გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2632-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - შ--–------–-------ე
წარმომადგენლები - ს--–---------------ი, ვ--–----------–------ი
მოპასუხე - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
წარმომადგენლები - ნ------------ია, ს------------–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი №--
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანება, კერძოდ, ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანება, შ--–------–-------ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.4. დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ--–------–-------ის სამსახურში აღდგენის შესახებ;
1.5. დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შ--–------–-------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 2 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შ--–------–-------ე სახელმწიფო აუდიტის სისტემაში დასაქმებულია 2006 წლის 22 მაისიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის 2013 წლის 17 დეკემბრის №----- ბრძანებით იგი დაინიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------ თანამდებობაზე და დაევალა ამავე სამსახურის ა-----–-------------------------–-----------–---------------------------------------------------- განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 22 მაისის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 56);
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 1 დეკემბრის №----- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 57);
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 3 ივლისის №----- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 58);
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 30 ნოემბრის №----- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 59);
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2008 წლის 10 ოქტომბრის №------ ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 60);
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 61);
- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2010 წლის 17 თებერვლის №----- ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 55);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 სექტემბრის №----- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 62);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 სექტემბრის №----- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 64);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 17 დეკემბრის №----- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 63).
3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №-------- ბრძანებით (საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ) მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასებასთან დაკავშირებით და ამ ბრძანების მიზნებისათვის დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების წესი, დანართი №1-№4-ის შესაბამისად. წესის 1.2. მუხლის თანახმად, შეფასების მიზნებია: მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა.
დადგენილია, რომ შ--–------–-------ე შეფასდა ორი შემფასებლის მიერ, შემდეგი კრიტერიუმებით: 1. სპეციალიზაცია; 2. კომპიუტერული უნარ-ჩვევები; 3. ანალიტიკური და სხვა უნარ-ჩვევები; 4. წერის უნარი; 5. კომუნიკაციის უნარები; 6. ინიციატივა; 7. მენეჯერული უნარები; 8. გამოცდილება. მისმა შეფასებამ (საბოლოო პროცენტი) შეადგინა 3------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №-------- ბრძანება, დანართებით (ტ. I. ს.ფ. 96-138);
- შეფასება (ტ. I. ს.ფ. 67-68).
3.3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 18 იანვრის №-------- ბრძანებით ცვლილება შევიდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №------- ბრძანების დანართი №1-ში და ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. დანართი №1-ით დგინდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 339 პირი, მათ შორის, 57 - მ----------------------------------–---–-----ს, ა------------------------ თანამდებობაზე (მ-----------------------------–---–-------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 18 იანვრის №-------- ბრძანება, დანართით (ტ.I. ს. ფ. 155-167).
3.4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №-------- ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №-------- ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, დანართის შესაბამისად. კერძოდ, რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული ანალიზი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 20 თებერვლის №-------- ბრძანებით, გასაუბრების ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანებით გასაუბრებას დაექვემდებარნენ „საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს შეფასებული: პირველ ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა საქმისწარმოების ფუნქციის მქონე მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენს 5---- (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს; მ-------------- მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა გ-------–------------------------------–----------------–-------–--–----------------------------------------------------------–-----------------–--------------–---------------–---–--------------------------------------–--------–-------- რომელთა შეფასების შედეგები შეადგენს 6---- (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №-------- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 69);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №-------- ბრძანება, დანართით (ტ. I, ს.ფ. 70-72);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 20 თებერვლის №-------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 73-74).
3.5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (--------- ჩაატარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებთან გასაუბრება. მოხელეების შეფასება განხორციელდა ოთხდონიანი სისტემით. გასაუბრება ონლაინ ფორმატით ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტში ა------------------------ თანამდებობაზე დასაქმებულ შ--–------–-------ესთან. გასაუბრების შედეგად კომისიამ თითოეულ მოხელესთან მიმართებით დაადგინა შედეგები, კერძოდ, შ--–------–-------ე შეფასდა არადამაკმაყოფილებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი №- (ტ. I. ს.ფ. 75-87);
- გასაუბრების ოქმი, CD-დისკი (ტ. I. ს.ფ. 318).
3.6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად განხორციელებულ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის (2017 წლის 21 დეკემბერს განხორციელებული მოხელეთა შეფასების შედეგები და თებერვლის თვეში ჩატარებული გასაუბრების შედეგები) საფუძველზე, განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია, დანართის შესაბამისად. დანართის მე-13 პუნქტის თანახმად, ასეთ მოხელეს წარმოადგენდა ა-----–-------------------------–-----------–---------------------------------------------–-- ა------------------------ თანამდებობაზე დასაქმებული შ--–------–-------ე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანების შესაბამისად, ამავე სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №-------- წერილით, შ--–------–-------ე პირადად იქნა ინფორმირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანება, დანართით (ტ. I. ს.ფ. 8--90);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №-------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 91).
3.7. 2018 წლის 2 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გაუგზავნა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია, რომელთა შორის იყო შ--–------–-------ე.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №----- წერილით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეცნობა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, თბილისის მასშტაბით მოძიებული ინფორმაცია, პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 2 მარტის №-------- წერილი, დანართით (ტ. I. ს.ფ. 92-95);
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №----- წერილი (ტ. I. ს.ფ. 169).
3.8. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ ვაკანტურ მ----------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე შ--–------–-------ის დასაქმების (მობილობის) მიზნით ინფორმაცია გადაიგზავნა 2018 წლის 16 მარტს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2018 წლის 19 მარტის D---------------- წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის 21 მარტის №----------- წერილით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2018 წლის 19 მარტის №---- წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 20 მარტის №------- წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 27 მარტის №---------- წერილით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აცნობა მათ დაწესებულებებში მოსარჩელის მობილობასთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №-------- შეტყობინებით შ--–------–-------ეს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №----- წერილით მიწოდებული ვაკანტურ თანამდებობებზე მისი მობილობა ვერ განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 242);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 244);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 246);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 248);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 250);
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 19 მარტის D---------------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 243);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 21 მარტის №----------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 245);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 19 მარტის №---- წერილი (ტ. I, ს.ფ. 247);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის №------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 249);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 27 მარტის №---------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 251).
3.9. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანებით შ--–------–-------ე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------ თანამდებობიდან, 2018 წლის 2 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №-------- შეტყობინება (ტ. I. ს.ფ. 184);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 229).
3.10. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად. ამავე ბრძანებით, ასევე, დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, დანართი №--ის შესაბამისად. დანართი №1-ით დგინდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 339 პირი, მათ შორის, 33 - მ----------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე, ა------------------------- (მ-----------------------------–---–-------------).
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №-------- ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლებას დაქვემდებარებული 22 მოხელიდან თვრამეტის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, ისინი გათავისუფლდნენ სამსახურიდან და ჩაირიცხნენ რეზერვში. აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს, 2018 წლის 4 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანება, დანართი №1-ით და №--ით (ტ. I. ს.ფ. 139-154);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის №-------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 252);
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №-------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 235-236).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმი №-, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის შეფასებასთან დაკავშირებით, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანება, რომლის დანართის მე-13 პუნქტით, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელედ განისაზღვრა შ--–------–-------ე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანება, შ--–------–-------ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - შ--–------–-------ის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში საქმიანობა; ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტსა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, გენერალური აუდიტორი: დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს; შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში; ი) უფლებამოსილია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების და მინიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები; ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ; უ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საშტატო ნუსხას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი; ასევე, გენერალური აუდიტორის უფლებამოსილებაში შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ--–------–-------ე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა ა-----–-------------------------–-----------–---------------------------------------------–-- ა------------------------ თანამდებობაზე. ასევე, დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანებით შ--–------–-------ე გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ა------------------------ თანამდებობიდან, 2018 წლის 2 აპრილიდან. ამდენად, მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონმდებლობა.
6.3. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №-------- ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 21 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასებასთან დაკავშირებით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების წესი (დანართის სახით), რომლის შესაბამისად განხორციელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული მოხელეების, მათ შორის, შ--–------–-------ის შეფასება. დადგენილია, რომ შ--–------–-------ე შემფასებლების მიერ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. სპეციალიზაცია; 2. კომპიუტერული უნარ-ჩვევები; 3. ანალიტიკური და სხვა უნარ-ჩვევები; 4. წერის უნარი; 5. კომუნიკაციის უნარები; 6. ინიციატივა; 7. მენეჯერული უნარები; 8. გამოცდილება. მისმა შეფასებამ შეადგინა 3----- (საბოლოო პროცენტი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული შეფასების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელის შეფასება არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, შესაბამისად, მხოლოდ შეფასებასთან დაკავშირებით მოსარჩელის დაგვიანებით ინფორმირებაზე აპელირება, საფუძველს არის მოკლებული.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №-------- ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №-------- ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელსაც საფუძვლად დაედო სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული ანალიზი.
ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 20 თებერვლის №-------- ბრძანებით, გასაუბრების ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია და განისაზღვრა გასაუბრებას დასაქვემდებარებელ პირთა წესი. კერძოდ, გასაუბრებას დაექვემდებარნენ „საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №-------- ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს შეფასებული: პ------–-------------------------–- სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა საქმისწარმოების ფუნქციის მქონე მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 5---- (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს; მ-------------- მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა გ-------–------------------------------–----------------–-------–--–----------------------------------------------------------–-----------------–--------------–---------------–---–--------------------------------------–--------–-------- რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 6---- (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს.
ამდენად, მოსარჩელე 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული შეფასების გათვალისწინებით ავტომატურად დაექვემდებარა გასაუბრებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (--------- ჩაატარა გასაუბრება შ--–------–-------ესთან და აღნიშნულთან დაკავშირებით განახორციელა აუდიო ჩაწერა. მოხელეების შეფასება განხორციელდა ოთხდონიანი სისტემით. კომისიამ გასაუბრების პროცესის საფუძველზე შ--–------–-------ე შეაფასა არადამაკმაყოფილებლად.
სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ამრიგად, უფლებამოსილ პირს შეუძლია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, ხოლო შტატების შემცირება თავის მხრივ წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე, 2018 წლის 18 იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 339 პირი, მათ შორის, 57 - მ----------------------------------–---–-----ს, ა------------------------ თანამდებობაზე (მ-----------------------------–---–-------------). ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის დასრულებისას, კერძოდ, 2018 წლის 2 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის №-------- ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად. დანართი №1-ით დგინდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო კვლავ 339 პირი, თუმცა შემცირდა მ----------------------------------–---–-----ს - ა------------------------ თანამდებობა (მ-----------------------------–---–-------------), რომლის რაოდენობაც განისაზღვრა 33 საშტატო ერთეულით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ თანამდებობა, რომელიც დაკავებული ჰქონდა უშუალოდ მოსარჩელეს, შემცირდა და სწორედ „უპირატესი დარჩენის“ უფლების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებულ პირთა შემოწმება, გასაუბრების გზით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე არსებული შეფასება საფუძვლად დაედო გასაუბრებას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრას, თუმცა რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა 2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელესთან განხორციელებული გასაუბრება. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გასაუბრების შედეგად შ--–------–-------ემ მიიღო შეფასება „არადამაკმაყოფილებელი“. როგორც თავად მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, მან მიზანმიმართულად არ უპასუხა კომისიის წევრების მხრიდან დასმულ შეკითხვებს, ვინაიდან მისი ზეპირსიტყვიერი ინფორმაციით, ხელმძღვანელობას წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო ხსენებულ გარემოებას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავად არ მისცა შესაძლებლობა კომისიას მოეხდინა მისი შეფასება იმ დროს, როდესაც კომისია გადაწყვეტილებას იღებდა სწორედ გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით.
სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას განხორციელებული რეორგანიზაციით შტატების შემცირების არარსებობაზე და აღნიშნავს, რომ სამსახურში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის უცვლელად დატოვება ავტომატურად არ გულისხმობდა შტატების უცვლელობას იმ კუთხით, რომ უცვლელად რჩებოდა ყველა საშტატო ერთეული, მათ შორის, ის, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით დგინდება, რომ მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა მ----------------------------------–---–-----ს, ა------------------------ თანამდებობა (მ-----------------------------–---–-------------), რომელიც 57 ერთეულიდან შემცირდა 33 საშტატო ერთეულამდე. შესაბამისად, სამსახურში დარჩენის უპირატესობის განსაზღვრის მიზნით, უფლებამოსილმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესში კონკრეტულ დასაქმებულ პირებთან გასაუბრების ჩატარებაზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მითითებული გადაწყვეტილებები თავისთავად გულისხმობდა მოსარჩელის არსებობას გასაუბრებას დაქვემდებარებულ პირთა შორის, განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 23 თებერვალს შ--–------–-------ესთან შედგა გასაუბრება, სადაც როგორც თავად დაადასტურა მოსარჩელემ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. შესაბამისად, კომისიამ იგი შეაფასა არადამაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყო შ--–------–-------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობას დაქვემდებარებულ პირთა შორის მოხვედრის საფუძველი, რაც განხორციელდა კიდეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანების მე-13 პუნქტით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს რა დასაქმებული პირის ინტერესებს, 52-ე მუხლის პირველი პუნქტით ადგენს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი მიუთითებს, რომ მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესით“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად განხორციელებულ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის (2017 წლის 21 დეკემბერს განხორციელებული მოხელეთა შეფასების შედეგები და თებერვლის თვეში ჩატარებული გასაუბრების შედეგები) საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანებით განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია, რომელთა შორის იყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტში ა------------------------ თანამდებობაზე დასაქმებული შ--–------–-------ე. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო პირადად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №-------- წერილით. შესაბამისად, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას შტატების შემცირების გამო რეორგანიზაციის არასათანადოდ ინფორმირებაზე. სასამართლოს დასკვნით, მითითებული წერილით ნათლად ჩანს უშუალოდ შ--–------–-------ის ინფორმირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა 2018 წლის 2 მარტს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გაუგზავნა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №----- წერილით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეცნობა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, თბილისის მასშტაბით მოძიებული ინფორმაცია, პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ ვაკანტურ მ----------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე შ--–------–-------ის დასაქმების (მობილობის) მიზნით ინფორმაცია გადაიგზავნა 2018 წლის 16 მარტს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2018 წლის 19 მარტის D---------------- წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის 21 მარტის №----------- წერილით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2018 წლის 19 მარტის №---- წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 20 მარტის №------- წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 27 მარტის №---------- წერილით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეცნობა მათ დაწესებულებებში მოსარჩელის მობილობასთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები. აღნიშნულთან დაკავშირებით შ--–------–-------ე ინფორმირებული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №-------- შეტყობინებით.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის რაოდენობის შემცირებას, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული და ამავე დროს, მან ვერ ისარგებლა უპირატესი დარჩენის უფლებით, ამასთან, მისი მობილობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №----- წერილით მიწოდებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ვერ განხორციელდა, სახეზე იყო შ--–------–-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.
ამასთან, რაც შეეხება იმავე საჯარო დაწესებულებაში მობილობის განხორციელებას, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოხელის მობილობის წესით გადაყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მისი კომპეტენციისათვის ფუნქციურად შესაბამის თანამდებობაზე, რა დროსაც რანგისა და კატეგორიის შესაბამისობის განსაზღვრასთან ერთად, მნიშვნელოვანია დადგინდეს შემცირებული (გაუქმებული) და ვაკანტური თანამდებობების ერთმანეთის შესაბამისობა ფუნქცია-მოვალეობებისა და კომპეტენციის კუთხითაც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის №- სხდომის ოქმის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №-------- ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №-------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 331 მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო განმარტავს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამდენად, კანონმდებლობა საჯარო სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ მიღებული აქტის უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ შ--–------–-------ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები (ბრძანებები) ბათილად არ ცნო, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--–------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე