გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
180210116001266621
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/93-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.04.2019 წ. ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - კ--ა უნ----–-–---–-

წარმომადგენელი - ლ---ი ქ---------ე

მოპასუხე - ავთ------– უნ----–-–---–-, ქე------ უნ----–-–---–-, ე-ა უნ----–-–---–-

წარმომადგენელი -მ-----ო მ----–იძე

დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ--ა უნ----–-–---–- ცნობილ იქნეს მესაკუთრედ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო, ს/კ 72.06.9-----; 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 103.83.

1.2. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა კ--ა უნ----–-–---–-ს მესაკუთრედ ცნობა სადავო უძრავი ქონების 1/4 ნაწილზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მცხეთის რაიოის სოფელ საგურამოში, სადაც ერთ კომლად, ერთ ოჯახად ირიცხებოდნენ კ--ა უნ----–-–---–-, ავთ------– უნ----–-–---–-, მაგული უნ----–-–---–- და ე-ა უნ----–-–---–-. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ფართით 1000 კვ.მ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული მესაკუთრეების შესახებ. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურიდან 2016 წლის 29 თებერვალს მიღებული ინფორმაციის თანახმად, 1000 კვ.მ. დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით, ს/კ 72.06.9-----, საერთო ფართით 103.83, ირიცხება ავთ------– უნ----–-–---–-ს, ქე------ უნ----–-–---–-ს და ე-ა უნ----–-–---–-ს თანასაკუთრებად.

მოპასუხეებმა სადავო უძრავი ქონება ისე დაირეგისტრირეს, რომ აღნიშნული შესახებ არ შეატყობინეს მოსარჩელეს, რითაც დაირღვა მისი საკუთრების უფლება. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კომლს ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმამდე სარგებლობის უფლებით. მიწის რეფორმის დროს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების საფუძველზე კომლის მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოცხადდა კომლის წევრთა თანასაკუთრებად. შესაბამისად, მოპასუხეებთან ერთად ისიც წარმოადგენს სადავო ქონების თანამესაკუთრეს, სადაც ის დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ, კ--ა უნ----–-–---–- კომლის წევრად ირიცხებოდა 1999 წლამდე, სანამ ის გავიდოდა კომლიდან და ცალკე კომლად დაფიქსირდებოდა, რასაც ადასტუურებს მის მიერ წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტი კ--ა უნ----–-–---–-სათვის მისი ნაკვეთის გადაცემის შესახებ და საარქივო ცნობა. სწორედ აღნიშნულის გამო არის საარქივო ცნობაში მითითებული კ--ა უნ----–-–---–- კომლის უფროსად. მოპასუხეების მითითებით, სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნების დაცვით, რადგან მოსარჩელეს კომლიდან გასვლის შემდგომ არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი შემხებლობა ჰქონია უძრავ ნივთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო რეესტრი უარს ეტყოდათ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს 1986-1996 წწ. დათარიღებული საკომლო წიგნის მიხედვით, ერთ კომლად ირიცხებოდნენ ავთ------– დიმირის ძე უნ----–-–---–-, კ--ა ავთ------–ის ძე უნ----–-–---–-, მაგული ოთარის ასული უნ----–-–---–- და ე-ა ავთ------–ის ასული უნ----–-–---–-. კომლს ერიცხებოდა 105 მ2 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ფართით 1000 მ2

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- დუშეთის არქივის საარქივო ცნობა NAA2017017155-04

3.1.2 მოსარჩელემ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრეების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, სადავო ქონებაზე (ს/კ 72.06.9-----) რეგისტრირებულია ავთ------– უნ----–-–---–-ს, ქე------ უნ----–-–---–-ს და ე-ა უნ----–-–---–-ს თანასაკუთრების უფლება. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგურამოს ტერიტორიული ორგანოს N36 ცნობა (დამოწმების თარიღი: 05.02.2007) და მიღება-ჩაბარების აქტი N81 (დამოწმების თარიღი: 01.10.1995).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N48040 წერილი

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (31.01.2019)

3.1.3. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კომლს სარგებლობის უფლებით ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმამდე, 1993 წლის დასასწყისამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.4 1993 წლის 18 მარტით დათარიღებული მიღება-ჩაბარების N81 აქტით ავთ------– დიმიტრის ძე უნდილაშვილს საგურამოში გადაეცა 0.75 ჰექტარი მიწა, მათ შორის რეფორმამდე არსებული 1000 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზედ არსებული საცხხოვრებელი სახლით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მიღება-ჩაბარების N81 აქტი

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 მოსარჩელე განამრტავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მისგან მალულად, რითაც არსებითა შეილახა მისი საკუთღების უფლება და ინტერესი. ვინაიდან, ხსენებული საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კომლის ქონებას, ხოლო 1993 წლიდან კომლის გაუქმების შემდგომ წარმოიშვა კერძო საკუთრების უფლება, შესაბამისად კომლის ქონების 1/4 ნაწილი თანასაკუთრების უფლებით მასაც ე-უთვნის.

3.2.2 მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს 1997-2000 წწ. დათარიღებული საკომლო წიგნის მიხედვით, ერთ კომლში ირიცხებოდნენ ავთ------– დიმირის ძე უნ----–-–---–-, მაგული ოთარის ასული უნ----–-–---–- და ე-ა ავთ------–ის ასული უნ----–-–---–-. კომლს ერიცხებოდა 105 მ2 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ფართით 1000 მ2. ხოლო, კ--ა ავთ------–ის ძე უნ----–-–---–- 1999 წელს გასულია კომლიდან, ის ირიცხება ცაკლე ოჯახად და აწრია 0.11 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, სოფელ საგურამოს მიწის ნაკვეთების განაწილების სარეფორმო სიაში ჩანაწერი კ--ა ავთ------–ის ძე უნ----–-–---–-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესაახებ არ აღმოჩნდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- დუშეთის არქივის საარქივო ცნობა NAA2017017155-04

- 1998 წლის 10 დე-ემბრით დათარიღებული N856 მიღება-ჩაბარების აქტი

3.2.3 მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის განმარტებას და განაცხადეს, რომ მართალია, სადავო უძრავი ქონება იყო კომლის საკუთრებაში, თუმცა ამ საკუთრებაზე მოპასუხეთა უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წელს მართლზომიერად და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მაშინ როდესაც კომლში მხოლოდ მოპასუხები ირიცხებოდნენ. ამასთან, რადგან კ--ა უნ----–-–---–- 1999 წელს გავიდა ამ კომლიდან მას არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი შემხებლობა ჰქონია სადავო ქონებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შემთხვევაში საჯარო რეესტრი მოპასუხეებს უარს ეტყოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ამდენად, სადავო ქონებიდან მას არაფერი ე-უთვნის.

3.2.4 სადავო ფაქტებთან მიმართებაში მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ე-ისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაე-ისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio” “მტკიცების ტვირთი ე-ისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ შეძლო მტკიცეის თვირთის ეფექტური რელიზება იმ თვალსაზრისით, რომ მის მიერ წამოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კ--ა უნ----–-–---–- კანონით დადგენილი წესით არ გასულა კომლიდან, რამეთუ საარქივო ცნობაში არსებული ჩანაწერი 1999 წელს კომლიდან მისი შესაძლო გასვლის შესახებ არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს და საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველს. შესაბამისად, მოსარჩელეს მხოლოდ ამ ჩანაწერის არსებობის პირობებში არ დაუკარგავს საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების 1/4 ნაწილზე.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებმა მარეგისტრირებელ ორგანოს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომ მოსარჩელე არასდროს ირიცხებოდა მათ კომლში. ასევე, კ--ა უნდილაშვილს არ შეატყობინეს თავიანთი განზრახვის შესახებ, კერძოდ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. მხარეთა ახსნა განმარტების და მტკიცებულებათა ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე უტყუარად დასტურდება მოპასუხე მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქცევა, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც, საკუთრების უფლების ინსტიტუტს, უგულებელყვეს მესაკუთრების უფლება და კანონიერი ინტერესი, ისე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. შესაბამისად სარჩელი საფუძვილანია, ის უნდა დაკმაყოფილდეს და კ--ა უნ----–-–---–- ცნობილი უნდა იქნეს მესაკუთრედ სადავო უძრავი ქონების 1/4 ნაწილზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 170-ე, 173-ე, 1507-ე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე, 125-ე, 128-ე, 129-ე (1964 წლის რედაქცია), „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

6.2 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

 

სასამართლო განმარტავს, საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს ანუ უფლების დამდგენ საბუთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-125 მუხლების შესაბამისად, (1964 წლის რედაქცია) საკოლმეურნეო კომლის ქონება მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ე-უთვნოდა, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილით. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის შრომაუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

 

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

6.4 განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში, სამოქალაქო წესით განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. ამიტომაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის მოსაწესრიგებლად უნდა გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1964 წლის რედაქციით.

 

6.5 თავის მხრივ, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეები არ შეთანხმებულან მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე. მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს არა მოქმედ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე, არამედ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსზე. საწინააღმდეგოს შემთხვევაში (სასარჩელო მოთხოვნების ახალ სამოქალაქო კოდექსზე დაფუძნებისას), თუ მოპასუხე არ შეედავებოდა და არ მიუთითებდა წინათ მოქმედ კოდექსზე, სასამართლო გამოიყენებდა ახალ სამოქალაქო კოდექსს. სწორედ ამგვარი შეუდავებლობა მოიაზრება მხარეთა შეთანხმებაში.

 

6.6 სასამართლო განმარტავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დე-რეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ე-უთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ე-უთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ე-უთვნის (სუს 27.07.2006წ-ის განჩინება №ას-988-1242-05).

 

ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

6.7 განსახილველ დავაში უდავოა კომლის არსებობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დუშეთის არქივის საარქივო ცნობით დგინდება, 1986-1996 წლებში დათარიღებულ საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ავთ------– დიმიტრის ძე უნ----–-–---–- და მისი ოჯახის წევრთა სიაში ირიცხებიან - ავთ------– უნ----–-–---–- (ოჯახის უფროსი), მაგული უნ----–-–---–-, კ--ა უნ----–-–---–- და ე-ა უნ----–-–---–-.

ამასთან, სადავოა ამავე ცნობაში დაცული სხვა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: 1997-2000 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, მოსარჩელე კ--ა უნდილაშვილს ხაზი აქვს გადასმული და აღნიშნულია, რომ ის ირიცხება ცაკლე ოჯახად და აწერია 0.11 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე ცნობას აქვს შენიშვნის გრაფა, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ საგურამოს მიწის ნაკვეთების განაწილების სარეფორმო სიაში ჩანაწერი კ--ა ავთ------–ის ძე უნ----–-–---–-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესაახებ არ აღმოჩნდა, თუმცა საქმეში წარმოდგენილია 1998 წლის 10 დე-ემბრით დათარიღებული N856 მიღება-ჩაბარების აქტი კ--ა უნდილიშვილისათვის 0.11 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა, რომ 1999 წლიდან კ--ა უნ----–-–---–-ს მათი კომლის წევრს აღარ წარმოადგენდა, რადგან ის გამოეყო კომლს. შესაბამისად, მან დაკარგა საკუთრების უფლება კომლის ქონებაზე. თავის მხრივ, მოსარჩელე არ უარყოფს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას.

 

6.8 სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის აღნიშნულ არგუმენტს შემდეგი მიზეზების გამო: სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის მიხედვით, (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქცია) მუხლით საკოლმეურნეო კომლის ქონება ე-უთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი, წვრილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი. ასევე კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები. ამავე კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

 

როგორც უკვე ითქვა, კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. კომლის გაუქმების შემდგომ თითოეულ წევრს კომლის ქონებაზე წარმოეშვა საკუთრების უფლება იმ დროს მოქმედი კანონის საფუძველზე, რომლის ჩამორთმევაც შესაძლებელია მხოლოდ კანონითვე.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს მასზედ, რომ საარქივო ცნობაში არსებული ჩანაწერი 1999 წელს მოსარჩელის კომლიდან გასვლის შესახებ უნდა განიმარტოს, როგორცმის საკუთრების უფლების დაკარგვის ერთ-ერთი კანონისმიერი საფუძველი. ვიანიდან საკომლეურნეო კომლმა 1993 წლიდან შეწყვიტა არსებობა და დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა, ამავე კომლში მყოფი წევრის კ--ა უნ----–-–---–-ს 1999 საკომლო წიგნში არაღრიცხვა, რასაც აღარ გააჩნდა იურიდიული საფუძველი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უკვე შეძენილი საკუთრების უფლების დაკარგვის კანონისმიერი საფუძველი, რამეთუ ასეთ წესს არცერთი იმჟამად ან მას შემდგომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა ან ითვალისწინებს. ცხადია, რომ ობიექტურად შეუძლებელიც კი არის იქედან(კომლიდან) გასვლა, რაც უკვე კანონით დადგენილი წესით აღარ არსებობს.

 

6.9 ასევე, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტს და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მყარ არგუმენტად ვერ გამოდგება ის გარემოებაც, რომ კ--ა უნდილაშვილს სახელმწიფოსგან 1998 წლის 10 დე-ემბერის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა სხვა უძრავი ქონება, რამეთუ დაუდგენილია რა სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა სესაბამის ორგანოს მიეღო გადაწყვეტილება ამ უკანასკნელისათვის სხვა ქონების გადაცემის შესახებ, მაშინ როდესაც 1992 წელს საკოლმეურნეო კომლის ინსტიტუტის გაქმების პირობებში ახალი კომლის შექმნას იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

 

6.10 მოპასუხის შეფასებით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საჯარო რეესტრში უკვე არსებული ჩანაწერი მოპასუხეთა თანამესაკუთრების უფლების შესახებ კანონიერია, რისი რეგისტრაციის საფუძველიც გახდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მოსარჩელეს არც კი გაუსაჩივრებია. შესაბამისად მათნ მიაჩნიათ, რომ სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძველს მოკლებულია მოცემული დავის ფარგლებში რეესტრის ჩანაწერის კანონიერებაზე მსჯელობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, განმარტოს საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. ამასთან, კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას. საჯარო რეესტრის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ევალება დაარეგისტრიროს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ნამდვილი, კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, თუმცა, რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება არ გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით: „საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ე-ონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალური სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი რეგულირება, ხოლო მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხვას თავისუფალი საბაზრო ე-ონომიკის განვითარებას მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ე-ონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ე-ონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა“.

 

6.11 სამოქალაქო კოდექსის 8.3-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი. აღნიშნული მუხლი არ მოიცავს მხოლოდ ვალდებულებით ურთიერთობებს, არამედ იგი მთელი კერძო სამართლის ზოგადი პრინციპია. კანონმდებელი არ განმარტავს, თუ რა სახის უფლება-მოვალეობათა შესრულებას გულისხმობს იგი ამ ნორმაში, შესაბამისად, კანონის ზოგადი მითითება უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულებაზე, როგორც ვალდებულებითი, ასევე, საოჯახო და სანივთო უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნად უნდა აღვიქვათ. მოცემული მუხლის დანაწესის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშე-რულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მისი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ე-ისრება (სუსგ 9.03.2016წ. საქმე №ას-898-848-2015).

 

სასამართლო განმარტავს, კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშე-რულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშე-რულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშე-რულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართალდ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (სუსგ 21.05.2012წ. საქმე №ას-221-213-2012), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (სუსგ 24.06.2011წ. საქმე №ას-23-18-2011).

 

6.12 აქვე, მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

6.13 სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

განსახილველ საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხეთა საკუთრების უფლების არსებობა სადავო უძრავ ქონებაზე. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლება მოპასუხეებმა დაირეგისტრირეს მისი გვერდის ავლით. მისთვის არ უცნობებიათ საჯარო რეესტრისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის შესახებ.

 

6.14 სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად მიიჩნევს მოსარჩელის არგუმენტებს და განმარტავს, მოპასუხეებს ე-ისრებოდათ კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტების თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიები საკითხის გადწყვეტა:

 

6.14. მოსარჩელემ ამავე სარჩელით იშუამდგომლბა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ავთ------– უნ----–-–---–-ს, ქე------ უნ----–-–---–-ს და ე-ა უნ----–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: მცხეთა, სოფ.საგურამო, ს/კ 72.06.9-----.) ყადაღის დადება.

 

2016 წლის 02 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა, რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩეს ძალაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ე-ისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიე-უთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის 400 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ე-ისრება მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. კ--ა უნ----–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. კ--ა უნ----–-–---–- (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს მცხეთის რიაონის სოფელ საგურამოში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (საერთო ფართი 103.83; (ს/კ 72.06.9-----) ¼ ნაწილის მესაკუთრედ;

3. მოპასუხეებს ავთ------– უნდილაშვილს, ე-ა უნდილაშვილს და ქე------ უნდილაშვილს სოლიდარულად დაე-ისროთ კ--ა უნ----–-–---–-სათვის, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 400 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი