გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310117002085867
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6246-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: მ--------------–----------------–---–-;

მოპასუხე: შპს „რ-------“ (ს/ნ 4--------);

წარმომადგენელი: გ---------------–-–---–-;

მოპასუხე: რ----–---------–---ი (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: გ---------------–-–---–-;

მოპასუხე: შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------);

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–ი;

მოპასუხე: ზ--------------–---ა (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–ი;

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე შპს „რ-------ი“ (ს/ნ 4--------), რ----–---------–---ი (პ/ნ 0----------), შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------) და ზ--------------–---ა (პ/ნ 0----------) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

სარჩელში აღინიშნა: შპს „რ-------ი“ (ს/ნ 4--------), რ----–---------–---ი (პ/ნ 0----------), შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------) და ზ--------------–---ა (პ/ნ 0----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები, რის საფუძველზეც მათ თავი აარიდეს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებებისათვის გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებებს. 2013 წლის 26 სექტემბერს მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებულია შპს „რ-------ი“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი რ----–---------–---ი, რომელსაც 2017 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 117 479.01 ლარი. 2016 წლის 14 აპრილს შედგა შპს „რ-------ი-ს" საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, 2016 წლის 11 მაისს გამოიცა N------- საგადასახადო მოთხოვნა 121 997.09 ლარზე. 2016 წლის 11 მაისს რეგისტრირებული იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 10 მარტს გამოიცა N------- ბრძანება შპს „რ-------ი“-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 2016 წლის 21 აპრილის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომ კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის ჩაბარების შემდეგ, შპს „რ-------ი-ს" 100% წილის მფლობელმა და დირექტორმა რ----–---------–---მა თავისივე ბიძაშვილის ზ--------------–---ას სახელით დაარეგისტრირა შპს „რ--------.“, მომდევნო დღეს შპს „რ--------.“-ს გადაუფორმა სატვირთო ავტომობილი „DAF FT 95 XF 480” (სახ. N..), მისაბმელი „RENDERSOQ 12.27 NA” (სახ. N..), 2016 წლის 26 აპრილს შპს „რ--------.-ის" გადაუფორმა სალარო აპარატი. შპს „რ--------.-მ", სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებით შეიმცირა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 10 223. 39 ლარით. ამასთან, შპს „რ--------ის" და შპს „რ--------.“-ს საქმიანობის სახე და მისამართი იდენტურია. ასევე შპს „რ--------ი" და შპს „რ--------.“ იყენებენ ერთი და იგივე დაქირავებულ პირთა შრომას. მათ შორისაა, შპს ,,რ--------ის" 100% წილის მფლობელი და დირექტორი რ----–---------–---ი, რომელიც დასაქმებულის შპს „რ--------.-ს" მიერ. შემოწმების პერიოდში 2016 წლის 5 მაისს საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის რ----–---------–---ის მიერ შპს „რ-------ი-დან" სესხის სახით გატანილია თანხა 67000 ლარის ოდენობით და 2016 წლის 02 მაისს შპს „რ--------ის" სალაროდან საქვეანგარიშოდ გატანილი აქვს თანხა 42000 ლარის ოდენობის, რაც არ არის დაბრუნებული. შპს „რ--------ის" 100%-ის წილის მფლობელის და დირექტორის რ----–---------–---ის მიერ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვამდე ახალი საწარმოს დარეგისტრირება ბიძაშვილის სახელით, იგივე მისამართზე, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება, ქონების გადაფორმება, საწარმოს სალაროდან თანხების გატანა და სესხის აღება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეების შპს „რ--------ის“ (ს/ნ 4--------) და რ----–---------–---ის წარმომადგენელმა, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხეების შპს „რ--------.-ს“ (ს/ნ 4--------) და ზ--------------–---ას წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო. დამატებით, განმარტა, რომ შპს „რ--------.-ს“ ფაქტობრივი ადგილსამყოფელია წინამძღვრიშვილის ქუჩა N---- ავტომანქანის ნასყიდობის ფასი გადახდილი აქვთ სრულად, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი დკუმენტებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, თანახმად (მომზადების თარიღი: 26/11/2014) შპს „რ--------ის" საიდენტიფიკაციო N 4--------; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 26/09/2013. იურიდიული მისამართი: საქართველო, თ---–-----------------------------------------------------–-------------------------- ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე რ----–---------–---ი (პ/ნ 0----------); ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებსა და არამატწრიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

3.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (მომზადების თარიღი: 21/04/2016) შპს „რ--------.-ს" საიდენტიფიკაციო N 4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 21/09/2016.; იურიდიული მისამართი: საქართველო, თ---–-----------------------------------------------------–-------------------------- ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე - ზ--------------–---ა (პ/ნ 0----------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებსა და არამატწრიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 20-23);

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 08 აპრილის N---- ბრძანების (შპს „რ-------“-ის (ს/ნ 4-------) საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ) თანახმად, ჩატარდა შპს ,,რ--------ის" (ს/ნ 4-------) N 11111/G-... 27/09/2013; 29/09/2013 G-..., 03/10/2013 G-.., 05/10/2013 G-..., 08/10/2013 G-..., 10/10/2013 G-..., 13/10/2013 G-..., 22/10/2013 G-..., 29/10/2013 G-..., 31/10/2013 G-..., 03/11/2013 G-.., 09/11/2013 G-.., 12/11/2013 G-.., 17/11/2013 G-.., 21/11/2013 G-.., 24/11/2013 G-.., 02/12/2013 G-.., 06/12/2013 G-.., 12/12/2013 G-.., 25/01/2014 G-.., 03/02/2014 G-.., 08/02/2014 G-.., 07/01/2014 G-.., 15/12/2013 G-.., 20/12/2013 G-.., 22/12/2013 G-.., 27/12/2013 G-.., სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 08 აპრილიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით.

 

3.4. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერის მიხედვით, 2016 წლის 08 აპრილის N---- ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 11.04.2016 წელს.

 

3.5. 2016 წლის 10 მაისს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის შპს ,,რ--------ის" (ს/ნ 4-------) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი N---------. შემოწმებით, დაერიცხა სულ ძირითადი გადასახდელები: 55512 ლარი და ჯარიმა 55512 ლარი.

 

3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 11 მაისის N------- საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს, შპს „რ--------ის" (ს/ნ 4-------) გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი: 55512 ლარი, დღგ: 8466 ლარი; იმპორტის გადასახადი: 47046 ლარი; ჯარიმა: 55512 ლარი; საურავი: 10973.09 ლარი; სულ: 121997.09 ლარი. საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი, ბრძანება N-----, თარიღი 11.05.2016.

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N------ ბრძანების (შპს „რ-------“-ის (ს/ნ 4-------) 2016 წლის 07 ივნისის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) თანახმად, შპს „რ-------“-ის 2016 წლის 07 ივნისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ცაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს მტკიცებულება გადაადგილების სერტიფიკატის EUR.1. თურქეთის საბაჟო ოფისის მიერ გაცემის და დადასტურების თაობაზე. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკკუმენტები, გადაამოწმონ მათი უტყუარობა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახპრციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 02 დეკემბრის N------ ბრძანებით (შპს „რ-------“-ისათვის (ს/ნ 4-------) გადასაახადების და სანქციების თანხების არ შემცირების შესახებ"), შპს „რ-------“-ის (ს/ნ 4-------) 2016 წლის 10 მაისის N--------- აქტის, გადასახადების დარიცხვის შესახებ 2016 წლის 11 მაისის N----- ბრძანებისა და 2016 წლის 11 მაისის 0------ საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა (2016 წლის 17 ნოემბრის N----- დასკვნა).

 

3.9. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 2017 წლის 10 მარტის N------- ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს „რ--------ის" (ს/ნ 4-------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

3.10 შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერის მიხედვით, 10.03.2017 წლის N------- ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2017 წლის 15 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 08 აპრილის N---- ბრძანება. (იხ.ს.ფ. 74);

- 05.2016 წლის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი. (იხ.ს.ფ. 168-174);

- საგადასახადო მოთხოვნა N------- (იხ.ს.ფ. 76-77);

- 20.07.2016 წლის N------ ბრძანება. (იხ.ს.ფ. 175-180);

- 1.12.2016 წლის 2N------ ბრძანება. (იხ.ს.ფ. 175-184);

- 10.03.2017 წლის N------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 68);

- ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები (იხ. ს.ფ. 69; 75).

 

3.11. საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-0--------- . ოპერაციის განხორციელების პერიოდი: 2016 წლის 01 აპრილი, გამოწერის თარიღი: 24 აპრილი 2016 წელი. გამყიდველი: შპს „რ-------" (ს/ნ 4-------), მყიდველი: შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------). საქონლის (მომსახურების) დასახელება: მანქანა თავისი მისაბმელით, (30 000 აშშ დოლარი) 1 ცალი, საქონლის მომსახურების ღირებულება აქციზის ჩათვლით, 67020, დღგ-დ 10223.39, აციზი 0.

 

3.12. საქმეში წარმოდგენილია ნაღდი ფულის მოძრაობის შესაებ, შპს ,,რ--------ის" (ს/ნ 4-------) საბანკო ამონაწერები, რომლის თანახმადაც 01.01.2013 წლიდან 05.05.2016 წლის ჩათვლით.101.2017 წლის მდგომარეობით, ფიქსირდება სალაროში ფულადი თანხების მოძრაობა (შეტანა-გამოტანა). მათ შორის ფიქსირდება N------ სალარო აპარატის მეშვეობით, შპს „რ--------.-ს" (ს/ნ 4-------- ) შენატანი 25.04.2016 წელს ავტომანქანის რეალიზაცია შპს „რ--------. - 67020 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-0---------. (იხ.ს.ფ. 25);

- საბანკო ამონაწერი (იხ.ს.ფ. 37-66).

 

3.13. საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით შპს „რ--------.-ს“ (ს/ნ 4--------) გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ, საანგარშო პერიოდი ; ივნისი 2017 წელი. ინფორმაციის მიხედვით, ზ--------------–---ას ხელფასის სახით მიღებული აქვს 500 ლარი (დაკავებული გადასახადი 100 ლარი), რ----–---------–---ს მიღებული აქვს ხელფასი 500 ლარი (დაკავებული გადასახადი 100 ლარი). ორ სხვა ფიზიკურ პირს აგრეთვე, მიღებული აქვთ ხელფასის სახით - 625 ლარი და 250 ლარი.

 

3.14. 2016 წლის 05 მაისის სესხის ხელშეკრულების თანახმად, ,,გამსასხებელ" შპს „რ--------ის" დირექტორს რ----–---------–---სა და ,,მსესხებელ" ფიზიკურ პირს - რ----–----------–---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხა 67 000 ლარი. სესხის დაბრუნების ვადა 05.05.2018 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 25- 26);

- სესხის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 85);

 

3.15. შპს „რ-------“-ის (ს/ნ 4-------) შედარების აქტის (01.01.2017-დან - 30.08.2017-მდე) თანახმად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 42 128.3 ლარი, ჯარიმა - 56412 ლარი, საურავი - 18938.71 ლარი.

 

3.16. შპს „რ--------.-ს“ (ს/ნ 4--------) შედარების აქტის (01.04.2016 -დან 08.10.2017 -მდე) თანახმად: ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით - ბიუჯეტში გადახდილი თანხები: 199 254.61 ლარი. სალდო საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის: ძირითადი -0, ჯარიმა - 0, საურავი - 0, ზედმეტობა 31244 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნო ბა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი. (იხ.ს.ფ 86);

- შედარების აქტი. (იხ. ს.ფ 152).

-

-

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მულით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლით, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ამ კანონის 2.1. მუხლით, მეწარმე სუბიექტები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).

 

ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

 

6.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ:

- შპს „რ-------" (ს/ნ 4--------) 26/09/2013 წლიდან რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე რ----–---------–---ი (პ/ნ 0----------). იურიდიული მისამართი: საქართველო, თ---–-----------------------------------------------------–-------------------------- შედარების აქტის (01.01.2017-დან - 30.08.2017-მდე) მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათ შორის ძირითადი - 42128.3 ლარი, ჯარიმა - 56412 ლარი, საურავი - 18938.71 ლარი.

- შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 08 აპრილის N---- ბრძანების საფუძველზე ჩტარდა შპს „რ--------ის” (ს/ნ 4-------) საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2016 წლის 10 მაისს შედგა შემოწმების აქტი N---------. შემოწმებით, დაერიცხა სულ ძირითადი გადასახდელები: 55512 ლარი და ჯარიმა 55512 ლარი. 2016 წლის 11 მაისის გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N-------, რაზედაც 2016 წლის 07 ივნისს შეტანილ იქნა საჩივარი გადასახადის გადამხდელის მიერ. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის N------ ბრძანებით შპს „რ--------ის“ (ს/ნ 4-------) 2016 წლის 07 ივნისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 02 დეკემბრის N------ ბრძანებით, შპს „რ--------ის“ (ს/ნ 4-------) არ შეუმცირდა 2016 წლის 10 მაისის N--------- აქტის, გადასახადების დარიცხვის შესახებ 2016 წლის 11 მაისის N----- ბრძანებისა და 2016 წლის 11 მაისის 0------ საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები (2016 წლის 17 ნოემბრის N----- დასკვნა). 2017 წლის 10 მარტის N------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „რ--------ის" (ს/ნ 4-------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

- შპს „რ--------ის" (ს/ნ 4--------) N ეა-0--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ( ოპერაციის განხორციელების პერიოდი: 2016 წლის 01 აპრილი, გამოწერის თარიღი: 24 აპრილი 2016 წელი) თანახმად, გამყიდველი: შპს „რ-------" (ს/ნ 4-------), მყიდველი: შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------). საქონლის (მომსახურების) დასახელება: მანქანა თავისი მისაბმელით, (30 000 აშშ დოლარი) 1 ცალი, საქონლის მომსახურების ღირებულება აქციზის ჩათვლით, 67020, დღგ-დ 10223.39, აციზი 0.

- შპს ,,რ--------ის" (ს/ნ 4-------) საბანკო ამონაწერის მიხედვით, N------ სალარო აპარატის მეშვეობით, დაფიქსირებულია შპს „რ--------.-ს" (ს/ნ 4-------- ) შენატანი -ავტომანქანის რეალიზაცია შპს „რ--------. „ თანხა -67020 ლარი.

- 2016 წლის 05 მაისის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ,,გამსასხებელ" შპს „რ--------ის" დირექტორს რ----–---------–---სა და ,,მსესხებელ" ფიზიკურ პირს - რ----–----------–---ს შორის სესხის თანხა 67 000 ლარი. სესხის დაბრუნების ვადა 05.05.2018 წელი.

- ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, შპს ,,რ--------ის" (ს/ნ 4-------) საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 01.01.2013 წლიდან 05.05.2016 წლის ჩათვლით, 101.2017 წლის მდგომარეობით, ფიქსირდება სალაროში ფულადი თანხების მოძრაობა (შეტანა-გამოტანა).

- შპს „რ--------“-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21/09/2016. ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ზ--------------–---ა (პ/ნ 0----------. ) იურიდიული მისამართი: საქართველო, თ---–-----------------------------------------------------–-------------------------- შედარების აქტის(01.04.2016 -დან 08.10.2017 -მდე) მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება. ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით - ბიუჯეტში გადახდილი თანხები: 199 254.61 ლარი. სალდო საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის: ზედმეტობა 31244 ლარი.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240.1. მუხლით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს შპს „რ--------ის" (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირები რ----–---------–---ი, ზ--------------–---ა და იურიდიული პირი შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------) - აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად. მოსარჩელის მოსაზრებით, შპს „რ--------ის" 100%-ის წილის მფლობელის და დირექტორის რ----–---------–---ის მიერ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვამდე ახალი საწარმოს დარეგისტრირება ბიძაშვილის სახელით, იგივე მისამართზე, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება, ქონების გადაფორმება, საწარმოს სალაროდან თანხების გატანა და სესხის აღება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან განხორციელდა ისეთი სახის ქმედებები, რომლებიც ემსახურებოდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიების თავიდან არიდებას.

 

6.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: თ) პირები ნათესავები არიან; ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირებ რ----–---------–---ი და ზ--------------–---ა წარმოადგენენ ნათესავებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის

 

6.10. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე იურიდიულ პირს შპს „რ--------ს" (ს/ნ 4--------) მოპასუხე ფიზიკური პირ რ----–---------–---ს შორის, აგრეთვე მოპასუხე იურიდილი პირებს შპს „რ--------ს" (ს/ნ 4--------) და შპს „რ--------.“ (ს/ნ 4--------) შორის დადებულია სამოქალაქო ხელშეკრულებები (სესხი და ნასყიდობა), რომელიც ემყარება მხარეთა ავტონომიურობის პრინციპს. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიულ პირების მიერ საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ ნასყიდობის ან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება გახდეს ამ პირების ერთიმეორის ცრუმაგირ პირებად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.11. სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ გადასახადის გადამხდელი შპს „რ--------ი" (ს/ნ 4--------) გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ისე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება,ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

6.12. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „რ-------ი“-ს (ს/ნ 4--------), რ----–---------–---ის (პ/ნ 0----------), შპს „რ--------.“-ს (ს/ნ 4--------) და ზ--------------–---ას (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,, რ--------ის“ (ს/ნ 4-------- ), რ----–---------–---ის (პ/ნ 0----------), შპს ,, რ--------. ს “ (ს/ნ 4--------) და ზ--------------–---ას (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი