გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210018002458264
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/14736-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სა---------–----–----------------------------------------------------------------------------------–-------–-–--------------------

წარმომადგენელი ნი------------

მოპასუხე ნი----–-------------

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-----–--------------ათვის შ-- ქ-------------–-------–-–-------------------------ის სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის 12 468.83 ლარის ანაზღაურება.

 

2016 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, მართვის უფლების არმქონე პოლიციის ლეიტენანტი ნი----–------------- შ-- ქ-------------–-------–-–-------------------ის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროს გ-------–-–--–---–---–ზე გაპიროვნებული „შკოდა ოქტავიას“ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა ქ. რ-------–-------- მ/რ-ში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გარე განათების ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნი----–-------------მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2016 წლის 25 ოქტომბერს შ-- ს----------–-------–-–------------------------------------–------------------------–--ში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, რომელზეც შეწყდა გამოძიება მოგვიანებით 2016 წლის 18 ნოემბერს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღნიშნული დადგენილების ასლი ნ-----–-------------- მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მიზნით გადაეგზავნა შ-- ს----------–-------–-–------------------------------------–------------------------–--ს.

 

ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება განხორციელდა შ-- გენერალურ ინსპექციაში, რომლის 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნით ნი----–-------------ს დისციპლინური გადაცდომისათვის შეეფარდა დისციპლინური სახდელი „სასტიკი საყვედური“ და ასევე დაეკისრა შ-- ქ-------------–-------–-–-------------------ზე რიცხული „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანის დაზიანების აღდგენის ხარჯები.

 

ნი----–-------------ს მიუხედავად არაერთი სიტყვიერი გაფრთხილებისა ავტომანქანა დღემდე არ შეუკეთებია. აღდგენისათვის საჭირო თანხის დადგენის მიზნით ავტომანქანა გადაყვანილ იქნა შპს „M-------–-“. ინვოისის თანახმად ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით - C------) სრულად აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 12 468.83 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნი----–-------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა სრულყოფილად არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებას და არ არის შესწავლილი შემთხვევის პერიოდი, რა დროსაც ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

 

მოპასუხე ასევე შენიშნავს, რომ შპს „M--------“ მიერ გაცემული ინვოისი არ არის საკმარისი მტკიცებულება ავტომანქანის დაზიანებების ხარისხის დასადგენად, რადგან მითითებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არ არის საექსპერტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული ინვოისი არასანდოა.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნი----–-------------მ სარჩელი ცნო 7 000 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 25 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა შ-- ქ-------------–-------–-–-------------------ის ბალანსზე რიცხული, ავტოსატრანსპორტო საშუალება _ შკოდა ოქტავია, სახელმწიფო ნომერი C-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 18.11.2016 დადგენილება.

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.26-28).

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ნ-----–-------------- მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 18.11.2016 დადგენილება;

- 2017 წლის 01 თებერვლის გენერალური ინსპექციის დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის ცნობის გამო 7000 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი, რაც გამოწვეულია მოპასუხე ნ-----–-------------- მიერ საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''. ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში ნი----–-------------მ აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა - 7000 ლარს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „M--------“ შეფასების აქტი, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, შ-- ქ-------------–-------–-–-------------------ის მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 7000 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 7000 ლარის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განიხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპროციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან სარჩელის ცნობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოხდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 105 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, მე-3, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- ქ-------------–-------–-–-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე ნი----–-------------ს მოსარჩელე შ-- ქ-------------–-------–-–-------------------ის სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდა.

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა 5 468.83 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ნი----–-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 105 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მაკა ჭედია