გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7332-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: ლ-–-----–-------;
მოპასუხე: შპს „ე-------ი“ (ს/ნ 2--------);
მოპასუხე: შპს „ლ-----–---“ (ს/ნ 4--------);
მოპასუხე: გ-----------–----- (პ/ნ 0----------);
მოპასუხე: დ---------–----- (პ/ნ 0----------)
მოპასუხე: ბ-------–----- (პ/ნ 0----------);
მოპასუხე: ა-----–-----–------ (პ/ნ 0---------);
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ე-------ი“ (ს/ნ 2--------), შპს „ლ-----–---ი“ (ს/ნ 4--------), გ-----------–----- (პ/ნ 0----------), ბ-------–----- (პ/ნ 0----------), დ---------–----- (პ/ნ 0----------) და ა-----–-----–------ (პ/ნ 0---------) ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
სარჩელში აღინიშნა, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ე-------ი“-ს 30% წილის მფლობელია დ---------–-----, 35%-იანი წილის მფლობელი - გ-----------–-----, 35%-იანი წილის მფლობელ - ა-----–-----–------, დირექტორია გ-----------–-----. საწარმოს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 853793 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა 2013 წლის 02 მაისიდან 2013 წლის 22 ოქტომბრამდე. შემოწმების სედეგად, საწარმოს 2013 წლის 31 ოქტომბერს წარედგინა N------- საგადასახადო მოთხოვნა. 2013 წლის 26 სექტემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 3 ოქტომბერს. 2014 წლის 19 მაისს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N------- ბრძანება შპს „ე-------ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რაც ჩაბარდა დირექტორს ხელზე 2014 წლის 25 მაისს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ე-------ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას დაედო ყადაღა. დაყადაღებული ქონება შეფასებულის 55240 ლარად, რაც ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. შემოწმების დაწყების შემდგომ 2013 წლის 30 ივნისიდან 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით შპს „ე-------მა“ შპს „ლ-----–---ს“ გადააწერა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებს განარიდა 818778,97 ლარის ქონება. შპს „ლ-----–---ის“ 33% წილის მფლობელია ბ-------–-----, 34% წილის მფლობელი - დ---------–-----, 33% წილის მფლობელი - გ-----------–-----, ხოლო დირექტორია - გ-----------–-----. ბ-------–-----, დ---------–----- და გ-----------–----- არიან ძმები. მოსარჩელე შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, შპს „ე-------ი“-ს მიერ შპს „ლ------–-----------“ შემოწმების პერიოდში 818778,97 ლარის ქონების გადაწერა მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხეები შპს „ე-------ი“ (ს/ნ 2--------), შპს „ლ-----–---ი“ (ს/ნ 4--------), გ-----------–----- (პ/ნ 0----------), ბ-------–----- (პ/ნ 0----------), დ---------–----- (პ/ნ 0----------) და ა-----–-----–------ (პ/ნ 0---------) სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. (სხდომის დღე და საათი ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.)
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან თანახმად, შპს ,,ე-------ი-ს" (2--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 06/02/2001 წელი, 30% წილის მფლობელია - დ---------–-----, 30% წილის მფლობელია - გ-----------–-----, 35%-იანი წილის მფლობელია ა-----–-----–------. დირექტორი გ-----------–-----.
3.1.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან თანახმად, შპს „ლ-----–----ის" (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/10/2012 წელი, 34% წილის მფლობელია - დ---------–-----, 33% წილის მფლობელია - გ-----------–-----, 33%-იანი წილის მფლობელია ბ-------–-----. დირექტორი გ-----------–-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან იხ. (ს. ფ. 18; 26);
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 31 ოქტომბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „ე-------ი-ს" დაერიცხა დღგ: ძირითადი: 42186 ლარი, ჯარიმა: 19186 ლარი, საურავი: 42040.62 ლარი, სულ: 103412.62 ლარი; დაბეგვრის წესით დარიცხული: ძირითადი: 0 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 164.91 ლარი, სულ: 164.91 ლარი; მოგების გადასახადი: ძირითადი: 168356 ლარი, ჯარიმა: 71918 ლარი, საურავი: 87177.94 ლარი, სულ: 327451.94 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი: 8696 ლარი, ჯარიმა: 4552 ლარი, საურავი: 7522.73 ლარი, სულ: 20770.73 ლარი; ქონების გადასახადი: ძირითადი: 25101 ლარი, ჯარიმა: 9040 ლარი, საურავი: 7110.1 ლარი, სულ: 41251.1 ლარი; სხვა ჯარიმები: ძირითადი: 0 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი: 0 ლარი, სულ: 0 ლარი; სულ: ძირითადი: 244339 ლარი, ჯარიმა: 104696 ლარი, საურავი: 144016.3 ლარი, სულ: 493051.3 ლარი; საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ბრძანება N----- (თარიღი 31.10.2013).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა N------- (იხ. ს.ფ. 24);
3.3. შემოსავლების სამსახურის შპს „ე-------ი-ს " (ს/ნ 2--------) შედარების აქტის თანახმად, 01-01-2017-დან 28-09-2017 მდე პერიოდში შპს „ე-------ი-ს" ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი: 332947.1 ლარი, ჯარიმა: 134176.5 ლარი და საურავი: 386669.45 ლარი.
3.4. შემოსავლების სამსახურის შპს „ლ-----–----ის " (ს/ნ 4--------) შედარების აქტის თანახმად, 01-01-2017-დან 28-09-2017 მდე პერიოდში შპს „ლ-----–----ის " ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი: 25.14. ლარი, ჯარიმა: 0 ლარი , საურავი: 1.03. ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტები (იხ.ს.ფ. 19; 25);
3.5 . შემოსავლების სამსახურის 19.05.2014 წლის N------- ბრძანების - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ _ თანახმად, ყადაღა დაედო შპს „ე-------ი”-(ს/ნ 2--------) ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს), რაც ჩაბარდა დირექტორს 2014 წლის 22 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.05.2014 წლის ბრძანება N------- (ს.ფ. 22).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
ამ კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.1. მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).
ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი:
- შპს ,,ე-------ი-ს" (ს/ნ 2--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 06/02/2001 წელი, 30% წილის მფლობელია - დ---------–-----, 30% წილის მფლობელია - გ-----------–----- და 35%-იანი წილის მფლობელია ა-----–-----–------. დირექტორია გ-----------–-----.
- შპს „ლ-----–----ის" (ს/ნ 4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/10/2012 წელი, 34% წილის მფლობელია - დ---------–-----, 34% წილის მფლობელია - გ-----------–----- და 33%-იანი წილის მფლობელია ბ-------–-----. დირექტორია გ-----------–-----.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 31 ოქტომბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, გადასახადის ადამხდელს შპს „ე-------ი-ს" დაერიცხა სულ: ძირითადი: 244339 ლარი, ჯარიმა: 104696 ლარი, საურავი: 144016.3 ლარი, სულ: 493051.3 ლარი.
- შემოსავლების სამსახურის შპს „ე-------ი-ს" (ს/ნ 2--------) შედარების აქტის თანახმად, 01-01-2017-დან 28-09-2017-მდე პერიოდში შპს „ე-------ი-ს" ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი: 332947.1 ლარი, ჯარიმა: 134176.5 ლარი და საურავი: 386669.45 ლარი.
- შემოსავლების სამსახურის 19.05.2014 წლის N------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „ე-------ი-ს" (ს/ნ 2--------) ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს), რაც ჩაბარდა დირექტორს 2014 წლის 22 მაისს.
- შემოსავლების სამსახურის შპს „ლ-----–----ის " (ს/ნ 4--------) შედარების აქტის თანახმად, 01-01-2017-დან 28-09-201- მდე პერიოდში შპს „ლ-----–----ის " ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი: 25.14. ლარი, ჯარიმა: 0 ლარი , საურავი: 1.03. ლარი.
6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღიარებული საგადასახადო დავალიანება მოპასუხე შპს „ე-------ი-ს" (ს/ნ 2--------) დაერიცხა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 31 ოქტომბრის N------- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 01 ნოემბერს.
სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხედ დასახელეებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შემთხევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.2. მუხლის საფუძელზე, საგადასახადო ორგანოს მიენიჭება უფლება, გადასახადის გადამხდელის მოპასუხე იურიდიული პირის - შპს ,, „ე-------ი-ს" (ს/ნ 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 31 ოქტომბრის N------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერად აღიარებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც სასამართლოს მოსაზრებით, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესს, გამოიწევევს გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის აღდგენასა და ხანდაზმული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის ახალი ვადის განსაზღვრას.
6.8. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირები - შპს „ე-------ი“ (ს/ნ 2----------, შპს „ლ-----–---" (ს/ნ 4--------), გ-----------–----- (პ/ნ 0----------), ბ-------–----- (პ/ნ 0----------), დ---------–----- (პ/ნ 0----------) და ა-----–-----–------ (პ/ნ 0---------)
წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ამასთან, აღნიშნული გარემოება, იმავდროულად, არ ქმნის შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ამ იურდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც, ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). სასამართლოს მოსაზრებით, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
6.9. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
6.10. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორისაგან განსხვავება, ამასთან, მოპასუხეებად დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელის შპს „ე-------ი-ს" (ს/ნ 2--------) , მიერ გამოყენებულ იქნა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ე-------ი -ს" (ს/ნ 2----------, შპს „ლ-----–----ის" (ს/ნ 4--------), გ-----------–-----ს (პ/ნ 0----------), ბ-------–-----ს (პ/ნ 0----------), დ---------–-----ს (პ/ნ 0----------) და ა-----–-----–------ს (პ/ნ 0---------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 1991; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს ,, ე-------ი-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,, ლ-----–----ის“ (ს/ნ 4-------- ), გ-----------–-----ს (პ/ნ 0----------), დ---------–-----ს (პ/ნ 0-----------), ბ--------–----ეს (პ/ნ 0----------), ა-----–-----–------ს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი