გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16843-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე - რ---------–-----------ა
წარმომადგენელი - რ----–----------–--ე
მოპასუხე - მ----------–-----------ი
წარმომადგენელი - ნ--------------------–ი
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ნ---------–-----------ი, შ-------------------ა, ა------------ი, ა-------------ი
დავის საგანი - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების ფაქტის დადგენა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ--------–-----------ას მიერ გარდაცვლილი მეუღლის - ი-----–---–-----------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ წილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
1.2. მ----------–-----------ისთვის (პ/ნ 0----------) რ---------–-----------ას (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 6000 ლარის და 45000 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
ი-----–---–-----------ი და რ---------–-----------ა 1959 წლის 0-----–--იდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში, 1961 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ, ქალაქ თბილისში, ს----------–----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სახლთმფლობელობის 2/3 ნაწილში. აღნიშნული საცხოვრებელი შეძენილი ჰქონდათ, შინაურული ხელწერილის საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ ნაგებობა უნებართვოდ იყო აშენებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში საკუთრება არ აღრიცხულა მეუღლეთა სახელზე. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის შს განყოფილებამ გასცა სარეგისტრაციო საბინაო წიგნი და 1969 წლიდან აწარმოებდა ხსენებულ სახლთმფლობელობაში ი-----–---–-----------ისა და მისი ოჯახის წევრების საბინაო წიგნს. 2003 წლის 0--------ს, გარდაიცვალა ი-----–---–-----------ი, სადავო საცხოვრებელ ფართში, მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე - რ---------–-----------ა და შვილი - კ---------------------–-----------ი.
რ---------–-----------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, რამაც განაპირობა მისი მხედველობის დაკარგვა. ქ.თბილისის სპეციალიზირებული თვალის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაიცა ცნობა N1-----, რომლის თანახმად რ---------–----------ა, მკვეთრად გამოხატული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად იქნა ცნობილი. იგი 2006 წელს შვილთან - კ---------------------–-----------თან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე. სწორედ ამ პერიოდში, რ---------–-----------ას დაუკავშირდა მოპასუხე და აცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდეობარეობს ქ.თბილისი, ს----------–---------------ში, ნაცვლად უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მოსარჩელეს გადაეცემოდა მისი კუთვნილი წილის შესაბამისი ფართი.
აღნიშნული არ აღმოჩნდა რეალური და წლების განმავლობაში, რ---------–-----------ა უშედეგოდ ითხოვდა, კ---------------------–-----------ის მიერ ხსენებულ, თავის წილ საცხოვრებელ ფართში გადაყვანას. ამ საკითხზე საუბრისას, დედა-შვილი შეკამათდნენ, რა დროსაც მოპასუხე ჯანმრთელობა დაქვეითებულ და უსინათლო დედას ფიზიკურად გაუსწორდა. რ---------–-----------ამ მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო ამის შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ბ----ში, შვილთან - შ--------------------სთან.
2018 წლის 11 მაისს რ---------–-----------ამ, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მეშვეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, შეიტყო, რომ მეუღლესთან - ი-----–---–-----------თან ერთად 1961 წელს შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–--------------, სახლთმფლობელობის 2/3 ნაწილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს, 2004 წლის 04 აგვისტოს, გადაწყვეტილების საფუძველზე ( საქმე N3/2439) აღირიცხა კ---------------------–-----------ის სახელზე. რ----------–------------სთვის აღნიშნულის შესახებ არ იყო ცნობილი, რადგან ხსენებულ საქმის წარმოებაში არ ყოფილა ჩართული. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ნათელი გახდა,რომ მოპასუხემ სახლთმფლობელობის (მიწის ნაკვეთი) იბა „ბ------–-“-ში შენატანის სახით შეიტანა და სანაცვლოდ მიღებული ფართები, ჯამში 60 000 აშშ დოლარად და 8 000 ლარად გაასხვისა, მიღებული თანხები კი მიისაკუთრა.
კ---------------------–-----------ას უკანონოდ მიეკუთვნა აღნიშნული სადავო ქონების ¾ ნაწილი, რომელიც კანონიდან გამომდინარე, რ---------–-----------ას საკუთრებას წამოადგენდა, მან კი უკანონოდ განკარგა რ---------–-----------ას კუთვნილი საკუთრება. ხსენებული უძრავი ქონების ჯერ შენატანის სახით ამხანაგობაში შეტანით, შემდგომ სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 60 000 აშშ დოლარს და 8 000 ლარს, საიდანაც მოსარჩელე რ---------–-----------ას ეკუთვნის 45 000 აშშ დოლარი და 6 000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ----------–-----------მა სარჩელი არ ცნო, მისი განცხადებით იგი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სადავო ქონების ორ ოთახში, კრძოდ 11 მ/2 და 16 მ/2 -ში. აღნიშნული საცხოვრებლის ადგილას მან ააშენა ორსართულიანი სახლი, სადაც მიიყვანა ინვალიდი მშობლები, რომლებსაც მზრუნველობას უწევდა თავად. მამის - ი-----–---–-----------ის, გარდაცვალების შემდგომ, რომელიც მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯებით დაიკრძალა, დედა - რ--------–-----------ა განაგრძობდა შვილთან ცხოვრებას. სწორედ მისი თანხმობით მოხდა მემკვიდრეობის მ----------–-----------ის სახელზე გაფორმება. დედის მიმართი ფიზიკური ძალადობის გამოყენება, არ შეესაბამება რეალობას. მოპასუხის დის - შ-------------------ას წაქეზებით, რ---------------------მ მიმართა საპატრულო პოლიციას განცხადებით, რომლის საფუძველზე მოპასუხის მიმართ გამოიწერა ერთ თვიანი შემაკავებელი ორდერი, ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზით. ხსენებულ ორდერს ხელი არ მოაწერა მ----------–-----------ამ, იგი უთითებს, რომ ცემის ფაქტი არ შეესაბამება რეალობას, საქმეში არსებული ფოტო სურათი გადაღებულია სექტემბრის თვეში, ხოლო მოსარჩელე საუბრობს აგვისტოს თვეში მოპასუხის მხრიდან მისი - რ---------–-----------ას უმოწყალოდ ცემის თაობაზე. მ----------–---–----------მა თავად გააცილა დედა და დააფინანასა კიდეც, ქალაქ ბ----ში გამგზავრების წინ.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ შპს „ბ------–-“-ში შეტანილი უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, შესაბამისად, მოპასუხისთვის გაურკვეველია რის საფუძვეზე დასახელდა 45 000 აშშ დოლარი და 6 000 ლარი.
მესამე პირი შ-------------------ა დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მან ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ-----------------ა (პ/ნ 0----------) და ი-----–---–-----------ი დაქორწინდნენ
1959 წლის 07 ივლისს, რ-----------------ამ მიიღო მეუღლის გვარი - ა-–-----------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N7-- (იხ.ს.ფ. 24-25)
3.1.2. საბინაო წიგნის ჩანაწერის მიხედვით ი-----–---–-----------ი, რ---------–-----------ა და კ------- ა-–-----------ი საბინაო წიგნში არსებული რეგისტრაციიდან გამომდინარე, კანონიერად სარგებლობდნენ საცხოვრებელი ფართით მისამართზე: ქ.თბილისი, ს----------–---------------- - ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის შს განყოფილების მიერ გაცემული სარეგისტრაციო საბინაო წარმოების საბუთი (იხ.ს.ფ. 26-36)
3.1.3. ი-----–---–-----------ი გარდაიცვალა 2003 წლის 0--------ს, ქალაქ თბილისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N 0------ (იხ.ს.ფ. 37-38)
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის
სამსახურის 2018 წლის 13 მარტის საინფორმაციო ბარათის მიხედვით ი-----–---–-----------ის რეგისტრაციის ადგილად აღინიშნება: საქართველო, ქ.თბილისი, ს----------–--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბარათი (იხ.ს.ფ. 42-43)
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 06 მარტის საინფორმაციო ბარათის მიხედვით რ----------------------–-----------ის რეგისტრაციის ადგილად აღინიშნება: საქართველო, ქ.თბილისი, ს---–----–--–-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბარათი (იხ.ს.ფ. 44)
3.1.5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 12.03.2018 წლის ინფორმაციით, 2003 წლის 0--------ს გარდაცვლილი ი-----–---–-----------ის დანაშთ სამიკვიდრო ქონებაზე, 2003 წლის 09 ივნიის ნოტარიუს ნ-----------–---–ის მიერ დამოწმდა სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს გაცემის შესახებ განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 12.03.2018 წლის ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 45)
3.1.6. სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ცნობის მიხედვით რ---------–-----------ა მიჩნეული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს ცნობა N1----- (იხ.ს.ფ. 45)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 04.08.2004 წლის გადაწყვეტილებით კ------- ა-–-----------ი ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–---------------ში არსებული სახლთმფლობელობის 2/3 წილის მფლობელად და მოსარგებლედ. დადგინდა იურიდიული ფაქტი, რომ ს----------–-----------ში მდებარე უკანონო მიშენებები, რომელიც რეგისტრირებულია 2003 წლის მონაცემებით აშენებულია 1987 წელს კ------- ა-–-----------ას მიერ. დაევალა ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს შესაბამისი ცვლილების შეტანა და აღნიშნული მისამართის 2/3 წილი კერიმ რასოევის ნაცვლად აღირიცხა კ------- ა-–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 37-38)
3.2.2. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა - დახასიათების მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტიპის მიწის ნაკეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–--------------, საერთო ფართი: 217 კვ.მ აღირიცხება ნ------–---–--ას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღზრიცხვის ბიუროს ცნობა - დახასიათება (იხ.ს.ფ. 51-52)
3.2.3. ნოტარიუს ნ---------------–---–ის მიერ 2005 წლის 05 დეკემბერს გაცემული ამხანაგობაში შენატანის შეტანის შესახებ სანოტარო აქტით დგინდება, რომ კ------- ა-–-----------ას საერთო-საკუთრების უფლებით გადაეცა უძრავი ქონება,მიწის ნაკვეთი N28/62, ფართობი 205 კვ.მ, მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–-------, რომელიც საჯარო რეესტრის 17.01.2005 წლის ამონაწერის თანახმად აღირიცხა კ------- ა-–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ნ---------------–---–ის მიერ 2005 წლის 05 დეკემბერს გაცემული ამხანაგობაში შენატანის შეტანის შესახებ სანოტარო აქტით (იხ. ს.ფ 57-58).
- 17.01.2005 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ 53-54)
3.2.4. საჯარო რეესტრის 13.12.2005 წლის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთი შენობა ნაგებობებით, საერთო ფართით 142,68კვ.მ, მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–-------, 2/3 ნაწილი ირიცხება ამხანაგობა „ბ------–-ს“ სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.12.2005 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ 60)
3.2.5. 16.08.2007 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.2-.0--.0-.4-, ირიცხებოდა კ------- ა-–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.08.2007 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ 66-67).
3.2.6. ნოტარიუს ნ-------------ის მიერ,2008 წლის 07 მარტს, გაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კ------- ა-–-----------მა გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.2-.0--.0-.45 დ--–-----–-----ზე 40.000 აშშ დოლარის ღირებულებით, რომელიც საჯარო რეესტრის 11.03.2008 წლის ამონაწერის მიხედვით აღირიცხა დ--–-----–-----ის (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2008 წლის 07 მარტს გაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 68-71)
- 11.03.2008 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ 72)
3.2.7 16.08.2007 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.2-.0--.0-.4-, ირიცხებოდა კ------- ა-–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.08.2007 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ 66-67)
3.2.8. ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2008 წლის 07 მარტს გაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით კ------- ა-–-----------მა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.2-.0--.0-.4-, გაასხვისა დ--–-----–-----ზე რომელიც საჯარო რეესტრის 11.03.2008 წლის ამონაწერის მიხედვით აღირიცხა დ--–-----–-----ის (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2008 წლის 07 მარტს გაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 75-78)
- 11.03.2008 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ 79)
3.2.9. 18.02.2010 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–------------- ს/კ: 0-.1-.1-.02-.0--.0-.5--, ირიცხება კ------- ა-–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.02.2010 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ 80-81)
3.2.15. ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2010 წლის 28 ივნისს გაცემული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით კ------- ა-–-----------მა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.02-.0--.0-.5--, გაასხვისა დ--–-----–-----ზე 3,000 ლარის ღირებულებით, რომელიც საჯარო რეესტრის 07.07.2010 წლის ამონაწერის მიხედვით აღირიცხა დ--–-----–-----ის (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2010 წლის 08 ივნისს გაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 82-85)
- 07.07.2010 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ. 88)
3.2.16 14.04.2010 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.02-.0--.0-.5--, ირიცხება კ------- ა-–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.04.2010 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ 80-81)
3.2.17. ნოტარიუს ნ-------------ის მიერ, 2010 წლის 28 ივნისს, გაცემული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კ------- ა-–-----------მა გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-------------, ს/კ:0-.1-.1-.02-.0--.0-.5-- დ--–-----–-----ზე - 5,000 ლარის ღირებულებით, რომელიც საჯარო რეესტრის 30.08.2010 წლის ამონაწერის მიხედვით აღირიცხა დ--–-----–-----ის (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2010 წლის 28 ივნისს გაცემული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 89-92).
- 30.08.2010 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ 93-94).
3.2.18. ი.ბ.ა. „ბ------–-ს“ გამგეობის სხდომის ოქმი N1- ის თანახმად განისაზღვრა ი.ბ.ა. „ბ------–-ს“ წევრების და ამხანაგობის ფართები, საიდანაც კ------- ა-–-----------ს მეთერთმეტე სართულზე, მიეკუთვნა ბინა N4- საერთო ფართით - 83,52 კვ.მ. და ბინა N4--ში საერთო ფართი - 49,58 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი.ბ.ა. „ბ------–-ს“-ს გამგეობის 15.03.2007 წლის სხდომის ოქმი N1- (იხ.ს.ფ. 61-64)
3.2.19. ი.ბ.ა. „ბ------–-ს“ წევრების კრების ოქმის თანახმად განისაზღვრა ი.ბ.ა. „ბ------–-ს“ ამხანაგობის წევრებზე საბოლოოდ გასაცემი ფართები, საიდანაც ავტოსადგომი N1- საერთო ფართით -15.0 კვ.მ მიეკუთვნა მ----------–-----------ს და მე-11 სართულზე არსებული ბინა N4- და ბინა N4- მიეკუთვნა დ--–-----–-----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი.ბ.ა. „ბ------–-ს“-ს 12.09.2008 წლის კრების ოქმი (იხ.ს.ფ. 95-1--)
3.2.20. 20.05.2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ა-------–----------- ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.5--. ირიცხება მ----------–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20.05.2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ.ს.ფ. 104-105)
3.2.21. 28.10.2017 წელს მ----------–-----------ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, დედის - რ---------–-----------ას მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემაკავებელი ორდერი N0--4-5 (იხ.ს.ფ. 132)
3.20.22.საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ მ----------–-----------მა სადავო უძრავი ქონება დაირეგისტრირა არა როგორც მამის - ი-----–---–-----------ის სამკვიდრო, არამედ მან უძრავი ქონება საკუთრებაში გაიფორმა დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 04 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც კ------- ა-–-----------ი ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–---------------ში არსებული სახლთმფლობელობის 2/3 წილის მფლობელად და მოსარგებლედ, შესაბამისად, იგი ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-----------ს მდებარე სახლთმფლობელობის 2/3 წლის ერთპიროვნულ მესაკუთრედ. აღსანიშნავია, რომ ი-----–---–-----------ი გარდაცვალების დროისათვის, არ წარმოადგენდა იმ ქონების მესაკუთრეს, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს, როგორც მემკვიდრე და მეუღლე (თანასაკუთრების უფლებით) ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის დაკისრებას მოპასუხისთვის, იგი შესაძლებელია მხოლოდ საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლების მატარებელი სუბიექტი იყო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია ეს უფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მამკვიდრებლის სამკვიდროს არსებობის და მეუღლეთა მიერ ქონების ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში შეძენის ფაქტი, სარჩელი სამკვიდრო ქონების ½ წილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დაგენის და ქონების განკარგვის შედეგედ მიღებული სარგებლის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1504-ე, 1319-ე, 1320-ე,1433-ე, 1421-ე, 1328-ე, საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი (1930 წლის რედაქციით) მე-14, მე-17 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ აწ გარდაცვლილი მეუღლის ი-----–---–-----------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლთმფლობელობის 2/3) ½ ნაწილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და მოსარჩელის კუთვნილი, მთლიანი ქონების ¾ ნაწილის უკანონო განკარგვით მიღებული სარგებლის - 45000 აშშ დოლარის და 6000 ლარის დაკისრება მოითხოვა გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს, როგორც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს და როგორც მამკვიდრებლის - ი-----–---–-----------ის პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს, ეკუთვნოდა მთლიანი სამკვიდრო ქონების ¾ წილი, რომლის გასხვისებით მოპასუხემ მიიღო სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის მიხედვით, რ---------–-----------ა (გვარი ქორწინებამდე - ბ---------ა) და ი-----–---–-----------ი დაქორწინდნენ 1959 წლის 7 ივლისს.
გასახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმებას ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია, გამოყენებულ უნდა იქნეს 1959 წელს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი (1930 წლის რედაქციით), რომლის მე-14 მუხლის, შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობდა მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში გაფორმებული რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, ქონება შეზენილი მეუღლეთა მიერ, საერთო შრომით, ქორწინების განმავლობაში, ეკუთვნის ორივეს თანასწორ წილად.
შესაბამისად, ქონება, რომელიც შეძენილი იქნებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდისათვის (1961 წელი) უნდა ჩათვლილიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად.
როგორც მოსარჩელე უთითებს მან მეუღლესთან - ი-----–---–-----------თან ერთად შეიძინა შინაურული ხელწერილის საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ს----------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლთმფლობელობის 2/3 ნაწილში, რომელზედაც, როგორც უნებართვოდ აშენებულზე, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში საკუთრების უფლება არ აღრიცხულა, თუმცა ორჯონიკიძის რაიონის შს განყოფილება 1969 წლიდან ამ სახლთმფლობელობაში აწარმოებდა ი-----–---–-----------ის და მისი ოჯახის წევრების სარეგისტრაციო საბინაო წიგნს, რომლითაც შესაძლებელი იყო საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის კანონიერად სარგებლობის დადასტურება და არა ფართის საკუთრებაში არსებობა. კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი (გარდაცვალების შემთხვევაში - მისი მემკვიდრე), რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. ამდენად, ი-----–---–-----------ი ქონებაზე არ წარმოადგენდა მესაკუთრეს და ის მისი ოჯახის წევრებთან ერთად მიიჩნეოდა კანონიერ მოსარგებლედ. მოპასუხე მ----------–-----------ი 2004 წლის 04 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა სადავო ქონების მფლობელად და მოსარგებლედ, რის საფუძველზედაც უკვე დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ, ხოლო დანარჩენ ოჯახის წევრებს, მათ შორის მოსარჩელეს ეს უფლება არ გამოუყენებიათ.
ი-----–---–----------ი გარდაიცვალა 2003 წლის 0--------ს, ხოლო საკუთრების უფლება ამ ხნის განმავლობაში მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–---–-----------ის 2003 წლის 0--------ს, გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდნენ მეუღლე - რ---------–-----------ა და შვილები: მ------- (კ-------) ა-–-----------ი, ნ---------–-----------ი, შოვთაკ ა-–-----------ა და ზაიგულ ა-–-----------ა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–---–-----------თან, ასევე მისი გარდაცვალების დროისთვის წარმოადგენდა პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მეუღლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, მაგრამ სასამართლო ზემოთმითთებული ნორმებიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მამკვიდრებლის დანატოვარი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება), რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის - მოცემული საქმის მასალებიდან არ იკვეთება, კერძოდ, მართალია, მოსარჩელე იმ უძრავი ქონებიდან (მდებარე: ქ. თბილისი, ს----------–-----------) გამომდინარე აყენებს მოთხოვნას, რომელიც შინაურული ხელწერილის საფუძველზე მეუღლეების მიერ იქნა შეძენილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ი-----–---–-----------ი არ წარმოადგენდა ამ ქონების მესაკუთრეს, იგი შესაძლებელია მხოლოდ საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლების მატარებელი სუბიექტი იყო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია ეს უფლება, რომელიც განახორციელა მისმა შვილმა მოპასუხე - მ----------–-----------მა, რასაც მოწმობს საქმეში არსებული 2004 წლის 04 აგვისტოს დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 04.08.2004 წლის გადაწყვეტილება (საქმე 3/2439), რომლის მიხედვით, კ------- ა-–-----------ი ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ს----------–---------------ში არსებული სახლთმფლობელობის 2/3 წილის მფლობელად და მოსარგებლედ. დადგინდა იურიდიული ფაქტი, რომ ს----------–-----------ში მდებარე უკანონო მიშენებები, რომელიც რეგისტრირებულია 2003 წლის მონაცემებით აშენებულია 1987 წელს კ------- ა-–-----------ას მიერ. ასევე დაევალა ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს შესაბამისი ცვლილების შეტანა და აღნიშნული მისამართის 2/3 წილის კერიმ რასოევის ნაცვლად აღრიცხვა კ------- ა-–-----------ის სახელზე.
შესაბამისად, კ------- ა-–-----------ი აღირიცხა სადავო უძრავი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ, რასაც ასევე ადასტურებს 14.04.2010 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. ამ ხნის განმავლობაში და თუნდაც იმ მომენტიდან, როდესაც ცნობილი გახდა მოსარჩელისათვის 2004 წლის 08 აგვისტოს საქმე #3/2439 გადაწყვეტილების შესახებ, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძვლზე, არც მოსარჩელეს და არც მემკვიდრეებს სადავოდ არ გაუხდიათ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხი, რომლის მიხედვით კ------- ა-–-----------ი ცნობილი იქნა სადავო ქონების მფლობელად და მოსარგებლედ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ი-----–---–-----------ის სახელზე ტექაღრიცხვის დამადასტურებელი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული რაიმე დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა სამკვიდრო ქონების მამკვიდრებელზე - ი-----–---–-----------ის სახელზე არსებობის ფაქტი, როგორც აღინიშნა ქონება, რომელსაც შინაურული ხელწერილის საფუძველზე ფლობდნენ როგორც მოსარჩელე ასევე მისი ოჯახის წევრები, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გადავიდა მოსარჩელის შვილის - მ------- (კ-------) ა-–-----------ის საკუთრებაში, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა სადავო არ გამხდარა.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება სადავო უძრავ ქონებაზე როგორც მოსარჩელის მეუღლის საკუთრების უფლება, ასევე მოსარჩელის მამკვიდრებლის უფლება, ცხადია, რომ სადავო ქონებაზე, რომლის განკარგვით მიღებულ სარგებელს ითხოვს მოსარჩელე ვერ გავრცელდება როგორც თანასაკუთრების რეჟიმი, ასევე ვერ შევა სამკვიდრო მასაში.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და გამომდინარე აქედან მხარეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკისრებათ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მ----------–-----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ა-------–------------, საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0--.0--.0-.5--.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს რ---------–-----------ას სარჩელი, მოპასუხე მ----------–-----------ის მიმართ, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების ფაქტის დადგენის და ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მ----------–-----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ა-------–------------, საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0--.0--.0-.5--.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა