განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
030100119002875912
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100119002875912

№1/62-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: ა-–---------- კ--–---,მამის სახელი: მ--------,დაბადებული: 2----.1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, ფოთი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, ზ----------------ს ქუჩა N19

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (18.08.2018წ. მოქმედი რედაქცია) - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სასამართლომ ღია სხდომაზე განიხილა ფ-----ს რ--------–- პ----------------ის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ა-–---------- კ--–---- მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბრალდებულ ა-–---------- კ--–---- სისხლის სამართლის №0045180818001 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ა-–---------- კ--–---- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 18 აგვისტოს 06:00 საათიდან, 07:00 საათამდე დროის შუალედში, ა-–---------- კ--–---მ ქ. ფოთი, ზ----------------ს ქუჩა N8-ში მდებარე დ------ ხ-----ს საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელის დარტყმით დ------ ხ-----ს თხემის მიდამოში ნახეთქი ჭრილობის სახით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის (18.08.2018 წ. მოქმედი რედაქცია).

2019 წლის 17 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ-----ს რ--------–- პ----------------ის პროკურორმა ე---–---- ბ------მ ბრალდებულ ა-–---------- კ--–----ათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2019 წლის 17 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულმა ა-–---------- კ--–---მ და ბრალდებულის ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ.

შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

ბრალდებულ ა-–---------- კ--–---ს თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ზ---- კ--------–--ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ა-–---------- კ--–---- ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2019 წლის 17 აპრილს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ ა-–---------- კ--–---ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ა-–---------- კ--–--- აღიარებს დანაშაულს.

ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ა-–---------- კ--–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, პროკურორმა ე---–---- ბ------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2019 წლის 17 აპრილს ბრალდებულ ა-–---------- კ--–---სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:

ა-–---------- კ--–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის (18.08.2018 წ. მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი. ა-–---------- კ--–---ს 04 (ოთხი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქებიანი ბალიში, ზეწარი და მაისური, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს დ------ ხ-----ს.

დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ა-–---------- კ--–----ათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მათ მსჯავრი უნდა დაედოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ა-–---------- კ--–---ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.

ა-–---------- კ--–---- მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ დ------ ხ-----ს გამოკითხვის ოქმით, ა-–---------- კ--–---- მოწმის სახით გამოკითხის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006306818 დასკვნით დ------ ხ-----ს მიმართ.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ა-–---------- კ--–---ს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ-----ს რ--------–- პ----------------ის პროკურორ ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს ფ-----ს რ--------–- პ----------------ის პროკურორ ე---–---- ბ------ს და ბრალდებულ ა-–---------- კ--–---ს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით 2019 წლის 17 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ა-–---------- კ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (18.08.2018 წ. მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

ა-–---------- კ--–---ს სასჯელის დამატებითი ღონისძიების სახით, 04 (ოთხი) წლის ვადით შეეზღუდოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენების და ტარების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს ა-–---------- კ--–---- მიმართ წინა (ფოთის საქალაქო სასამათლოს 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით) დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-–---------- კ--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მასვე, სასჯელის დამატებითი ღონისძიების სახით, 04 (ოთხი) წლის ვადით შეეზღუდოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენების და ტარების უფლება.

იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ნაწილში სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

4. ა-–---------- კ--–---- მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-–---------- კ--–---ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

6. მსჯავრდებულ ა-–---------- კ--–---- ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

7. ა-–---------- კ--–---- მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან 2019 წლის 17 აპრილიდან.

8. გაუქმდეს ბრალდებულ ა-–---------- კ--–---- მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლო 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქებიანი ბალიში, ზეწარი და მაისური, რომლებიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - დაზარალებულ დ------ ხ-----ს.

10. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ნაწილში აღსასრულებლად.

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

12. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე შოთა სირაძე