გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
231210919002952945
საქმე 2/61-2019
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში
ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ
19 აპრილი 2019 წელი ქ. ხობი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე: შოთა სირაძე
განმცხადებელი: შპს „------”,წარმომადგენელი: ქ------- მ-----
მოწინააღმდეგე მხარე: მ----- კ-------
მოთხოვნა: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება.
ზეპირი მოსმენით განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 18 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნის განცხადებით მომართა შპს ,,მ------“ წარმომადგენელმა ქ------- მ------
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დ----- ჩ---–----ა და შპს ,,მ------“ შორის 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის №FL13112015/0042 ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,მ------“ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება H------------- VIN კოდი R---------- გამოშვების წელი 2004, ძრავის მოცულობა 2354, ფერი შავი, რეგისტრაციის ნომერი A------, 6000 ლარად.
აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 6000 ლარის ოდენობით, თვეში 4.43 %-ის დარიცხვით, ლიზინგის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 13 თებერვლამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად 298.67 ლარის გადახდით. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებდა 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5/10%-ის ოდენობით.
2016 წლის 16 აგვისტოს შპს ,,მ------“, დ----- ჩ---–----ა და მ----- კ------- შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 13.11.2015 წელს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის №FL13112015/0042 ხელშეკრულებით წარმოშობილი სალიზინგო-სამართლებრივ ურთიერთობებში, ლიზინგის მიმღების - დ----- ჩ---–---- ადგილი დაიკავა მ----- კ------- და კანონის თანახმად, მასვე გადაეცა ლიზინგის მიმღების ყველა უფლება და ვალდებულება.
15.04.2019 წლის მდგომარეობით მ----- კ------- ფინანსური ლიზინგის №FL13112015/0042 ხელშეკრულებისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4596.56 ლარის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს, რომ მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემს - შპს ,,მ------“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - მ----- კ------- სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება H------------- VIN კოდი R---------- გამოშვების წელი 2004, ძრავის მოცულობა 2354, ფერი შავი. რეგისტრაციის ნომერი A------, ასევე ითხოვს, მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს შპს ,,მ------“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 90 ლარი.
შპს "მ------" განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, შპს ,,მ------“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, ლიზინგის საგნის რეგისტრაციის მოწმობა, მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილი, შეტყობინების ჩაბარების დასტური, შპს ,,მ------“ ამონაწერი სამეწარემო რეესტრიდან, შპს ,,მ------“ მიერ გაცემული რწმუნებულება და სახ.ბაჟის გადახდის ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მ------'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს ,,მ------“ განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
''სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. შპს ,,მ------“ განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. ლიზინგის საგნის გამცემს - შპს ,,მ------“ დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - მ----- კ------- სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება H------------- VIN კოდი R---------- გამოშვების წელი 2004, ძრავის მოცულობა 2354, ფერი შავი, რეგისტრაციის ნომერი A------.
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.
4. მ----- კ------- შპს ,,მ------“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შპს ,,მ------“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში (მდებარე: ქ. ხობი, ც. დადიანის ქ.№192) მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე