გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6458-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ჭალიძე
სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - ზ----------–------–---–ი;
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ლ----------–-–---–ი;
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე ზ----------–------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე - ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2006 წლის 07 მარტს, 4 წლის ვადით დაიდო თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი. (ს.ფ. 108-113);
3.1.2. მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 07 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით ,,-------–-----–-----ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ,,სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებს ოთხი წლის ვადით. სამსახურის ვადა აითვლება შეირაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. იმ შემთხვევაში, თუ პირი წინა კონტრაქტის დასრულებისთანავე აგრძელებს სამსახურს ამ კონტრაქტის საფუძვეზე, სამსახურის ვადა აითვლება წინა კონტრატის ამოწურვის თარიღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. 5.1.2. მუხლის თანახმად, ,,სამინისტრო“ ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი დახმარება, თუ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს 4 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით ,,-------–-----–-----ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ( ს.ფ. 69-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოსარჩელე - ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2012 წლის 8 ოქტომბერს, 4 წლის ვადით დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო ,,სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ,,სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტსი მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“, უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმწოერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. (ს.ფ. 76-85);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. მოსარჩელე - ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2016 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა კონტრაქტი - ,,-------–-----–-----ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი ,,-------–-----–-----ს თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ( ს.ფ. 88-94);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 02 ოქტომბრის №----------------–-----–-- თანახმად, ს----------–----–-------------–-----–-----------–--------------------------–-----------–------------------------–------------------------------–--------------–--------------------------------–-----------------–-----–----–--------------------–----------–----------–----------–------------------------–------–---–ი, 2012 წლის 05 სექტემბრიდან დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და ვადაზე ადრე შეწყვეტილი აქვს კონტრაქტი, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 08 ოქტომბრის N---- ბრძანებით ხელახლა გაწვეულია შეიარაღებული ძალების რიგებში 2012 წლის 08 ოქტომბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კაპრალ ზ-----–------–---–თან 2012 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (------- გაფორმებულია სწორად და მისი შეცვლის საკითხი დარჩა რეალიზების გარეშე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის N--- ბრძანებით დამტკიცებული ,,კაპრალ-სერჟანტთა თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე უფორმდებათ სამხედრო მოსამსახურეებს თუ მათ იმსახურეს ოთხი წელი, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებადე არ გასულა 2 წელზე მეტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 02 ოქტომბრის №--------------- წერილი (ს.ფ. 95);
3.1.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 23 იანვრის №--------------- წერილის თანახმად, ზ----------–------–---–მა (---------------- 2006 წლის 07 მარტს გაფორმებული კონტრაქტი (------ დაასრულა 2010 წლის 07 მარტს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ----------–------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოსარჩელე - ზ----------–------–---–ისათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471-ე პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მითითებული ნორმების ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2006 წლის 07 მარტს, 4 წლის ვადით დაიდო თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 23 იანვრის №--------------- წერილის საფუძველზე კი ირკვევა, რომ ზ----------–------–---–მა (---------------- 2006 წლის 07 მარტს გაფორმებული კონტრაქტი (------ დაასრულა 2010 წლის 07 მარტს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 07 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოთხი წლის ვადით ,,-------–-----–-----ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 02 ოქტომბრის №----------------–-----–-- საფუძველზე ირკვევა, რომ ს----------–----–-------------–-----–-----------–--------------------------–-----------–------------------------–------------------------------–--------------–--------------------------------–-----------------–-----–----–--------------------–----------–----------–----------–------------------------–------–---–ი, 2012 წლის 05 სექტემბრიდან დათხოვნილია შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) და ვადაზე ადრე შეწყვეტილი აქვს კონტრაქტი.
დადგენილია, რომ 2012 წლის 8 ოქტომბერს, ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 4 წლის ვადით კვლავ დაიდო ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ზ----------–------–---–მა იმსახურა ოთხი წელი, რომლის ვადაც ამოეწურა 2016 წლის 08 ოქტომბერს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელე - ზ----------–------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა კონტრაქტი - ,,-------–-----–-----ს თანმდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ირკვევა, რომ 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელე ზ----------–------–---–მა, კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–ს 2016 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ზ----------–------–---–ისათვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2016 წლის 08 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, მოსარჩელეს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 404-ე მუხლზე, რომელთა მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ზ----------–------–---–ი სარჩელი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების თაობაზე საფუძვლიანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მის ანაზღაურებაზე ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, 331 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ----------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ზ----------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ჭალიძე