გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210019002879016
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/4514 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ი

წარმომადგენელი მა-- ფა---–---–ი

მოპასუხე და----ი ქე----ე

წარმომადგენელი ნა-------------–---–ი

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე და----ი ქე----ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ან------ა ქე----ის (დ----------–---------–-–--------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 04 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ი და მოპასუხე და----ი ქე----ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ 2----–-–-------------ს შეეძინათ საერთო შვილი ან------ა ქე----ე. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2016 წლის 2-----–---- მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ი ცხოვრობს დედასთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად. არასრულწლოვნის აღზრდაში მატერიალურად მოსარჩელე მხარეს ეხმარება დედა. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე მხარე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდა-განვითარებაში. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრებისა და ნორმალური პირობების შესაქმნელად.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–---------------------------–- ან------ა ქე----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდაში. ამ ეტაპზე მოპასუხე არ არის დასაქმებული და ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას (შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ს და მოპასუხე და----ი ქე----ეს ქორწინების პერიოდში, 2-----–-–-------------- შეეძინათ შვილი ან------ა ქე----ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0----------(ს.ფ. 15);

 

3.1.2. მხარეები, ნა---- ბე–----–---–ი და და----ი ქე----ე განქორწინდნენ 2016 წლის 2-----–---- მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვან ან------ა ქე----ესთან და დედასთან ერთად ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ნა---- ბე–----–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს.

მოსარჩელე მხარე ამჟამად არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი პერიოდულად მუშაობს ვაჭრობის სფეროში, რის გამოც გადადის თურქეთის ტერიტორიაზე, ქ. ს--------––-, თუმცა ამ საქმიანობიდან რეგულარულ შემოსავალს არ იღებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წელს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოპასუხე და----ი ქე----ე 2019 წლის 1------------- იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ირ-----------–თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 37).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, და----ი ქე----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 38.3 ლარს;

მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ამჟამად არ არის დასაქმებული დ არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი თავადაც იმყოფება თავისი მეუღლის, ირ-----------–ის ახლობლების კმაყოფაზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არის ხელოსანი, რასაც თავად მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ კერძო საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წელს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე და---- ქე----ეს დაახლოებით წელიწადნახევარია არასრულწლოვანი ან------ა ქე----ე არ უნახავს. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას არ აძლევენ უფლებას ბავშვი ინახულოს და ჰქონდეს მასთან ურთიერთობა. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე გარკვეული პერიოდი ბავშვს ეხმარებოდა მატერიალურად, ყიდულობდა ტანსაცმელს. ბოლო პერიოდში, მოპასუხეს ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ და ვერც ფინანსურად ეხმარება არასრულწლოვანს. მოპასუხე და----ი ქე----ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ალიმენტის დადგენისას ხელმძღვანელობს მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვის საჭიროებებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტვალდებული პირის ეკონომიკური მდგომარეობა, ბავშვის ასაკი და ის აუცილებელი საარსებო მოთხოვნილებები, რაც საჭიროა მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2------–-–---------------------------–- ან------ა ქე----ე.

 

მხარეები, ნა---- ბე–----–---–ი და და----ი ქე----ე განქორწინდნენ 2016 წლის 2-----–---- არასრულწლოვანი ან------ა ქე----ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ნა---- ბე–----–---–თან. მას არასრულწლოვნი შვილის აღზრდაში ეხმარება დედა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს დედის ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ი ამჟამად არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი პერიოდულად მუშაობს ვაჭრობის სფეროში, რის გამოც გადადის თურქეთის ტერიტორიაზე, ქ. ს--------––-, თუმცა ამ საქმიანობიდან რეგულარულ შემოსავალს ვერ იღებს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ნა---- ბე–----–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს. მოსარჩელის მითითებით, არასრულწლოვანი ან------ა ქე----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ესაჭიროება ცურვაზე სიარული, რაც დადებითად აისახება მის ფიზიკურ განვითარებაზე.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე და----ი ქე----ე 2019 წლის 1------------- იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ირ-----------–თან. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. მოსარჩელე მხარის მითითებით, და----ი ქე----ე ხელოსანია, რასაც არც მოპასუხე მხარე უარყოფს. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის დასაქმების და კერძო საქმიანობიდან შემოსავლის მიღების ფაქტს.სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, და----ი ქე----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 38.3 ლარს. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ამჟამად არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მეუღლის ირ-----------–ის ნათესავები.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. განსახილველ საქმეზე, დადგენილია, რომ და---- ქე----ეს დაახლოებით წელიწადნახევარია არასრულწლოვანი ან------ა ქე----ე არ უნახავს. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას არ აძლევენ უფლებას ბავშვი ინახულოს და ჰქონდეს მასთან ურთიერთობა. ბოლო პერიოდში მამის მხრიდან, რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოპასუხე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით პრობლემები არ გააჩნია. იგი შრომისუნარიანია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ან------ა ქე----ე ცხოვრობს დედასთან - ნა---- ბ-–---–---–---- და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე მიუთითებს, რომ თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე მაქსიმუმ რაც შეუძლია გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით, იქნება თვეში - 100 ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელის სტაბილური მატერიალური შემოსავალი არ უფიქსირდება, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მოპასუხის სახელზე რაიმე უძრავ-მოძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ ირიცხება. ასევე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე და----ი ქე----ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა---- ბე–----–---–ის მოთხოვნა - და----ი ქე----ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნა---- ბე–----–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე და----ი ქე----ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა---- ბე–----–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

დაეკისროს და----ი ქე----ეს (პირადი N3----------) არასრულწლოვანი შვილის ან------ა ქე----ის (დაბადებული 2----–-–-------------ი) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 04 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. დაეკისროს და----ი ქე----ეს (პირადი N3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე