განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002825578
1-77/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ვ-–--------------------ე
ბრალდებული - ა----------
ადვოკატი - ნ---------------–---
თარჯიმანი - ი-----------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: ა----- ვ--
მამის სახელი: ო----
დაბადებული: 0-.0-.1-----–--–---------–----------------------------–------------–-------–----–-----------------------------------------------–--------------–-----------------------------------–----------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19;108-ე მუხლი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 0-:00 საათზე ქ.ბათუმში, ზ---------------ს ქN4- მდებარე, ბინა N2-ში, ა----- ვ--ს ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა თავის მეუღლესთან ლ------ მ--------–--ლთან. ურთიერთშელაპარაკებისას ა----- ვ--მა განზრახ მკვლელობის მიზნით ლ------ მ--------–---–- სხეულის სხვადასხვა ადგილზე მათ შორის მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება დანით მიაყენა და მიიმალა. ლ------ მ--------–--ლი გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახ მკვლელობის მცდელობა.
დაზარალებულმა ლ------ მ--------–--ლმა სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისმა მეუღლემ - ა----- ვ--მა სამზარეულოს დანით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მუცლის ღრუში. 2018 წლის 17 დეკემბერს ა----- ვ--მა იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. დაახლოებით 0- საათზე ა----- ვ--ს და ლ------ მ--------–---–- შელაპარაკება მოუვიდათ სახლის პირველ სართულზე განთავსებულ სამზარეულოში. რა დროსაც ა----- ვ--მა აიღო სამზარეულო დანა, ზურგიდან მოულოდნელად თავს დაესხა ლ------ მ--------–---–- და დაუწყო დანის დარტყმა. სწრაფად მიაყენა ჭრილობები ბარძაყში და კუდუსუნის მიდამოში, რის გამოც შეტრიალდა თავდამსხმელისკენ და პირისპირ აღმოჩნდა. ამიშ შემდეგ თავდასხმელმა მაინც გააგრძელა დანის დარტყმა. დანა მოუქნია და დაარტყა მუცელში. ლ------ მ--------–--ლმა თავდასმელს გაუწია წინააღმდეგობა ხელები მოკიდა იმ ხელზე, რომელშიც დანა ეჭირა და შეეცადა შეეჩერებეინა თავდასხმელი, რომელიც მაინც ცდილობდა დანის დარტყმას და აგრძელებდა დანის მოქნევას მისი მიმართულებით. იმავდროულად ლ----ს მ--------–--ლმა დაიწყო ხმამაღლა ყვირილი დასახმარებლად უხმო მეზობლებს. სახლის მეორე სართულზე ეძინათ ლ------ მ--------–--ლის მცირეწლოვან შვილიშვილებს, რომლებსაც ხმაურზე გაეღვიძათ და დაიწყეს ტირილი. ა----- ვ--მა დააგდო დანა და გაიქცა სახლიდან.
გარდა ზემოაღნიშნული დაზარალებულის ჩვენებისა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების რ-------------–-------------------–---–---------------------–---–--------------------------–-------------------–---------------------------–-------------------------------------------------–-------–--------------–---- ვ--აძის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საგნებით და ნივთებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს ლ------ მ--------–--ლი მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვ--ილი იქნა მედცენტრში და დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა კუჭის, კუჭ-ელენთის იოგის, დიდი ბადექონის დაზიანებით, წინამხრის ღია ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედის მრავლობითი ღია ჭრილობა, კუდუსუნის ღია ჭრილობა მარცხენა დუნდულოში გავრცელებით. არსებული დაზიანებები განვითარებულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ:
სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული ქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა---------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ------ მ--------–--ლთან.
დაზარალებულმა ლ------ მხატრიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა რომ ა----- ვ--ი არის მის მეუღლე.
ბრალდებულმა ა----- ვ--მა სასამართლოში განმარტა, რომ დაზარალებული ლ------ მხატრიშვილი არის მის მეუღლე.
დანაშაულის მცდელობა
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახნმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვ--ილი.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა----- ვ--მა სცადა დანაშაული ბოლომდე მიყვნა, მარამ ვერ დაასრულა დაზარალებულის აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობის გამო.
ბრალდებულმა ა----- ვ--მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს მას მკვლელობის მცდელობა არ ჩაუდენია, თუმცა აღიარა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს სამზარეულო დანით მეუღლეს ლ------ მ--------–---–- დაზიანებანი მან მიაყენა. ასევე განმარტა, რომ დანის დარტყმის მომენტში მან „თავი დაკარგა“ და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული.
ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ბრალდებულის მოქმედება გადაკვალიფიცირდეს საქ. სსკ-ის 111-19;108-ე მუხლიდან საქ. სსკ-ის 111-117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ჯამრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება), რადგან ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა არა პირდაპირი არამედ არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვით და ამ შემთხვევაში დამნაშავის ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს დამდგარი შედეგის მიხედვით.
სასამართლო აანალიზებს, როგორც ბრალდებულის მიერ მოწოდებული მწირ ინფორმაციას, ასევე დაზარალებულის ჩვენებაში ასახული მოვლენების განვითარების თანამიმდევრობას, დამაჯერებლობას და შესაბამისობას სხვა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან და მიაჩნია, რომ ადვოკატის ამგვარ მოსაზრება არ უნდა იქნას გაზიარებული;
დაზარალებულის სხეულზე არსებულ ჭრილობების განლაგება და ლოკალიზაცია აშკარად მიუთითებს თავდამსხმელის განზრახვაზე მოეკლა დაზარალებული. დაზარალებულს ორი ჭრილობა აქვს ზურგიდან მიყენებული ანუ ისეთ მდგომარეობაში როდესაც დაზარალებულს არ ქონდა საშულება რეალურად წინააღმდეგობა გაეწია თავდამსხმელისთვის და უფრო მეტიც ვერცკი ხედავდა რა მოქმედებდა თავდამსხმელი, რაც აისახა კიდეც შედეგზე. კამათის დროს ლ------ მ--------–--ლმა, რომელიც არც კი უშვებდა, რომ მეუღლე მოსაკლავად გაიმეტებდა, ბოლომდე მინდობილმა ზურგი შეაქცია ა----- ვ--ს. სწორედ ამ დროს დაესხა ზურგიდან ა----- ვ--ი დანით ლ------ მ--------–---–-. რა მოქმედებას ჩადიოდა ა----- ვ--ი ლ------ მ--------–--ლი ვერ ხედავდა და ბუნებრივია ვერც სათანადო წინააღმდეგობას გაუწევდა. თავდამსხმელი არ დაკმაყოფილდა ერთხელ დანის დარტყმით და იმყოფებოდა რა ზურგიდან სრულ უპირატესობაში დაზარალებულთან კვლავ გააგრძელა დანის დარტყმა და კიდევ მიაყენა დაზიანება. მხოლოდ ამის შემდეგ შეტრიალდა დაზარალებული თავდამსხმელისკენ და აღმოჩნდა ახლოს პირისპირ დანით შეიარაღებულ მამაკაცთან. თუმცა ა----- ვ--მა ამჯერად უკვე სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში მუცელში დაარტყა დანა და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. მიუხედავად ამგვარი დაზიანებების ლ------ მ--------–--ლმა შეძლო და აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, რომელიც კიდევ ცდილობდა დანის დარტყმას თუმცა წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო დანაშაულის ბოლომდე მიყვ--ა, მიატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა სახლიდან. ამგვარად დაზარალებულის სხეულზე განვითარებული ჭრილობების ლოკალიზაცია, სიმრავლე, სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამო და დაზიანების ხარისხი სრულ შესაბამისობაში როგორც დაზარალებულის ჩვენებასთან ისე საქმეში არსებულ სხვა უდაო მტკიცებულებებთან და აშკარად ადასტურებენ ა----- ვ--ის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა----- ვ--ს სუდა მოკლა ლ------ მ--------–--ლი და დანაშაულის განხორცილების მიზნით დანის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით განზრახ მიაყენა ერთობლიობაში სიცოცხლისათვის სახიფათო, მათ შორის მუცლის ღრუში შემავალი დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----- ვ--მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19;108-ე მუხლით, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა----- ვ--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
ა----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
ა----------ს მიმართ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქ. სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიერ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, რის გამოც უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულებების გადაწყვეტა:
საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
კერძოდ: ა----------სგან აღებული სისხლის ნიმუში და ლ------ მ--------–--ლისგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს; ლ------ მ--------–--ლის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ლ------ მ--------–---–- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ბალიშის გადასაფარებელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ა----------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა----- ვ--ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დანა და მოწითალო ფერის ლაქები - განადგურდეს; ა----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, თანხა 257 თურქული ლირა, ა----------ს საზღვრის კვეთის ფურცელი, ა----------ს პირადობის მოწმობა, ტელეფონის ყურსასმენი - დაუბრუნდეს ა----- ვ--ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვ--ელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ა---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ა----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ა----- ვ--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 17 დეკებრიდან .
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: ა----------სგან აღებული სისხლის ნიმუში და ლ------ მ--------–--ლისგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს; ლ------ მ--------–--ლის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ლ------ მ--------–---–- ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ბალიშის გადასაფარებელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ა----------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა----- ვ--ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დანა და მოწითალო ფერის ლაქები - განადგურდეს; ა----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, თანხა 257 თურქული ლირა, ა----------ს საზღვრის კვეთის ფურცელი, ა----------ს პირადობის მოწმობა, ტელეფონის ყურსასმენი - დაუბრუნდეს ა----- ვ--ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეუძლება გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი