერძნეთში და არასრულწლოვანი ბავშვიც თან წაიყვანოს. აღნიშნულის წინააღმდეგია მოპასუხე მხარე. ასეთ შემთხვევაში, იგი ვეღარ შესძლებს ბავშვთან ურთიერთობას და მის აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა, მოპასუხე ლ-----------–---–ს არასრულწლოვანი მ-----------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. არასრულწლოვნის ინტერესები არამართლზომიერად არ უნდა შეიზღუდოს. მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და შესაძლებლობა იმისა, რომ დასვენების თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით დაუბრკოლებლად გავიდეს საზღვარგარეთ. ორივე მშობლის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილები აღზარდონ უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მათთვის მზრუნველ გარემოში იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნათ ბავშვის უპირატესად დასაცავ ინტერესებს. არასრულწლოვანის საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით გაყვანა, უცხო ქვეყნის ნახვა, დადებითად აისახება მისი აღზრდა-განვითარების პროცესზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე ს--–--------–-–---–ს და მოპასუხე ლ-----------–---–ს 2----–-–------------ს შეეძინათ შვილი მ-----------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 23);
4.1.2. მხარეები, ს--–--------–-–---–ი და ლ-----------–---–ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი მ-----------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ს--–--------–-–---–თან ერთად;
არასრულწლოვანი მ-----------–---–ი არის ა(ა)იპ თბილისის N----- ბაგა-ბაღის აღსაზრდელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
4.1.3. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა. 2018 წლის 18 ოქტომბერს მოპასუხე ლ-----------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 18 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 29).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
4.1.4. ს--–--------–-–---–ი არის ფ--------------–---–ის შვილი. ფ--------------–---–ი იმყოფება საბერძნეთში, ქ. ა----–-. მას მიღებული აქვს ათწლიანი ბინადრობის უფლება. ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2027 წლის 18 დეკემბრამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 72).
- 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული ბინადრობის მოწმობა E-------- (ს.ფ. 36);
4.1.5. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ს--–--------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 70).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოპასუხე ლ-----------–---–ი დასაქმებულია საქართველოს თ-----–--- სამინისტროს თ-----–--- ძ--–---------------–-------------–---ის პ------–-----------------ში. მას 2018 წლის სექტემბრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული აქვს შემოსავალი 4061.28 ლარი, საიდანაც დაკავებულმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 812.26 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თ-----–--- სამინისტროს თ-----–--- ძალების მიერ 14.01.2019 წელს გაცემული ცნობა N------------------ (ს.ფ. 159-160);
4.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ს--–--------–-–---–ის მიერ 01.01.2018 წლიდან 31.12.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს სულ 11115.76 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 2023.15 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 16.01.2019 წელს გაცემული ცნობა N---------- (ს.ფ. 162-164).
4.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ს--–--------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე. მოსარჩელესთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს შვილის აღზრდაში არასოდეს მიუღია მონაწილეობა არც მატერიალური და არც მორალური თვალსაზრისით. ბავშვზე ზრუნავს მოსარჩელე და დედამისი ფ--------------–---–ი, რომელიც ცხოვრობს საბერძნეთში და აქტიურად არის ჩართული მცირეწლოვანი შვილიშვილის აღზრდაში. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. დიაგნოზიდან გამომდინარე, ბავშვს ჩატარებული აქვს შესაბამისი ოპერაცია, თუმცა ესაჭიროება პერიოდული გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა. ბიოლოგიური მამის ნებართვის არ არსებობის გამო, ბავშვს არ აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება. დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოპასუხე აგრესიულ ქმედებებს გამოხატავს ბიოლოგიური დედის მიმართ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მცირეწლოვანის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება ასაკის შესაბამისია, ხელი ეწყობა მის სოციალიზაციას. მისი უსაფრთხოება და უფლებები დაცულია დედის ოჯახში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2019 წლის 11 თებერვლის დასკვნა N---- (ს.ფ. 180);
4.2.4. არასრულწლოვან მ-----------–---–ს 2015 წლის მაისის მდგომარეობით ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, შპს ,------–---–-----------–-----–--------–---------------------ში“ მას დაესვა დიაგნოზი - ,,თანდაყოლილი ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი“. ბავშვს ჩაუტარდა მკრუნალობის კურსი: ანტიობიოტიკო, ინფუზური და ინტენსიური თერაპია, პილოროტომია.
დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი მ-----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსარჩელე მხარის მითითებით, ბავშვს აღმოაჩნდა ფსორიაზის დაავადება და ასევე, აქვს ასთმური ხასიათის შეტევები, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,------–---–-----------–-----–--------–---------------------ს“ მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 34);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
4.2.5. მ-----------–---–ი დაზღვევულია სადაზღვევო კომპანია ,---------–--ში. ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათის მიხედვით, მას აქვს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში;
მ-----------–---–ის დაზღვევის თანხას იხდის მოპასუხე ლ-----------–---–ის დამსაქმებელი - საქართველოს თ-----–--- სამინისტრო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სადაზღვევო კომპანია ,---------–--ის მიერ 23.02.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 203);
- სადაზღვევო კომპანია ,---------–--ის დაზღვევის ბარათი (ს.ფ. 216);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
4.2.6. მოსარჩელე ს--–--------–-–---–ის დედა ფ--------------–---–ს საბერძნეთში, ქ. ა----–- საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება. იგი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი;
არასრულწლოვანი მ-----------–---–ი, 2015 წლის აგვისტოს თვეში, სამედიცინო გამოკვლევების მიზნით, მოსარჩელეს წაყვანილი ჰყავდა საბერძნეთში. არასრულწლოვანს საბერძნეთში, ქ. ა----–- აქვს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბარათი, რომლის საფუძველზეც, შეუძლია მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. დაზღვევის ბარათი ძალაშია 2019 წლის 15 ნოემბრამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- ჯანმრთელობის ბარათი, კლიენტის ნომერი 1----- (ს.ფ. 47-48);
- ცნობა უძრავი ქონების მონაცემების შესახებ, საიდენტიფიკაციო ნომერი 1-------- (ს.ფ. 40-46);
4.2.7. მოსარჩელე ს--–--------–-–---–ს მატერიალურად ეხმარება დედა, ფ--------------–---–ი. სს ,------------–--------ში“ არსებული მონაცემებით, ს--–--------–-–---–ის სახელზე 01.01.2018 წლიდან 25.12.2018 წლამდე ფიქსირდება ინფორმაცია შესრულებული ფულადი გზავნილების მიღების ოპერაციების შესახებ, სადაც გამომგზავნად დაფიქსირებულია ფ--------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,------------–--------ის“ მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 51-52);
4.2.8. მოპასუხე ლ-----------–---–ი ცხოვრობს ქირით, მისამართზე: ქ. თბილისი, წ-----------–---–---------. მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, ლ-----------–---–ი მოსარჩელესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით წელიწადი და შვიდი თვე. მოპასუხე გარკვეული დრო ს--–--------–-–---–თან და შვილთან ერთად ცხოვრობდა ბორჯომში, რა დროსაც ს--–--------–-–---–ი მუშაობდა ახალციხეში, შეფმზარეულის პოზიციაზე, ძირითადად გასული იყო სახლიდან და ბავშვს მამასთან და ბაბუასთან ტოვებდა. იგი ასევე იხსენებს, რომ დედას არ ჰქონდა გამომუშავებული მშობლის უნარ-ჩვევები და მოპასუხეს ხშირად მარტოს უწევდა ბავშვისთვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება. ლ-----------–---–ის გადმოცემით, სამი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ ახალციხეში მომხდარი კონფლიქტის გამო. მოსარჩელესთან დაშორების შემდეგ, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო, ლ-----------–---–ი თავს არიდებდა ს--–--------–-–---–თან კონტაქტს, თუმცა როცა ისურვა შვილის ნახვა, ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას. ლ-----------–---–ის გადმოცემით, მოცემული ეტაპისათვის მას საცხოვრებელ მისამართზე არ აქვს ბავშვის საცხოვრებლად კეთილსაიმედო საყოფაცხოვრებო პირობები, რის გამოც, დედას არ სთხოვს ბავშვის მასთან წაყვანას, ასევე, იგი მუშაობს თ-----–--- სამინისტროში და მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს სახლში დაბრუნებას. ლ-----------–---–მა საუბრისას აღნიშნა, რომ ს--–--------–-–---–ის დედა ცხოვრობს საბერძნეთში და ს--–----ს აქვს სურვილი ბავშვთან ერთად წავიდეს დედასთან, რის გამოც საზღვრის გადაკვეთისას ესაჭიროება მამის თანხმობა. იმის გამო, რომ შესაძლოა დედამ მ-----------–---–ი საზღვარგარეთ დიდი ხნით წაიყვანოს, მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია ამგვარი თანხმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 აპრილის სხდომის ოქმი).
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2019 წლის 25 თებერვლის დასკვნა N---- (ს.ფ. 189).
4.2.9. ლ-----------–---–ის ფინანსური ვალდებულება სს ,------------–--------ის“ წინაშე 22.01.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს: N------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1403.24 ლარს, N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 200 ლარს და N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 300 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,------------–--------ის“ მიერ 22.01.2019 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 202);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეესაბამება ბავშვის კანონით დაცულ უფლებებსა და მის უპირატეს ინტერესებს.
5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანთა ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ს--–--------–-–---–ს და მოპასუხე ლ-----------–---–ს 2----–-–------------ს შეეძინათ შვილი მ-----------–---–ი. მხარეები ამჟამად არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი მ-----------–---–ი იზრდება დედასთან, ს--–--------–-–---–თან. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ს--–--------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე. მოსარჩელესთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს შვილის აღზრდაში არასოდეს მიუღია მონაწილეობა არც მატერიალური და არც მორალური თვალსაზრისით. ბავშვზე ზრუნავს მოსარჩელე და დედამისი ფ--------------–---–ი, რომელიც ცხოვრობს საბერძნეთში და აქტიურად არის ჩართული მცირეწლოვანი შვილიშვილის აღზრდაში. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. დიაგნოზიდან გამომდინარე, ბავშვს ჩატარებული აქვს შესაბამისი ოპერაცია, თუმცა ესაჭიროება პერიოდული გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა. ბიოლოგიური მამის ნებართვის არ არსებობის გამო, ბავშვს არ აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება. დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოპასუხე აგრესიულ ქმედებებს გამოხატავს ბიოლოგიური დედის მიმართ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მცირეწლოვანის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება ასაკის შესაბამისია, ხელი ეწყობა მის სოციალიზაციას. მისი უსაფრთხოება და უფლებები დაცულია დედის ოჯახში. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე დასაქმებულია. არასრულწლოვანი მ-----------–---–ი ა(ა)იპ თბილისის N----- ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. მოპასუხე მხარეს პერიოდულად აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, თუმცა მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი სათანადო ყურადღებას არ აქცევს არასრულწლოვან შვილს და როგორც უკვე აღინიშნა, ბავშვის მამა არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ს--–--------–-–---–ის დედას, ფ--------------–---–ს მიღებული აქვს ათწლიანი ბინადრობის უფლება. ბინადრობის მოწმობას მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2027 წლის 18 დეკემბრამდე. ფ--------------–---–ი დასაქმებულია და აქვს მატერიალური შემოსავალი. გარდა ამისა, იგი საბერძნეთში სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით. მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვანი მ-----------–---–ი, 2015 წლის აგვისტოს თვეში, სამედიცინო გამოკვლევების მიზნით, მოსარჩელეს წაყვანილი ჰყავდა საბერძნეთში. არასრულწლოვანს საბერძნეთში, ქ. ა----–- აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბარათით, რომლის საფუძველზეც, შეუძლია მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. დაზღვევის ბარათი ძალაშია 2019 წლის 15 ნოემბრამდე.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი მ-----------–---–ის პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მოძიებისა და საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხე განმარტავს, რომ იმ დროს, როდესაც ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემები აღენიშნებოდა, მისი თანხმობით ბავშვი გაყვანილი იქნა სამკურნალოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ ეტაპზე კი არასრულწლოვან მ-----------–---–ს არ აღენიშნება ჯანმრთელობის იმგვარი გართულება, რომ საჭირო იყოს მისი საზღვარგარეთ გაყვანა. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია არასრულწლოვანს საქართველოშიც. მით უფრო ბავშვი დაზღვეულია მამის სამსახურის მიერ და შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი სადაზღვევო მომსახურებით. მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია, ბავშვის დედამ არასრულწლოვანი დატოვოს საბერძნეთში საცხოვრებლად, რითაც მამას მოესპობა შვილთან ურთიერთობის და მისი პირადად ნახვის შესაძლებლობა. სოციალური მუშაკთან საუბრისას ლ-----------–---–მა აღნიშნა, რომ მოცემული ეტაპისათვის მას საცხოვრებელ მისამართზე არ აქვს ბავშვის საცხოვრებლად კეთილსაიმედო საყოფაცხოვრებო პირობები, რის გამოც, დედას არ სთხოვს ბავშვის მასთან წაყვანას, ასევე, იგი მუშაობს თ-----–--- სამინისტროში და მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს სახლში დაბრუნებას. ლ-----------–---–მა საუბრისას აღნიშნა, რომ ს--–--------–-–---–ის დედა ცხოვრობს საბერძნეთში და ს--–----ს აქვს სურვილი, ბავშვთან ერთად წავიდეს დედასთან, რის გამოც საზღვრის გადაკვეთისას ესაჭიროება მამის თანხმობა. იმის გამო, რომ შესაძლოა დედამ მ-----------–---–ი საზღვარგარეთ დიდი ხნით წაიყვანოს, მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია ამგვარი თანხმობის გაცემაზე.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო.
სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნების თანახმად (რასაც ეთანხმება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომდგენელი), მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის მიღების და თავისუფალი გადაადგილების უფლება დარღვეულია, რაც აფერხებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებას და ხელს უშლის მისი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების პროცესს, რის გამოც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხე ლ-----------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, რაც ამ ეტაპზე წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას ბავშვის პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების, სათანადო დოკუმენტების მომზადება-გამოთხოვისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ბავშვს არ მიადგეს ფსიქო-ემოციური ზიანი და მის განვითარებას არ შეეშალოს ხელი. განსახილველი დავის ფარგლებში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა შეეზღუდოს თავისუფალი გადაადგილებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიღების უფლება. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილის აღზრდა-განვითარებისათვის არ უნდა იქნეს ხელისშემშლელი. მომავალში მოპასუხისაგან ბავშვის საზღვარგარეთ გასვლის თაობაზე თანხმობის მიუღებლობა, შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს არასრულწლოვანისათვის. შესაბამისად, დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით, სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენელი თანახმაა, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მხოლოდ არასრულწლოვნის პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების, აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტების მომზადება-გამოთხოვისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად. აღნიშნულს, არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სრულად იზიარებს სასამართლო და ადგენს ზემოაღნიშნულ ნაწილში მოპასუხე მხარისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეწონილობას.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე ლ-----------–---–ს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში. მოსარჩელე მხარე მოვალეა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია).
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ს--–--------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხე ლ-----------–---–ს მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. მოსარჩელე ს--–--------–-–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------ს დაბადებული მ-----------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მხარეები, ს--–--------–-–---–ი და ლ-----------–---–ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი მ-----------–---–ი იზრდება დედასთან, ს--–--------–-–---–თან. ეს უკანასკნელი დასაქმებულია, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, ს--–--------–-–---–ის მიერ, 01.01.2018 წლიდან 31.12.2018 წლის ჩათვლით, მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს სულ 11115.76 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 2023.15 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,------------. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც საბერძნეთიდან უგზავნის ფულად თანხებს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არასრულწლოვან მ-----------–---–ს 2015 წლის მაისის მდგომარეობით ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, შპს ,------–---–-----------–-----–--------–---------------------ში“ მას დაესვა დიაგნოზი - ,,თანდაყოლილი ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი“. ბავშვს ჩაუტარა მკრუნალობის კურსი: ანტიობიოტიკო, ინფუზური და ინტენსიური თერაპია, პილოროტომია. დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი მ-----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსარჩელე მხარის მითითებით, ბავშვს აღმოაჩნდა ფსორიაზის დაავადება და ასევე, აქვს ასთმური ხასიათის შეტევები, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. არასრულწლოვანი მ-----------–---–ი ა(ა)იპ თბილისის N----- ბაგა-ბაღის აღსაზრდელია.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე მხარე ცხოვრობს ქირით მისამართზე ქ. თბილისი, წ-----------–---–---------. ლ-----------–---–ს, გარდა არასრულწლოვანი მ-----------–---–ისა, სხვა პირის რჩენის კანონით დადგენილი ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ლ-----------–---–ი დასაქმებულია საქართველოს თ-----–--- სამინისტროს თ-----–--- ძ--–---------------–-------------–---ის პ------–-----------------ში. მას 2018 წლის სექტემბრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული აქვს შემოსავალი 4061.28 ლარი, საიდანაც დაკავებულმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 812.26 ლარი. გარდა ამისა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, მოპასუხე მხარეს სს ,------------–--------ის“ წინაშე ერიცხება ფინანსური ვალდებულება შესასრულებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მხარის საკრედიტო ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის და არასრულწლოვანის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა.
არასრულწლოვანის აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. შესაბამისად, ლ-----------–---–ს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი საარსებო მინიმუმით მაინც. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპიროებებს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელე ს--–--------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 28 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად, მოპასუხე ლ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს--–--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შეეზღუდოს მოპასუხე ლ-----------–---–ს (პირადი N-----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, არასრულწლოვანი შვილის, მ-----------–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N----------) მიმართ, პასპორტის აღების, ვადის გაგრძელების, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება-გამოთხოვისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
1.2. დაეკისროს მოპასუხე ლ-----------–---–ს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის, მ-----------–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. დაუბრუნდეს ს--–--------–-–---–ს (პირადი N-----------) სარჩელზე თ----–------------–--ის (პირადი N-----------) მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150).
3. მოპასუხე ლ-----------–---–ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა