გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/31526-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ა
წარმომადგენელი - მ-------------ა
მოპასუხე - შ---------ი“
წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ---------ი“-სათვის 2018 წლის 18 იანვრის და 2018 წლის 31 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3399.22 ლარის დაკისრება.
(მტკიცებულება: 11.02.2019 წლის სარჩელი; 01.04.2019 წლის მთავარი სხდომის ოქმი).
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ასა და შ---------ს“ შორის 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (# 1------) და 2018 წლის 10 ივლისის (# M----------------) წერილის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 3450 ლარის ღირებულების 3000 კგ მაკარონი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 17 ივლისს, 1 დღის დაგვიანებით. 31.01.2018 წლის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 22 195 ლარს, ვინაიდან მოპასუხე მხარემ 3000 კგ მაკარონის მიწოდებას გადაააცილა ერთი დღე, დაკისრებულმა საურავმა შეადგინა 33.29 ლარი.
2018 წლის 18 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (# 1------) და 2018 წლის 05 ივნისის წერილის (#1------) საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით მოპასუხე შ---------ს“ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 14700 ლარის ღირებულების 10 000 კგ შაქარი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, 2018 წლის 23 ივლისს მიწოდებულ იქნა 5000 კგ შაქარი, 2018 წლის 24 ივლისს მიწოდებულ იქნა 5000 კგ შაქარი. ბოლო მიწოდება განხორციელდა 43 დღის დაგვიანებით. 18.01.2018 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 52 185 ლარს, ვიანიდან მოპასუხემ გადააცილა 10 000 კგ შაქრის მიწოდებას 43 დღე, დაკისრებულმა საურავმა ჯამში შეადგინა - 3365.93 ლარი (დღეში 78.277 ლარი).
მოპასუხემ ვალდებულება 2018 წლის 18 იანვრის და 2018 წლის 31 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაჯეროვნად შეასრულა. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, რაც იანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით დღეში და ჯამში შეადგენს - 3399.22 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 0.15%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და აღნიშნული უნდა შემცირდეს 0.02%-ამდე, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო პირგასამტეხლოს ოდენობა 1716 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ასა და მოპასუხე შ---------ს“ შორის 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (# 1------) და 2018 წლის 10 ივლისის (# M----------------) წერილის საფუძველზე, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 3450 ლარის ღირებულების 3000 კგ მაკარონი, რომლის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 17 ივლისს, 1 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 22 195 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 31 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (#1------);
- ფასების ცხრილი;
- 2018 წლის 10 ივლისის წერილი (# M----------------);
- სასაქონლო ზედნადები (ელ - 0---------);
- 2018 წლის 17 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი.
3.1.2. მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ასა და მოპასუხე შ---------ს“ შორის 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (# 1------) და 2018 წლის 05 ივნისის წერილის (#1------) საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით მოპასუხე შ---------ს“ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 14700 ლარის ღირებულების 10 000 კგ შაქარი, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, 2018 წლის 23 ივლისს მიწოდებულ იქნა 5000 კგ შაქარი, 2018 წლის 24 ივლისს მიწოდებულ იქნა 5000 კგ შაქარი. ბოლო მიწოდება განხორციელდა 43 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 52 185 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 18 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (#1------);
- ფასების ცხრილი;
- 2018 წლის 05 ივნისის წერილი (# MIA 0 18 01------);
- სასაქონლო ზედნადები (ელ - 0---------);
- სასაქონლო ზედნადები (ელ - 0---------).
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ვადის გასვლით მოსარჩელეს არ დაუკარგავს მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება ჯეროვნად უნდა შესრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე იტოვებდა უფლებას, მოეთხოვა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამდენად, ხელშეკრულების არსებით პირობაზე შეთანხმებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ მხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულებით წყდებოდა მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ვალდებულების შესრულება გულისხმობს მის ჯეროვან შესრულებას, რაც მხარეებმა დაუკავშირეს მათ შორის პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიწოდებას. მოპასუხე არ უარყოფს რომ მისი მხრიდანსაქონლის მიწოდება მოხდა ვადის გადაცილებით, აღნიშნული გარემოება კი მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს მისგან პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება 2018 წლის 18 იანვრის და 2018 წლის 31 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაჯეროვნად შეასრულა. პირველი ხელშეკრულებიდან მოპასუხემ მიწოდების ვალდებულებას გადააცილა 1 დღე, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან 43 დღე, რომლის დაანგარიშება ხდება არა ვადაგადაცილებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან, არამედ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანარჩენი ვალდებულება მოპასუხის მიერ არის ჯეროვნად შესრულებული, ასევე ვადაგადაცილება არ გრძელდებოდა ხანგრძლივად და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს - 1716 ლარამდე და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას დამატებით 1683.22 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-საართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1716 ლარის ნაწილში. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 1716 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შ---------ს“ მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 18 იანვრის და 2018 წლის 31 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 1716 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–-ას უარი ეთქვას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 1683.22 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე