გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #20423-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სსიპ „ს---------------------–----------ო“
წარმომადგენელი: გ-----------------–-–---–ი
მოპასუხე: სს „ს--------------------------–--ა“
წარმომადგენელი: ა-–-------------------ე
დავის საგანი: დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ს--------------------------–--ა“-ს დაეკისროს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სასარგებლოდ 24 000 ლარის გადახდა:
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 9 თებერვალს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს და სს „ს--------------------------–--ა“-ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლისა საფუძველზე დაზღვეული იქნა მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომანქანები, მათ შორის ავტომანქანა MITSUBISH 1.200, ს/ნ C------. 2017 წლის 4 მარტს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს კუთვნილი ავტომანქანა MITSUBISH 1.200, სახელმწიფო ნომრით C------. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხემ უარყო მოთხოვნა იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ გასული იყო შეტყობინების 24 საათიანი ვადა, ასევე სადაზღვევო შემთხვევაზე ვრცელდებოდა საგამონაკლისო პირობები.
2. მოპასუხის პოზიცია
2018 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა სს „ს--------------------------–--ა“-მ, რითიც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სადაზღვევო შემთხვევა თავსდება ხელშეკრულების 11.6 პუნქტის საგამონაკლისო პირობებში, რადგან მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო შესატყვისი მართვის პირობებთან. შესაბამისად, მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის წესების“ შესახებ საქართველოს კანონი და წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არაუფლებამოსილ მძღოლს. ასევე, სადაზღვევო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო შეტყობინება გაეგზავნა მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათში, რაც დარღვეული იყო .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 9 თებერვალს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს და სს „ს--------------------------–--ა“-ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლისა საფუძველზე დაზღვეული იქნა მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომანქანები, მათ შორის ავტომანქანა MITSUBISH 1.200, ს/ნ C------
3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების 11.6 პუნქტი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ, გამოირიცხება ზარალის ანაზღაურება, თუ იგი დადგა მართვის უფლებამოსილების არმქონე მძღოლის მიერ ავტოტრანსპორტის მართვისას.
3.1.3. 2017 წლის 4 მარტს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს კუთვნილი ავტომანქანა MITSUBISH 1.200, სახელმწიფო ნომრით C------;
3.1.4. 2017 წლის 9 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან შემსყიდველის უფლებამოსილი სხვა პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ქოლ-ცენტრს. თუ, დაკავშირება შეუძლებელია ობიექტური გარემოებების გამო, მაშინ მიმწოდებლისათვის შეტყობინების განხორციელება უნდა მოხდეს სადაზღვევო შემთხვევიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
3.1.5. სსიპ „ს---------------------–----------ო“-მ გაუგზავნა შეტყობინება სს „ს--------------------------–--ა“-ს 2 დღის დაგვიანებით;
3.1.6. 2017 წლის 6 მარტს მოსარჩელემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სს „ს--------------------------–--ა“-ს სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე, თუმცა მოპასუხის 2017 წლის 10 ივლისის წერილით მას უარი ეთქვა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით რომ შეტყობინება განხორციელდა დაგვიანებით და შემთხვევა თავსდებოდა საგამონაკლისო შემთხვევებში;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
მხარეებმა სადაზღვევო ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრეს შესაძლო რისკები, რომელთა დადგომა იწვევს მზღვეველის ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებაზე. განსახილველი დავის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის არსებობა არ წარმოადგენს დავის საგანს.
სადავო საკითხი, რომელმაც გამოიწვია მხარეთა შორის სამართლებრივი პოლემიკა, არის საგამონაკლისო შემთხვევის გავრცელების ფარგლებმა, კერძოდ, 2017 წლის 9 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულების მე-11.6 პუნქტში არსებული ჩანაწერის „უფლებამოსილების არ მქონე მძღოლის“ განსხვავებული აღქმა მისი ფუნქციური კონტენტის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით არსიდან. ზემოთ მითითებული ხელშეკრულების მე-11.6 პუნქტის სიცხადის ნაკლებობამ წარმოშვა განსხვავებული ვერსიები მისი გამოყენების მასშტაბებთან მიმართებით. სს „ს--------------------------–--ა“-ს განმარტებით სადავო ტერმინი დაკავშირებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც აწესრიგებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პირობებს და ყოველი მძღოლი, რომელიც სამართლებრივად ან თვისობრივად არ შეესაბამება მართვის საკანონმდებლო აკრძალვებს მიიჩნევა არაუფლებამოსილად.
ამის გათვალისწინებით, მოპასუხემ სადაზღვევო შემთხვევაზე გაავრცელა საგამონაკლისო რეჟიმი, ვინაიდან სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობას, რაც არღვევს ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლს. ვინაიდან, საგამონაკლისო პირობები წარმოადგენს მზღვეველის დამცავ ბერკეტს, სადავო დათქმები არ შეიძლება განისაზღვროს ან განიმარტოს ცალმხრივად, იმ მხარის პერსპექტივიდან, რომელიც აპელირებს ამ დათქმებზე, როგორც მოთხოვნის უარყოფის სახელშეკრულებო საფუძველზე, მით უფრო, მაშინ, როდესაც მის ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველყო შინაარსის მაქსიმალური გამჭირვალობა.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილი გონივრული განმარტების სტანდარტი, გულისხმობს სადავო დათქმების განსაზღვრას იმ მნიშვნელობით, რასაც ანალოგიურ გარემოებებში მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეების სახით მისცემდნენ გონიერი ადამიანები. ამგვარი რეგულირებით მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც ნების გამომვლენი პირის ინტერესიც, ისე მისი ადრესატის ნდობაც. ასევე, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ცალკეული დათქმები, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებულია სადავო ტერმინის შინაარსთან. უფლებამოსილი მძღოლის სახელშეკრულებო მნიშვნელობა მოცემულია ტერმინთა განმარტებაში (პუნქტი 1.14), რომელიც ფორმულირებულია, როგორც - შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე სსიპ ს---------------------–----------ოსა და სო---–----------------------------------------–-----------------–-------------–--ბის ყველა მოქმედი თანამშრომელი, რომლის ასაკი აღემატება 21 წელს. სადავო არ არის, გი----------------–---–ის თავსებადობა უფლებამოსილი მძღოლის ამ განმსაზღვრელი კრიტერიუმებთან, თუმცა მოპასუხის განმარტებით, არაუფლებამოსილი მძღოლის ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების ფარგლებით, რადგან 1.14 პუნქტი მოიცავს მხოლოდ ფორმალურ განსაზღვრებას. მისი გავრცელების არეალი, უფრო მასშტაბურია, რადგან საგამონაკლისო ნაწილი დატვირთულია შინაარსობრივი ელემენტით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აკრძალვებს. (შენიშვნა: მოპასუხემ მაგალითის სახით მოიყვანა ხელშეკრულების 11.6 პუნქტით დადგენილ შეზღუდვებთან შესატყვისი მძღოლი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ატარებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ.)
2017 წლის 9 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერსია არ არის დამაჯერებელი ხელშეკრულების სხვა პუნქტებთან შესატყვისობაში. თუ გავიზიარებთ მოპასუხის შეხედულებას, რომ ტერმინი „არაუფლებამოსილი“ მოიცავს ყველა შემთხვევას, რომელიც ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აკრძალვებს, მაშინ მისი შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის ხელშეკრულების სხვა პუნქტებთან. მაგალითად, ამავე ხელშეკრულების 11.17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზიანს, თუ „უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების სიმთვრალის მდგომარეობაში“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პუნქტში ჩამოთვლილი მდგომარეობა საკანონმდებლო აკრძალვების დონეზე, ყველა შემთხვევაში გამორიცხავს მართვის შესაძლებლობას, მაშინ მოპასუხის ვერსიის შესატყვისად, ამ პირობებში მყოფი მძღოლი იმთავითვე უნდა იქნეს მიჩნეული არაუფლებამოსილად. თუმცა, 2017 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულების 11.17-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამ აკრძალვებს პირდაპირ ავრცელებს უფლებამოსილ მძღოლზე, რაც მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მიჯნავს უფლებამოსილი მძღოლის ცნებას საკანონმდებლო აკრძალვებისაგან და მისი შინაარსის გულისხმობს ხელშეკრულების 1.14 პუნქტით დადგენილ თვისებებს. ამგვარად, 2017 წლის 9 თებერვლის გარიგება „უფლებამოსილი მძღოლის“ ცნებას ავტონომიურ მნიშვნელობას ანიჭებს ხელშეკრულების ზემოთ მოყვანილის პუნქტის ჭრილში და გულისხმობს რომელიც არ განიხილება ფართო კონტექსტით. მსგავსი შინაარსით გატარებულია ასევე ხელშეკრულების 11.17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომელიც ავტოსატრანსპროტო საშუალების მართვისას მიჯნავს ერთმანეთისაგან „ნებისმიერი პიროვნების“ და „უფლებამოსილი მძღოლის“ ცნებას. ამ შემთხვევაშიც, ტერმინი „უფლებამოსილი“ ასევე დატვირთულია ვალდებულებით-სამართლებრივი მახასიათებლებით.
ხელშეკრულების 11.6 პუნქტი, რომელსაც დაეყრდნო სს „ს--------------------------–--ა“ მოთხოვნის უარყოფისას, კერძოდ, მის მეორე ნაწილს „ან/და მართვის უფლებამოსილების არ მქონე მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო მართვისას“ უნდა განიხილებოდეს ამავე გარიგების 1.14 პუნქტის მნიშვნელობით, სადაც სადაზღვევო მიზნებისათვის მართვის უფლების ლეგიტიმურობა, გარდა ასაკობრივი ცენზისა დაკავშირებულია სსიპ ს---------------------–----------ოსა და სო---–----------------------------------------–-----------------–-------------–--ბის ყველა მოქმედი თანამშრომელთან. ამგვარად, გარიგების 11.6 პუნქტის საგამონაკლისო რეჟიმი შესაძლებელია გავრცელდეს პირებზე, რომელიც არ აღემატება 21 წელს ან არ წარმოადგენს დამზღვევის მოქმედ თანამშრომელს.
ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ან ნაწილში სს „ს--------------------------–--ა“-ს მიერ მოთხოვნის უარყოფა არ არის ლეგიტიმური.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ შეტყობინების ვადების დარღვევას, სს „ს--------------------------–--ა“-მ არ უარყო, რომ არ არსებობს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველისათვის შეტყობინების დატოვების ვალდებულების დაცვის ინტერესი არსებული ვითარების გათვალისწინებით არ არის წონადი დამზღვევის მიერ შეუტყობინებლობის განმაპირობებელი მდგომარეობისა, რის გამოც, ვერც შეტყობინების ვადის დარღვევა გახდება ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას ასანაზღაურებელი მოცულობის ნაწილში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ავტომანქანა MITSUBISH 1.200, ს/ნ C------ სადაზღვევო თანხის ოდენობა განსაზღვრულია 19 239 ლარის ფარგლებით. ამას გამოკლებული შეთანხმებით დადგენილი 5%-იანი ფრანშიზის გათვალისწინებით, საფუძვლიანია მოთხოვნის მოცულობა უნდა განისაზღვროს 18 277,05 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან, სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სარჩელი სს „ს--------------------------–--ა“ -ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 548,31 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. სს „ს--------------------------–--ა“ -ს დაეკისროს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სასარგებლოდ 18 277,05 ლარის გადახდა;
2. სს „ს--------------------------–--ა“ -ს დაეკისროს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 548,31 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #20423-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
28.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სსიპ „ს---------------------–----------ო“
წარმომადგენელი: გ-----------------–-–---–ი
მოპასუხე: სს „ს--------------------------–--ა“
წარმომადგენელი: ა-–-------------------ე
დავის საგანი: დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. სს „ს--------------------------–--ა“ -ს დაეკისროს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სასარგებლოდ 18 277,05 ლარის გადახდა;
2. სს „ს--------------------------–--ა“ -ს დაეკისროს სსიპ „ს---------------------–----------ო“-ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 548,31 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი