გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
210210017001987993
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N210210017001987993

საქმე №2/574-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.04.2019 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

 

მოსარჩელე: სუ------- ქა--------

მოსარჩელის წარმომადგენელი: გო-- კვ----–---–--

მოპასუხე: უს--- ბა---------

მოპასუხის წარმომადგენელი: შა-–-- ხვ---------–---–-

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გამოთხოვილ იქნას უს--- ბა---------ს უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე სუ------- ქა--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, სულ 121 კვ.მ.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სუ------- ქა--------- 2008 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით დაირეგისტრირა საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–---–- მდებარე მიწის ნაკვეთი, ს/კ 5-.2-.5-.0--, ასევე 2015 წელს დაირეგისტრირა 924.00 მიწის ნაკვეთი ს/კ 5-.2-.5-.3--, ხოლო 2016 წელს გააერთიანა ორივე ნაკვეთი და დღეის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს დაზუსტებული ფართი 2714.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი 154 კვ.მ, დამხმარე გაშენების ფართი 130 კვ.მ, ს/კ 5-.2-.5-.4--. სუ------- ქა-------- მისი საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთით მომიჯნავე ნაკვეთის მთლიანი სიგრძის ნახევარზე აშენებული აქვს გამყოფი კედელი, ისე, რომ მეზობლად მცხოვრებ უს--- ბა---------ს მხრიდან დატოვა რამოდნიმე კვ.მ-ი მიწის ნაკვეთი, მაგრამ მისთვის არ მიუცია ნება ესარგებლა ამ მიწის ნაკვეთით, გარდა ამისა მან მავთულბადით შეიერთა სუ------- ქა--------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სულ 121 კვ.მ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 უს--- ბა---------- შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მხარეებმა სადავო მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით შემდეგი თანმიმდევრობით: სუ------- ქა--------- 2008 წლის 14 ნოემბერს 1790 კვ.მ. ფართობის ოდენობით მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, ს/კ 5-.2-.5-.0--. უს--- ბა---------- 2013 წლის 12 აპრილს 1372 კვ.მ. ფართობის ოდენობით მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ს/კ 5-.2-.5-.2-0. შემდგომ მხარეებმა 2015 წლის 19 ოქტომბერს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთები უს--- ბა---------- 379 კვ.მ. ფართობის ოდენობით (ს/კ 5-.2-.5-.3--) და სუ------- ქა--------- 924 კვ.მ. ფართობის ოდენობით (ს/კ 5-.2-.5-.3--). სუ------- ქა--------- გააერთიანა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 2015 წლის 19 ოქტომბრის განცხადებით, (ს/კ 5-.2-.5-.3--). მოსარჩელემ 5-.2-.5-.0-- მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე თავად აღმართა გამყოფი კედელი, რითაც შემოფარგლა თვითნებურად დაკავებული ტერიტორია და შემდგომ მოახდინა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოპასუხეს სადავო ნაკვეთზე მშენებლობები განხორციელებული აქვს 2008 წლამდე, (ს/კ 5-.2-.5-.2-0), მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წელს, რეგისტრაციას ახლდა საკადასტრო გეგმა. წარდგენილი აზომვითი ნახაზი ზედდებაში არ მოვიდა სუ------- ქა--------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. მოპასუხეს არ შეუერთებია მართულბადით სუ------- ქა--------- მიწის ნაკვეთით, რადგან აღნიშნული მართულბადით განსაზღვრული საზღვარი რეალურად გახდა საფუძველი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა, რომლითაც გაიცა სუ------ ქა--------- და უს--- ბა---------ს სახელზე საკუთრების მოწმობები ს/კ 5-.2-.5-.3-- და 5-.2-.5-.3--, ამ პერიოდში მხარეებს შორის უკვე არსებობდა მავთულის ღობე, რომლითაც გამიჯნული იყო მიწის ნაკვეთები ჩრდილოეთ მხარეს და მხარეები თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–---–- მდებარე უძრავ ქონებაზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.4--, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 2714 კვ.მ., რეგისტრირებულია სუ------- ქა--------- (პ/ნ 3----------) საკუთრების უფლება.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–---–- მდებარე უძრავ ქონებაზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.2-0, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 1372 კვ.მ., რეგისტრირებულია უს--- ბა---------ს (პ/ნ 3----------) საკუთრების უფლება.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საგარეჯოს რაიონის სოფელ ი-----------–---–- მდებარე უძრავ ქონებაზე, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.3--, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი 379კვ.მ., რეგისტრირებულია სუ------- ქა--------- (პ/ნ 3----------) საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უს--- ბა---------ს საკუთრებაში არსებული N5-.2-.5-.2-0 და N5-.2-.5-.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებსა და სუ------- ქა--------- სახელზე N5-.2-.5-.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებული სრული გადაფარვის(ზედდების) ფართი შეადგენს 121 კვ.მ.-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის დასკვნა;

 

- საკადასტრო გეგმა;

- ექსპერტ აკ--- ყა---–-–---–-- ჩვენება;

 

3.2.3. უს--- ბა---------ს საკუთრებაში არსებული N5-.2-.5-.2-0 და N5-.2-.5-.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებსა და სუ------- ქა--------- სახელზე N5-.2-.5-.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გადაფარვას შეადგენს 121 კვ.მ. ხოლო აქედან უს--- ბა---------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2 კვ.მ-სა და 17 კვ.მ.-ზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის დასკვნის დანართი N1;

- ექსპერტ აკ--- ყა---–-–---–-- ჩვენება;

 

3.2.4. საქართველო ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს მათი ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

3.2.5. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ უს--- ბა---------ს საკუთრებაში არსებული N5-.2-.5-.2-0 და N5-.2-.5-.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებსა და სუ------- ქა--------- სახელზე N5-.2-.5-.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებული სრული გადაფარვის(ზედდების) ფართი შეადგენს 121 კვ.მ.-ს. ხოლო აქედან უს--- ბა---------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2 კვ.მ-სა და 17 კვ.მ.-ზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. .1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის წინაპირობას, თუმცა მისი დაკმაყოფილება დამოკიდებულია მოპასუხის

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. მესაკუთრეს სსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის და 170-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება. თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინიადან მესაკუთრის მიერ დაბრუნების მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სხვადასხვაგვარად დასტურდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი. აღნიშნული თავისთავად გამომდინარეობს მოთხოვნის არსიდან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეხება ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვას, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი, ვინაიდან 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას, თუ მფლობელობა არაკანონიერია. უძრავ ნივთებთან მიმართებით საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.

 

მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოადგენს რეგისტრაციაუნარიან უფლებას და იგი ვლინდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადასტურებული იქნა, რომ უს--- ბა---------ს საკუთრებაში არსებული N5-.2-.5-.2-0 და N5-.2-.5-.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებსა და სუ------- ქა--------- სახელზე N5-.2-.5-.4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებული სრული გადაფარვის(ზედდების) ფართი შეადგენს 121 კვ.მ.-ს. ხოლო აქედან უს--- ბა---------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2 კვ.მ-სა და 17 კვ.მ.-ზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული, ეს გარემოებები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვეს წარმოადგენს. შესაბამისად უს--- ბა---------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სუ------- ქა--------- საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, გარდა ქონების იმ ნაწილისა, რომელზეც განთავსებულია უს--- ბა---------ს მიერ აშენებული შენიბა- ნაგებობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისახზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

ვინაიდან მოსარჩელეს გადახდილი ქონდა ბაჟი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ, თანხის 100 ლარის, ექსპერტიზისთვუს გაწული ხარჯების 500 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჟის 160 ლარის ოდენონი გადახდა.

 

მოპასუხე უს--- ბა--------- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 20 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სუ------- ქა--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1 მოპასუხეს უს--- ბა---------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სუ------- ქა--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 102 კვ.მ.-ს ოდენობის მიწის ნაკვეთი.

 

1.2 სუ------- ქა-------- უარი ეთქვას საკუთრებაში არსებული 2 კვ.მ და 17 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოთხოვაზე, რომელზეც უს--- ბა---------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობებია განთავსებული(ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ის შესაბამისად).

 

2. მოპასუხე უს--- ბა--------- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საცავლოდ 100 ლარის, ექსპერტიზისთვუს გაწული ხარჯების 500 ლარისა და ადვოკატის მომსახურების 160 ლარის გადახდა.

 

3.მოპასუხე უს--- ბა--------- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 20 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი